![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,619 რეგისტრ.: 23-September 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,202 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოგესალმებით მეგობრებო. შევიძინე კრალი ნპ-01 და მინდა გაგიზიაროთ ამ მოდელის შესაძლებლობები. მოყვა მას კარგი პლასტიკის ქეისი, საკმაოდ მოცულობითი. კონდახის მოხსნის შემთხვევაში, თავისუფლად თავსდება ოპტიკიანად. ასევე მოყვა 2 მჭიდი და კოლიმატორი, რომელიც ჩემი შეხედულებით უხარისხოა. რეზერვუარი 105კბ-ია. დავტენე რეზერვუარი 200 ბარზე და ზუსტად 110 ბარამადე მომცა 28 გასროლა. სიჩქარის რეგულატორი მაქსიმუმზე მქონდა. ![]() ![]() ეს მანომეტრის ფოტოები, პირველი მჭიდის გასროლის შემდგომ მანომეტრმა ზუსტად 150ბარი მიჩვენა. ძალიან ცხელა დღეს და ვერ შევძელი დიდხანს გარეთ გაჩერება. სულ რამოდენიმე ჯგუფი გავაკეთე და გიჩვენებთ, ყველა გასროლა გაკეთდა მჭიდიდან, მანძილი 18 მეტრი. ტყვია ჯსბ 0,67. სიჩქარე არ ვიცი. ეს პირველი ჯგუფია სადაც 14 გასროლა გაკეთდა ![]() შემდგომი ორი ჯგუფი 5 გასროლა და ბოლო 4 გასროლა ![]() ![]() ![]() ფიშტო როგორც იტყვიან ყუთიდან არის, არ გამიკეთებია ფასკა და არც სასხლეტი დამირეგულირებია. სასხლეტი საკმაოდ მძიმეა და საჭიროებს რეგულირებას. ამ დღეებში კიდევ შემოგთავაზებთ ინფოებს სხვა უფრო შორ მანძილზე და სხვა წონის ტყვიებით. შედეგებმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,619 რეგისტრ.: 23-September 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,202 ქალაქი:თბილისი ![]() |
სალამი მეგობრებო, მინდა სიჩქარის მომატება ჩემს ნპ-ზე. რაღაც ინფოები მოვიძიე მაგრამ რამდენად გამართლებულია პრაქტიკაში ვერ ჩამოვყალიბდი. 4,5 კალიბრზე წერენ რომ კლაპანზე გადამშვების დიამეტრი უნდა იყოს 3,5-3,7მმ მდე. თუმცა ასევე წერენ რომ მარტო ეს არ მოქმედებს სიჩქარის გაზრდაზე, საუბრობენ მიმწოდებლის დიამეტრის დათხელებაზეც. ყველაზე მეტად ის მაფიქრებს სიჩქარის მომატების შემთხვევაში მოკლე ლულა შეასრულებს თავის ფუნქციას, ხომ არ იქნება როგორც გლუვლულიანი. ტყვია შეძლებს მოეჭიდოს ლულის ნარეზებს მოკლე ლულის შემთხვევაში? ja_ja, მე როგორც მახსოვს ჩვენ გავზარდეთ დიამეტრი 3მმ-ზე? თუ უფრო მეტით?
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2025 - 03:28 PM |
Hosted by Pro-Service |