![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 ![]() |
მოგესალმებით მეგობრებო, თემა რომელსაც ვხსნი, ჩემი აზრით სასარგებლო იქნება ჩვენი თანაფორუმელებისთვის და იმედი მაქვს არაეთხელ დავეხმარებით ერთმანეთს სხვადასხვა პნევმატური იარაღის და ყველა საჭირო ინვენტარის შეძენაში. ხშირია მომენტები როდესაც ადგილობრივ ან უცხოურ ონლაინ მაღაზიებში ვიკარგები, ჩემთვის საჭირო, ნაკლებად საჭირო ან კონკრეტული მომენტისთვის ხელმიუწვდომელი ნივთების თვალიერებაში და ამ თემის დანიშნულებაც მინდა რომ ზუსტად ის იყოს რაც ერთმანეთს კონკრეტულ მომენტში ხელმიუწვდომელ ან არასაჭირო ნივთების ლინკებს გაგვაზიარებინებს რომლებსაც რაღათქმაუმდა ფასი ექნება იშვიათი. მაგალითად ამ წუთისთვის გთავაზობთ საკმაოდ უნივერსალურ ბიუჯეტურ ოპტიკას Crossfire II ს , რომელსაც აწარმოებს ზეზუსტ მსროლელებში საკმაოდ პოპულარული, ტაქტიკური და სპურტული ოპტიკური სამიზნეების მწარმოებელი Vortex optics. ეს მწარმოებელი განსაკუთრებით ცნობილია Razor HD სერიით რომელიც რაღათქმაუნდა ტოპ კლასის ტაქტიკურ ოპტიკების გვერდითაა და ზოგ შემთხვევაში თავისზე გაცილებით ძვირიან ოპტიკებსაც ტოლს არ უდებს. რაც შეეხება ჩემს მიერ რეკომენდებულ მოდელს, მას რათქმაუნდა Razor HD ის შესაძლებლობებს ვერ მოვთხოვთ, თუმცა შეგახსენებთ იმას, რომ როცა მწარმოებელს შეუძლია ყველაზე მცოდნე, კრიტიკული და შეძლებული სეგმენტისთვის წარმატებული პროდუქტის შექმნა, ასეთი მწარმოებლისთვის ხარისხი არ არის ისეთივე რთულად ხელმისაწვდომი და ძვირი სიამოვნება როგორც მაგალითად შესაძლებლობების პიკზე მომუშავე სხვა მწარმოებლებისთვის, რომელთა მაქსიმალური შედეგი საშუალო სეგმენტზეც ვერ გადის მოკლედ განცხადების ავტორს მოდელი არ უწერია, თუმცა მე ზუსტად ვიცი რომ crossfire II ა და რაც მთავარია პარალაქსიც 10 იარდიდან ეწყება. ზუმიც საკმაოდ უნივერსალური, როგორც ნადირობისთვის ასევე სპორტული სროლისთვის https://www.mymarket.ge/ka/product/view/10768778/ პ.ს ეს ოპტიკა ჩემი, ახლობლის, მეგობრის, ნაცნობის ან ნათესავის არ გეგონოთ ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი ![]() |
ამ თემის მთავარი მიზანი ის არის, რომ შეძლებისდაგვარად დაბალი ხარჯებით შევაიარაღოთ ჩვენი თანაფორუმელები, რაც ნადირობასა და სპორტს შორის უფრო მკვეთრი ზოლის გავლებას მოემსახურება მე ცოტა სხვანაირად მეგონა. ჩავთვალე რომ ავტორმა თემა იმისთვის გახსნა რომ თანაფორუმელებს შეძლებოდათ მათი აზრით საინტერესო ნივთების(საინტერესო ფასში) მოძიების შემთხვევაში ყველასთვის გაეზიარებინათ ეს ინფორმაცია. არ აქვს მნიშვნელობა რა ნივთია: ოპტიკაა, იარაღია, ელექტრონული გაჯეტია, საათია, ინსტრუმენტია, ტანსაცმელია თუ რააა. მგონი თემის სათაურმა გამოიწვია არასწორი გაგება. გასაგებია რომ როგორც პროდუქცია, ასევე მისი ფასი, ძაან სუბიექტური თემაა. ზოგოსთვის წარმოუდგენელია, მაგალითად საათში 100$ ზე მეტის გადახდა, ზოგი კი სიამოვნებით გადაიხდის სასურველ ქრონოგრაფში რამდენიმე ათასს... ადამიანი დებს ლინკს და მიაჩნია რომ კარგი საქონელი ნახა მისაღებ ფასად. რა არის ამაში ცუდი?! ნუ ეხლა ვინმესთვის შესაძლოა რომ ეს საქონელი საერთოდ არ იმსახურებდეს ყურადღებას, ზოგს ფასი არ მოსწონდეს... თუ საქონელი არ მოგწონს გაატარე რა და რაღას აკომენტარებ: იქნებ სხვის გულში ზის?! თუ ფასი არ მოგეწონა, მაშინ დადე ლინკი სადაც უკეთესი ფასია და ყველა კმაყოფილი იქნება
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th May 2025 - 03:07 AM |
Hosted by Pro-Service |