დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: იშვიათი ფასები !
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
okela84
მოგესალმებით მეგობრებო, თემა რომელსაც ვხსნი, ჩემი აზრით სასარგებლო იქნება ჩვენი თანაფორუმელებისთვის და იმედი მაქვს არაეთხელ დავეხმარებით ერთმანეთს სხვადასხვა პნევმატური იარაღის და ყველა საჭირო ინვენტარის შეძენაში.
ხშირია მომენტები როდესაც ადგილობრივ ან უცხოურ ონლაინ მაღაზიებში ვიკარგები, ჩემთვის საჭირო, ნაკლებად საჭირო ან კონკრეტული მომენტისთვის ხელმიუწვდომელი ნივთების თვალიერებაში და ამ თემის დანიშნულებაც მინდა რომ ზუსტად ის იყოს რაც ერთმანეთს კონკრეტულ მომენტში ხელმიუწვდომელ ან არასაჭირო ნივთების ლინკებს გაგვაზიარებინებს რომლებსაც რაღათქმაუმდა ფასი ექნება იშვიათი.




მაგალითად ამ წუთისთვის გთავაზობთ საკმაოდ უნივერსალურ ბიუჯეტურ ოპტიკას Crossfire II ს , რომელსაც აწარმოებს ზეზუსტ მსროლელებში საკმაოდ პოპულარული, ტაქტიკური და სპურტული ოპტიკური სამიზნეების მწარმოებელი Vortex optics. ეს მწარმოებელი განსაკუთრებით ცნობილია Razor HD სერიით რომელიც რაღათქმაუნდა ტოპ კლასის ტაქტიკურ ოპტიკების გვერდითაა და ზოგ შემთხვევაში თავისზე გაცილებით ძვირიან ოპტიკებსაც ტოლს არ უდებს.
რაც შეეხება ჩემს მიერ რეკომენდებულ მოდელს, მას რათქმაუნდა Razor HD ის შესაძლებლობებს ვერ მოვთხოვთ, თუმცა შეგახსენებთ იმას, რომ როცა მწარმოებელს შეუძლია ყველაზე მცოდნე, კრიტიკული და შეძლებული სეგმენტისთვის წარმატებული პროდუქტის შექმნა, ასეთი მწარმოებლისთვის ხარისხი არ არის ისეთივე რთულად ხელმისაწვდომი და ძვირი სიამოვნება როგორც მაგალითად შესაძლებლობების პიკზე მომუშავე სხვა მწარმოებლებისთვის, რომელთა მაქსიმალური შედეგი საშუალო სეგმენტზეც ვერ გადის

მოკლედ განცხადების ავტორს მოდელი არ უწერია, თუმცა მე ზუსტად ვიცი რომ crossfire II ა და რაც მთავარია პარალაქსიც 10 იარდიდან ეწყება. ზუმიც საკმაოდ უნივერსალური, როგორც ნადირობისთვის ასევე სპორტული სროლისთვის

https://www.mymarket.ge/ka/product/view/10768778/

პ.ს

ეს ოპტიკა ჩემი, ახლობლის, მეგობრის, ნაცნობის ან ნათესავის არ გეგონოთ biggrin.gif
STALINI
კარგი თემაა,მაგრამ რას შევადაროთ ეს იშვიათი ფასი? ან რაშია მისი სიიშვიათე.?
okela84
STALINI
რას შევადაროთ და იმას რაც ჯდება ან რაც ღირს ადგილობრივ მაღაზიებში და პლიუს ამას ჩვენს ხელში არსებული ინფორმაციით 2 სიტყვა დავწეროთ ხოლმე რეკომენდებულ ნივთზე
mamukaaa
კაი ძვირი კი ღირს.
ვისიც გინდა იყოს კაი რეკლამას კი უკეთებთ.
vexam
კარგ პროდუქტებზე რეკომენდაციების გაცემა მშვენიერი იდეა არის. თვითოეული ჩვენთაგანი, შეიძლება, რაიმე პროდუქტით ვიყოთ დაინტერესებული, მაგრამ ... ვერ მოვიძიოთ. შესაძლოა შემდგომ, სრულიად შემთხვევით, ამ თემაში წავაწყდეთ იმ სასურველ და შემდგომშI მივიწყებულ პროდუქტს.
კონკრეტულად ამ აქსესუარს რაც შეეხება - პირადად ჩემი მოკრძალებული აზრით: ფასი პროდუქტთან ადექვატურობის საკითხს ვერ გავიზიარებ. ვორტექსოპტიკს-ის მაღაზიასთნ შედარებით (325$ არის ფასი ავთენტურ საიტზე), ტრანსპორტირების და განბაჟების გათვალისწინებით გასაგებია, რომ მიმზიდველად გამოიყურება ფასი. თუმცა, გასათვალისწინებელია რომ ნივთი მეორადია. ამასთან, არსებობს უამრავი სხვა მაღაზია, სადაც ფაისი გაცილებით მიმზიდველია იგივე მწარმოებლის პროდუქტებზე. მაგ. 6-18X44 მონაცემებით 139$ (თან ახალი) დევს კაბელას საიტზე. ნუ ვიდავებთ აღნიშნული საიტებიდან ნივთის გადაგზავნის სირთულეებზე. ეს უკვე, სულ სხვა ისტორიაა. smile.gif
http://www.cabelas.com/product/Vortex-Cros...pes/1441169.uts
vexam
მსგავსი პროდუქტების საწყის (ახალი ნივთის) და მეორადის ფასთან დაკავშირებით დამატებით ავღნიშნავ, რომ მსგავსი ნივთები არ არის პროდუქტი, რომლის "მეორადობა" ახლის მსგავსობას ან უკეთესს ნიშნავდეს. მაგ, პნევმატური ან ცეცხლსასროლი იარაღის "მეორადობა" არ ნიშნავს, რომ ახალს რამით ჩამორჩება, რადგან შეიძლება რაიმე გაუმჯობესებები (ტუნინგი) იყოს შეტანილი და შესაბამისად, ახალ (მაღაზიიდან) პროდუქტს ჯობდეს კიდეც. რაც შეეხება ოპტიკას -როგორც წესი, შეუძლებელია მსგავსი პროდუქტების შეძენის შემდგომ გაუმჯობესება და შესაბამისად ახალს ვერაფრით აჯობებს, ამიტომ, მსგავსი მოერადი ნივთების ფასიც მნიშVნელოვნად უნდა ჩამორჩებოდეს ახალის ფასს. მაგალითისთვის, ბოსის კოსტუმი ახალი შესაძლოა 400$ ღირდეს პირობითად. 5-6 სქმიან შეხვედრაზე, ოფისის პირობებში ჩაცმაში რათქმაუნდა, არაფერი უნდა მოუვიდეს და ვერ გაცვდება, მაგრამ 300 $ ვერანაირად ვეღარ გაიყიდება და 100$ რომ გაიყიდოს კიდევ კარგი ფასი იქნება გამყიდველისთვის.

ვორტექსზე 340$-მდე ღირს..უკაცრავად,
okela84
vexam
ოპტიკას რომლის რესურსსაც პცპ თი ვერ ამოწურავ ვერასოდეს, რატომ უნდა იყოს ახალსა და ნახმარს შორის ამხელა სხვაობა ფასში ?
vexam
ვერც საოფისე შეხვედრებზე გაცვითავ ბოსის კოსტუმს. რატომ არის ამხელა სხვაობა ფასში? ვისაც რა ფასი უნდა, იმ ფასს დაადებს თავის ნივთს (ნუ გამონაკლისია, სახლემწიფო იძულებით ექსპროპრიაციის გზით თუ არ ჩამოართმევს და საწყის ფასს ბუღალტრულად ცვეთას თუ არ დაარიცხავს. smile.gif) ) გეთანხმები, რომ შესაძლოა 3-4ჟერ ნაკლები არ ღირდეს, მაგრამ კონკრეტულად ამ ეგზემპლარს რა ფასიც ადევს, ალბად დამეთანხმები, რომ 6-18-ზე 139$ ღირდეს ახალი და 6-24-ზე ნახმარში 300$-ს ითხოვდნენ სამართლიანი ფასი არ არის. ბუღალტრულად ცვეთის დარიცხვა ვახსენ და ისე, ნებისმიერ ნივთს ერიცხება ცვეთის კოეფიციენტიც.. სულ 10 წლის განმავლობაში ერთხელაც რომ იხმარო და სახლში ინახებოდეს კარადაში-ცვეთის კოეფიციენტი ყოველწლიურად მაინც ერიცხება. ეგრეა წესი. განვმეორდები და დამატებით დავაზუსტებ- თავის ნივთს ვისაც რა უნდა იმას დააფასებს. უბრალოდ, სამართლიან ფასზე მოხდა აპელირება და ჩემი მოსაზრება გამოვხატე.
vexam
სხვატაშორის, ადვილად რომ ცვდება და გამოდის მწყობრიდან ნივთი უფრო მოტხოვნადია და მაშინ გასაგებია მაღალი ფასის ლოგიკა-გინდა თუ არ გინდა გაგიცვდება/გამოვა მწყობრიდან და ახალი გექნება საყიდელი. "მრგვალფარა" მერსედესის 3,2 ძრავასავით არის რა. ძნელდ ფუჭდება, მოთხოვნადი არაა და იაფი ღირსო, ასე ამბობენ.. smile.gif
okela84
შენ მესაუბრები 2 სხვადასხვა განზომილებაზე, ერთში მყიდველი აზრზე არაა რას ყიდულობს ნაჭერზე დატანილი სახელის გარდა, მეორეში კი ხარისხი გაცილებით ახლოს არის ფასთან.


შედი იბეიზე და შეადარე ნახმარი და ახალი ოპტიკები, სხვაობა თითქმის არაა, თუ რამე არ ჭირს ოპტიკას.
vexam
რატომ არ არის აზრზე რას ყიდულობს? არსებობს მომხმარებელი, რომელმაც არ იცის რა მოდელს ყიდულობს და შესაძლოა მხოლოდ ბრენდის დასახელების გამო ყიდულობდეს, დაგეთანხმებით. ანალოგიურად შეიძლება ითქვას, რომ ოპტიკის ყიდვის დროსაც, მომხმარებელი ძირითადად ეყრდნობა ბრენდის რეპუტაციას. ხარისხს რაც შეეხება-დიახ, ბრენდის რეპუტაცია განისაზღვრება ხარისხით. ამიტომ "მყიდველი აზრზე არაა რას ყიდულობს ნაჭერზე დატანილი სახელის გარდა" -ვერ დაგეთანხმები. ზუსტად ანალოგიურ განზომილებებია. ნახმარ ოპტიკას რაც შეეხება, რომ ახალი ოპტიკის ფასთან სხვაობა თითქმის არ არის- ამასაც ვერ დაგეთანხმები. სხვაობა უმრავლეს შემთხვავაში -30% და მეტია (მით უმეტეს- ახალის ფასად თუ ავიღებთ ავთენტური მაღაზიის ფასს, სხვაობა შეიძლება იბეიზე ნახმარ ნივთსა და მაღაზიის ფასს შორის ძალიან დიდი იყოს). რეალურ გასაყიდ ფასს ვგულიხმობ. ისე თუ უნდა უფრო ძვირსაც დაადებს ნახმარ ნივთს ფასს, ვიდრე ახალი ღირს. ნივთი მისია, რასაც უნდა იმას დააფასებს. ამ მაგალიტების განხილვას შორს მივყავართ (საქონლის საბაზრო ფასწარმოქმანაზე მსჯელობა არაა ამ თემის საგანი) და ავცდებით ამ კარგ იდეას, რომელიც თემის გახსნის დროს გქონდა. ჩვენ ხარისხზე გავუწიოთხოლმე რეკომენდაცია ერთმანეთს. ფასი ზოგს იაფი და ზოგს ძვირი მოგვეჩვენება, ეს არ არის მტავარი. შეძენას ან არ შეძენას არავინ გვავალდებულებს.
okela84
vexam
კარგი მაშინ კონკრეტულ მაგალითს მოგიყვან, ძალიან დიდი ხანი ვეჯექი იბეიზე, leupold competition fixed 45x ს რომელიც ღირს 1100 $ ახალი და რომელსაც მე ვერ ვწვდებოდი და ვიფიქრე იქნებ ოდესღაც ვინმემ 600-700 $ ად დააგდოსთქო და რავი რამდენჯერაც შევიხედე 900 დან ზევით ედო ფასი, კონკრწტულ მომენტში შესაძლოა 1000 დაც არ ვერ ნახო
vexam
smile.gif თუ კონკრეტულ შემთხვევას განვიხილავთ-ლუპოლდის ავთენტური მაღაზიის ფასი მაგ ოპტიკაზე 1400$-ზე მეტი არის. ამიტომ 1000 და 900$ გამოდის 30% და მეტით ნაკლები. რაც ავღნიშნე ზემოთ. კონკრეტულ მაგ მაგალითზე სხვა გარემოებები მოქმედებს ფასწარმოქმნაზე..ძვირადღირებუ
ლი მოდელია და ვისაც მაგ ახალი ნივთის ყიდვა ხელეწიფება 1400-1100$, ძალიან იშვიათად რომ გაყიდოს. ჩვენ სხვა კრიტერიუმებით ვუყურებთ საგნებს, ისინი სხვა. ანუ აქ მუშაობს ის ლოგიკა- საქართველოში ყიდულობენ აიფონ 7-ს და ამ დროს ხელფასი აქვს 800 ლარი. იქ ძირითადად ეგ ლოგიკა არ მუშაობს..თუ არ აქვს შესაბამისი შემოსავალი ზედმეტად არ იხარჯებიან. თუ 1500$ ყიდულობს ისეთ ნივთს როგორიც ოპტიკაა-ანუ ამ კატეგორიის და ფასისი ოპტიკა, რომელიც არაკრიტიკული პოზიციაა საარსებოდ, ფაქტიურად ერთ-ერთი გასართობია მისთვის და როდესაც აქვს გართობის საშუალება და ჰობი, ერთობა კიდეც (იშვითად რომ გაყიდოს). ამ ფასის ოპტიკის მყიდველი იქაც არ არის ბევრი. ცოტა რაც არის ფასიც მაღალია. კიდევ უფრო ცოტაა ლეიკა და სვაროვსკის მყიდველი..ფასიც შესაბამისი. ბევრია ნიკონი, ბურისი, უტგ, ბსა და აშ. მყიდველი ფასიდან გამომდინარე. შესაბამისად ეგ ოპტიკებიც ბევრია წარმოებაში და მეორად ბაზარზეც ბევრი ხვდება.
არაა საჭირო ესე ღრმად შესვლა ამ საკითხებში. ეგ სასაქონლო მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებმა უკეთ იციან და ჩვენ ესე ცალკეული შემთხვევების განხილვით ვერ გამოვკვეთავთ ზოგად კანონზომიერებებს ამ სფეროში. ჩვენ ჩვენი გამოცდილების და ნივთების გამოყენების უპირატესობების აღწერაზე და ერთმანეთისთვის რჩევაზე მოვახდინოთ კონცენტრირება.
okela84
vexam
ციტატა(vexam @ 2nd June 2017 - 06:51 PM) *
მაღაზიის ფასი მაგ ოპტიკაზე 1400$-ზე მეტი არის

ამაზე არ გაგიმახვილე ყურადტება, მაგრამ ეხლა იძულებულს მხდი, არც vortex და არც leupold ის ოფიციალურ გვერდებზე მითითებული ფასები არ არის კავშირში დღევანდელ ფასებთან. ჩემს მიერ დალინკული ახალი ოპტიკა სხვა მაღაზიებში ღირს 300 $ და თბილისამდე ზედმეტი დაანგარიშების გარეშე 150 ლარი დაემატება სულ ცოტა, რაც მგონი არაა პატარა შეღავათი.
Leupold იც ახალი თითქმის ნებისმიერ მაღაზიაში ღირს 1100 , 1400 ის ნაცვლად და ძალიან გთხოვ მაჩვენე სადაა -30% ად ეგ ოპტიკა ?
userman
ამდენი ხანია კამათობთ და თემას თანდათან სცილდებით smile.gif . თუმცა ჩემს აზრსაც მოგახსენებთ :
მე მაქვს ლიპერსის ოპტიკა უტგ 3X12 44 , რომელიც სადღაც 100$ ღირს . მაგნუმში 320 ლარი მივეცი .
ზოგადად საქართველოში ეს ფასიც ძალიან გადაჭარბებულად გამოიყურება , მითუმეტეს 1000 $ და თუნდაც 300 $.
მე პირადად არანაირად არ მაინტერესებს ძვირიანი ოპტიკები , უბრალოდ ვერ ვხედავ მათ უპირატესობას ფასთან მიმართებაში , გარდა იმისა, რომ შეიძლება ძვირიან ოპტიკას ჰქონდეს მანძილმზომი ჩამონტაჟებული ან ბალისტიკური კალკულიატორი.

okela84 ეხლა ვიცი დამიწყებ ახსნა განმარტებებს, თეორიებს და ასე შემდეგ ... არ მაინტერესებს smile.gif .
ერთს კი გეტყვი 50 მეტრში თუნდაც ქაღალდზე თუნდაც ერთი და იგივე თოფზე ( ჩემს თოფს ვგულისხმობ ) დავაყენოთ ეგ ძვიად ღირებული ოპტიკა და გარწმუნებ არანაირი განსხვავება არ ექნება.

პ.ს. შეიძლება ცოტა მეც ავცდი თემას smile.gif , მარა გარწმუნებთ საქართველოში არავის არ აინტერესებს ძვირიანი ოპტიკები , თითზე ჩამოსათვლელი ხალხი ამინდს ვერ შექმნის .
okela84
userman
ამ ეტაპზე საქართველოში ეს სპორტი არ არსებობს და შესაბამისად სპორტული სიზუსტის აგრეგატებზე მოთხოვნაც ნაკლებია, თუმცა შენ თუ გგონია ქაღალზე 12 x ლიპერსით და 44 x leupold ით ერთი და იგივე შედეგს მიიღებ მაშინ თავი დამანებე, აღარ მომწერო biggrin.gif

ნუ კაჭკაჭებისთვის 12x იც ბევრია ჩემთვის ხელიდან სროლისთვის და დაჟე საყრდენითაც 5x იც მეყოფა 20-40 მეტრზე 50-100 მმ სილუტის ფრინველებისთვის.

userman
ციტატა(aleqsandre @ 2nd June 2017 - 08:33 PM) *
შენ თუ გგონია ქაღალზე 12 x ლიპერსით და 44 x leupold ით ერთი და იგივე შედეგს მიიღებ მაშინ თავი დამანებე, აღარ მომწერო


ნაცადი მაქვს თანაც 56 X და უკეთესი შედეგი , რომ ვერ მივიღე იმიტომ დავწერე .
okela84
userman
ციტატა(userman @ 2nd June 2017 - 09:07 PM) *
ნაცადი მაქვს თანაც 56 X


ოპტიკას გააჩნია, პარალაქსი უნდა შეამოწმო და 50 მეტრზე 3-6 მმ ით შეიძლება მარტო უხარისხო პარალაქსმა გაგიმრუდოს ბადის ადგილმდებარეობა. მაგას უფრო ზუსტად მაღალზუმიან ოპტიკაზე გაჩვენებ გასროლის გარეშე შენი თვალით.


კაროჩე მართლა დამღალეთ, ჯაჯას ვეტყვი რო წაშალოს თუ შესაძლებელია პირველი პოსტის გარდა ყველაფერი, ნუ თემის არსი ხო გასაგებია ყველასთვის ვინც ისურვებს თავისი გადმოსახედით ხელსაყრელი ვარიანტები წარმოადგინოს ხოლმე ამ თემაში, ანუ ერთმანეთს გავაცნოთ ხოლმე კარგი ვარიანტები.

პ.ს

ამ თემის მთავარი მიზანი ის არის, რომ შეძლებისდაგვარად დაბალი ხარჯებით შევაიარაღოთ ჩვენი თანაფორუმელები, რაც ნადირობასა და სპორტს შორის უფრო მკვეთრი ზოლის გავლებას მოემსახურება
gregory
ციტატა(aleqsandre @ 2nd June 2017 - 10:22 PM) *
ამ თემის მთავარი მიზანი ის არის, რომ შეძლებისდაგვარად დაბალი ხარჯებით შევაიარაღოთ ჩვენი თანაფორუმელები, რაც ნადირობასა და სპორტს შორის უფრო მკვეთრი ზოლის გავლებას მოემსახურება


მე ცოტა სხვანაირად მეგონა.
ჩავთვალე რომ ავტორმა თემა იმისთვის გახსნა რომ თანაფორუმელებს შეძლებოდათ მათი აზრით საინტერესო ნივთების(საინტერესო ფასში) მოძიების შემთხვევაში ყველასთვის გაეზიარებინათ ეს ინფორმაცია. არ აქვს მნიშვნელობა რა ნივთია: ოპტიკაა, იარაღია, ელექტრონული გაჯეტია, საათია, ინსტრუმენტია, ტანსაცმელია თუ რააა.
მგონი თემის სათაურმა გამოიწვია არასწორი გაგება. გასაგებია რომ როგორც პროდუქცია, ასევე მისი ფასი, ძაან სუბიექტური თემაა. ზოგოსთვის წარმოუდგენელია, მაგალითად საათში 100$ ზე მეტის გადახდა, ზოგი კი სიამოვნებით გადაიხდის სასურველ ქრონოგრაფში რამდენიმე ათასს...
ადამიანი დებს ლინკს და მიაჩნია რომ კარგი საქონელი ნახა მისაღებ ფასად. რა არის ამაში ცუდი?!
ნუ ეხლა ვინმესთვის შესაძლოა რომ ეს საქონელი საერთოდ არ იმსახურებდეს ყურადღებას, ზოგს ფასი არ მოსწონდეს...
თუ საქონელი არ მოგწონს გაატარე რა და რაღას აკომენტარებ: იქნებ სხვის გულში ზის?! თუ ფასი არ მოგეწონა, მაშინ დადე ლინკი სადაც უკეთესი ფასია და ყველა კმაყოფილი იქნება 
okela84
ციტატა(gregory @ 3rd June 2017 - 09:48 AM) *
ნუ ეხლა ვინმესთვის შესაძლოა რომ ეს საქონელი საერთოდ არ იმსახურებდეს ყურადღებას, ზოგს ფასი არ მოსწონდეს...
თუ საქონელი არ მოგწონს გაატარე რა და რაღას აკომენტარებ: იქნებ სხვის გულში ზის?! თუ ფასი არ მოგეწონა, მაშინ დადე ლინკი სადაც უკეთესი ფასია და ყველა კმაყოფილი იქნებ

100%
okela84
http://forum.guns.ge/viewtopic.php?f=5&t=4742


ფასი/გამძლეობით მგონი მართლაც მისწრება უნდა იყოს ზდპ-შნიკებისთვის.


მე რაც ვნახე უცებ, მგონი მოსინებისთვის შეიქმნა და მომენტალურად წარნოვიდგინე მილსა და ლინზებს შორის რამდენ მარკიან ბეტონს ჩაასხავდნენ რუსები biggrin.gif
okela84
ეს თუ VX 3-ა მაშინ გამოდის რომ თითქმის მესამედ ფასად ყიდის.

მარტო ოპტიკას უწევს 1000 ლარამდე და პლიუს რინგები 170-200 ლარი

საშვილიშვილო ნივთია ზდპ ზე თუ არ იხმართ

https://www.mymarket.ge/ka/product/view/10882893/

giga2010
მეც ვნახე, კარგი რამეა. ჩემს ახალ ფიშტოსაც მაგრად მოუხდებოდა
okela84
giga2010
კი გიგა, თან ორმაგი დანიშნილებით შეგიძლია ყიდვა, ანუ პარალელურად ცეცხლსასროლისთვისაც.
სწრაფი სროლისთვის, ანუ ჩვენ შემთხვევაში ნადირობისთვის ძაან ეფექტურია, რომელსაც აქვს ძალიან ნათელი ლინზები და ასეთი ტიპის ოპტიკებისთვის დამახასიათებელი მთავარი უპირატესობა, რომელიც ოკულარის თვალთან განთავსების დიდ დიაპაზონს გულისხმობს.

გიგა თუ ყიდვა დააპირე დარწმუნდი რო VX 3 -ა, როგორც წესი ჩინელები მოდელს აღარ აწერენ ხოლმე და ძირითადი მახასიათებლებით შემოიფარგლებიან.


okela84
AT44 700 ად, ნასოსსაც აყოლებს. მგონი ძაან კარგი ფასია ხო ?


https://www.mymarket.ge/ka/product/view/10949674/
koba1973
იაფია რა თქმა უნდა.
okela84
ჰო მეც ასე ვთვლი რო არაა ხელიდან გასაშვები, ადრე 1000-ზე მეტი ჯდებოდა თუ არ ვცდები ნასოსის გარეშე, თან მაშინ როდესაც ლარი 40% ით ძლიერი იყო

თან კაი გამოხმაურებები აქვს ჩვენ ფორუმზე ამ თოფს
userman
უკლიპო ვერსიაა , თუმცა მაინც კი ღირს. იმედია არაფერი არ სჭირს.

მე მარტო თოფს არ გავყიდიდი თუნდაც 1000 ლარში smile.gif . ატ 44 -ს ვგულისხმობ.
okela84
https://www.mymarket.ge/ka/product/view/11083898/


მგონი არაა ხელიდან გასაშვები, პულპაპებზე და ზდპ სთვისაც არ არის ცუდი ვარიანტი.

ფასზეც არ ტყუის

მე რო მქონდეს ბულპაპი უკვე სახლში მექნებოდა ეს ოპტიკა
mamukaaa
https://www.mymarket.ge/ka/product/view/11115994/
ამის ფასი როგორია?
gregory
mamukaaa
მაგის ფასზე ვერავინ გეტყვის დანამდვილებით.
ჯაჯას შეგიძლია მიწერო თუ რამდენი დაჯდება ახალი 1377-0ის მაგ ჭკუამდე მიყვანა
ეს არაა ქარხნული ვერსია. 1377-ს დამატებული აქვს რკინის კოლოფი, მაყუში, კონდახი....
დგუშის სისტემა თუა შეცვლილი არ წერია...
ანუ ისევ მულტიკომპრესიულ 1 ტყვიიან ვარიანტთან გაქვს საქმე. ზედა პოსტში კი პცპ მოგდის თავისი ტუმბოთი იგივე ფასად
mamukaaa
არ მაქ ეხლა ფინანსები თორე არ გაუშვებდი ხელიდან.
https://www.mymarket.ge/ka/product/view/11155132/
okela84
ჰო ძაან იაფია, მიკვირს მეც ამდენ ხანს რატომ აჩერებენ. ფაქტიურად 400-ად გამოდის მარტო თოფი
vexam
ციტატა(gregory @ Oct 24 2017, 09:23 AM) *
mamukaaa
მაგის ფასზე ვერავინ გეტყვის დანამდვილებით.

დაახლოებით იგივე დაჯდება, თუ მეტი არა:
ლულის რკინის გრძელი "ბრენჩ"-ით, კროსმანისვე ლულით - 94$;
კონდახი - საშუალოდ დაახლოებით 40$;
ხმის დამხშობი - დაახლოებით 20-30$;
ოპტიკა - უტგ -აქ ადგილზე ნახმარიც 120-150 ლარზე ნაკლებად არამგონია იყიდებოდეს.
ამ ყველაფერს დამატებული ტრანსპორტირების ხარჯები.
შემდეგ, უკანა საცობის გამოცვლა და კონდახის დაყენება.
რაც შეეხება ატ-სთან შედარებას, ამ საიტზე მყოფებს, ბევრს ჩემზე უკეთ მოგეხსენბათ, დანიშნულებას გააჩნია რისთვის უნდა იქნას გამოყენებული. თან ჩემი მოკრძალებული აზრით, მსგავს თვითკმაყოფად სისტემას თავისი პლუსებიც გააჩნია. სიმძლავრით გასაგებია, რომ ახლოს ვერ მივა ატ-სთან.
okela84
ნაჩუქარია ამ ფასად. ნებისმიერ კალიბრზე და იარაღზე მუშაობს და პარალაქსიც მინიმალური აქვს.
ორიგინალს მწვანე განათება არ აქვს და ჩართულზე წინა მხრიდან არ უნდა ჩანდეს წითელი შუქი
https://www.mymarket.ge/ka/product/view/11235280/


მოკლედ ამ ვიდეოში ნახავთ როგორ უნდა გაარჩიოთ


პანდა
edgun
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.