![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 ![]() |
მოგესალმებით მეგობრებო, თემა რომელსაც ვხსნი, ჩემი აზრით სასარგებლო იქნება ჩვენი თანაფორუმელებისთვის და იმედი მაქვს არაეთხელ დავეხმარებით ერთმანეთს სხვადასხვა პნევმატური იარაღის და ყველა საჭირო ინვენტარის შეძენაში. ხშირია მომენტები როდესაც ადგილობრივ ან უცხოურ ონლაინ მაღაზიებში ვიკარგები, ჩემთვის საჭირო, ნაკლებად საჭირო ან კონკრეტული მომენტისთვის ხელმიუწვდომელი ნივთების თვალიერებაში და ამ თემის დანიშნულებაც მინდა რომ ზუსტად ის იყოს რაც ერთმანეთს კონკრეტულ მომენტში ხელმიუწვდომელ ან არასაჭირო ნივთების ლინკებს გაგვაზიარებინებს რომლებსაც რაღათქმაუმდა ფასი ექნება იშვიათი. მაგალითად ამ წუთისთვის გთავაზობთ საკმაოდ უნივერსალურ ბიუჯეტურ ოპტიკას Crossfire II ს , რომელსაც აწარმოებს ზეზუსტ მსროლელებში საკმაოდ პოპულარული, ტაქტიკური და სპურტული ოპტიკური სამიზნეების მწარმოებელი Vortex optics. ეს მწარმოებელი განსაკუთრებით ცნობილია Razor HD სერიით რომელიც რაღათქმაუნდა ტოპ კლასის ტაქტიკურ ოპტიკების გვერდითაა და ზოგ შემთხვევაში თავისზე გაცილებით ძვირიან ოპტიკებსაც ტოლს არ უდებს. რაც შეეხება ჩემს მიერ რეკომენდებულ მოდელს, მას რათქმაუნდა Razor HD ის შესაძლებლობებს ვერ მოვთხოვთ, თუმცა შეგახსენებთ იმას, რომ როცა მწარმოებელს შეუძლია ყველაზე მცოდნე, კრიტიკული და შეძლებული სეგმენტისთვის წარმატებული პროდუქტის შექმნა, ასეთი მწარმოებლისთვის ხარისხი არ არის ისეთივე რთულად ხელმისაწვდომი და ძვირი სიამოვნება როგორც მაგალითად შესაძლებლობების პიკზე მომუშავე სხვა მწარმოებლებისთვის, რომელთა მაქსიმალური შედეგი საშუალო სეგმენტზეც ვერ გადის მოკლედ განცხადების ავტორს მოდელი არ უწერია, თუმცა მე ზუსტად ვიცი რომ crossfire II ა და რაც მთავარია პარალაქსიც 10 იარდიდან ეწყება. ზუმიც საკმაოდ უნივერსალური, როგორც ნადირობისთვის ასევე სპორტული სროლისთვის https://www.mymarket.ge/ka/product/view/10768778/ პ.ს ეს ოპტიკა ჩემი, ახლობლის, მეგობრის, ნაცნობის ან ნათესავის არ გეგონოთ ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 402 რეგისტრ.: 9-August 16 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,195 ქალაქი:თბილისი ![]() |
რატომ არ არის აზრზე რას ყიდულობს? არსებობს მომხმარებელი, რომელმაც არ იცის რა მოდელს ყიდულობს და შესაძლოა მხოლოდ ბრენდის დასახელების გამო ყიდულობდეს, დაგეთანხმებით. ანალოგიურად შეიძლება ითქვას, რომ ოპტიკის ყიდვის დროსაც, მომხმარებელი ძირითადად ეყრდნობა ბრენდის რეპუტაციას. ხარისხს რაც შეეხება-დიახ, ბრენდის რეპუტაცია განისაზღვრება ხარისხით. ამიტომ "მყიდველი აზრზე არაა რას ყიდულობს ნაჭერზე დატანილი სახელის გარდა" -ვერ დაგეთანხმები. ზუსტად ანალოგიურ განზომილებებია. ნახმარ ოპტიკას რაც შეეხება, რომ ახალი ოპტიკის ფასთან სხვაობა თითქმის არ არის- ამასაც ვერ დაგეთანხმები. სხვაობა უმრავლეს შემთხვავაში -30% და მეტია (მით უმეტეს- ახალის ფასად თუ ავიღებთ ავთენტური მაღაზიის ფასს, სხვაობა შეიძლება იბეიზე ნახმარ ნივთსა და მაღაზიის ფასს შორის ძალიან დიდი იყოს). რეალურ გასაყიდ ფასს ვგულიხმობ. ისე თუ უნდა უფრო ძვირსაც დაადებს ნახმარ ნივთს ფასს, ვიდრე ახალი ღირს. ნივთი მისია, რასაც უნდა იმას დააფასებს. ამ მაგალიტების განხილვას შორს მივყავართ (საქონლის საბაზრო ფასწარმოქმანაზე მსჯელობა არაა ამ თემის საგანი) და ავცდებით ამ კარგ იდეას, რომელიც თემის გახსნის დროს გქონდა. ჩვენ ხარისხზე გავუწიოთხოლმე რეკომენდაცია ერთმანეთს. ფასი ზოგს იაფი და ზოგს ძვირი მოგვეჩვენება, ეს არ არის მტავარი. შეძენას ან არ შეძენას არავინ გვავალდებულებს.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd July 2025 - 09:31 PM |
Hosted by Pro-Service |