![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 ![]() |
მოგესალმებით მეგობრებო, თემა რომელსაც ვხსნი, ჩემი აზრით სასარგებლო იქნება ჩვენი თანაფორუმელებისთვის და იმედი მაქვს არაეთხელ დავეხმარებით ერთმანეთს სხვადასხვა პნევმატური იარაღის და ყველა საჭირო ინვენტარის შეძენაში. ხშირია მომენტები როდესაც ადგილობრივ ან უცხოურ ონლაინ მაღაზიებში ვიკარგები, ჩემთვის საჭირო, ნაკლებად საჭირო ან კონკრეტული მომენტისთვის ხელმიუწვდომელი ნივთების თვალიერებაში და ამ თემის დანიშნულებაც მინდა რომ ზუსტად ის იყოს რაც ერთმანეთს კონკრეტულ მომენტში ხელმიუწვდომელ ან არასაჭირო ნივთების ლინკებს გაგვაზიარებინებს რომლებსაც რაღათქმაუმდა ფასი ექნება იშვიათი. მაგალითად ამ წუთისთვის გთავაზობთ საკმაოდ უნივერსალურ ბიუჯეტურ ოპტიკას Crossfire II ს , რომელსაც აწარმოებს ზეზუსტ მსროლელებში საკმაოდ პოპულარული, ტაქტიკური და სპურტული ოპტიკური სამიზნეების მწარმოებელი Vortex optics. ეს მწარმოებელი განსაკუთრებით ცნობილია Razor HD სერიით რომელიც რაღათქმაუნდა ტოპ კლასის ტაქტიკურ ოპტიკების გვერდითაა და ზოგ შემთხვევაში თავისზე გაცილებით ძვირიან ოპტიკებსაც ტოლს არ უდებს. რაც შეეხება ჩემს მიერ რეკომენდებულ მოდელს, მას რათქმაუნდა Razor HD ის შესაძლებლობებს ვერ მოვთხოვთ, თუმცა შეგახსენებთ იმას, რომ როცა მწარმოებელს შეუძლია ყველაზე მცოდნე, კრიტიკული და შეძლებული სეგმენტისთვის წარმატებული პროდუქტის შექმნა, ასეთი მწარმოებლისთვის ხარისხი არ არის ისეთივე რთულად ხელმისაწვდომი და ძვირი სიამოვნება როგორც მაგალითად შესაძლებლობების პიკზე მომუშავე სხვა მწარმოებლებისთვის, რომელთა მაქსიმალური შედეგი საშუალო სეგმენტზეც ვერ გადის მოკლედ განცხადების ავტორს მოდელი არ უწერია, თუმცა მე ზუსტად ვიცი რომ crossfire II ა და რაც მთავარია პარალაქსიც 10 იარდიდან ეწყება. ზუმიც საკმაოდ უნივერსალური, როგორც ნადირობისთვის ასევე სპორტული სროლისთვის https://www.mymarket.ge/ka/product/view/10768778/ პ.ს ეს ოპტიკა ჩემი, ახლობლის, მეგობრის, ნაცნობის ან ნათესავის არ გეგონოთ ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 402 რეგისტრ.: 9-August 16 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,195 ქალაქი:თბილისი ![]() |
მსგავსი პროდუქტების საწყის (ახალი ნივთის) და მეორადის ფასთან დაკავშირებით დამატებით ავღნიშნავ, რომ მსგავსი ნივთები არ არის პროდუქტი, რომლის "მეორადობა" ახლის მსგავსობას ან უკეთესს ნიშნავდეს. მაგ, პნევმატური ან ცეცხლსასროლი იარაღის "მეორადობა" არ ნიშნავს, რომ ახალს რამით ჩამორჩება, რადგან შეიძლება რაიმე გაუმჯობესებები (ტუნინგი) იყოს შეტანილი და შესაბამისად, ახალ (მაღაზიიდან) პროდუქტს ჯობდეს კიდეც. რაც შეეხება ოპტიკას -როგორც წესი, შეუძლებელია მსგავსი პროდუქტების შეძენის შემდგომ გაუმჯობესება და შესაბამისად ახალს ვერაფრით აჯობებს, ამიტომ, მსგავსი მოერადი ნივთების ფასიც მნიშVნელოვნად უნდა ჩამორჩებოდეს ახალის ფასს. მაგალითისთვის, ბოსის კოსტუმი ახალი შესაძლოა 400$ ღირდეს პირობითად. 5-6 სქმიან შეხვედრაზე, ოფისის პირობებში ჩაცმაში რათქმაუნდა, არაფერი უნდა მოუვიდეს და ვერ გაცვდება, მაგრამ 300 $ ვერანაირად ვეღარ გაიყიდება და 100$ რომ გაიყიდოს კიდევ კარგი ფასი იქნება გამყიდველისთვის. ვორტექსზე 340$-მდე ღირს..უკაცრავად,
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th May 2025 - 04:03 AM |
Hosted by Pro-Service |