AIRGUN მოდერატორები, და არა ფორუმის მოდერატორები :-) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
AIRGUN მოდერატორები, და არა ფორუმის მოდერატორები :-) |
Sep 9 2009, 04:47 PM
პოსტი
#1
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
მოკლედ რაღაც ინფოები მოვიძიე სურათების სახით ინტერნეტში, ძირითადად ეს არის AIRFORCE TALON-ია მოდერების კონსტრუქციები, მაგრამ თქვენც მაინცა და მაინც ტალონის ლულის კონსტრუქციას კი ნუ შეხედავთ შეხედეთ მოდერის კონსტრიუქციას რომ მისი მოქმედებისა თუ დამზადების პრინციპები გაიგოთ, მეორე საკითხია რამდენად მოახერხებთ გაკეთებას. მაშ ასე დავიწყოთ როგორც ხედავთ დიდი სირთულე მის წარმოებაში არაა, არც რაიმე სუპერ განსაკუთრებულია, მაგრა ლამაზადაც გამოიყურება და ეფექტურიც არის წესით და რიგით სახლის პირობებშიც შეიძLება გაკეთება თუ შესაბამის დეტალებს გამოჩარხავთ ან გამოაჩარხინებთ ახლა მეორე ვარიანტი ვნახოთ. იდეაშI ამ მერორეს მოდიფიკაციები უფრო იოლი გასაკეთებელია, მაგრამ მინუსი ამ სისტემას ის აქვს რომ ირგვლივ როგორც წესი სჭირდება რაიმე რბილი და ფაფუკი ნაჭრის შეამოკვრა, წინააღმდეგ შემთXვევაში ხმა აქვს ხოლმე. ნაშერი გარედან ეკვრის წითელი ფერის კონსტრუქციას, რომელიც საერთო გარსში ტავსდება და გარედან არანაირი ნაჭერი არ ჩანს.
| |
> |
|
|
May 16 2017, 10:20 AM
პოსტი
#2
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
giga2010 მანდ რამდენიმე ფაქტორი იქნება 1) წონა რაც ბიჭებმა აღნიშნეს 2) ჰაერის ნაკადის მოხსნა და შესაბამისი ტრაექტორიის ცვლილება. მოგიყვან ასეთ მაგალIტს.... ნუ ეს ცეცხლსასროლს ეხება, მაგრამ საერთო პრინციპს დაგანახებს მეფის რუსეთის არმიაში შეიარაღაბეზე იყო მოსინის ტრიოხ ლინეიკა, ანუ დღეისათვის ჩვეულებრივი მოსინის შაშხანა კალიბრით 7.62. არმიაში იმ დროს მიღებული იყო შემდეგი პრაქტიკა, თოფის მისროლა აუცილებლად უნდა მომხდარიყო მიერთებული შტიკ ნოჟით (ვერ გავიხსენე ქართულად რა ჭირი ჰქვია მაგას), მოკლედ დამტკიცებული ფაქტი იყო რომ შტიკით სულ სხვაგან მიდიოდა ტყვია და შტიკის გარეშე სულ სხვაგან, და რადგან მაშინდელ არმიებში ხელჩართულ ბრძოლაში და შეტევაში უმეტესად შტიკით მიდიოდნენ ითვლებოდა რომ პრისტრეკლაც შტიკით უნდა მომხდარიყო. საქმე კი იყო იმაში რომ გასროლისას ტყვიის უკან მოყოლებული ჰაერის წნევა ეჯახებოდა შტიკს და რიკოშეტირებული ჰაერის ტალღა ეჯახებოდა ტყვიას, რის გამოც ტყვიას ტავისებული ტრაექტორია ჰქონდა, ხოლო შტიკის გარეშე ეგ ჰაერის ტალღა აღარ აწიუხებდა ტყვიას და მიფრინავდა სულ სხვა ტრაექტორიით უმეტეს წილად იგივე ეხება ცოტა მოდიფიცირებული აზრით მოდერსაც. მოდერის პირდაპირი, ძირითადი დანიშნულება პნევმატიკაშI არის, ტყვიის უკან მომყოლი ჰაერის ნაკადის მოცილება რომ ტყვიას არაფერი არ უშლიდეს ხელს. შედეგად ჰაერის ნაკადში და ჰაერის ნაკადის გარეშე სულ სხვადასხვა ტრაექტორიით მიდის ტყვია. ხმის ამბავი მოდერებში მეორადი ეფექტია რაც ჩვენ მოგვწონს და უფრო ამ მეორესთან მიმართებაშI ასოცირდება მოდერის არსებობა, თუმცა სულ სხვა მიზნებისთვისაა მოდერი მოგონებული აქვე ჩემს სავარაუდო აზრსაც დავძენ რომელიც შეიძლება აფსოლუტურად მცდარიც კი იყოს, იმიტომ რომ უბრალოდ მოსაზრებაა დაარანაირი პრაქტიკული დამადასტურებელი ფაქტი ხელთ არ გამაჩნია ჩემის აზრით მოდერის გარეშე ტყვია როდესაც ლულას ტოვებს, მას ასევე უკნიდან მოყვება ჰაერის ტალღა, პირველი სანტიმეტრები და დეცინეტრები ტყვია ამ ნაკადთან ერთად მოძრაობს და ჩემის აზრით იქმნება რაღაც ისეთივე ეფექტი როგორც თვითმფრინავის ფრთის შემთხვევაში იქმნება. შედეგად ასევთქვათ ამფრენი, ანუ ზემოთ ამწევი ძალის ეფექტი ჩნდება ტყვიის ქვედა მხრიდან, , ანუ ვერ ვხსნი როგორ მაგრამ იმის მაგივრად რომ გრავიტაციმ ეგრევე ძირს დაქაჩოს, უკან არსებული ჰაერის წნევა ქვემოდან ტყვიას ეხმარება ცოტა აფრენაში, შედეგად ცოტა უფრო მაღალი ტრაექტორია გამოდის... ნუ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია და უმეტესწილად მოდერის გამოყენებისას ტყვია უფრო ქვემოთ მიდის, მაგრამ აქვე დავძენ რომ არის შემთXვევა როდესაც მოდერის გამოყენებისას ტყვია უფრო ზემოთ მიდის ხოლმე, ნუ მაგის ახსნა მე ჯერ არ მაქვს და ეს მეორე შემთXვევა ჩემს ზემოთ აღწერილ მოსაზრებას საერთოდ ანადგურებს ასე რომ ხრენ ივო ზნაიტ რა მარა მოდერს ჰაერის მოკვეთის გამო აქვს ტარექტორიის შეცვლის ეფექტი
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 03:45 AM |
Hosted by Pro-Service |