დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: AIRGUN მოდერატორები
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
გვერდი: 1, 2
ja_ja
მოკლედ რაღაც ინფოები მოვიძიე სურათების სახით ინტერნეტში, ძირითადად ეს არის AIRFORCE TALON-ია მოდერების კონსტრუქციები, მაგრამ თქვენც მაინცა და მაინც ტალონის ლულის კონსტრუქციას კი ნუ შეხედავთ შეხედეთ მოდერის კონსტრიუქციას რომ მისი მოქმედებისა თუ დამზადების პრინციპები გაიგოთ, მეორე საკითხია რამდენად მოახერხებთ გაკეთებას.

მაშ ასე დავიწყოთ





როგორც ხედავთ დიდი სირთულე მის წარმოებაში არაა, არც რაიმე სუპერ განსაკუთრებულია, მაგრა ლამაზადაც გამოიყურება და ეფექტურიც არის smile.gif წესით და რიგით სახლის პირობებშიც შეიძLება გაკეთება თუ შესაბამის დეტალებს გამოჩარხავთ ან გამოაჩარხინებთ

ახლა მეორე ვარიანტი ვნახოთ.







იდეაშI ამ მერორეს მოდიფიკაციები უფრო იოლი გასაკეთებელია, მაგრამ მინუსი ამ სისტემას ის აქვს რომ ირგვლივ როგორც წესი სჭირდება რაიმე რბილი და ფაფუკი ნაჭრის შეამოკვრა, წინააღმდეგ შემთXვევაში ხმა აქვს ხოლმე. ნაშერი გარედან ეკვრის წითელი ფერის კონსტრუქციას, რომელიც საერთო გარსში ტავსდება და გარედან არანაირი ნაჭერი არ ჩანს.
geojorjika
ესენი ვიცი დაჟე რამოდენიმე ვარიანტებია კიდევ , მაგრამ საქმე ის არის ამის გაკეთება ნრმალური ტოკარი უნდა და ეგეთი სადმე გეგულებათ? smile.gif
Gigabyte13
სახარატო ჩარხი გვჭირდება პატალა და მუსა smile.gif
ja_ja
Gigabyte13
ციტატა(Gigabyte13 @ 9th September 2009 - 09:20 PM) *
სახარატო ჩარხი გვჭირდება პატალა და მუსა


კაი იქნება ერთერთ ფორუმელს რომ ჰქონდეს. არავის გინდათ დათრევა?? იქნებით ქართული აირგანის "მასტერი", თქვენც ხეირი საკუთარი კაიფისთვის, პლიუს ჩვენგან დაკვეთებიც. არავინ ჩალიჩობს???

მე ახალ წლამდე .... დაჟე მაგის მერეც არ ვიცი რამდენად მოვაბავ მაგას თავს, სხვა არავინ ჩალიჩობთ???

პირადად მირჩევნია ვინმეს ჰქონდეს ჩარხი მივაწოდო საკუტარი ჩანაფიქრები და ფული გადავუხადო.

geojorjika
ციტატა(giorgi @ 9th September 2009 - 08:32 PM) *
ესენი ვიცი დაჟე რამოდენიმე ვარიანტებია კიდევ ,

დაყარე მერე იყოს მტელი სპექტრი, ვიღაცას რაღაც მოუვა თავში და...
რისთვის ინახავ???
geojorjika
ja_ja
ოკეი დავყრი ეხლა , რაც შეეხება ჩარს არასოდეს არ მქონია ეგეთ ჩარხთან შეხება და უბრალოდ არ ვიცი როგორ უნდა გამოიყენო, ნუ კი მივხვები ლოგიკით მარა მასწავლებელიც საჭიროა, ისე კი ძლიან მინდა ერთი ჩარხი მარა მაგის დრო არ მაქვს sad.gif ძლიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს ამ ბოლო დროს სახლში რომ მოვდივარ ეგრევე მეძინება sad.gif
geojorjika
ა ბატონო რამდენიმე ვარიანტი კიდევ









dawiti
მე მაქვს ჩაფიქრებული რამე მოდერის გაკეთება და ჯერ რამდენად გამომივა არ ვიცი ვფიქრობ როგორ გავაკეთო
dawiti
დროა ეს თემა ცოტა გამოვაცოცხლოთ ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე ერთი მოდერი გავაკეთე როგორც პირველი ეგზემპლარი არ ვემდური საკმაოდ ნორმალური გამოვიდა. ჩანაფიქრი და ნახაზები რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ქართული რეალობიდან გამომდინარე შედარებით მარტივი გავაკეტე.

ესეიგი ყველაფერი დაიწყო ელიავადან, ალუმინის ღერძი 25 სანტიმეტრიანი + კაპრონის ღერძი, გარკვეული ჩალიჩი 2-3 კვირის განმავლობაში და სამყაროს მოევლინა აი ასეთი შტუკა smile.gif




ზომები სადღაც არის აი ასეთი:

ყველაზე განიერ ადგილში 22 მილიმეტრი, ლულის წამოსაცობ ადგილზე 16.5 მილიმეტრი მთლიანი სიგრძე სადღაც 21 სანტიმეტრი.

ნუ დალშე ალუმინის პრიალა ზედაპირი დისკოზე ცოტა არ იყოს ბანძად გამოიყურებოდა, ამიტომაც შეფერვა გადავწყვიტე, თან ჯა-ჯა-ს უნდოდა გაესინჯა თავისი ანოდირების შტუკა შესძლებდა თუ არა შეღებვას ჰოოოოდა....


ჰოოდა დავიწყეთ აი ასე:





პირველი ქიმიური სითხის შეხება...



ცოტაოდენ ღრუბელი და ნაზი მოფხანა



ძირითადი მილის შეღებვა მთლად ერთგვაროვნად არ გამოვიდა, ნუ თავიდან არ გამოვიდა, აიჭრა ყველანაირ ფერებში:







მერე მეორე ფენა, მესამე და რაცხას დაემსგავსა



და ბოლოს რაც არ უნდა საოცარი იყოს გაშავდა, თან საკმაოდ კარგად, მარა იასნია ქარხნული ანოდირება არ არის, თხელი ოქსიდის ფენაა




ჰო მართლა მოდერი ისე მაგრდება დისკოზე რომ წინა დასატენი კლაპნის პრობკა უპრობლემოდ იხსნება და მაგრდება, აგერ შეფერილი მოდერი შესაბამისი პრობკით სხვადასხვა პოზებში რომ დარწმუნდეთ ყველაფერი 5-იანზეა:







ნუ ბოლოს დისკო სრული ხედით, დატკბით და....

ნუ აღარ დავამთავრებ აზრებს biggrin.gif



ჰო მართლა მთავარი .... ხმა... ნუუუუ ჯიგრულია, მარადიორს ვერ ეწევა სიჩუმით, მარა პრაქტიკულად იდენტურია იმ მოდერის ხმისა რომელიც ჯა_ჯა-ს დაეხრჩო ლისზე და ხელზე დარჩა მეორე ეგზემპლარი ბაზუკას. ნუ ბაზუკას ეგზემპლარს შეგვიძლია ერთერთი გასვლისას შევადაროთ. ვოოტ!!!! biggrin.gif
geojorjika
მშვენიერია , გილოცავ smile.gif , მეც მინდა მსგავსი რაღაცის გაკეთება და ვერ მოვაბი თავი რა smile.gif
Jah
მშვენიაერია smile.gif
ეს თემა "სიჩუმის სახელოსნო"-ში დასამატებელია
Jah
dawiti
შენ ცალკე ტემა გაგეხსნა არ ჯობდა?
ასე ვთქვათ პიონერი ხარ ამ საქმეში ჩვენთან smile.gif
dawiti
მოდერებზე აქ ვლაპარაკობდით და აქვე დავწერე smile.gif თან აქ დაწერილი მქონდა უკვე რაღაცის გაკეთებას ვფიქრობ თქო და აი ბოლო ბოლო გავაკეთე smile.gif
Jah
ციტატა(dawiti @ 31st October 2009 - 11:51 PM) *
თან აქ დაწერილი მქონდა უკვე რაღაცის გაკეთებას ვფიქრობ თქო და აი ბოლო ბოლო გავაკეთე

გილოცავ.
მთავარია კმაყოფილი თუ ხარ?
ისე სუფთა ექსპერიმენტისთვის... ჩაწერე ხმა გასროლის მოდერის გარეშე და მოდერთან ერთად.
და დადე ამ თემაში.
მგონი ყველას დააინტერესებს
ja_ja
Jah
ციტატა(Jah @ 1st November 2009 - 12:10 AM) *
ისე სუფთა ექსპერიმენტისთვის... ჩაწერე ხმა გასროლის მოდერის გარეშე და მოდერთან ერთად.
და დადე ამ თემაში.
მგონი ყველას დააინტერესებს

აზრი არ აქვს. ნებისმიერი მოწყობილობით ხმის ჩაწერას აზრი არ აქვს. მე რაც მისინჯია ყოველთვის თითქმის ერთნაირი გამოდის ხოლმე არ ვიცი რატომ, ერთი ვიდეო მაქვს ნანახი ტიპი ჩარხს ყიდიდია და იქაც დიდი ხმა იყო მატორის, ტიპს მიწერილი ჰოქნდა ხმა აქ ჩანს ეგეთი მარალი სინამდვილეში ჩუმიაო, ეგრევე გამახსენდა ჩემი ექსპერიმენტებიც biggrin.gif
Jah
ციტატა(ja_ja @ 1st November 2009 - 12:48 AM) *
მე რაც მისინჯია ყოველთვის თითქმის ერთნაირი გამოდის ხოლმე არ ვიცი რატომ

ხო ეს ეგრეწოდებული "ა.რ.უ.ზ." (система подавления шума), თითქმის ყველა თანამედროვე ხმის ჩამწერ მოწყობილობაშია...
ცდილობს ძალიან დიდი ხმა ჩაახრჩოს ნორმამდე, და პატარა აწიოს sad.gif ტელეფონებშიც კი ეს ჯანდაბა არის...
მოკლედ არის საჭირო ძველი ამ სისტემის გარეშე მოწყობილობა..
Power_VANO
გილოცავ დავით, მშვიდობაში! smile.gif


ეგრეა ხო, თან ადამიანის ყური სხვანაირად აღიქვამს იმ ხმაურს, ნებისმიერი მოწყობილობა კიდევ სხვანაირად აღიქვამს, ჩაიწერს და ჯამში დამახინჯებულ ხმაურს ვუსმენთ.
Davitus
dawiti
მშვიდობაში wink.gif მეც შენს კვალს დავადგები ეგრევე... smile.gif ისე ცოტა უფრო დეტალურად რომ დაგეწერა კაი იქნებოდა... არა რა, ჯა_ჯასთან ახლოსაც ვერავინ მოხვალთ რეპორტების წერაში smile.gif
ja_ja
პაწა კომენტარს მეც გავაკეთებ ამ მოდერზე, ხელში მეჭირა და გიჟი ქიმიკოსივით მე ვეჩალიჩებოდი მის შეღებვას.

1) შესაღებად მოსაფიქრებელი გვაქვს რაიმე, ანუ ახე ხელით ღებვა და წასმა მაგარი არაეფექტურია, ნუ პატარა დეტალებზე მოსულა, ან დაზიანებულიზედაპირის გასასწორებლად, მაგრამ ამხელა მასიურ დეტალს.....

მოკლედ ან რამდენიმე ქილაა ეს სითხე დასათრები და ერთ დიდი ავზშია ჩასასხმელი რომ დეტალი მთლიანად ჩადო ასე 15-20 წუთიანი პერერივებით 3-ჯერ, ან გამოსაწერი გვაქვს მე რომ დავდე ის დიდი ბალონი 1 გალონი მგონი 130$ ღირდა (სადღაც 5.5 ლიტრაა), მარა 1 გალონი მე არ მჭირდება და თანხაც პატარა არაა, ასე რომ მანდ კოოპერირება იქნება საჭირო

2) მოდერი ავწონე (მართალია ნაწილ ნაწილ, იმიტომ რომ ჩემს სასწორს 100 გრამზე მეტის აწონა ერთ ჯერზე არ შეუძლია) სულ მთლიანად იწონის 111-112 გრამს, მართალია კარბონს ვერ შეედრება, ის შOბელძაღლი სულ რაღაც 47 გრამს იწონიდა, მაგრამ არც თუ ისე მძიმეა, ნუ ლულას ყოველ შემთხვევაშI არ ხრიდა თავისი წონით ძირს. უბრალოდ ქანქარს დააწყებინებდა.

3) იმის გამო რომ ანქარი ლულას არ დაეწყო მოდერთანვე მეორე რვიანი დავუყენეთ, მე მქონდა და ჯერ ჩემს დისკოს არ ეშველა და დათკა მაინც გამოიყენებს.

4) მართალი რომ გითხრათ არ მომეწონა მოდერში ჩალაგებული დეტალები, არაეფექტურად მიმაჩნია, ადგილს ბევრს ხარჯავს და ჰაერისთვის სივრცეს არ ტოვებს, ანუ კამერები გამოდის ძალიან პატარა, მიუხედავად ამისა მაინც სერიოზულად კვეთავს ჰაერს, შედეგად მინიმალური ხმა, მოკლედ მე შიდა შტუკებზე ცოტას კიდევ წავიფიქრებდი და სხვა უფრო ეფექტურ ფორმას მოვიფიქრებდი

5) მეც მინდა ამდაგვარი რაღაც, ასე თუ ისე ოდესღაც ამ მეორე დისკოს ხომ დავადგავს საშველს, ჰოოოდა ეგეთი შტუკა მეც მინდა, თორემ უცხოური, რუსული, და უკრაინული მოდერები ყველა მოითხოვენ პრობკის მოხსნას წინა კლაპნიდან, ან ყოველი დატუმბვისას მოდერი უნდა მოხსნა გაუკეთო, მოკლედ არაეფექტურია, აქ კიდევ..... მოკლედ საკაიფო რაღაცაა.
Jah
ოხ ეს მონადირეები smile.gif
გემოვნებაზე არ დაობენ მაგრამ ... smile.gif
მე მაგალითად რიპლის დიზაინის ფანი ვარ, და რასაც ვაკეთებ არასდროს არ დავაშავებ biggrin.gif
პოლირებული ალუმინზე ლამაზი რა უნდა იყოს ტო biggrin.gif
Power_VANO
Jah
ციტატა(Jah @ 1st November 2009 - 11:26 AM) *
პოლირებული ალუმინზე ლამაზი რა უნდა იყოს ტო

ქრომი, ნიკელი და ვერცხლი biggrin.gif რომ ლაპლაპებს biggrin.gif
Gigabyte13
ანოდირებული ალუმინი
ochopintre
ძალიან მოუხდა დისკოს , კაი რაღაცაა
მაგ პატარა დეტალზე ბევრი დაიხარჯა ეგ გასაშავებელი სითხე? მე მინდა ლულის გაშავება ჩემ თოფზე და მაინტერესებს ერთი კოლოფი მეყოფა?
ja_ja
ochopintre
ციტატა(koba @ 1st November 2009 - 07:46 PM) *
ძალიან მოუხდა დისკოს , კაი რაღაცაა
მაგ პატარა დეტალზე ბევრი დაიხარჯა ეგ გასაშავებელი სითხე? მე მინდა ლულის გაშავება ჩემ თოფზე და მაინტერესებს ერთი კოლოფი მეყოფა?

არა ბევრი არ დახარჯულა, მაქსიმუმ ბოთლის 15%.
ეგ სითხე ბევრი არ იხარჯება, პროსტა რა არის იცი როდესაც ზედაპირს დაგაქვს, ალუმინი იქნება, დურალუ თუ სხვა იწყებს აქტიურად რეაქციას, ანუ ხედავ რომ პატარა ბუშტუკები ამოდის, სუნიც დგება, მაგრამ საკმარისია ზედაპირზე სითხე მოშრეს ეგრევე რეაქცია წყდება.

ვცადე ამ მოდერის უკანა თხელი ნაწილის ჩადება ბოთლში (წინა ნაწილი არ ჩაეტია), მოკლედ 2 წითი გავაჩერე და მომენტალურად შავი ამოვიდა, მაშIნ როდესაც მთელს დარჩენილ ზედაპირზე მომიცია 5 თუ 6 შრის დატანა რომ გაშავებულიყო თან თხელი ფენა დაჯდა.

აი საშუალება რომ იყოს ჩააყუდო როგორც ისნტრუქციაშია 3-ჯერ 20-20 წუთით მთლიანად მაგ სითხით გავსებულ ვანაში.... ნუუუ, იდეალური სქელი ანოდირება გარანტირებულია.


Jah
ციტატა(Jah @ 1st November 2009 - 11:26 AM) *
ოხ ეს მონადირეები
გემოვნებაზე არ დაობენ მაგრამ ...
მე მაგალითად რიპლის დიზაინის ფანი ვარ, და რასაც ვაკეთებ არასდროს არ დავაშავებ
პოლირებული ალუმინზე ლამაზი რა უნდა იყოს ტო


ვაბშეტა ნადირობა შეიძლება რაღაც ზეგავლენას ახდენს მაგ პროცესზე, მაგრამ დამოკიდებულია თოფის დიზაინზეც, დისკოს რომ გასკდე არ მოუხდება ალუმინის და დურალის ღია დეტალები, პლიუს დამტკიცებული ფაქტია ანოდირების გარეშე დურალი იჟანგება, მართალია ჩვენს შედარებით მშრალ ჰავაში ეგ იმხელაზე იჭიმება დროში რომ შეგვიძლია ჩავთვალოთ არ იჟანგება, მაგრამ....

მოკლედ დისკოს და მარადიორს თეთრი ალუმინი და დურალი არ უხდება, ახლა შტეერზე და სხვა ეგეთი სპორტული ფორმის ფიშტოზე საუბარი არაა. მაგათ პირიქით შავი ფერი არ მოუხდება. თუმცა დარწმუნებული ვარ მანდაც ზედაპირი დაუმუშავებელი დატოვებული არ იქნება, პლაკირებას რომ ეძახიან ის მაინც ექნება გაკეთებული, ანუ სუფთა ალუმინის თხელი ფენა იქნება დატანილი რომ კოროზიისგან დაიცვას, სუფთა ალუმინი ოქსიდით თხელ ფენას იკეთებს და მარილმჟავაც კი ვერ ხსნის. ასე რომ....
Jah
ციტატა(ja_ja @ 1st November 2009 - 08:21 PM) *
დამტკიცებული ფაქტია ანოდირების გარეშე დურალი იჟანგება

შეგიძლია ლინკი მომცე ან რამე სხვა ინფო მაგ პროცესზე... მართლა მაინტერესებს, არასდროს არ გამიგია...
შტეირის ახალი რეზიკი ანოდირებულია (თეთრად), აი ვირთხის კი არა, და ნასოსით რომ ვტუმბავ საკმაოდ ბევრი კონდენსატი ტან შედის...
მაგიტომ მაინტერესებს...
ja_ja
Jah
უკრაინლების ფორუმზე წერია, ვნახავ და ლინკს მოგცემ, მაგაზე წერდა zeonmaster-ი გეცოდინება შენ ეგ პერსონა.

მოკლედ დავძებნი და მოგცემ ლინკს, კაკრაზ რეზერვუარებზე იყო საუბარი, დურალის რეზიკები რომ იტუმბება ჰაერით კონდენსატი შედისო და მაღალი წნევის გამო კოროზია არისო.

ნუ რეზერვუარის არ ვიცი და მე დამამაჩემმა ბალკონზე დურალის სახურავი გავაკეთეთ, შიგნიდან ვხედავ წვიმის წვეთები სადაც იპარება თავისი ოქსიდი გაუჩნდა, ხოლო დარჩენილი კუსოკი ლისტები მიგდია გარაჟში, ამასწინათ კაკრაზ ჩასული ვიყავი და ერთი ლისტის ნაჭერი ეგდო ჩაღრმავებაში სადაც სიგრილე და სინესტეა (ვითომ კარტოფილის შესანახად გააკეთა მამაჩემმა და მერე ნაგვის ჩასაყრელი ადგილი გახდა), მოკლედ ყველა მხრიდან თეთრი ფხვნილი ჰქონდა გამოსული, ასე რომ ვიხრები იმ დასკვნისკენ რომ კოროზიას დურალი განიცდის. სადაც პროსტა სინესტეში დებით კოროზია დაეწყო, მაღალი წნევით მიტკლესილი წყლის გამო არაა გამორიცხული უფრო აქტიურად მიდიოდეს ეგ პროცესი.

თუმცა რავიცი ქიმიკოსი მე არ ვარ. ეს უკრაინლები ნამეტანი არიან ქიმიაშI გადასული, დაჟე გალვანურ წყვილებს განიხილავდნენ რომელი ლითონი რომელთან ერთად არ შეიძLება თორემ ერთერთი იჭმევაო, მგონი თუთია ნარევ ერთერთ მინადნობზე იყო საუბარი, თუთია იჭმევა და დურალს აძლევს თავის ელექტრონებს შედეგად დურალი აღდგენას იწყებს ხოლო თუთია ნარევი პრობლები უფრო აქტიურად იჭმევა და შეიძLება გაგძვრეს ერთ დღესო.

მანამდე ეგ ეფექტი გემებზე ვიცოდი სკოლაში რომ გვიკითხავდნენ ქიმიას, და ერთხელ ამქვს დისკავერიზე ნანახი, რკინას რომ ნაკლები კოროზია ჰქონდეს ტრიულში დიდ გალვანურ შენაერთს დებდნენ, არ მახსოავს რა იყო, ან მაგნიუმი ან ალუმინი, მოკლედ ყოველ წელს უნდა ახალი ბლოკიო თორემ იჭმევაო, ეფექტი შემდეგიაო, პროსტა მავრთულით გალვანური ერთეული გემის რკინის კორპუსთან იყო მიერთებული, რკინა იჟანგებაო, მაგრამ ელექტრონებს იმ გალვანური ერთეულიდან იღებს და თვითონ აღდგება ხოლო გალვანური ელემენტი ილევაო, რომ აჩვენეს გავშტერდი, ჟანგისგან დაჭმულ დაჩაჩანაკებულ რაღაც 1000 წლისწინანდელ დურაკობას გავდა, ახალი კი მასიური ლითონის ცილინდრი იყო.

მოკლედ როგორც ვხვდები მთლად იორი არაა ეს PCP smile.gif, მარა იმასაც ამბობდნენ მაგალიტად რომ დირალზე რკინის პრობკები მოსულაო, ისევე როგორც დურალზე დურალიო, პროსტა ერთგვაროვან ლითონს შეწეპების უფრო დიდი ეფექტი აქვსო, მოკლედ მაგათთან თემებს რომ ვკითხულობდი თმები ყალყზე მიდგებოდა, ქიმიას სკოლის მერე არ გავკარებივარ და ასე სერიოზულად არ განმიხილია ყოველდღიურ საქმეებში, ესენი კი....
Jah
ოკ
ციტატა(ja_ja @ 1st November 2009 - 09:27 PM) *
მოკლედ დავძებნი და მოგცემ ლინკს

ოკ
ja_ja
აგერაა თემა, პირველ გვერდზე იწყებ და მერე ვრცელდება

ახლა ხელახლა გადავიკითხე და აღმოჩნდა დურალი და ფოლადი საკმაოდ ცუდი ყოფილა გალვანური წყვილების პონტში.
geojorjika
ja_ja
მდაა საინტერესო ინფოა smile.gif -_-
nihontoman
კარგია!, მეც მინდა მაგეთის გაკეთება ფანტომისათვის(ოდნავ მაინც გააჩუმებს), ოღონდ შაიბებით და პრუჟინით, მგონი ასე უფრო დიდი სივრცე ექნება კამერებს...
Power_VANO
სადღაც წავაწყდი ადრე გალვანურ ცხრილს, ეწერა რა მეტალი რასთან რეაქციაში წარმოქმნის გალვანურ კოროზიას და რა არა.

ასე მაგალითად, სპილენძი და ალუმინი ერთად არ შეიძლება, ჭამენ ერთმანეთს.
სპილენძი, თითბერი (Brass), ნიკელი, ვერცხლი მოსულა ერთად, არ ჭამენ ერთმანეთსო.

ალუმინი და ნიკელიც არ ჭამენო ერთმანეთს...
tsumbusha
მეც მინდა გავაკეთო მსგავსი და ეს ალუმინის მილი და ასე შემდეგ ელიავაზე იყიდე? როგორ ვიკითხო ან სად ვიპოვო იქნებ ამიხსნათ? smile.gif
ja_ja
tsumbusha
დათკა დღეს ალბათ არ გაიჩითება, ნასვამი იქნება, მე ერთი პერიოდი ვათვალიერებდი ეგეთ რაღაცეებს ელიავაზე, ბოლოში არის ადგილები სადაც იყიდება ტრუბები და სხცადასხვა მასალები (გაყები ძირა რიგს დიდი ამტორები, ნასოსები და რაღაც საშინელი დიდი დეტალები რომაა იქ, მაგის ბოლოდან აყევი ზემოთ და დააკვირდი მარცხენა მხარეს), მოკლედ მანდ არის ბრინძაოს პროტოკები, ალუმინის პრუტოკები რკინა, არის მილებიც, მოკლედ ოხრად რაღაცაა, ოღონდ მარკა კაციშვილმა არ იცის biggrin.gif
GioMegre
ჩარხიც მაქ და მუშაობითაც ვიცი ვინც აკეთებს ამ ყველაფერს, თუმცა ყველაფრის გაკეთება მაინც შეუძლებელია მანდ ძალიან დიდი სიზუსტეებია საჭირო. თუ ვინმეს ნახაზები და იდეები გაქვთ და უეჭველი გინდათ დეტალები გთხოვთ ცალკე თემა გახსნათ და წარმოადგინოთ თქვენი მონახაზები და ასევე დაწეროთ რამდენია თქვენი სასურველი ფასი. თუ მართლაც არის მოთხოვნა ამასთან დაკავშირებით გთხოვთ გახსნათ თემა, წარმოადგინოთ ნახაზები და მომწეროთ PM ლინკი სადაც ეს თემა იქნება.
ja_ja
GioMerge
მოდი ასე მოვილაპარაკოთ სხვას ნუ სთხოვ გახსნას თემა იმაზე თუ რისი გაკეთება შეგიძლია

ის თუ რა უნდათ ხალხს თემები არის. მთავარია ახლა შენ დაწერო რა დაზგა გაქვს დარა სიზუსტეებით შეგიძლია მუშოაბა. ზედაპირის დამუშავების სისუფთავე და ასე შემდეგ....

ნუ მიწყენ და ელიავას სტანოკების პონტი აქ არ წავა. გვინდა უფრო მაღალი სიზუსტე, მინიმუმ 0.05 მილიმეტრის სიზუსტით და ასევე ზედაპირის სუფთა დამუშავებით.

ასე რომ ჯობია გახსნა ახალი თემა შენთვითონ აბგრეიდში და რემონტში, მაგალითად დასახელებით
- ვასრულებ სახარატო სამუშაოებს

ჩამოწერე რა დაზგა გაქვს სიზუსტეები რა შეგიძლია უზრუნველყო და მიახლოებითი შესრულების ვადები, მაგალითად დღე 2 დღე და ასე შემდეგ....

შემდეგ მოგაწვდის შენს თემაში ხალხი სასურველ დაკვეთებს, შენ ეტყვი ფასს და წავა საქმე....
dawiti
+100
nikola_migina
crosman 1377-ზე გააკეთებთ და რა დაჯდება?
WARNer brother
crosman 1377 გაქ?
nikola_migina
მე არა... ბიძაშვილი ყიდულობს smile.gif



ადმინისტრაცია: ბოდიში ოფებისთვის
cat
მეც მინდა 1377-ისთვის მოდერი smile.gif
ja_ja
nikola_migina
ციტატა(nikola_migina @ 25th May 2011 - 07:50 PM) *
crosman 1377-ზე გააკეთებთ და რა დაჯდება?

კაი მაგას რა მოდერი უნდა არ გადამრიოთ.
nihontoman
ციტატა(ja_ja @ May 27 2011, 05:27 PM) *
nikola_migina

კაი მაგას რა მოდერი უნდა არ გადამრიოთ.



ვიდზე აყენებს ძმა... rofl.gif
cat
ციტატა(ja_ja @ May 27 2011, 05:27 PM) *
nikola_migina

კაი მაგას რა მოდერი უნდა არ გადამრიოთ.


რატომაც არ უნდა smile.gif ხმა არ აქვს პატარა smile.gif

ისე ვინ აკეთებს მოდერებს ჩვენთან, ვის მივმართო?
cat
მირჩიეთ რამე გურუებო!!!! რა აჯობებს:

1. გავაკეთებინო მოდერი?
2. ვიყიდო ჰაჩიკას მოდერი და გაუკეთო გადამყვანი?
WARNer brother
მე გურუ არ ვარ მაგრამ გირჩევდი რომ გააკეთებინო
cat
კარგი, შემდეგი საკითხი: ამხელა ფორუმზე ერთი კაცი არ უნდა იყოს ისეთი, ვინც თვითონ თუ არა, მიმასწავლის მაინც იმას ვინც აკეთებს...
WARNer brother
ტოკარი არ გააკეთებს?
Jah
ციტატა(cat @ 28th May 2011 - 12:14 PM) *
2. ვიყიდო ჰაჩიკას მოდერი და გაუკეთო გადამყვანი?

ეს ყველაზე სწორი არჩევანი იქნება.
soxa
რა იარაღისთვის გინდა? მე სადაც გავაკეთებინე იქ გაგგზავნი
cat
ციტატა(soxa @ May 28 2011, 01:07 PM) *
რა იარაღისთვის გინდა? მე სადაც გავაკეთებინე იქ გაგგზავნი


Crosman 1377
soxa
60-70 ლარი დაგიჯდება
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.