|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Mar 21 2017, 02:50 PM
პოსტი
#1
|
||
|
ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,097 რეგისტრ.: 24-February 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,902 ქალაქი:გორი |
მოგესალმებით მეგობრებო. როგორც იცით მაგარ სიახლეებით გესტუმრებით ხოლმე დღევანდელი თემა რაზეა ახლა. სლავების მითოლოგიაში ძალიან ცნობილი ტიპია леший ანუ ტყის მცველი სული, ან გობლინი მარტივად რომ ვთქვათ. ზოგი ამბობს დიდიაო, ზოგი ამბობს პატარაო. მარა ძალიან ძლიერი და ზომასაც იცვლის როცა უნდაო მოკლედ რომ ვთქვათ აპასნი ტიპიაო. დაახლოებით ესეთი ვიზუალით ![]() ვახ კაცო. ნუთუ ესეთი საშიშია მეც გამიჩნდა ინტერესი და გადავწყვიტე მენახა. ეხლა რა ხდება. ედუარდამ გამოუშვა პირველი თაობის გობლინი 2016ში თუ არ ვცდები. მაინც მოვერიდე რადგან რავიცი ახალი ხილია იქნებ რა პრობლემები ჰქონოდა. კი სულ თვალყურს ვადევნებდი ფორუმებს და ევროპა აამერიკის ფორუმებზე თითქმის არაფერი ცუდი არ გამიგია. ყველა ზე კმაყოფილია და თემებიც გახსნილია მრავალი ათასი გასროლის მერე როგორ იდეალურად მუშაობს ისევ. სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ვიდეო ეძიკმა რომ ახალი, მე2 თაობის გობლინი გაამზადა სერიულ წარმოებისთვის რომელშიც აღმოფხვრილია წინა თაობის შეცდომები თუ იყო რამე. ზუსტად ამ მომენტს ველოდებოდი! მაგრამ არ მესიამოვნა ერთი დეტალი, რომ მხარზე მისაბჯენი მეტალის მაგივრად იქნებოდა პლასტიკი. და კეისიც აღარ მოყვებაო. სამაგიეროდ გვექნება ფერების არჩევანი ვერცხლი, ოქრო, უდაბნოს ქვიშა და ასე შემდეგ. ვერცხლისფერმა მაშინვე მიიქცია ყურადღება. ძალიან მომეწონა. თან მომბეზრდა სულ შავი, შავი, შავი. ყველა თოფი შავი?! გამზადდა შეკვეთით ეს საოცრება და რაც მთავარია, მეტალის მისაბჯენით! პლასტიკის რომ ყოფილიყო ინქებოდა 1400 გრამი, მეტალით კი 1500 გრამია. ეს ახალი შეფუთვაა. დიდი ვერაფერი. არც არაფერი აწერია ყუთს. ![]() მოყვება მხოლოდ საბუთი. საკმაოდ კარგად ახსნილი ინსტრუქციით როგორ მოვიხმაროთ ან ჩავუტაროთ მოვლა სერვისი. პატარა რამოდენიმე სალნიკი ალბათ შტუცერის. მაგეებს რომ ამოიღებ ზუსტად ამ სიტუაციას ვხედავთ ![]() იმდენად მსუბუქია სათამაშო გეგონება სამუშაო წნევა 300 ბარი. მარა 250ის ზემოთ სისულელეა დატენვა. რეზერვუარის მოცულობა 67 cm3 ![]() ეს გადატეხილ მდგომარეობაში. ![]() მოდერი უცებ გამოდის რამოდენიმე სახურავის ბრუნის შემდეგ. ![]() ეს შესტიგრანკას ხვრელი არეგულირებს დამრტყმელი ჩაქუჩის ზამბარას. ![]() ეს შტუცერის ხვრელია მისაბჯენთან ახლოს. დატენი, დაკეტავ რომ მტვერი და ნაგავი არ ჩავიდეს. ![]() იმის გამო რომ ოპტიკა არ მაქვს ის რაც ამ თოფს მოუხდებოდა მოვარგე ჩემი ვაიპერი. სასწრაფოდ ვუყიდი მცირე გადიდების ოპტიკას თავისი დაბალი ან საშუალო რინგებით. ![]() საცდელად ვისროლე და ხმა აქვს რაღაცნაირი რთულად ასახსნელი. ხომ ბევრი თოფი მქონდა მარა ასეთი ხმა არ მინახავს. დაახლოებით ისეთია მაყუჩიან პისტოლეტებს რომ აქვთ ფილმებში და თამაშებში. არც თაგვის ცუილივით ჩუმი და არც ხმამაღალი. კრიკეტი რომ მქონდა შეიძლება იმაზე ჩუმიც იყოს. სხვა თოფი არ მაქვს და შედარებასაც ვერ ვაკეთებ. ქრონზე ვისროლე რამოდენიმე და ძალიან კმაყოფილი ვარ. 220 მეტრზეა დაყენებული. და ატდაჩა აქვს ამ თოფის არჩევანის მიზეზსაც დავწერ. სულ სულ პირველ რიგში სიმარტივე. იმდენად მარტივი მექანიზმია პატარა ბავშვიც სულ ჩვეულებრივ დაშლის ააწყობს. როგორც კალაშნიკოვის სისტემაა მარტივი ისევეა ეს. მეორე ის რომ ძალიან მსუბუქია, პატარა და კომპაქტური. კლიპის უქონლობა სრულიად არ მადარდებს. არაა ეს საპლინკაო თოფი და საღლიცინო. სერიოზული ბიჭია რომელიც ერთს გაისვრის და გააკეთებს საქმეს სულ არ ყოფილა ტყის კაცი საშიში
| |
| > |
|
|
![]() |
Apr 6 2017, 11:33 AM
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
ხალხო არასწორი დასკვნები გაქვთ ლულის გაპრიალებაზე.... არაფერ შუაშია ტვისტთან და სიგრძესთან..... გაპრიალება ხდება როგორც ცეცხლსასროლში ასევე პნევმატიკაში და ძირითადი აზრი არის ხრახნების გაკეთებისას გამოწვეული ხარვეზების გასწორება. უმეტეს მაღალი დონის მწარმოებლის ჩვეულებრივ ლულებს აქვს შესაბამისი პუანსონის გატარებისას მიკრო ტალღები რაც გამოწვეულია მაღალი სიმკვრივის პუანსონის გათრევით წვრილ ხვრელში... ნუ აი მიწაზე რომ ბლოკს მიათრევ და ხახუნის გამო რომ გეწინააღმდეგება, შედეგად წრფივი მოძრაობის მაგივრად იღებ მინი წყვეტილ ბორძიკ მოძრაობებს... ლულაში ეგ იწვევს მიკრო ტალღების წარმოქმნას. ტყვია როდესაც ეგეთ უსწორმასწორო ლულაში გადის დამატებით ხახუნს განიცდის, პლიუს ჩაღრმავებულ ადგილებში ტყვიის გარსის ნადები იწყებს დაგროვებას, ნადების ზრდისას კი უფრო და უფრო უჭირს შემდეგ ტყვიას წრფივი მოძრაობა. არის კიდევ დაბალი სეგმენტის ლულები, მაგალითად თურქული... მაგათ გარდა ზემოთ აღწერილისა თვითინ ხრახნებზეც აქვს ნაწიბურები, რაც დამატებით ტყვიის მიკრო დაგლეჯვა დაჩიჩქვნას იწვევს.... პლიუს მეტი ნარჩენი ლულაში... ნებისმიერ შემთხვევაში 2 ძირითადი პრობლემა წარმოიქმნება, დაბინძურებული ლულა რომელშიც შემდეგ ტყვიას უფრო და უფრო უჭირს... და დეფორმირებული ტყვია ლულიდან გამოსვლისას.... ჰაერში კი ზედმეტი ნებისმიერი ნაწიბური იწვევს ტურბულენტობას და რეაქტიული მოძრაობის კანონების მიხედვით ტყვია ტრაექტორიიდან გადადის.... პოლირების ძირითადი აზრია ზემოთ ხსენებული უსწორმასწორობები გაასწოროს, რაც გამოიწვევს კუკის ნაკლებ დაბინძურებას, ტყვიის ერთგვაროვან მოძრაობას და ნაკლები ნაწიბურების წარმოქმნას ტყვიის ზედაპირზე. ეს ერთობლიობა ბოლოს აისახება სიზუსტეზე და იმ გარემოებაზე რომ ლულას ნაკლებად უნდა წმენდა.... ეს არის ძირითადი შინაარსი, თუმცა არასწორი პოლირება უარეს შედეგს იძლევა, კერძოდ ლუკის გეომეტრიის შეცვლას, ხრახნების ალაგ ალაგ გაქრობას ტაც ბოლოს გამოიწვევს ტყვიის დეფორმირებასაც და ზოგიერთ შემთხვევაში ტყვიის ხრახნებიდან მოწტვეტას... ამ დროს დიდი ნაფლეთები რჩება ლულაში და ტყვია ტრიალს ერთგვაროვნად ვერ აკეთებს, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კიდევ საერათოდ ვერ ასწრებს ფეხის მოკიდებას, გაითლება და ლუკიდან ისე გამოვა თითქოს გლუვლულიანიდან გაგისვრია ტვისტი სა სიგრძე სუმ სხვა რამეა და მაგის გარჩევა ძალიან შორს წაგვიყვანს განსაკუთრებით თუ ცეცხლსასროლთან გავავლებთ პარალელებს... პნევმო სამყაროში ძირითადად არსებობს 3 ტვისტი. ჩქარი, საშუალო და ნელი. სხვანაირ კლასიფიცირებაში შეგხვდებათ ენერგეტიკით გამოყოფილი, შინაარსობლივად ნაკლებ ენერგიაზე გათვლილი იგივეა რაც ნელი ლუკა და პირიქით მაგნუმ კლასის ლულა ნიშნავს ჩქარ ლულას... შინაარსობლივად საქმე არის შემდეგი: - ნელი ლულა ნიშნავს ძალიან ჩახუჭუჭებულად დატრიალებულ ხრახნებს, რადგან ტყვია ნელა მოძრაობს ლუალში და ამასობაში გიროსკოპული ეფექტი რომ შინარჩუნოს საჭიროა ნუ პირობითად რომ ვთქვათ 3 წამში გავლისას 1 მეტრის მანძილზე გააკეთოს თავის ღერძის ირგვლივ 4 ბრუნი გააკეთოს. ანუ ტვისტი იქნება 25 სანტიმეტრი - საშუალო ლულაზე იმის გამო რომ ტყვია უფრო ჩქარა მოძრაობს და იგივე 1 მეტრს პირობითად გაივლის 2 წამში მაგრამ იგივე 25 სანტიმეტრი რომ დატოვო გამოვა რომ უფრო მეტ ბრუნს გააკეთებს იგივე 3 წამის მანძილზე რაც გამოიწვევს ტყვიის ტრაექტორიიდან გადასვლას ტრიალის მიმართულებით... ნუ აქ ძალიან ბევრი თეორიები იწყება და გადავახტები.... - ჩქარი ლულა უკვე იგივე 1 მეტრს გაივლის 1 წამში და ტვისტი კიდევ უფრო გასაზრდელია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგივე 25 სანტიმეტრი ტვისტის შემთხვევაში ვერ მოასწრებს ტრიალს და ანის გამო მისი გარეკანი უბრალოდ გაითლება ან ხრახნებზე რასაც სწორედაც ხრახნიდან გადახტომა ჰქვია.... მოკლედ რაც მეტია სიჩქარე მით უფრო გრძელია ტვისტი და ჩქარი კუკიდან ნელა გასროლა ნიშნავს რომ ტყვია სასურველი ბრუნების აკრეფას ვერ მოახერხებს, შედეგად გიროსკოპული ეფექტი კაპუტ და მაკე გადაიხრება ტრიალის მიმართლებისკენ. ხოლო ნელი ლუკიდან ჩქარი გასროლა გამოიწვევს ტყვიის გათლას და ბოლოს ისე გამოძვრება ლულიდან თითქოს და გლუვი ლულიდან გამოვიდაო, შედეგად ისევ უზუსტობა... თუ ამ საკითხზე წავიდა კამათი, მაშინ ტვისტი უნდა იყოს ბევრი პარამეტრის განხილვა, ანუ სიჩქარე, კალიბრი, ტყვიის წონა, სიმკვრივე და სხვა და სხვა... ასეთი ჩაძიება როგორც წესი მიდის ხოლმე ტაქტიკურ იარაღში ან მაღალი დონის იარაღში.
| |
| > |
|
|
ბაიკერი леший იგივე ტყის გობლინი Mar 21 2017, 02:50 PM
giga2010 მომილოცავს. მშვიდო... Mar 21 2017, 03:02 PM
maqsimusa ბაიკერი
მომილოცავ... Mar 21 2017, 03:06 PM
okela84 ძაან უცნაური საინტ... Mar 21 2017, 04:00 PM
ბაიკერი დიდი მადლობა ყველა... Mar 21 2017, 04:20 PM
pilotina ბაიკერი
გილოცავ, გ... Mar 21 2017, 05:48 PM
sekurifa აი ეგ леший თუ ამ ფორ... Mar 21 2017, 06:57 PM
mister_io ბაიკერი
მომილოცავ... Mar 21 2017, 07:46 PM
koba1973 ბაიკერი
გილოცავ.
ს... Mar 21 2017, 08:20 PM
geojorjika გილოცავ, დავაპიპინ... Mar 21 2017, 08:51 PM
bubusicha გილოცავ!
მაგარი ს... Mar 21 2017, 09:26 PM
gela ხოშიანი შენაძენია,... Mar 21 2017, 11:01 PM
ბაიკერი მადლობ ყველას Mar 22 2017, 12:00 AM
userman ბაიკერი
გილოცავ ... Mar 22 2017, 07:00 AM
gregory ბაიკერი
მაგარია ძ... Mar 22 2017, 07:32 AM
ja_ja ვაა კაი სათამაშოა...... Mar 22 2017, 08:21 AM
ბაიკერი userman
gregory
ja_ja
დიდი მადლ... Mar 22 2017, 11:11 AM
ja_ja მაიტა, მაიტა მოგვა... Mar 22 2017, 11:51 AM
okela84 ბაიკერი
შენც ქარშ... Mar 22 2017, 09:09 PM
ბაიკერი okela84
3 გასროლიანი ჯგ... Mar 22 2017, 09:22 PM
userman ციტატა(ბაიკერი @ 22... Mar 23 2017, 12:06 AM
okela84 ციტატა(ბაიკერი @ 22... Mar 23 2017, 01:54 AM
mamukaaa კაია კაი მსუბუქი ი... Mar 23 2017, 07:41 AM
ბაიკერი okela84
სასხლეტი აქვს ძ... Mar 23 2017, 12:20 PM
momxre მშვენიერი იარაღია,... Mar 23 2017, 04:42 PM
maqsimusa რა მაგარი შედეგები... Mar 23 2017, 06:24 PM
vexam საინტერესოა, ასეთი... Mar 24 2017, 09:50 AM
master მე ისედაც ზდპ მეგო... Mar 24 2017, 12:57 PM
ბაიკერი ზდპ თუ ვიყიდი ვეირ... Mar 24 2017, 02:00 PM
userman ციტატა(tedo @ 24th March 2017 ... Mar 24 2017, 05:10 PM
mamukaaa თუ იცით რამდენ გას... Mar 26 2017, 08:28 AM
ბაიკერი mamukaaa
დაახლოებით 15 გა... Mar 26 2017, 10:32 AM
mamukaaa ინტერნტში 40-იო წერი... Mar 30 2017, 09:03 AM
ბაიკერი mamukaaa
ეგ ბრიტანელები... Mar 30 2017, 10:54 AM
ბაიკერი http://talontunes.com/shop/edgun-leshiy/
აი ... Mar 31 2017, 11:45 AM
davita76 ბაიკერი
გილოცავ მ... Apr 3 2017, 09:42 PM
ბაიკერი davita76
გაიხარე Apr 4 2017, 03:31 PM
gregory ბაიკერი
უკვე ყიდი?
... Apr 4 2017, 04:54 PM
userman gregory
რა გაუბაზრე . ე... Apr 4 2017, 05:10 PM
ბაიკერი gregory
ინტერესის გამო... Apr 4 2017, 07:07 PM
ბაიკერი ოპტიკას ველოდები 2-7... Apr 4 2017, 07:29 PM
okela84 ბაიკერი
ლულის პალ... Apr 5 2017, 12:27 AM
ბაიკერი okela84
აღიარებულია
ა... Apr 5 2017, 05:11 AM
ბაიკერი თან რამოდენიმე ათა... Apr 5 2017, 08:53 AM
userman okela84
ციტატა(aleqsandre @ 5th ... Apr 5 2017, 12:21 PM
ბაიკერი დღეს მომიხერხდა გა... Apr 5 2017, 01:07 PM
ja_ja მშვენიალური შედეგ... Apr 5 2017, 02:58 PM
pilotina მაგაროა! Apr 5 2017, 04:29 PM
okela84 userman
მე რატომღაც მგო... Apr 5 2017, 04:56 PM
pilotina ბაიკერი
და ისა, რა... Apr 5 2017, 05:32 PM
ikaaa userman
+1 ჩემ დისკოზე დ... Apr 5 2017, 06:02 PM
ბაიკერი pilotina
გავაკეთებ კიდე... Apr 5 2017, 06:06 PM
okela84 ja_ja
გასაგებია მაგრა... Apr 6 2017, 04:02 PM
userman ციტატა(aleqsandre @ 6th April 201... Apr 6 2017, 04:45 PM
gregory userman
რათქმაუნდა!
ს... Apr 6 2017, 05:32 PM
pilotina ციტატა(gregory @ 6th April 2017 ... Apr 6 2017, 05:53 PM
userman ციტატა(gregory @ 6th April 2017 ... Apr 6 2017, 06:30 PM
okela84 ამ ხუმრობაში გეტყვ... Apr 6 2017, 06:37 PM
okela84 ციტატა(gregory @ 6th April 2017 ... Apr 6 2017, 06:42 PM
gregory ციტატა(userman @ 6th April 2017 ... Apr 6 2017, 08:09 PM
maqsimusa ცეცხლსასროლში ყოვ... Apr 6 2017, 08:50 PM
ja_ja userman
ციტატა(userman @ 6th Apr... Apr 7 2017, 09:48 AM
ბაიკერი ახალი ოპტიკა ჩავაც... Apr 9 2017, 08:04 PM
userman ბაიკერი
მშვიდობა... Apr 9 2017, 08:19 PM
okela84 RE: леший იგივე ტყის გობლინი Apr 9 2017, 08:56 PM
ბაიკერი მადლობა რა დანიშნ... Apr 9 2017, 09:36 PM
okela84 ციტატა(ბაიკერი @ 9t... Apr 10 2017, 01:30 PM
mamukaaa როდისმე გვეღირსებ... May 11 2017, 09:22 PM
ბაიკერი 67 მეტრი
საიდშოთის ტ... Mar 16 2019, 11:28 AM
giga2010 ბაიკერი
მშვიდობაშ... Mar 16 2019, 05:10 PM
ბაიკერი RE: леший იგივე ტყის გობლინი Mar 16 2019, 08:32 PM
gela ბაიკერი
სად ხვდებ... Mar 16 2019, 08:52 PM
ბაიკერი gela
პირველივე მილდო... Mar 16 2019, 09:26 PM
gela ბაიკერი
ციტატა(ბა... Mar 16 2019, 10:20 PM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th November 2025 - 03:24 PM |
| Hosted by Pro-Service |