
დღევანდელი თემა რაზეა ახლა. სლავების მითოლოგიაში ძალიან ცნობილი ტიპია леший ანუ ტყის მცველი სული, ან გობლინი მარტივად რომ ვთქვათ. ზოგი ამბობს დიდიაო, ზოგი ამბობს პატარაო. მარა ძალიან ძლიერი და ზომასაც იცვლის როცა უნდაო


მოკლედ რომ ვთქვათ აპასნი ტიპიაო. დაახლოებით ესეთი ვიზუალით

ვახ კაცო. ნუთუ ესეთი საშიშია მეც გამიჩნდა ინტერესი და გადავწყვიტე მენახა.
ეხლა რა ხდება. ედუარდამ გამოუშვა პირველი თაობის გობლინი 2016ში თუ არ ვცდები. მაინც მოვერიდე რადგან რავიცი ახალი ხილია იქნებ რა პრობლემები ჰქონოდა. კი სულ თვალყურს ვადევნებდი ფორუმებს და ევროპა აამერიკის ფორუმებზე თითქმის არაფერი ცუდი არ გამიგია. ყველა ზე კმაყოფილია და თემებიც გახსნილია მრავალი ათასი გასროლის მერე როგორ იდეალურად მუშაობს ისევ. სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ვიდეო ეძიკმა რომ ახალი, მე2 თაობის გობლინი გაამზადა სერიულ წარმოებისთვის რომელშიც აღმოფხვრილია წინა თაობის შეცდომები თუ იყო რამე. ზუსტად ამ მომენტს ველოდებოდი!
მაგრამ არ მესიამოვნა ერთი დეტალი, რომ მხარზე მისაბჯენი მეტალის მაგივრად იქნებოდა პლასტიკი. და კეისიც აღარ მოყვებაო.
სამაგიეროდ გვექნება ფერების არჩევანი ვერცხლი, ოქრო, უდაბნოს ქვიშა და ასე შემდეგ.
ვერცხლისფერმა მაშინვე მიიქცია ყურადღება. ძალიან მომეწონა. თან მომბეზრდა სულ შავი, შავი, შავი. ყველა თოფი შავი?!
გამზადდა შეკვეთით ეს საოცრება და რაც მთავარია, მეტალის მისაბჯენით!
პლასტიკის რომ ყოფილიყო ინქებოდა 1400 გრამი, მეტალით კი 1500 გრამია.
ეს ახალი შეფუთვაა. დიდი ვერაფერი. არც არაფერი აწერია ყუთს.

მოყვება მხოლოდ საბუთი. საკმაოდ კარგად ახსნილი ინსტრუქციით როგორ მოვიხმაროთ ან ჩავუტაროთ მოვლა სერვისი.
პატარა რამოდენიმე სალნიკი ალბათ შტუცერის.
მაგეებს რომ ამოიღებ ზუსტად ამ სიტუაციას ვხედავთ


იმდენად მსუბუქია სათამაშო გეგონება
სამუშაო წნევა 300 ბარი. მარა 250ის ზემოთ სისულელეა დატენვა. რეზერვუარის მოცულობა 67 cm3

ეს გადატეხილ მდგომარეობაში.

მოდერი უცებ გამოდის რამოდენიმე სახურავის ბრუნის შემდეგ.

ეს შესტიგრანკას ხვრელი არეგულირებს დამრტყმელი ჩაქუჩის ზამბარას.

ეს შტუცერის ხვრელია მისაბჯენთან ახლოს. დატენი, დაკეტავ რომ მტვერი და ნაგავი არ ჩავიდეს.

იმის გამო რომ ოპტიკა არ მაქვს ის რაც ამ თოფს მოუხდებოდა მოვარგე ჩემი ვაიპერი. სასწრაფოდ ვუყიდი მცირე გადიდების ოპტიკას თავისი დაბალი ან საშუალო რინგებით.

საცდელად ვისროლე და ხმა აქვს რაღაცნაირი რთულად ასახსნელი. ხომ ბევრი თოფი მქონდა მარა ასეთი ხმა არ მინახავს. დაახლოებით ისეთია მაყუჩიან პისტოლეტებს რომ აქვთ ფილმებში და თამაშებში. არც თაგვის ცუილივით ჩუმი და არც ხმამაღალი. კრიკეტი რომ მქონდა შეიძლება იმაზე ჩუმიც იყოს. სხვა თოფი არ მაქვს და შედარებასაც ვერ ვაკეთებ.
ქრონზე ვისროლე რამოდენიმე და ძალიან კმაყოფილი ვარ. 220 მეტრზეა დაყენებული.
და ატდაჩა აქვს

ამ თოფის არჩევანის მიზეზსაც დავწერ. სულ სულ პირველ რიგში სიმარტივე. იმდენად მარტივი მექანიზმია პატარა ბავშვიც სულ ჩვეულებრივ დაშლის ააწყობს. როგორც კალაშნიკოვის სისტემაა მარტივი ისევეა ეს.
მეორე ის რომ ძალიან მსუბუქია, პატარა და კომპაქტური.
კლიპის უქონლობა სრულიად არ მადარდებს. არაა ეს საპლინკაო თოფი და საღლიცინო. სერიოზული ბიჭია რომელიც ერთს გაისვრის და გააკეთებს საქმეს

სულ არ ყოფილა ტყის კაცი საშიში
