![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 402 რეგისტრ.: 9-August 16 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,195 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოგესალმებით ყველას. რამოდენიმე წლის წინ, "დელტა"-მ დაამზადა პცპ პნევმატიკის სასინჯი მოდელები (ერთი მათგანი საეჭვოდ წააგავდა პირველი თაობის მარაუდერს) და დამოუკიდებლობის დღეს ჩვენებაზეც ჰქონდათ წარმოდგენილი რუსთაველის გამზირზე. ვინმემ ხომ არ იცით რა ბედი ეწია ამ ქართულ მოდელებს.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
geojorjika მინიმუმ 50 000$-60 000$ + შენობა ყველაზე საცოდავ ვარიანტში რაღაც ძალიან ოპტიმისტურად აფასებ მემგონი, ჩემისა არ იყოს გაქვს რაცხა სტანოკები და იცი მაგათი ფასიც და რა ფასიანიცაა საჭირო იმისთვის რაზეც აქ იყო საუბარი, პლიუს მასალები და საჭირო დეტალები რომელიც აქ ლამაზად ჩამოგვითვალა მოსაუბრემ და რეალში არანაირი "აწარმოე საქართველოში" არ დაგაფინანსებს, რადგანაც აი ზაპროსტო გასცდები 500 000-ს და რეალური გასავალ / გასაღების ნათელი პერსპექტივა არ ჩანს.... ![]() ![]() vexam შენა კაცო თუ ასე იოლად ანგარიშობ მიჩნდება კითხვა რატომ არ გინდა შენით აწარმოო??? ![]() 1) ბალონი 50-60$ და თან რეგულატორითო, პროსტა მემგონი აი ეს თემა არ გაქვს წაკითხული (რეალში რაფერაა საქმე და რა ჯდება მარტო მაგ რეგულატორის აზრზე მოყვანა)და არ იცი რომ PCP-ს 1500-ი კი არა მინიმუმ 1800 უნდა ![]() 2) ლულა 13-14$- ნუ კაი ვთქვათ 3) კონდახი 40-50$ ნუ ნიჩურიტა გავიკეთეთ და დავთანხმდით 4) კოლოფი რა დაჯდებაო.... ნუ გააჩნია კოლოფს, მარტო ზედა ნაწილი მარადიორის პონტში 130-დან 150 ლარამდე ![]() - ესე იგი ეხლა ავედით უკვე რამდენზე... მოიცა დავიანგარიშოთ ![]() და მაგ 127$-ში უნდა ჩაეტიოს: - ბალონის მისაერთებელი კოლოფზე (ეხლავე შემიძლია გითხრა 50-60 ლარამდეა) - კლაპანი თავისი შიგნეულობით (ეგეც სადღაც 50-60 ლარამდეა) - გადამშვები - დამრტყმელი და ზამბარები - მილიონტრისტა ვინტი რომელიც ცალი 5-10 ცეტი ღირს მარა ერთად ქე გამოვა 10-15$ - კონდახის მისამაგრებელი ვინტის ბუდეები - კლიპი, დღეს კლიპის გარეშე პნევმო თოფად არ აღიქმება (მე ამ აზრს არ ვიზიარებ, მაგრამ ბაზარი სხვას მოითხოვს ასე რომ მინიმუმ 15$ ერთ ცალზე ეგ მიამატე, და თუ გავითვალისწინებთ რომ მინიმალურ პაკეტში ყველა თოფს 2 ცალი მოყვება...ჰმმმ ) - სასხლეტი მექანიზმი თავისი შიგნეულობით და კორპუსით სულ მინიმუმ 100-150 ლარის ამბავია - ლულის ნაბალდაშნიკი - მოდერატორი (გააჩნია ზომას 50-დან 120 ლარამდეა) - რვიანი (30დან 70 ლარამდე) და მილიონი სხვა დეტალი, ნუ პირობითად ერთერთი თოფის ნახაზი ავიღოთ რომელიც კაკრაზ განხილულ ფასის დიაპაზონში თამაშობს... პლიუს ამას ყველაფერს უნდა მანუალი და შეფუთვა ![]() დააჯამე მიახლოებით მე რაც ჩამოგიწერე ლარებში ყველაზე მინიმალური ფასებით მიიღებ მინიმუმ 280 ლარი ეგ გამოდის, უკვე და მანდ არაა კლიპი, ვინტები და სხვა მელკი დეტალების ფასი შესული... ყველაზე ოპტიმისტურ შემთხვევაშიც კი რეალში 500$-ზე დაბლა ვერაფერს გააკეთებ ნორმალურს ეს სულ მინიმუმია, რეალში კი მინახავს ხალხი რომელიც 700-800$-ს სცდება, მაგრამ ესეთი ხალხი ერთეულია და არა საწარმო მასშტაბის.... მაგ ფასს უმეტესობა ვერ გადაიხდის, იმიტომ რომ კიდევ ნასოსი ან ბალონი უნდა იყიდონ... და მაგას ურჩევნიათ აგერ 300 ლარად Hatsan Mod 125-ს იყიდიან და ლეგენდების კოცონში კიდევ მიასხავენ პაწა ნავთს რომ ქვაბებს და ტაფებს ხვრიტავს, 2-3 თვეში გადააგდეს და საერთოდან აღარ გაიხედავს პნევმატიკისკენ ![]() ნაფიქრალია კაი ხანია და არ გამოდის ეგ აზრები ასე იოლად.... შეიძლება ქართულად გაკეთება Georgian Fucking Business პრინციპით, ანუ ელიავაზე დააგდო ტოკარნი სტანოკი, ოფლიანი ვიღაც ტოკარი დაითრიო რომელიც ლეგენდებს თხზავს საბჭოთა კავშირის დროს რომელიღაც ვსესაიუზნი ქარხანაში რა მაგარი ტიპი იყო მარა დღემდე რეზბის მოჭრა ვერ დაამუღამა და მეტრული სისტემის დუიმებისგან განსხვავება....აჭრევინო რაცხა დეტალები რომელსაც განმეორადობა აქვს - ერთი ალთას მეორე ბალთას (იმიტომ რომც არც ელიავა მოითხოვს მაგ სიზუსტეს და არც საბჭოთა კავშირი ითხოვდა და ახლა შენ ნუ ასწავლი რა ამ გამოცდილ 3 უნივერსიტეტ დამთავრებულ ადამიანს რომ ჩლუნგი რეზეცით გათლილი დეტალი სუფთა ზედაპირის არაა... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() თუ ჩარხები გინდათ მაინც რომ იყოს "აწარმოე საქართველოში" იყო ასეთი პროექტი, ახლა არ ვიცი და რაღაც ნაწილ დაფინანსებაში სახელმწიფო იხდიდა.. და აშ. თქვენ ე.ი. "ხელი გაქვთ ჩაქნეული". მაქვს ჩარხებიც, თან რამდენიმე, მეგობრებსაც აქვს ჩარხები, ერთერთი აგერ ჟორა ბიძიაა geojorjika, კიდევ ერთთან ერთად CNC ავაწყვეთ და რომ ვნახეთ რომ კაი 5000$-ის დაბანდებით ის ვერ მივიღეთ რაც საჭირო იყო ახლა 25K-ს დაბანდება მიდის რომ ცოტა ადეკვატური ახალი მოდელი ავაწყოთ, ასე რომ ქართულ პონტში ნუ მეტყვი, თუ ჩარხები გინდათ ეგერაა რაცხა ფონდი და ის დაგიფინანსებთო ![]() ჯერ ის თქვი ის რამდენს მიფინანსებს და მე რამდენი მაქვს დასადები ![]() ![]() ![]() ეგეთი მიდგომით მეც შემიძლია ვთქვა ე.ი. "ახლოსაც კი ვერ გაგითვლია რასთან გაქვს შეხება" ![]() რეალში დღეს აგურის ცეხი რომ გახსნა იმას უნდა ადგილი, მასალა დანადგარი და ფინანსური დანახარჯი, აღარაფერს ვამბობ გასაღების ბაზარზე მუშოაბაზე და სხვა, და ეს ისეთი საკითხია რომლიც მოთხოვნილებაც არის ბაზარზე, არაა რაიმე ვიწრო სპეციალობის და არ მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას... ასე რომ აი ძალიან, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს კარგად გადათვალო ყველა შენი კალკულაცია, დაამატო ის რაც მე ვთქვი რომ აქ არაფერი იწარმოება და შესაბამისად ლოგისტიკის და განბაჟების თანხაც დაამატე, ჩაამატე შენი ანაზღაურებაც, და საერთაშორისო ბაზრიც გავლენაც, რომელიც გინდა არ გინდა შენზეც მოქმედებს კონკურენციის სახით.... ახლა ერთი და ორი მოდელის გაკეთება წარმოებად არ ითვლება, ეგეთი გაგვიკეთებია, მაგრამ ისევ და ისევ არ გამოდის 300$-ზე იაფი პირიქით უფრო მეტი გამოდის... ვიყავი მეც შენნაირი მიამიტი სულ რაღაც 8-10 წლის წინ, და მჯეროდა რომ რა უნდა ამის გამოთლას, რა უნდა იმას, აი ერთი სტანოკი დამათრევინა და აგერ ნახე ბაზარს ავავსებ მეთქი, მაგრამ რომ ვნახე რომ ფულიც, მიდის, დროც, მასალაც იქ მოფიქრებაც..... და უკაცრავად მე მონად რატომ უნდა ვიმუშაო რომ სხვამ ისიამოვნოს? ყველა ყიდის თავის თავს, ირიბად თუ პირდაპირ... ზოგი ხელობის სახით, ზოგი ცოდნის სახით ზოგი სერვისის სახით და ზოგი პირდაპირ ცირკთან დგას (სადღა არიან მარა ნუ აზრი მგონი გასაგებია ![]() ![]() კაროჩე რა ![]() ![]() მე ვაღიარებ რომ ზანუდა ვარ და ამიტომ გითმობ გზას და ბაზარს ველოდები შენგან 300$-იან ან უფრო იაფიან Made in Georgia პნევმატურ თოფს, თან ნავაროჩენის არა, მაგრამ არც ბანძს, ასე საშუალო მოთხოვნებს რომ დააკმაყოფილებს
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 402 რეგისტრ.: 9-August 16 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,195 ქალაქი:თბილისი ![]() |
geojorjika მე ვაღიარებ რომ ზანუდა ვარ და ამიტომ გითმობ გზას და ბაზარს ველოდები შენგან 300$-იან ან უფრო იაფიან Made in Georgia პნევმატურ თოფს, თან ნავაროჩენის არა, მაგრამ არც ბანძს, ასე საშუალო მოთხოვნებს რომ დააკმაყოფილებს არაფერია გამორიცხული. მხოლოდ ჯერ, თქვენი მოცულობის ცოდნას რომ დავაგროვებ ამ სფეროში. შემდეგ ვნახოთ რა გამოვა. ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th June 2025 - 08:49 PM |
Hosted by Pro-Service |