დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ქართული პცპ პნევმატიკა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
vexam
მოგესალმებით ყველას.
რამოდენიმე წლის წინ, "დელტა"-მ დაამზადა პცპ პნევმატიკის სასინჯი მოდელები (ერთი მათგანი საეჭვოდ წააგავდა პირველი თაობის მარაუდერს) და დამოუკიდებლობის დღეს ჩვენებაზეც ჰქონდათ წარმოდგენილი რუსთაველის გამზირზე. ვინმემ ხომ არ იცით რა ბედი ეწია ამ ქართულ მოდელებს.
giga2010
მე ვიცი რომ შეჩერდა პროექტი
gregory
იყოპ აქ მაგის განხილვაც და ფოტოებიც. როგორც ყველაფერი გურჯისტანში, ეს პროექტიც დროში დაიკარგა. თან დარწმუნებული ვარ მარადაზე ბევრად ძვირი ეღირებოდა "ნატურალური" ქართული პროდუქტი
koknar
ხელი შეუწყე ეროვნულ ეკონომიკას, მოთხოვე ქართული !
okela84
არადა რატომღაც მგონია რომ თურქებზე მეტი შეგვიძლია
mister_io
ლულები ქონდათ მარტო ისეთი მასალისგან დამზადებული თაობებს გაუძლებდა smile.gif
userman
ციტატა(aleqsandre @ 22nd February 2017 - 10:47 AM) *
არადა რატომღაც მგონია რომ თურქებზე მეტი შეგვიძლია


მე ვიტყოდი ასე : მეტი შეგვეძლო !!!
ამ წუთას არა , მარა როდისღაც მაინც შევძლებთ ...
ისე როცა შეგვეძლო ყველა სფეროს ეტყობოდა. მათ შორის სპორტსაც.
სულ ნოსტალგიაშიც ნუ გადავვარდებით . აგერ გადახედეთ :
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/192823-sa...-qarkhnebi.html
gregory
ციტატა(aleqsandre @ 22nd February 2017 - 10:47 AM) *
არადა რატომღაც მგონია რომ თურქებზე მეტი შეგვიძლია

okela84
თუ ძმა ხარ რა.
თურქეთი ნემსიდან დაწყებული, სამხედრო კრეისერებით დამთავრებული ყველაფერს აწარმოებს.
მათი წარმოების საყოფაცხოვრებო ტექნიკაა მხოლოდ მათ ოჯახებში. ისეთ დონეზე ამზადებენ რომ სულაც არ ჩამოუვარდება ევროპული წამყვანი ბრენდების "გაჩინურებულ" საქონელს.
წარმოება მაღალ დონეზე აქვთ, სახელმწიფოს მხარდაჭერა დადოტაციები, საგადასახადო შეღავათები და დაბალპროცენტიანი კრედიტები...
ასე რომ ქართული წარმება უკეთეს შემთხვევაში კრიოგენულ კამერაშია და როდის გამოაცოცხლებენ კაცმა არ იცის .
vexam
unknw.gif და.. "ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ და ყველაზე კარგები ვართ".. ეგ ვერა ჭრის? ჩვენი პნევმატიდან 21 ჯოულით ნასროლი, მათი 31 ჯოულზე ძლირეი არ არის?! smile.gif))
ja_ja
vexam
ეგ პროექტი თავიდანვე განწირული იყო ჩავარდნაზე sad.gif

მიზეზი ბევრი იყო...

1) შენს მიერ ნახსენები marauder-ის მაგივრად გამოყენებული იყო ყველაზე რთული თოფის ასლი, ანუ CZ200-ი იყო ტავიდან გამოთლილი, მაგას კი ისეთი საშინელი და უაზრო კოლოფი აქვს რომ ჩემს მტერს, ეკონომიურად გაუმართლებელი იყო, მე და ჟორამ მაგის ავტორს რომ ვაჩვენებთ ჟურას გაკეთებული 1377-ი ტიპს თვალები შუბლზე აუვიდა, ანუ გასაგები იყო რომ სასტავს მხოლოდ CZ200-ი ჰქონდათ ნანახი და ეგონათ ევოლუციის მწვერვალი, ამიტომაც მის კოპირებას მიადგნენ და არა რაიმე ახლის მოფიქრებას ან რაიმე ნორმალური იდეის დამუსავებას. შედეგად დროთა განმავლობაშI ეგ ფინანსულ პრობლემებსაც გამოიწვევდა და საერთაშორისო ბაზარზე კიდევ Airarm-ისგან და CZ-სგან პატენტურ ჩივილებს...

2) ძალიან ძალიან უხეში ნამუშევარი იყო, და ნუ აი მომკალი და ბევრი დეტალი ნამდვილად არ იყოს რკინისგან გასაკეთებელი, ტყუილა მძიმდებოდა კონსტრუქცია, არარაფერს ვამნბობ ზედაპირულ დამუშავებაზე რომელიც თვალშI ძალიან ცუდად ხვდებოდა გამოცდილ ადამიანს

3) ლულები.... ნუ პერსონალურად "კონსტრუქტორი" დარწმუნებული იყო რომ გადასარევი იდეა იყო საკუთარი ლულების წარმოება და თან რაღაც სუპერ პუპერ მყარი ფოლადისგან smile.gif, რაც გინდა არ გინდა კრახისკენ მიიყვანდა პროექტს... საქმე იმაშია რომ პნევმო ლულას თითქმის ცვეთა არ აქვს, შედეგად პლანეტაზე არავინ არ იყენებს ცეცხ;ლსასროლი ლულების მასალებს, განსაკუთრებით სამხედრო ლულების მასალას სადაც ლულის მიმართ მოთხოვნაა რომ 50 000 გასროლას უნდა გაუძლოს ზედმეტად დიდი მუხტის მქონე ამინიციის გამოყენებისას...

რა თქმა უნდა ეს ფასში აისახებოდა ბოლოს.... ამიტომაც იყო მხოლდო 3 ლულა სულ დამზადებული აქედან 1 თუ 2 შეცდომით რომელიც თვითონ "კონსტრუქტორმაც" თქვა... პატარა საწარმოები როგორც წესი იწყებენ სხვა ფირმების ლულების გამოყენებით, მერე თუ წარმოება იზრდება იწყენებ თავისი ლულების წარმოებას და ისიც მაქსიმლაურად იაფიანი ვარიაციის, ხოლო თუ რაიმე სუპერ სიზუსტეა მოთხოვნილი მაინც ყველა Walther-ის ლულაზე გადადის, აქედან კითხვა რა ჭირად იყო საჭირო პნევმოში ეგეთი ლულების წარმოებაზე ჩალიჩ?

მესმის რომ პიროვნულად "კონსტრუქტორი" ამაყობდა ჩატარებული სამუშაოთი და და მართლაც იყო საამაყო, მაგრამ ნუ აი ეკონომიურად არანაირი გამართლება არ ჰქონდა....

4) გაყოიდვებზე რარაც არასწორი წარმოდგენა დავაფიქსირე... რატომღაც დარწმუნებული იყო ადამიანი რომ იქ მისულმა აირგანელებმა კონსტრუქცია ვერ ამოვიცანით და არ ვიცოდით ორიგინალი რა ღირდა, რატომღაც საქართველოშივე ამბობდა იმაზე უფრო დიდ ფასს ვიდრე CZ-ს ორიგინალი მოდელი ღირდა ჩამოტანა განბაჟებით smile.gif არარაფერს ვამბობ იქაურ გაყიდვების წარმოდგენაზე... რატომ იყიდის იქაური ჩვენს კოპიას უფრო ძვირად, რომელიც უფრო დაბალი შესრულებითაა დამზადებული?

ნუ რაოდენობები და მაშტაბები კიდევ იმდენი იყო წარმოდგენილი რომ..... რეალურად საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, ზღაპარია აქ ნებისმიერ ეგეთ ვიწრო სპეციალობის ნივთების გაყიდვით რაიმე მწვერვალების მიღწევაზე... აგერ გვერდზე გაიხედეთ, თურქეთში ჰაცანიც არის და კრალიც, და ორივეს მაინც უნდა თუ არ უნდა ევროპაშიც და ამერიკაშიც აქვს გატანილი პროდუქცია, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ თურქეთი ჩვენზე აი ძალიან ბევრად დიდია, ტერიტორიითაც და მოსახლეობითაც, ბიზნესს ეგ მაინც არ ყოფნის... და ახლა ევროპა ამერიკაში კლონირებული თოფი ცუდათ შეზრუნებული ძვირად კი არა იაფად არავის არ უნდა...



დანარჩენი დასკვნები და დეტალები იმედია შენით იქნება გამოტანილი როდესაც აი ამ პოსტს გადახედავ
vexam
ფაქტიურად, "კულტურული შოკი" განგიცდიათ, როდესაც ეს ყველაფერი გაანალიზეთ. smile.gif)) 28.gif ხელიტაც შეხებიხართ ამ პნევმოს, გისაუბრიათ "შემქმნელთან" და იდეის "ჩასახვის" ისტორიც კი მოგისმენიათ. ეს რასაც ახლა წერ, უკვე ცივ გონებაზე გადახარშულ- ნაფიქრია,. გაცნობის ეტაპზე, ალბათ, ინფორმაციის მიღებაში იქნებოდით ჩაფლულები, წვრილმანებში როდესაც ხარ გარკვეული, სხვა "თვალით უყურებ" ყველაფერს, თორემ "ცხელ გულზე" ამდენს სად აიტანს ადამიანი და ინფარქტიც შორს არ არის მერე. ამდენი არ ვიცოდი ამ პროდუქტის შესახებ, მხოლოდ ერთი მომენტი ტელეეკრანზე გაელვებით მქონდა შენიშნული ეს სიახლე. გაგიმარჯოთ ღმერთმა.
gigi30
ჯერჯერობით ერთადერთი პერსპექტივა ის იქნება, რომ რომელიმე ცნობილი მწარმოებელი თუ გახსნის აქ ხაზს იაფი მეშახელის გამო, გამოუშვებს აქ დამზადებულ თავის თოფს და გააგრძელებს გაყიდვებს ათვისებულ ბაზარზე თავისი სახელით. ან რაიმე სიახლე უნდა შემოიტანო, რაც საკმაოდ ძნელია. ან აკლონირო გამომდგარი მოდელები და ეცადო ბაზარზე გაიტანო და მყიდველი სიიაფით მოხიბლო.
okela84
ja_ja
გამოცდილების დაგროვების ათვლა ხომ უნდა დაიწყოს ოდესღაც. მაქსიმალურად ყველაფერი აქ უნდა აწარმოონ ლულების ჩათვლით, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითღირებულება მკვეთრად გასცდება ხარიხს რითაც ადგილს ვერ იპოვნიან ბაზარზე.

ლულები 30 40 მილიმეტრიანი რასბროსითაც რო შეძლონ და ფასი 200 300 $ ის დიაპაზონში რო მოექცეს შანსები ექნებათ მსოფლიო ბაზარზე გასვლის
ja_ja
300$-ი და მიახლოებით მაგ დიაპაზონი შეჭმული ყავს თურქეთს, გინდა კრალი გინდა ჰაცანი, ან რაღაცით უკეთესი უნდა იყოს მაგ ფასში ან ფასი უნდა იყოს ნაკლები... თორემ კრალის პროდუქციას გადახედე რა იზვრაშენცობა აღარ აქვთ დადებული, ლამის EVANIX-ის მთელი ხაზია კოპირებული თან ევანიქსის თოფები თუ 2000$-ზეა ესენი 300-400$-ში ყიდიან ვიზუალში იგივენაირ თოფებს...

რაც შეეხება ლულებს, აგერ კროსმანის ლულა საცალო ვაჭრობაში ღირს 25-30$ სადღაც ამერიკულ საიტზე წაკითხული მაქვს რომ სადილერო ფასი 12-15$-იაო, ანუ თვითონ კროსმანი მაგ ლულებს ჩინეთში 8-10$-ად აწარმოებს.... მოსაძებნია ეგ ადგილი და აჰა პირველ ხანებში იაფიანი ლულების წყარო...

ნუ მე ახლა რაცხას თითოეულ ეგზემპლარზე ვჩალიჩობ ხოლმე და სასტავს ვეჩნა გრიშასთან ვუშვებ, იმიტომ რომ აზრი არ აქვს რაიმე ახლის ჩალიჩს თუ იმენნა ძვირიანი და ხარისხიანი მოდელი არ გინდა... ამიტომაც არ იყო საჭირო მაგ ლულაზე მაგდენი ჩალიჩი...

რკინისგან კოლოფის გამოთლაც ძველი საბჭოთა აზროვნების გამო უყვართ თორემ ეგე M4, M16, AR15 და მის ბაზაზე არსებული კონსტრუქციები ყველა ალუმინისგანაა დამზადებული, რა ჭირად უნდოდათ პნევმატიკაზე რკინა? მარტო საცდელმა კოლოფმა წონაში ეგრევე 400 გრამი მოიკლო, რამდენი ეგეთი ეკონომიის გაკეთება შეიძლება? რეზერვუარს რათ უნდოდა 3 მილიმეტრიანი რკინის კორპუსი? ყველა ვინც რკინის რეზერვუარს იყენებს 1.5 მილიმეტრზე ჩამოდის... აგერ Stayr-ი და Walther-ი თუ Feinwerkbau-ს რეზერვუარები რაც მოუტანიათ ჩემთან ყველა 2.5 მილიმეტრიანი ალუმინისგანაა გაკეთებული, რათ უნდოდა რკინის რეზერვუარს 3 მილიმეტრიანი რკინა?

1.5 მილიმეტრი წონასაც მოაკლებდა და რეზერვუარის მოცულობასაც გაზრდიდა....

და ასე შემდეგ და ასე შემდეგ... ანუ გაუთვალისწინებელი მომენტებია, რომელიც პროსტა მიდგომითაა გაკეთებული - მოდი ასეთივე გავაკეთოთ და ხელიდან წაგვგლიჯავენო....

არ წაგგლიჯავენ, იმიტომ რომ აურაცხელი კონკურენტია... შედეგად, ან რაიმე სპეციფიურად მომხიბვლელი უნდა იყოს, ან ფასი უნდა იყოს იაფიანი... ქართული ტოკარის მიდგომით კიდევ თოფი კი არა, ჩემთან რომ მოაქვთ ხოლმე ვიღაცის მიერ გამოთლილი დეტალები გიჟს ვგევარ ხოლმე, ან ზომებია ხრენ ივო ზნაიტ აცდენილი, ან დამუშავებულია ნაჯახით, ან ორივე ერთადაა ხოლმე smile.gif იასნია ეგეთი პონტით ან არაფერი გამოვა, ან პირველ ჯერზე რაღაც რაოდენობა გაიქაჩება სანამ მომხმარებელმა არ იცის რას ყიდულობს


vexam
ციტატა(vexam @ 20th March 2017 - 12:52 PM) *
ფაქტიურად, "კულტურული შოკი" განგიცდიათ, როდესაც ეს ყველაფერი გაანალიზეთ

კულტურული შოკის რა გითხრა smile.gif რაღაც სიხარულის მომენტი იყო, მაგრამ საუბარშივე გაქრა ყველანაირი მოლოდინი... რაც შეეხება ცივ და ცხელ გულზე ანალიზს... ნუ რა ვიცი როგორ გითხრა, კაიხანი მაქვს ჟურნალებში ნამუშევარი და ვიცი როგორ უნდა წამოიყვანო კაცი საუბარზე... ადგილზე ისეთ კითხვებს სვავ რომ... რეალში კი გულში უკვე წინასწარ იცი რაც ხდება და მაგ კითხვებით ან დადასტურებას ელოდები, ან უარყოფას... ასე რომ ცივი და ცხელი ანალიზი არ ყოფილა, როგორც კი შეხედე ეგრევე იასნი გახდა რაც იყო, ხოლო საუბრისას უფრო გამყარდა ეგ ამბავი sad.gif

დასანანია რომ გამართლდა ჩემი მოლოდინები, მე რომ შევმცდარიყავი, შეიძლება ეხლა რაღაც ახალ პროდუქტზეც გვესაუბრა და კანონის ნორმაში მოყვანისთვის კიდევ ერთი რეალური დაინტერესებული და მოქმედი სასტავი გაიჩითებოდა...
vexam
კროსმანის ლულებს რაც შეეხება ფასი 18 ინჩიანის 10$ და 24 ინჩიანის 13$. დამერწმუნეთ, მაგ ფასში მაგაზე კარგი და თუნდაც მიახლოებული ვერანაირად დამზადდება საქართველოში (მაგ ფასშითქო! ყურადღება მივაქციოთ smile.gif) ). მე კროსმანის კერძო შეკვეთების გვერდს რომ ვუყურებ ეგ ფასი ადევს მაგ ზომის ლულებით აწყობას. გრეგორს ეცოდინება ეგ ამბავი ყველაზე კარგად.


[quote name='ja_ja' date='Mar 20 2017, 03:05 PM' post='147681']

ნუ მე ახლა რაცხას თითოეულ ეგზემპლარზე ვჩალიჩობ ხოლმე და სასტავს ვეჩნა გრიშასთან ვუშვებ, იმიტომ რომ აზრი არ აქვს რაიმე ახლის ჩალიჩს თუ იმენნა ძვირიანი და ხარისხიანი მოდელი არ გინდა... ამიტომაც არ იყო საჭირო მაგ ლულაზე მაგდენი ჩალიჩი...

სერიულ მოდელებს სხვა ფასი აქვს და ცალკეულს, შენს გემოვნებაზე და სურვილზე აწყობილს სხვა. ეგ არც უნდა იყოს გასაკვირი.
gregory
ციტატა(gigi30 @ 20th March 2017 - 01:43 PM) *
ჯერჯერობით ერთადერთი პერსპექტივა ის იქნება, რომ რომელიმე ცნობილი მწარმოებელი თუ გახსნის აქ ხაზს იაფი მეშახელის გამო, გამოუშვებს აქ დამზადებულ თავის თოფს და გააგრძელებს გაყიდვებს ათვისებულ ბაზარზე თავისი სახელით. ან რაიმე სიახლე უნდა შემოიტანო, რაც საკმაოდ ძნელია. ან აკლონირო გამომდგარი მოდელები და ეცადო ბაზარზე გაიტანო და მყიდველი სიიაფით მოხიბლო.



ციტატა(aleqsandre @ 20th March 2017 - 02:18 PM) *
მაქსიმალურად ყველაფერი აქ უნდა აწარმოონ ლულების ჩათვლით, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითღირებულება მკვეთრად გასცდება ხარიხს რითაც ადგილს ვერ იპოვნიან ბაზარზე.

ლულები 30 40 მილიმეტრიანი რასბროსითაც რო შეძლონ და ფასი 200 300 $ ის დიაპაზონში რო მოექცეს შანსები ექნებათ მსოფლიო ბაზარზე გასვლის


რომელ ორბიტაზე ხართ ? დაეშვით მიწაზე smile.gif

okela84
ციტატა(vexam @ 20th March 2017 - 05:03 PM) *
სერიულ მოდელებს სხვა ფასი აქვს და ცალკეულს, შენს გემოვნებაზე და სურვილზე აწყობილს სხვა. ეგ არც უნდა იყოს გასაკვირი.

+1

ja_ja
evanix-ს ძირითადად სუ არაფრის მომცემი ჩაღრმავებები აქვს დიზაიმში უმეტესობა მოდელებზე და სხვათაშორის ბევრი წამყვანი მწარმოებელი აკეთებს მაგას, ცეცხლსასროლი იარაღის იმიტაციებს აკეთებენ და ერგონომიკას იმ მიზეზით არღვევენ რომ ზოგი იარაღი რომელიღაც ტაქტიკურ მსხვილკალიბრიანს დაამსგავსონ ან რომელიმე კლასიკურ ვერსიებში რაღაც მარტორქაზე ან სპულოზე სანადირო გეგონება იმხელა გაბარიტებზე გადიან. ნუ ეხლა სპორტულ იარაღებზე თიტოეული დეტალი ზუსტ სროლას ემსახურება და ისე ძალიან ბევრი მწარმოებელია რომელიც ძაან ბერავს ფასებს და რეალურად პროდუქტი სანადიროდაც არ ვარგა და სპორტული სიზუსტეც არ აქვს.
ნუ ამით იმის თქმა მინდა რომ სპორტულ იარაღში ბაზარზე ჩვენი დონის ვეყნებს არაფერი ესქმებათ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ პნევმატიკის წარმოება გვეკრძალება მითუმეტეს მაშინ როდეაც შეიმჩნევა პატარპატარა სიცარიელეები, მაგალითად საშუალოდ ზუსტი, მაქსიმალურად დაბალ წინიან და კომპაქტურ იარაღებში რათქმაუნდა ბულპაპის სისტემაზე.

მე პირადად მრჩება შთაბეჭდილება რომ სანადირო ხაზში ის მინიმალიზმი რომლის საშუალებას 4.5 და თუნდაც 5.5 კალიბრები იძლევა არ არის ბოლომდე გამოყენებული
vexam
ასე პირდაპირ რატომ? ცოტა რბილად და შეპარვით ბ.ნ გრეგორ. smile.gif
ისე, თქვენ, ჯა-ჯა, ჯეოჯორჯიკა (სამწუხაროდ, მათთან პირადად არ მქონია შეხება) და ამ საქმეში ვინც ხართ ინტენსიურად ჩართულები, რომ გაერთიანდეთ და წარმოება ააწყოთ ვერა? 200-300$ ფარგლებში, რომ ჩაჯდეთ- ჩვენ მოყვარულები, სიამოვნებით შევიძენდით აქ აწყობილ პცპ-ებს (ხარისხზე არ ვსაუბრობ, ჩამოთვლილი პირების მიერ, საქმის მიმართ კეთილსინდისიერ დამოკიდებულებაში ეჭვს ვერ შევიტანთ). კროსმანის ლულები, გორილას ან მსგავსი აირტანკები თავისი რეგულატორებით, რომელიმეს კოლოფი, რაღაც მარტივი და ფუნქციური კონდახის კონსტრუქცია და ეგაა.. smile.gif . ზოგადად, სხვისი გასაკეთებელი საქმე მარტივია (ტანახი, აგური და ეგაა, აშენდა). smile.gif)
ja_ja
vexam
ციტატა(vexam @ 21st March 2017 - 11:21 AM) *
ისე, თქვენ, ჯა-ჯა, ჯეოჯორჯიკა (სამწუხაროდ, მათთან პირადად არ მქონია შეხება) და ამ საქმეში ვინც ხართ ინტენსიურად ჩართულები, რომ გაერთიანდეთ და წარმოება ააწყოთ ვერა? 200-300$ ფარგლებში

რა კარგია ხოლმე რომ იცოდე ასეთი იდეების მოსმენა რომელსაც საერთოდ არაფერი აქვს რეალობასთან smile.gif

მხოლოდ ვარდისფერი ოცნებებია smile.gif გაგიჩნდა კითხვა და რატომ ასეო... ჰმმმ შემიძლია მარტივად გითხრა 200-300$ გადაკეთება ჯდება ზოგიერთი მოდელის და შენ წარმოებაზე ამბობ ისე რომ არ უკვირდები, მე მახსოვს ჩემი კივილი 8-9 წლის წინ რომ საზიზღარი კროსმანი რაცხა ალუმინის დეტალს 20$-ს როგორ აფასებს მეთქი და როდესაც ჩემით დავიწყე კეთება მივხვდი რომ 20 თუ არა მინიმუმ 15 კი უნდა ღირდეს იმდენი დრო და ჩალიჩი მიდის, პლიუს მასალა და ინსტრუმენტები..

საერთო ჯამში აქ არ იწარმოება:
- მასალა და შემოტანა ფასს ზრდის

- ინსტრუმენტები- და ავტომატურად შემოტანა ძვირი ჯდება, აქ რომ წარმოებდეს უფრო იაფი იქნება, ხოლო მე როგორც კერძო პირი ან მინი საწარმო 10 000$-ის საქონელს ვერ ვიყიდი საწყის ეტაპზე რომ ცოტათი იაფი დამიჯდეს და 5 წლის მარაგი დავყარო ვთქვათ მხოლოდ მეჩიკებში და ფრეზებში... სხვა თუ არაფერი გაყინული ფულია, ხარისხიანი ერთი რეზეცი თავისი ერთი პლასტინით თბილისში ჯდება 89 ლარიდან 130 ლარამდე და ეს მუდმივი ხომ არაა თავიც უნდა ამოიღოს და რაცხაც დატოვოს, საბჭოტა და სანაქებო ძველ რუსულ ინსტრუმენტარიუმს არც კი განვიხილავ, მე პირადად თავიდანვე არ გავკარებივარ, იმიტომ რომ ნანხი მქონდა შედეგი, მაგრამ მეგობრები არ მიჯერებენ ხოლმე და მაინც ყიდულობენ, ვეჩნა აქებენ აი ეს უფრო მაგარია, აი ის უფრო დერზკი ვიპოივე, მაგრამ მუშოაბაში ბოლოს ყოველთვის ქაქი გამოდის ხოლმე... გააჩნია რა დონის დამუშავება გინდა და რა შედეგს თვლი მისაღებად, თორემ ეგრე ელიავას მუშა გააპროტესტებს ჩემს სიტყვებს, იმიტომ რომ იმისთვის დახაზული დაკაწრული რკინა რომელსაც რაცხა პეტლის ფორმა აქვს მიცემული შედევრად ითვლება smile.gif ჩემთვის და აირგანისთვის საერთო კი ეგ ქაქია smile.gif ასე რომ....

- არ არის წარმოება ლულების, ანუ ისევ შემოტანაზე ვარ იგივე კროსმანი რომ იყოს და მეც რომ ჩინეთში ვიყო ხომ ვითრევდი 7-8$-ად? ვითრევდი, მაგრამ იმის გამო რომ 1000 ცალს ვერ ვყიდულობ და თან შემომაქვს, თან გადასახადს ვიხდი თან ტრანსპორტირებას, ბოლოს გამოდის 2-3-ჯერ ძვირი

- არ არის არც დაზგები და არც მისი მაკომპლექტებელი ნაწილები, შედეგად ეგეც შემოტანაზეა, ხელს გაიშვერ კიროვისკენ? არც კი დამანახო მაგათი ნამუშევარი, რამდენი დამჭირდა რარაცის გადაკეთება და ახლის გამოგონება მივსილვარ მანდ და ხელი ჩამიქნევია, ჟრანს აკეთებენ და ფასს 500 ლარს ითხოვენ ნივთში რომელიც ამერიკაში 30$ ღირს, პროსტა ის ზომები არაა რაც მე მინდა...

- ელემენტარულად მანომეტრები არ იშოვება და ეგეც შემოტანაზეა არ არის ღერძები კლაპნებისთვის, არ არის პლასტმასი ხარისხიანი, აქაური ელიავას ძვირიანი კაპრონი - კლაპნისთვის არ ვარგა

- არ არის ფიზიკურად ბაზარი.... შედეგად ბევრის წარმოება არ გამოვა, მინი რაოდენობისთვის კი იგივე დაზგების ფულს ვერ ამოიღებ, თან დაზგა მეგონა მეც თავიდან მტავარი, და აღმოჩნდა დაზგას თრეულობ და 3-4 მაგდენი ინსტრუმენტებში და სხვადასხვა დერჟატელებში მიდის....

- უცხოეთზე ორიენტირება ეგრევე ნიშნავს საკუთარ იდეებს და მინიმუმ რამდენიმე თანამშრომელს რომ ახალი კონსტრუქციაც იყოს, მარკეტინგიც და სხვაც... ეგ ისევ და ისევ ფულია თან პატარა არ არის

- კონდახის წარმოება არაა ბოლო ბოლო.... აგერ Multitool-ი კი აკეთებს, მარა თითოოროლას მაგასაც მთელი ქარხანა ხომ არ აქვს, ეგეც იგივე პრობლემას წააწყდება, მასალა, დაზგა, ინსტრუმენტი... თუ გაქვს 500 ცალიანი დაკვეთა შეგიძლია ბინელისთან გავარდე და 30 ევრო დაგიჯდება კონდახი. მარა 500 ცალი 30-ზე ქე გამოვიდა 15 000 და პლიუს ტრანსპორტირება განბაჟება.... სადაა მაგდენი ფული smile.gif biggrin.gif

- რეგულატორები იაფი არ ჯდება, ძალიან ბევრი ზუსტი და წვრილი დეტალია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.... ყველაზე იაფი რედუქტორი 80$ გამოდის, მარტო ეგაა უკვე შენს მიერ დასახული 300$-ის ლამის 25%-ი smile.gif

მოკლედ ოცნება კაია, მარა ჩვენი მთავრობისა არ იყოს შედეგი არ მოაქვს smile.gif ასე რომ დედამიწაზე დაშვებაა საჭირო, ეგე იმხელა 31-ე ქარხანამ ვერ გაამართლა და არ გვინდა რა იქ გრიშა ჯა_ჯა და ჟორა აიკრიბეთ და რა უნდა გაკეთდებაო smile.gif არ გაკეთდება, არაა ეგრე მარტივი...
vexam
იყო დათქმა, რომ :"ზოგადად, სხვისი გასაკეთებელი საქმე მარტივია (ტანახი, აგური და ეგაა, აშენდა). smile.gif) "
გამოჩარხეთ და გამოძრწეთთქო ხომ არ დამიწერია? სხვადასხვა მწარმოებლების ნაწილებით ააწყეთთქო. smile.gif
მაგ: პეინტბოლის სხვადასხვა ფირმის (ნინჯა, ტიპმანი, გორილა და აშ.)ტანკებს ზედვე აქვთ რეგულატორი გამომავალი წნევის. ზოგს 850 პსი, ზოგს 1500 პსი.. თუ ჩარხები გინდათ მაინც რომ იყოს "აწარმოე საქართველოში" იყო ასეთი პროექტი, ახლა არ ვიცი და რაღაც ნაწილ დაფინანსებაში სახელმწიფო იხდიდა.. და აშ. თქვენ ე.ი. "ხელი გაქვთ ჩაქნეული".ვეთანხმები წინ აირგანელების მოსაზრებებს და აქედან დასკვნას - თუ როდესღაც არ დაიწყებ, არც იქნება არასოდეს.
მაგ: ეგ ტანკები გამომავალი წნევის რეგულატორი კლაპანით 50-60$ არის იბეიზე;
კროსმანის 24" ლულა 13-14$;
კონდახებს ვარაუდობთ 30 ევრო (უხეშად 40-50$)
კოლოფი რა ჯდება რომ 300$ უნდა გასცდეს ფასი? ალბათ, რომ მოგენდომებინათ ყველაფერს დეტალურად დათვლიდით და რაღაც ფასი გექნებოდათ პატარა სერიებად, სხვადასხვა მწარმოებლის ნაწილებით აწყობა რა ჯდება (როგორც იჟ 60-61 ბაზაზე რომ აწყობენ სხვადასხვა პცპ-ებს). 300$-მდე პნევმატს შტეიერის, ვალტერის და ფეიკენბაუს მონაცემების დაკმაყოფილებას არავინ მოსთხოვდა. როდესაც წერთ და მსჯელობთხოლმე სხვადასხვა კონსტრუქციებზე, მოდელებზე, კოლოფის, რეზერვუარის, სარქველების მოწყობებზე რაღაც აღტაცება და ამ საქმის სიყვარული იგრძნობა და სამწუხაროა, რომ ასე გადაგიწურავთ იმედი. მე არ ვერკვევი ესე დეტალურად -ჩამოთვლილი შემადგენელების გარდა, დამატებით რა წვრილმანი დეტალებია საჭირო, თქვენ უკეთ იცით.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ზოგადად, სხვისი გასაკეთებელი საქმე მარტივია (ტანახი, აგური და ეგაა, აშენდა). smile.gif)
არა აუცილებლად თქვენ, უბრალოდ საუბარმა მოიტანა და დაგასახელეთ ამ საქმის მცოდნეები, ვინმე სხვამაც შეიძლება გააკეთოს. უბრალოდ, დათვლა უნდა ამ ყველაფერს. ჩემი მოკრძალებული აზრით, დევს ამ საქმეში პოტენციალი.
geojorjika
vexam
მაგ საქმიდან ბიზნესი არ გამოვა, ფიზიკურად არ არის მაგის ბაზარი 300$ 750 ლარია, მაგ ფასად გამზადებული პცპ დევს მაღაზიებში ნაირ ნაირი ფორმებით, ეგ სეგმენტი მკვდარია, თუ ერთეულ შეკვეთზე იმუშავებ მაშIნ ფასი 1000$-ს გასცდება , და მითხარით აბა რამდენია საქართველოში პნევმატიკაში 1000$-ის და მეტის გადამხდელი? რამდენი და თითზე ჩამოსათვლელი ხალხი.
ჩვენი ბაზრის თავისებურებაა ეს , აიღე თუნდაც გააკეთე არხი იუთუბზე მაგალითად ელექტრონიკაზე, პაიალნიკი, წრედები და ასე შემდეგ , იცირამდენი მაყურებელი გეყოლება 200 მაქსიმუმ 500 , იგივე რუსულ ენაზე რომ გააკეთო ნახევარ მილიონს გაცდები. ამას 2 მიზეზი აქვს:

1)ბაზარი ძალიან პატარაა და აუცილებლად ვინმემ უნდა გაიხადოს ან სკანდალური არხი უნდა იყოს რომ იმუშაოს
2)მსგავსი ტრაკში პერო ერო როგორც ჩვენ ვართ არ მინახავს, ჯიბეში 2 ლარით და 2000 ლარიანი განვადებით გამოტანილი ტელეფონით

პაიალნიკი ხომ ტეხავს "კარენა" ხომ არა ხარ, არ ჯობია Iphone იყიდო და სელფები დადო სახეწიგნზე როგორ მუშაობ, როგორ ისვენებ, როგორ ჭამ, როგორ ჯვავ და ასე შემდეგ.


პნევმატიკა მოსხონს ისეთ ხალხს ვისაც ჩხირკედელაობა უყვარს და ხელშ ჩაქუჩის დაჭერის და შარვლის დასვი ს არ უტყდება , ჩვენ არ ვართ ეგეთები , ჩვებ ხომ თავადებად ვართ ყველანი გაჩენილები , სასწრაფოს რომ გზას უთხომ მანქანაზე თუ არ მიაკარი ეგ ისე როგორ შეიძლება , მოჯმის დროს ტრაკსაც რომ იწმინდავენ და ისე არ იწევენ შარვალ ალბათ მაგის პროპაგანდაც მალე იქნება

მოკლედ შორს წავედი , მაგრამ კონკრეტულად პნევმატიკის წარმოება იმხელა ინვესტიციას მოითხოვს , ( მინიმუმ 50 000$-60 000$ + შენობა ყველაზე საცოდავ ვარიანტში რომ თვეში 20-30 ეგზემპლიარი მაინც გააკეთო) რომ მაგას როდის ამოიღებ კაცმა არ იცის.
okela84

ციტატა(giorgi @ 21st March 2017 - 10:11 PM) *
ჯიბეში 2 ლარით და 2000 ლარიანი განვადებით გამოტანილი ტელეფონით

ჰოდა მასეთი მოგიბრუნდება და კისტის თოფში 2000 ლარი რამ მიგაცემინაო
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 21st March 2017 - 10:11 PM) *
მინიმუმ 50 000$-60 000$ + შენობა ყველაზე საცოდავ ვარიანტში

რაღაც ძალიან ოპტიმისტურად აფასებ მემგონი, ჩემისა არ იყოს გაქვს რაცხა სტანოკები და იცი მაგათი ფასიც და რა ფასიანიცაა საჭირო იმისთვის რაზეც აქ იყო საუბარი, პლიუს მასალები და საჭირო დეტალები რომელიც აქ ლამაზად ჩამოგვითვალა მოსაუბრემ და რეალში არანაირი "აწარმოე საქართველოში" არ დაგაფინანსებს, რადგანაც აი ზაპროსტო გასცდები 500 000-ს და რეალური გასავალ / გასაღების ნათელი პერსპექტივა არ ჩანს.... smile.gif ნუ ეგ მემგონი უჩემოდაც თქვი smile.gif



vexam
შენა კაცო თუ ასე იოლად ანგარიშობ მიჩნდება კითხვა რატომ არ გინდა შენით აწარმოო??? smile.gif ნუ რეალში რატომ არ გინდა? აგერ ჩამოგიწერია:

1) ბალონი 50-60$ და თან რეგულატორითო, პროსტა მემგონი აი ეს თემა არ გაქვს წაკითხული (რეალში რაფერაა საქმე და რა ჯდება მარტო მაგ რეგულატორის აზრზე მოყვანა)და არ იცი რომ PCP-ს 1500-ი კი არა მინიმუმ 1800 უნდა smile.gif
2) ლულა 13-14$- ნუ კაი ვთქვათ
3) კონდახი 40-50$ ნუ ნიჩურიტა გავიკეთეთ და დავთანხმდით
4) კოლოფი რა დაჯდებაო.... ნუ გააჩნია კოლოფს, მარტო ზედა ნაწილი მარადიორის პონტში 130-დან 150 ლარამდე smile.gif თან ეს არ არის ინტეგრირებული კოლოფი რომელშიც დამრტყმელის ბუდეცაა, ბალონის დასამაგრებელიც, სასხლეტის მისადგმელიც და ლულულის ბუდეც...

- ესე იგი ეხლა ავედით უკვე რამდენზე... მოიცა დავიანგარიშოთ smile.gif ... მმმმ 50+13+40= 103$ ამას პლიუს 150 ლარი მინიმუმ რომელიც სადღაც 60$-ია ანუ ჯამში უკვე ვართ 163$-ზე მინიმალურად ასული და აქ არ გვინაგარიშია ჩამოტანისა და ლოგისტიკის ხარჯები პლიუს განბაჟება... ნუ ეგ ჯერ გამოვტოვოთ... ესე იგი 300$-დან დახარჯული გვაქვს 173 და დაგვრჩა დასახარჯი 127$- ხომ?

და მაგ 127$-ში უნდა ჩაეტიოს:
- ბალონის მისაერთებელი კოლოფზე (ეხლავე შემიძლია გითხრა 50-60 ლარამდეა)
- კლაპანი თავისი შიგნეულობით (ეგეც სადღაც 50-60 ლარამდეა)
- გადამშვები
- დამრტყმელი და ზამბარები
- მილიონტრისტა ვინტი რომელიც ცალი 5-10 ცეტი ღირს მარა ერთად ქე გამოვა 10-15$
- კონდახის მისამაგრებელი ვინტის ბუდეები
- კლიპი, დღეს კლიპის გარეშე პნევმო თოფად არ აღიქმება (მე ამ აზრს არ ვიზიარებ, მაგრამ ბაზარი სხვას მოითხოვს ასე რომ მინიმუმ 15$ ერთ ცალზე ეგ მიამატე, და თუ გავითვალისწინებთ რომ მინიმალურ პაკეტში ყველა თოფს 2 ცალი მოყვება...ჰმმმ )
- სასხლეტი მექანიზმი თავისი შიგნეულობით და კორპუსით სულ მინიმუმ 100-150 ლარის ამბავია
- ლულის ნაბალდაშნიკი
- მოდერატორი (გააჩნია ზომას 50-დან 120 ლარამდეა)
- რვიანი (30დან 70 ლარამდე)

და მილიონი სხვა დეტალი, ნუ პირობითად ერთერთი თოფის ნახაზი ავიღოთ რომელიც კაკრაზ განხილულ ფასის დიაპაზონში თამაშობს... პლიუს ამას ყველაფერს უნდა მანუალი და შეფუთვა smile.gif ეს ყველაფერი 127$-ში როგორ ეტევა ისე რომ დაღლილ დაქანცულმა დღის ბოლოს ერთი ბოთლი ლუდის ფასი მაინც ვერ გამოიმუშაო.... ან შენ ან შენი თანამშრომელი რამდენხანს იმუშავებთ ენთუზიაზმზე?

დააჯამე მიახლოებით მე რაც ჩამოგიწერე ლარებში ყველაზე მინიმალური ფასებით მიიღებ მინიმუმ 280 ლარი ეგ გამოდის, უკვე და მანდ არაა კლიპი, ვინტები და სხვა მელკი დეტალების ფასი შესული... ყველაზე ოპტიმისტურ შემთხვევაშიც კი რეალში 500$-ზე დაბლა ვერაფერს გააკეთებ ნორმალურს ეს სულ მინიმუმია, რეალში კი მინახავს ხალხი რომელიც 700-800$-ს სცდება, მაგრამ ესეთი ხალხი ერთეულია და არა საწარმო მასშტაბის....

მაგ ფასს უმეტესობა ვერ გადაიხდის, იმიტომ რომ კიდევ ნასოსი ან ბალონი უნდა იყიდონ... და მაგას ურჩევნიათ აგერ 300 ლარად Hatsan Mod 125-ს იყიდიან და ლეგენდების კოცონში კიდევ მიასხავენ პაწა ნავთს რომ ქვაბებს და ტაფებს ხვრიტავს, 2-3 თვეში გადააგდეს და საერთოდან აღარ გაიხედავს პნევმატიკისკენ smile.gif

ნაფიქრალია კაი ხანია და არ გამოდის ეგ აზრები ასე იოლად.... შეიძლება ქართულად გაკეთება Georgian Fucking Business პრინციპით, ანუ ელიავაზე დააგდო ტოკარნი სტანოკი, ოფლიანი ვიღაც ტოკარი დაითრიო რომელიც ლეგენდებს თხზავს საბჭოთა კავშირის დროს რომელიღაც ვსესაიუზნი ქარხანაში რა მაგარი ტიპი იყო მარა დღემდე რეზბის მოჭრა ვერ დაამუღამა და მეტრული სისტემის დუიმებისგან განსხვავება....აჭრევინო რაცხა დეტალები რომელსაც განმეორადობა აქვს - ერთი ალთას მეორე ბალთას (იმიტომ რომც არც ელიავა მოითხოვს მაგ სიზუსტეს და არც საბჭოთა კავშირი ითხოვდა და ახლა შენ ნუ ასწავლი რა ამ გამოცდილ 3 უნივერსიტეტ დამთავრებულ ადამიანს რომ ჩლუნგი რეზეცით გათლილი დეტალი სუფთა ზედაპირის არაა... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif რეზეცის გათლის ან ახალი ნორმალურის ყიდვის უფლებას კიდევ სარწმუნოება და ზატატრუსტა არ აძლევს), კვირა არ გადის რომ ვიღაცამ ეგეთი ვაი ტოკარის ნამუშევარი არ მოიტანოს ჩემთან გასასწორებლად და შედეგი ყოველთვის ერთია, იმასთან დაუჯდა 10 ლარი და ჯღანი და ჩემთან უწევს 50-ის გადახდა რომ ნორმალური წაიღოს smile.gif ჰაერიდან ან ვსაუბრობ smile.gif


ციტატა(vexam @ 21st March 2017 - 02:24 PM) *
თუ ჩარხები გინდათ მაინც რომ იყოს "აწარმოე საქართველოში" იყო ასეთი პროექტი, ახლა არ ვიცი და რაღაც ნაწილ დაფინანსებაში სახელმწიფო იხდიდა.. და აშ. თქვენ ე.ი. "ხელი გაქვთ ჩაქნეული".

მაქვს ჩარხებიც, თან რამდენიმე, მეგობრებსაც აქვს ჩარხები, ერთერთი აგერ ჟორა ბიძიაა geojorjika, კიდევ ერთთან ერთად CNC ავაწყვეთ და რომ ვნახეთ რომ კაი 5000$-ის დაბანდებით ის ვერ მივიღეთ რაც საჭირო იყო ახლა 25K-ს დაბანდება მიდის რომ ცოტა ადეკვატური ახალი მოდელი ავაწყოთ, ასე რომ ქართულ პონტში ნუ მეტყვი, თუ ჩარხები გინდათ ეგერაა რაცხა ფონდი და ის დაგიფინანსებთო smile.gif

ჯერ ის თქვი ის რამდენს მიფინანსებს და მე რამდენი მაქვს დასადები smile.gif რეალში გეუბნები მინიმუმ 500K გინდა მაგ საქმისთვის და სულ რომ 80% დაგიფინანსონ 100K რომელ ერთს გვაქვს მითხარი smile.gif არაღარაფერს ვამბობ უკან იმ 80% თანხის დაბრუნებაზე და ვადებზე smile.gif ასე რომ ნე ნადო რა ე.ი. "ხელი გაქვთ ჩაქნეული".

ეგეთი მიდგომით მეც შემიძლია ვთქვა ე.ი. "ახლოსაც კი ვერ გაგითვლია რასთან გაქვს შეხება" smile.gif მოგწონს ახლა ასეთი მომართვა? როგორ ფიქრობ სხვას მოსწონს ის მიმართვა რაც შენ დაწერე?

რეალში დღეს აგურის ცეხი რომ გახსნა იმას უნდა ადგილი, მასალა დანადგარი და ფინანსური დანახარჯი, აღარაფერს ვამბობ გასაღების ბაზარზე მუშოაბაზე და სხვა, და ეს ისეთი საკითხია რომლიც მოთხოვნილებაც არის ბაზარზე, არაა რაიმე ვიწრო სპეციალობის და არ მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას...

ასე რომ აი ძალიან, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს კარგად გადათვალო ყველა შენი კალკულაცია, დაამატო ის რაც მე ვთქვი რომ აქ არაფერი იწარმოება და შესაბამისად ლოგისტიკის და განბაჟების თანხაც დაამატე, ჩაამატე შენი ანაზღაურებაც, და საერთაშორისო ბაზრიც გავლენაც, რომელიც გინდა არ გინდა შენზეც მოქმედებს კონკურენციის სახით....

ახლა ერთი და ორი მოდელის გაკეთება წარმოებად არ ითვლება, ეგეთი გაგვიკეთებია, მაგრამ ისევ და ისევ არ გამოდის 300$-ზე იაფი პირიქით უფრო მეტი გამოდის... ვიყავი მეც შენნაირი მიამიტი სულ რაღაც 8-10 წლის წინ, და მჯეროდა რომ რა უნდა ამის გამოთლას, რა უნდა იმას, აი ერთი სტანოკი დამათრევინა და აგერ ნახე ბაზარს ავავსებ მეთქი, მაგრამ რომ ვნახე რომ ფულიც, მიდის, დროც, მასალაც იქ მოფიქრებაც..... და უკაცრავად მე მონად რატომ უნდა ვიმუშაო რომ სხვამ ისიამოვნოს?

ყველა ყიდის თავის თავს, ირიბად თუ პირდაპირ... ზოგი ხელობის სახით, ზოგი ცოდნის სახით ზოგი სერვისის სახით და ზოგი პირდაპირ ცირკთან დგას (სადღა არიან მარა ნუ აზრი მგონი გასაგებია smile.gif ), მაგრამ მთავარი ისაა რომ ყველას თავის დახარჯულ შრომაში რაღაცის მიღება უნდა, საწყისად შეიძლება იყოს იდეა და ენთუზიაზმი, მაგრამ ბოლოს როდესაც საჭმელიც მოუნდება იქ უკვე მაცივარი კარნახობს რომ ენთუზიაზმს მარაზელნიკში ვერ შეინახავ ასე რომ რამე თუ გინდა დაგხვდეს მაცივარში საჭიროა რაიმე იყიდო, ხოლო ყიდვისთვის კი საჭიროა იშოვო ის ფინანსები რაც საყიდლებისთვის გინდა smile.gif

კაროჩე რა smile.gif რაზე ვსაუბრობთ.... დაეჯახა ერთმანეთს პრაგმატული გათვლილი, რეალში გადამოწმებული საქმე და ქართული მიდგომა - მიადექ და გაკეთდება და არის ახლა მტკიცება რომელია მართალი smile.gif

მე ვაღიარებ რომ ზანუდა ვარ და ამიტომ გითმობ გზას და ბაზარს ველოდები შენგან 300$-იან ან უფრო იაფიან Made in Georgia პნევმატურ თოფს, თან ნავაროჩენის არა, მაგრამ არც ბანძს, ასე საშუალო მოთხოვნებს რომ დააკმაყოფილებს
vexam
[quote name='vexam' date='Mar 21 2017, 02:24 PM' post='147694']
იყო დათქმა, რომ :"ზოგადად, სხვისი გასაკეთებელი საქმე მარტივია (ტანახი, აგური და ეგაა, აშენდა). smile.gif) "
...
არა აუცილებლად თქვენ, უბრალოდ საუბარმა მოიტანა და დაგასახელეთ ამ საქმის მცოდნეები, ვინმე სხვამაც შეიძლება გააკეთოს. უბრალოდ, დათვლა უნდა ამ ყველაფერს. ჩემი მოკრძალებული აზრით, დევს ამ საქმეში პოტენციალი.
[/quote
vexam
ციტატა(ja_ja @ Mar 22 2017, 10:53 AM) *
geojorjika

მე ვაღიარებ რომ ზანუდა ვარ და ამიტომ გითმობ გზას და ბაზარს ველოდები შენგან 300$-იან ან უფრო იაფიან Made in Georgia პნევმატურ თოფს, თან ნავაროჩენის არა, მაგრამ არც ბანძს, ასე საშუალო მოთხოვნებს რომ დააკმაყოფილებს

არაფერია გამორიცხული. მხოლოდ ჯერ, თქვენი მოცულობის ცოდნას რომ დავაგროვებ ამ სფეროში. შემდეგ ვნახოთ რა გამოვა. smile.gif)
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.