გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> ქართული პცპ პნევმატიკა
vexam
პოსტი Feb 21 2017, 11:12 AM
პოსტი #1


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 402
რეგისტრ.: 9-August 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,195
ქალაქი:თბილისი



მოგესალმებით ყველას.
რამოდენიმე წლის წინ, "დელტა"-მ დაამზადა პცპ პნევმატიკის სასინჯი მოდელები (ერთი მათგანი საეჭვოდ წააგავდა პირველი თაობის მარაუდერს) და დამოუკიდებლობის დღეს ჩვენებაზეც ჰქონდათ წარმოდგენილი რუსთაველის გამზირზე. ვინმემ ხომ არ იცით რა ბედი ეწია ამ ქართულ მოდელებს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ja_ja
პოსტი Mar 22 2017, 09:53 AM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



geojorjika
ციტატა(giorgi @ 21st March 2017 - 10:11 PM) *
მინიმუმ 50 000$-60 000$ + შენობა ყველაზე საცოდავ ვარიანტში

რაღაც ძალიან ოპტიმისტურად აფასებ მემგონი, ჩემისა არ იყოს გაქვს რაცხა სტანოკები და იცი მაგათი ფასიც და რა ფასიანიცაა საჭირო იმისთვის რაზეც აქ იყო საუბარი, პლიუს მასალები და საჭირო დეტალები რომელიც აქ ლამაზად ჩამოგვითვალა მოსაუბრემ და რეალში არანაირი "აწარმოე საქართველოში" არ დაგაფინანსებს, რადგანაც აი ზაპროსტო გასცდები 500 000-ს და რეალური გასავალ / გასაღების ნათელი პერსპექტივა არ ჩანს.... smile.gif ნუ ეგ მემგონი უჩემოდაც თქვი smile.gif



vexam
შენა კაცო თუ ასე იოლად ანგარიშობ მიჩნდება კითხვა რატომ არ გინდა შენით აწარმოო??? smile.gif ნუ რეალში რატომ არ გინდა? აგერ ჩამოგიწერია:

1) ბალონი 50-60$ და თან რეგულატორითო, პროსტა მემგონი აი ეს თემა არ გაქვს წაკითხული (რეალში რაფერაა საქმე და რა ჯდება მარტო მაგ რეგულატორის აზრზე მოყვანა)და არ იცი რომ PCP-ს 1500-ი კი არა მინიმუმ 1800 უნდა smile.gif
2) ლულა 13-14$- ნუ კაი ვთქვათ
3) კონდახი 40-50$ ნუ ნიჩურიტა გავიკეთეთ და დავთანხმდით
4) კოლოფი რა დაჯდებაო.... ნუ გააჩნია კოლოფს, მარტო ზედა ნაწილი მარადიორის პონტში 130-დან 150 ლარამდე smile.gif თან ეს არ არის ინტეგრირებული კოლოფი რომელშიც დამრტყმელის ბუდეცაა, ბალონის დასამაგრებელიც, სასხლეტის მისადგმელიც და ლულულის ბუდეც...

- ესე იგი ეხლა ავედით უკვე რამდენზე... მოიცა დავიანგარიშოთ smile.gif ... მმმმ 50+13+40= 103$ ამას პლიუს 150 ლარი მინიმუმ რომელიც სადღაც 60$-ია ანუ ჯამში უკვე ვართ 163$-ზე მინიმალურად ასული და აქ არ გვინაგარიშია ჩამოტანისა და ლოგისტიკის ხარჯები პლიუს განბაჟება... ნუ ეგ ჯერ გამოვტოვოთ... ესე იგი 300$-დან დახარჯული გვაქვს 173 და დაგვრჩა დასახარჯი 127$- ხომ?

და მაგ 127$-ში უნდა ჩაეტიოს:
- ბალონის მისაერთებელი კოლოფზე (ეხლავე შემიძლია გითხრა 50-60 ლარამდეა)
- კლაპანი თავისი შიგნეულობით (ეგეც სადღაც 50-60 ლარამდეა)
- გადამშვები
- დამრტყმელი და ზამბარები
- მილიონტრისტა ვინტი რომელიც ცალი 5-10 ცეტი ღირს მარა ერთად ქე გამოვა 10-15$
- კონდახის მისამაგრებელი ვინტის ბუდეები
- კლიპი, დღეს კლიპის გარეშე პნევმო თოფად არ აღიქმება (მე ამ აზრს არ ვიზიარებ, მაგრამ ბაზარი სხვას მოითხოვს ასე რომ მინიმუმ 15$ ერთ ცალზე ეგ მიამატე, და თუ გავითვალისწინებთ რომ მინიმალურ პაკეტში ყველა თოფს 2 ცალი მოყვება...ჰმმმ )
- სასხლეტი მექანიზმი თავისი შიგნეულობით და კორპუსით სულ მინიმუმ 100-150 ლარის ამბავია
- ლულის ნაბალდაშნიკი
- მოდერატორი (გააჩნია ზომას 50-დან 120 ლარამდეა)
- რვიანი (30დან 70 ლარამდე)

და მილიონი სხვა დეტალი, ნუ პირობითად ერთერთი თოფის ნახაზი ავიღოთ რომელიც კაკრაზ განხილულ ფასის დიაპაზონში თამაშობს... პლიუს ამას ყველაფერს უნდა მანუალი და შეფუთვა smile.gif ეს ყველაფერი 127$-ში როგორ ეტევა ისე რომ დაღლილ დაქანცულმა დღის ბოლოს ერთი ბოთლი ლუდის ფასი მაინც ვერ გამოიმუშაო.... ან შენ ან შენი თანამშრომელი რამდენხანს იმუშავებთ ენთუზიაზმზე?

დააჯამე მიახლოებით მე რაც ჩამოგიწერე ლარებში ყველაზე მინიმალური ფასებით მიიღებ მინიმუმ 280 ლარი ეგ გამოდის, უკვე და მანდ არაა კლიპი, ვინტები და სხვა მელკი დეტალების ფასი შესული... ყველაზე ოპტიმისტურ შემთხვევაშიც კი რეალში 500$-ზე დაბლა ვერაფერს გააკეთებ ნორმალურს ეს სულ მინიმუმია, რეალში კი მინახავს ხალხი რომელიც 700-800$-ს სცდება, მაგრამ ესეთი ხალხი ერთეულია და არა საწარმო მასშტაბის....

მაგ ფასს უმეტესობა ვერ გადაიხდის, იმიტომ რომ კიდევ ნასოსი ან ბალონი უნდა იყიდონ... და მაგას ურჩევნიათ აგერ 300 ლარად Hatsan Mod 125-ს იყიდიან და ლეგენდების კოცონში კიდევ მიასხავენ პაწა ნავთს რომ ქვაბებს და ტაფებს ხვრიტავს, 2-3 თვეში გადააგდეს და საერთოდან აღარ გაიხედავს პნევმატიკისკენ smile.gif

ნაფიქრალია კაი ხანია და არ გამოდის ეგ აზრები ასე იოლად.... შეიძლება ქართულად გაკეთება Georgian Fucking Business პრინციპით, ანუ ელიავაზე დააგდო ტოკარნი სტანოკი, ოფლიანი ვიღაც ტოკარი დაითრიო რომელიც ლეგენდებს თხზავს საბჭოთა კავშირის დროს რომელიღაც ვსესაიუზნი ქარხანაში რა მაგარი ტიპი იყო მარა დღემდე რეზბის მოჭრა ვერ დაამუღამა და მეტრული სისტემის დუიმებისგან განსხვავება....აჭრევინო რაცხა დეტალები რომელსაც განმეორადობა აქვს - ერთი ალთას მეორე ბალთას (იმიტომ რომც არც ელიავა მოითხოვს მაგ სიზუსტეს და არც საბჭოთა კავშირი ითხოვდა და ახლა შენ ნუ ასწავლი რა ამ გამოცდილ 3 უნივერსიტეტ დამთავრებულ ადამიანს რომ ჩლუნგი რეზეცით გათლილი დეტალი სუფთა ზედაპირის არაა... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif რეზეცის გათლის ან ახალი ნორმალურის ყიდვის უფლებას კიდევ სარწმუნოება და ზატატრუსტა არ აძლევს), კვირა არ გადის რომ ვიღაცამ ეგეთი ვაი ტოკარის ნამუშევარი არ მოიტანოს ჩემთან გასასწორებლად და შედეგი ყოველთვის ერთია, იმასთან დაუჯდა 10 ლარი და ჯღანი და ჩემთან უწევს 50-ის გადახდა რომ ნორმალური წაიღოს smile.gif ჰაერიდან ან ვსაუბრობ smile.gif


ციტატა(vexam @ 21st March 2017 - 02:24 PM) *
თუ ჩარხები გინდათ მაინც რომ იყოს "აწარმოე საქართველოში" იყო ასეთი პროექტი, ახლა არ ვიცი და რაღაც ნაწილ დაფინანსებაში სახელმწიფო იხდიდა.. და აშ. თქვენ ე.ი. "ხელი გაქვთ ჩაქნეული".

მაქვს ჩარხებიც, თან რამდენიმე, მეგობრებსაც აქვს ჩარხები, ერთერთი აგერ ჟორა ბიძიაა geojorjika, კიდევ ერთთან ერთად CNC ავაწყვეთ და რომ ვნახეთ რომ კაი 5000$-ის დაბანდებით ის ვერ მივიღეთ რაც საჭირო იყო ახლა 25K-ს დაბანდება მიდის რომ ცოტა ადეკვატური ახალი მოდელი ავაწყოთ, ასე რომ ქართულ პონტში ნუ მეტყვი, თუ ჩარხები გინდათ ეგერაა რაცხა ფონდი და ის დაგიფინანსებთო smile.gif

ჯერ ის თქვი ის რამდენს მიფინანსებს და მე რამდენი მაქვს დასადები smile.gif რეალში გეუბნები მინიმუმ 500K გინდა მაგ საქმისთვის და სულ რომ 80% დაგიფინანსონ 100K რომელ ერთს გვაქვს მითხარი smile.gif არაღარაფერს ვამბობ უკან იმ 80% თანხის დაბრუნებაზე და ვადებზე smile.gif ასე რომ ნე ნადო რა ე.ი. "ხელი გაქვთ ჩაქნეული".

ეგეთი მიდგომით მეც შემიძლია ვთქვა ე.ი. "ახლოსაც კი ვერ გაგითვლია რასთან გაქვს შეხება" smile.gif მოგწონს ახლა ასეთი მომართვა? როგორ ფიქრობ სხვას მოსწონს ის მიმართვა რაც შენ დაწერე?

რეალში დღეს აგურის ცეხი რომ გახსნა იმას უნდა ადგილი, მასალა დანადგარი და ფინანსური დანახარჯი, აღარაფერს ვამბობ გასაღების ბაზარზე მუშოაბაზე და სხვა, და ეს ისეთი საკითხია რომლიც მოთხოვნილებაც არის ბაზარზე, არაა რაიმე ვიწრო სპეციალობის და არ მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას...

ასე რომ აი ძალიან, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს კარგად გადათვალო ყველა შენი კალკულაცია, დაამატო ის რაც მე ვთქვი რომ აქ არაფერი იწარმოება და შესაბამისად ლოგისტიკის და განბაჟების თანხაც დაამატე, ჩაამატე შენი ანაზღაურებაც, და საერთაშორისო ბაზრიც გავლენაც, რომელიც გინდა არ გინდა შენზეც მოქმედებს კონკურენციის სახით....

ახლა ერთი და ორი მოდელის გაკეთება წარმოებად არ ითვლება, ეგეთი გაგვიკეთებია, მაგრამ ისევ და ისევ არ გამოდის 300$-ზე იაფი პირიქით უფრო მეტი გამოდის... ვიყავი მეც შენნაირი მიამიტი სულ რაღაც 8-10 წლის წინ, და მჯეროდა რომ რა უნდა ამის გამოთლას, რა უნდა იმას, აი ერთი სტანოკი დამათრევინა და აგერ ნახე ბაზარს ავავსებ მეთქი, მაგრამ რომ ვნახე რომ ფულიც, მიდის, დროც, მასალაც იქ მოფიქრებაც..... და უკაცრავად მე მონად რატომ უნდა ვიმუშაო რომ სხვამ ისიამოვნოს?

ყველა ყიდის თავის თავს, ირიბად თუ პირდაპირ... ზოგი ხელობის სახით, ზოგი ცოდნის სახით ზოგი სერვისის სახით და ზოგი პირდაპირ ცირკთან დგას (სადღა არიან მარა ნუ აზრი მგონი გასაგებია smile.gif ), მაგრამ მთავარი ისაა რომ ყველას თავის დახარჯულ შრომაში რაღაცის მიღება უნდა, საწყისად შეიძლება იყოს იდეა და ენთუზიაზმი, მაგრამ ბოლოს როდესაც საჭმელიც მოუნდება იქ უკვე მაცივარი კარნახობს რომ ენთუზიაზმს მარაზელნიკში ვერ შეინახავ ასე რომ რამე თუ გინდა დაგხვდეს მაცივარში საჭიროა რაიმე იყიდო, ხოლო ყიდვისთვის კი საჭიროა იშოვო ის ფინანსები რაც საყიდლებისთვის გინდა smile.gif

კაროჩე რა smile.gif რაზე ვსაუბრობთ.... დაეჯახა ერთმანეთს პრაგმატული გათვლილი, რეალში გადამოწმებული საქმე და ქართული მიდგომა - მიადექ და გაკეთდება და არის ახლა მტკიცება რომელია მართალი smile.gif

მე ვაღიარებ რომ ზანუდა ვარ და ამიტომ გითმობ გზას და ბაზარს ველოდები შენგან 300$-იან ან უფრო იაფიან Made in Georgia პნევმატურ თოფს, თან ნავაროჩენის არა, მაგრამ არც ბანძს, ასე საშუალო მოთხოვნებს რომ დააკმაყოფილებს
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- vexam   ქართული პცპ პნევმატიკა   Feb 21 2017, 11:12 AM
- - giga2010   მე ვიცი რომ შეჩერდ...   Feb 21 2017, 11:15 AM
- - gregory   იყოპ აქ მაგის განხ...   Feb 22 2017, 07:58 AM
- - koknar   ხელი შეუწყე ეროვნუ...   Feb 22 2017, 08:04 AM
- - okela84   არადა რატომღაც მგო...   Feb 22 2017, 09:47 AM
- - mister_io   ლულები ქონდათ მარტ...   Feb 22 2017, 12:48 PM
- - userman   ციტატა(aleqsandre @ 22nd February...   Feb 22 2017, 02:40 PM
- - gregory   ციტატა(aleqsandre @ 22nd February...   Feb 22 2017, 03:26 PM
- - vexam   და.. "ჩვენ ყველაზე...   Feb 22 2017, 04:09 PM
- - ja_ja   vexam ეგ პროექტი თავი...   Mar 20 2017, 09:07 AM
- - vexam   ფაქტიურად, "კულტუ...   Mar 20 2017, 11:52 AM
- - gigi30   ჯერჯერობით ერთადე...   Mar 20 2017, 12:43 PM
- - okela84   ja_ja გამოცდილების და...   Mar 20 2017, 01:18 PM
- - ja_ja   300$-ი და მიახლოები...   Mar 20 2017, 02:05 PM
|- - vexam   კროსმანის ლულებს რ...   Mar 20 2017, 04:03 PM
- - gregory   ციტატა(gigi30 @ 20th March 2017 ...   Mar 20 2017, 04:18 PM
- - okela84   ციტატა(vexam @ 20th March 2017 ...   Mar 21 2017, 10:15 AM
- - vexam   ასე პირდაპირ რატომ...   Mar 21 2017, 10:21 AM
- - ja_ja   vexam ციტატა(vexam @ 21st March ...   Mar 21 2017, 11:07 AM
- - vexam   იყო დათქმა, რომ :"ზ...   Mar 21 2017, 01:24 PM
|- - vexam   [quote name='vexam' date='Mar 21 2017,...   Mar 24 2017, 09:42 AM
- - geojorjika   vexam მაგ საქმიდან ბ...   Mar 21 2017, 09:11 PM
- - okela84   ციტატა(giorgi @ 21st March 2017 ...   Mar 21 2017, 10:20 PM
- - ja_ja   geojorjika ციტატა(giorgi @ 21st ...   Mar 22 2017, 09:53 AM
- - vexam   ციტატა(ja_ja @ Mar 22 2017, 10...   Mar 24 2017, 09:47 AM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th June 2025 - 10:29 PM
Hosted by Pro-Service