леший იგივე ტყის გობლინი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
леший იგივე ტყის გობლინი |
Mar 21 2017, 02:50 PM
პოსტი
#1
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,097 რეგისტრ.: 24-February 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,902 ქალაქი:გორი |
მოგესალმებით მეგობრებო. როგორც იცით მაგარ სიახლეებით გესტუმრებით ხოლმე დღევანდელი თემა რაზეა ახლა. სლავების მითოლოგიაში ძალიან ცნობილი ტიპია леший ანუ ტყის მცველი სული, ან გობლინი მარტივად რომ ვთქვათ. ზოგი ამბობს დიდიაო, ზოგი ამბობს პატარაო. მარა ძალიან ძლიერი და ზომასაც იცვლის როცა უნდაო მოკლედ რომ ვთქვათ აპასნი ტიპიაო. დაახლოებით ესეთი ვიზუალით ვახ კაცო. ნუთუ ესეთი საშიშია მეც გამიჩნდა ინტერესი და გადავწყვიტე მენახა. ეხლა რა ხდება. ედუარდამ გამოუშვა პირველი თაობის გობლინი 2016ში თუ არ ვცდები. მაინც მოვერიდე რადგან რავიცი ახალი ხილია იქნებ რა პრობლემები ჰქონოდა. კი სულ თვალყურს ვადევნებდი ფორუმებს და ევროპა აამერიკის ფორუმებზე თითქმის არაფერი ცუდი არ გამიგია. ყველა ზე კმაყოფილია და თემებიც გახსნილია მრავალი ათასი გასროლის მერე როგორ იდეალურად მუშაობს ისევ. სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ვიდეო ეძიკმა რომ ახალი, მე2 თაობის გობლინი გაამზადა სერიულ წარმოებისთვის რომელშიც აღმოფხვრილია წინა თაობის შეცდომები თუ იყო რამე. ზუსტად ამ მომენტს ველოდებოდი! მაგრამ არ მესიამოვნა ერთი დეტალი, რომ მხარზე მისაბჯენი მეტალის მაგივრად იქნებოდა პლასტიკი. და კეისიც აღარ მოყვებაო. სამაგიეროდ გვექნება ფერების არჩევანი ვერცხლი, ოქრო, უდაბნოს ქვიშა და ასე შემდეგ. ვერცხლისფერმა მაშინვე მიიქცია ყურადღება. ძალიან მომეწონა. თან მომბეზრდა სულ შავი, შავი, შავი. ყველა თოფი შავი?! გამზადდა შეკვეთით ეს საოცრება და რაც მთავარია, მეტალის მისაბჯენით! პლასტიკის რომ ყოფილიყო ინქებოდა 1400 გრამი, მეტალით კი 1500 გრამია. ეს ახალი შეფუთვაა. დიდი ვერაფერი. არც არაფერი აწერია ყუთს. მოყვება მხოლოდ საბუთი. საკმაოდ კარგად ახსნილი ინსტრუქციით როგორ მოვიხმაროთ ან ჩავუტაროთ მოვლა სერვისი. პატარა რამოდენიმე სალნიკი ალბათ შტუცერის. მაგეებს რომ ამოიღებ ზუსტად ამ სიტუაციას ვხედავთ ვერცხლისფერი გობლინი ზემოთ კი ლულა რომელიც უმარტივესად ყენდება. დაახლოებით 2 წუთში. იმდენად მსუბუქია სათამაშო გეგონება სამუშაო წნევა 300 ბარი. მარა 250ის ზემოთ სისულელეა დატენვა. რეზერვუარის მოცულობა 67 cm3 ეს გადატეხილ მდგომარეობაში. მოდერი უცებ გამოდის რამოდენიმე სახურავის ბრუნის შემდეგ. ეს შესტიგრანკას ხვრელი არეგულირებს დამრტყმელი ჩაქუჩის ზამბარას. ეს შტუცერის ხვრელია მისაბჯენთან ახლოს. დატენი, დაკეტავ რომ მტვერი და ნაგავი არ ჩავიდეს. იმის გამო რომ ოპტიკა არ მაქვს ის რაც ამ თოფს მოუხდებოდა მოვარგე ჩემი ვაიპერი. სასწრაფოდ ვუყიდი მცირე გადიდების ოპტიკას თავისი დაბალი ან საშუალო რინგებით. საცდელად ვისროლე და ხმა აქვს რაღაცნაირი რთულად ასახსნელი. ხომ ბევრი თოფი მქონდა მარა ასეთი ხმა არ მინახავს. დაახლოებით ისეთია მაყუჩიან პისტოლეტებს რომ აქვთ ფილმებში და თამაშებში. არც თაგვის ცუილივით ჩუმი და არც ხმამაღალი. კრიკეტი რომ მქონდა შეიძლება იმაზე ჩუმიც იყოს. სხვა თოფი არ მაქვს და შედარებასაც ვერ ვაკეთებ. ქრონზე ვისროლე რამოდენიმე და ძალიან კმაყოფილი ვარ. 220 მეტრზეა დაყენებული. და ატდაჩა აქვს მცირე სასიამოვნო ატდაჩა. ვერანაირ ჯგუფებს ვერ დავდებ, ჯერ ერთი ქარია სახურავი ამიგლიჯა სახლის. და მეორეც ოპტიკა არ მიწყობს ხელს. ამ თოფის არჩევანის მიზეზსაც დავწერ. სულ სულ პირველ რიგში სიმარტივე. იმდენად მარტივი მექანიზმია პატარა ბავშვიც სულ ჩვეულებრივ დაშლის ააწყობს. როგორც კალაშნიკოვის სისტემაა მარტივი ისევეა ეს. მეორე ის რომ ძალიან მსუბუქია, პატარა და კომპაქტური. კლიპის უქონლობა სრულიად არ მადარდებს. არაა ეს საპლინკაო თოფი და საღლიცინო. სერიოზული ბიჭია რომელიც ერთს გაისვრის და გააკეთებს საქმეს ბოლო ბოლო ტყიდან მოდის სულ არ ყოფილა ტყის კაცი საშიში
| |
> |
|
|
Mar 21 2017, 06:57 PM
პოსტი
#2
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,736 რეგისტრ.: 10-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 628 |
აი ეგ леший თუ ამ ფორუმზე გაიჩითებოდა ნამდვილად არ ველდი. ეგ ედიკას ახალი ხილია და ძალიან საინტერესო და სასარგებლო მოდელი) მომილოცავს ! ძაან მაგარია!
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:41 PM |
Hosted by Pro-Service |