![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 180 რეგისტრ.: 21-January 15 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,039 ქალაქი:ქობულეთი ![]() |
ვინმემ თუ იცით როგორ ხდება კლაპნის გაჩარხვა კერძოდ იმ ადგილის დამუშავება სადაც შტოკია მოთავსებული გარე კედლისდა და წინა შიდა კედლის გაპრიალება წნევა რომ არ გაპაროს???
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
tarasuna დაიკიდე ეგ რაიბერიც დაიკიდე განსაკუთრებული მიდგომებიც, დაიკიდე და გადააგდე რაიმე შიშებიც.... ზედმეტად გადაჭარბებულად გაქვს რარაც შიშები და ნუ მიწყენ რაღაც კანკალის პონტი.... რელში, არაფერი განსაკუთრებული არაა, დაჟე სვერლოთი რომ გახვრიტო ეგეც კი იმუშავებს... აგერ Hatsan AT-44 რომ აიღო, ისეთი საშინელი ხვრელი აქვს რომ ჩემს მტერს.... მთელი ხაზები და ტალღებია შიგნით, მაგრამ მერე რა... მუშაობს და არის ბედნიერად... ასე რომ შენ რაღაც განსაკუთრებული მოლოდინი გაქვს რომ რაღაც NASA-ს ტექნოლოგია უნდა იყოს და აი ზედმეტი მიკრონით შეშლა ვაი დედას გამოიწვევს ![]() კიდევ ერთხელ ვამბობ დაიკიდე ყველა შიშები და შეზღუდვები რომელსაც შენთვითონ უქმნი შენს თავს და გინდა თუ არა წარამარა ახსენებ ამ რაიბერს..... და-ი-კი-დეეეეე ![]() რეალში სინამდვილეში შენ ნახე შესაბამისი ღერძი რომელსაც გამოიყენებ კლაპნის რერძად და მაგ ღერძის მიხედვით გააკეთე ხვრელი.... ხვრელი შეიძლება რამდენიმე გზით გააკეთო: 1) ვთქვათ ღერძი არის 3.5 მილიმეტრი, მაშინ ჯერ ხვრიტავ პირობითათ 3 მილიმეტრიანი ბურღით ხვრელს, შემდეგ 3.2-იანით, შემდეგ 3.3 და ბოლოს 3.4 მილიმეტრით, ამასობაში პირველი ბურღის შემდეგ ყველა დანარჩენი ბურღით გავლისას ბლომად ზეთს იყენებ, მაღალი ბრინები და ნელი მიწოდება რომ ბურღი ნელნელა შევიდეს ხვრელში... ბოლოს უკვე იღებ 3.5 რაიბერს, ბრუნვის სიჩქარეს მინიმუმ 2-ჯერ ამცირებ უმჯობესია 3-ჯერ ამნ გააჩნია რა სიჩქარე გქონდა..., ჯობია 200-ზე მეტი არ იყოს, ისევ ბლომად ზეთი და ნელი მიწოდება.... ამასობაში მნიშვნელობა არა აქვს რაიბელი იქნება კონუსური დასაწყისით თუ პირდაპირ კალიბრირებული ცხვირით, შენ მაინც გამჭოლი ხვრელი გაქვს ასე რომ გახატია რაიბერის ტიპი, ნუ ზღუდავ შენს თავს წინასწარ რაღაც კედლებით... ვსიო გამოიღე რაიბერი ნელნელა (გაითვალისწინე რაიბერის შეყვანა გამოყვანისას ბაბთის ბრუნი ერთ მხარეს უნდა იყოს, არავითარ სემთხვევაში არ ჩართო უკუ ბრუნი რაიბერის უკან გამოღებისას, როგორც შეგყავდა იმ მიმართულებით უნდა ბრუნავდეს ბაბთა...) 2) მეორე მეთოდი უფრო უხეში მოგეჩვენება, მაგრამ დამიჯერე გამოცდილია და იდეალურად მუშოაბს, დასაწყისი იგივეა, ცოტა წვრილი ბურღით იწყებ ხვრელს, შემდეგ მიყვები ნელნელა გაფართოებით, 3.3-ის მერე უკვე ზეთის მაგივრად იყენებ WD40-ს ან ნებისმიერ მაგდაგვარს A-40 B40 და xren ivo znait 40 ![]() ვსიო... შიდა ზედაპირი ორივე შემთხვევაში მიირება სარკისებური გაპრიალებული და იდეალური ![]() უფრო სხვა საკითხია ღერძის ზედაპირი, მაგი ხშირად ხაოიანია ხოლმე, ამიტომაც, ჯობია ღერძიც ტავიდან სტანოკში ჩადო და 500-იანი ან 1000-იანი სკურკით გადაუარო მაღალ ბრუნებზე...იქნება ეგეც გაპრიალებული და იმოძრავებს თავისუფლად. დალშე არ შეეცადო, მიკრონული სიზუსტიც ხვრელის გაკეთება, თითქოსდა ჰაერი რომ არ გამოიპაროს და ასე შედმეგ.... არ მიქარო ეგეთი რამე, ვიცი დადის ეგეთი ლეგენდები... მაგ შემთხვევაში მიირებ იმას რომ გინდა გახსნისას გინდა დახურვისას კლაპნის ღერძს ექნება მიკრო გადახრები, რის გამო ხვრელში ტავისუფლად ვერ გაივლის, და მიირებ სიტუაციას: ა) გახსნისას თუ ნორმალურად ვერ გაიხსნება ან ბორძიკით გაიხსნება, სიჩქარე იქნება დაბალი ბ) თუ დახურვისას ვერ დაიხურება დროზე ან ბორძიკით ივლის, მაშინ ზედმეტი ჰაერი დაიხარჯება ![]() ![]() თუ არ გინდა რომ ჰაერის მიკრო რაოდენობაც კი იკარგებოდეს, მაშინ უკვე რეზინის რგოლი უნდა ჩამოაცვა კლაპნის ღერძე, მაგი ცალკე ამბავია და ეგეც 2 ძირითადი მეთოდი არსებობს, კერძოდ, ღერძზე ამოჭრი ღარი სადაც რეზინა ცაჯდება და ის შეეხება შენს მიერ გახვრეტილ კედელს და ჰაერს არ გამოაპარებს, ან რეზინის ჩასასმელი ბუდე უნდა ამოღრუტნო კლაპანში და ზემოდან რაიმე უნდა დაახრახნო რომ რეზინა ერთ ადგილზე იყოს გაჩერებული და მაშინ კპალნის ღერძმა უნდა ისრიალოს რეზინაში... ნებისმიერ შემთხვევაში არ შეიძლება რომ რეზინას ჰქონდეს ძალიან მჭიდრო კონტაქტი ზედაპირებთან, წინააღმდეგ შემთXვევაში ჰაერის ტალღის დარტყმისას რეზინა გაიბერება და მუხრუჭის როლს შეასრულებს ასევე გასათვალისწინებელია ლეგენდები კლაპნის ფორმებზე, რომ უნდა იყოს კონუსური ტრალი ვალი, ისეთი მოღუნული და აი ასეთი სუპერ გეომეტრიული ფორმის და ეს იმიტომაა საჭირო რომ ტრა-ლა-ლა და ტრა-ლა-ლა.... სისულელეა ეგ ყველაფერი ![]() ![]() არ მიქარო და არ აიტკიო თავი პირველი და მეორე მეთოდით, თითქოს და კლაპანი უნდა იყოს კონუსური, ან მისი ჩასაჯდომი ბუდე უნდა იყოს კონუსური, ან თითქოს და ორივე ერთად უნდა იყოს.... სისულელეა და არაერთხელ დედის გინებით გადაკეთებული მაქვს ეგეთი კუკუ რუსულ უკრაინული კლაპნები, ცარიელი ლეგენდაა და არაფერი საერთო რეალობასთან არ აქვს.... გააკეთე ბუდეში სუფტა სწორი ზედაპირი და კლაპანზეც ეგეთივე სუფთა სწორი ზედაპირი, მომენტალურად დაიკეტება კლაპანი მინიმალური ძალითაც კი, გახსნისას იქნება ჩქარი და დაკეტვაც ჩქარი ექნება.... შედეგად ჩოტკი გასროლა და მინიმალური გადახარჯვა.... სურათზე ნაჩვენები შევიწროვებული წელიც სისულელეა, ნუ ახლა თუ ღერძI გაქვს 8 მილიმეტრიანი მაშIნ რა ტქმა უნდა ჯობია ის ადგილი რაც გადამშვებთანაა დაავიწრობო, მაგრამ თუ ღერძი ისედაც 2.5-დან 3.5 მილიმეტრამდეა, მაშIნ დაიკიდე და არ ღირს მაგაზე ჩალიჩი.... რაც შეეხება რეზინის გამოყენებას, ნუ მაგას იოლად მიხვდები ქვემოთ მოყვანილი 2 სურათიდან ![]() ![]() პირველზე არის შემთხვევა როდესაც ღერძზეა ამოჭრილი რეზინისთვის ადგილი... ამ დროს საჭიროა რომ კლაპნის ბუდეშI იყოს იდეალური სისუფთავის მქონე ხვრელი.... მეორე სურათზე ნაჩვენებია ბუდეში როგორ უნდა განთავსდეს რეზინა და ზემოდან დაეჭიროს ცალკე დეტალი რომ რეზინა არ ამოხტეს.... ამ შემXთხვევაში კლაპნის ღერძი უნდა იყოს გაპრიალებული რომ მინიმალური ხახუნი ჰქონდეს.... ნებიმსიერ შემთXვევაში რეზინის და ღერძის ან ღარის შერჩვა ისე უნდა მოხდეს რომ ზედაპირთან შეხება იყოს, მაგრამ მინიმალური და არ უნდა უჭირდეს დეტალს რეზინის გამო მოძრაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გასროლისას გაჭედვები გარანტირებულია, პლიუს რეზინას პერიოდულად უყვარს დაზეთვა, ასე რომ ზეთი არ უნდა მოაკლო, თორემ გაშრება და რეზინის მტვერი იგივე მუხრუჭის როლს შეასრულებს... პირადი გამოცდილებიდან კი გეტყვი დაიკიდე ეგ რეზინების თეორიები ![]() მგონი სულ ესაა და არანაირი ლეგენდები და შეზღუდვები არ დაისახო წინ, პროსტა შესრულებას უნდა ყურადღება და ბევრი ჩალიჩი
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th August 2025 - 12:10 PM |
Hosted by Pro-Service |