დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: პცპ კლაპნის გაჩარხვა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
tarasuna
ვინმემ თუ იცით როგორ ხდება კლაპნის გაჩარხვა კერძოდ იმ ადგილის დამუშავება სადაც შტოკია მოთავსებული გარე კედლისდა და წინა შიდა კედლის გაპრიალება წნევა რომ არ გაპაროს???
bubusicha
ჯაჯას შეეხმიანე

ხო დაწერა წინა თემაში როგორ კეთდება.
tarasuna
კი დაწერა ჯა ჯა_მ მაგრამ არა სრულყოფილად რეიბერი კი რამდენიმე სახისაა თუ არ ვცდები არის ისეთებიც რომელიც ხვრელის გარე და შინა კედელს ასუფთავებს მაგრამ ეგ არ დაუზუსტებია
geojorjika
როგორი კლაპანი გჭირდება რაიმე მონახაზი მაინც გააქვს?
tarasuna
მაგალითად პომპმასტერს რომ აქვს მე მაინტერესებს იმ ადგილის დამუშავება სადაც შტოკი ჯდება და კიდევ სადაც რეზბა ჩახრახნილ და მანჟეტია მოთავსებული წნევა რომ არ გაპაროს
Multi-Tool
tarasuna
ზომების მეტი რაა ინტერნეტში. თუ დაზგა გაქ და მაგ საქმისთვის ემზადებოდი, საჭრისებიც, სვერლოებიც და რაიბერებიც გექნება. ხოდა ადამიანს ხელები სწორი ადგილიდან ეზრდება და თან ნახაზიცა გაქვს პრობლემა
არ უნდა იყოს. ეხლა როგორ უნდა აგიხნა ის რომ შტოკის დიამეტრის შესაბამისად რაიბერი უნდა შეარრჩიო.
გადახედე ინტერნეტში ნახაზებში მინიშნებულ ეგრეთწოდებულ დოპუსკებს და მიხვდები რა როგორ.
tarasuna
ეგ მეც ვიცი ინტერნეტში ნახაზები რომ ყრია მაგრამ გამოცდილება სხვაა მე ვეკითხები იმათ ვისაც თავისი ხელით გაუკეთებია და სამაგისო გამოცდილება აქვთ მე ვიცი რეიბერი რომელიც გვერდებს აპრიალებს მე მაინტერესებს კერძოდ როგორი ფორმის რეიბერია რომელიც შინა კედელს აპრიალებს რომელსაც შტოკი აწვება წნევა რომ არ გაპაროს და კიდე პომპ მასტერზე სადაც რეზბაა ჩახრახნილი და მანჟეტია მოთავსებული მაი კედელი რეზეცით რომ გაპრიალო შნევა გამოვა???
Multi-Tool
tarasuna
რაიბერი ჩვეულებრივი ცილინდრული გჭირფაება. გაბურღავ გაატარებ რაიბერს და მორჩა. ანუ დაგიკალიბრებს
გაბორღულს.
კლაპანის რომ რეზბა აქვს და იქ რეზინის 0 რინგი უყენია სწორედ ეგ რეზინის რგოლი მუშაობს გერმეტიზაციაზე
და არა გაპრიალებული ნაწილების რაიმე შერწყმა.
tarasuna
გასაგებია მაგრამ რეიბერი გვერდებს გაპრიალებს შინა მხარეს რითი აპრიალებ სადაც შტოკი აწვება???
geojorjika
აუფ ისე ამ გახსენებაზე დისკოს კლაპნის ზომები ხომ არ გაქვენ? მაგრად მეზარება ეხლა დატენილი თოფის დაშლა , აიიიი ძალიან რა , კლინუს ვიკისრებ smile.gif
geojorjika
tarasuna
ნუ ნერვიულობ

არაფერი განსაკუთრებული ტექნოლოგია მაგას არ უნდა , შტოკი სადაც გადის ის ადგილი მაქსიმალურად უნდა იყოს შტოკის დიამტრთან მიახლოვებული, მაგ 3 მმ თუ არის შტოკი , ეგ ნახვრეტი გააკეთე 2.8 , მერე 3-ანი არაკონუსური რაიბერით გაიარე, მერე 3-ანი კალიბროვკა ან სვერლოს უკანა მხარე აიღე პასტა გოია წაუსვი და ცოტა ხანი აპრიალე, ან ყურის ჩხირით გააკეთე იგივე სანამ იდეალურად არ ისრიალებს შტოკი შიგნით და თან არც იყანყალებს რომ ჰაერი არ გააპაროს

რაც შეეხება შიდა მხარეს დასაც ე,წ, ოტურაციაა საჭირო, მე ჯერ კარგი ფრეზით ვიღებ, მერე რასტაჩნოი რეზეცოთ ვასწორებ კედელს თუ ფრეზმა ვერ გაქაჩა , მერ ეიწყება 1000, 1500,2000,2500 შკურკა და ბოლოს პოლირება გინდა პასტა გოია აიღე და გინდა ნებისმიერი სხვა საშუალება, ფაქტი ერთია ეგ ადგილი კატის კვერცხებივით უნდა პრიალებდეს smile.gif
ja_ja
tarasuna
დაიკიდე ეგ რაიბერიც დაიკიდე განსაკუთრებული მიდგომებიც, დაიკიდე და გადააგდე რაიმე შიშებიც....

ზედმეტად გადაჭარბებულად გაქვს რარაც შიშები და ნუ მიწყენ რაღაც კანკალის პონტი.... რელში, არაფერი განსაკუთრებული არაა, დაჟე სვერლოთი რომ გახვრიტო ეგეც კი იმუშავებს... აგერ Hatsan AT-44 რომ აიღო, ისეთი საშინელი ხვრელი აქვს რომ ჩემს მტერს.... მთელი ხაზები და ტალღებია შიგნით, მაგრამ მერე რა... მუშაობს და არის ბედნიერად...

ასე რომ შენ რაღაც განსაკუთრებული მოლოდინი გაქვს რომ რაღაც NASA-ს ტექნოლოგია უნდა იყოს და აი ზედმეტი მიკრონით შეშლა ვაი დედას გამოიწვევს smile.gif

კიდევ ერთხელ ვამბობ დაიკიდე ყველა შიშები და შეზღუდვები რომელსაც შენთვითონ უქმნი შენს თავს და გინდა თუ არა წარამარა ახსენებ ამ რაიბერს..... და-ი-კი-დეეეეე smile.gif


რეალში

სინამდვილეში შენ ნახე შესაბამისი ღერძი რომელსაც გამოიყენებ კლაპნის რერძად და მაგ ღერძის მიხედვით გააკეთე ხვრელი.... ხვრელი შეიძლება რამდენიმე გზით გააკეთო:

1) ვთქვათ ღერძი არის 3.5 მილიმეტრი, მაშინ ჯერ ხვრიტავ პირობითათ 3 მილიმეტრიანი ბურღით ხვრელს, შემდეგ 3.2-იანით, შემდეგ 3.3 და ბოლოს 3.4 მილიმეტრით, ამასობაში პირველი ბურღის შემდეგ ყველა დანარჩენი ბურღით გავლისას ბლომად ზეთს იყენებ, მაღალი ბრინები და ნელი მიწოდება რომ ბურღი ნელნელა შევიდეს ხვრელში...

ბოლოს უკვე იღებ 3.5 რაიბერს, ბრუნვის სიჩქარეს მინიმუმ 2-ჯერ ამცირებ უმჯობესია 3-ჯერ ამნ გააჩნია რა სიჩქარე გქონდა..., ჯობია 200-ზე მეტი არ იყოს, ისევ ბლომად ზეთი და ნელი მიწოდება.... ამასობაში მნიშვნელობა არა აქვს რაიბელი იქნება კონუსური დასაწყისით თუ პირდაპირ კალიბრირებული ცხვირით, შენ მაინც გამჭოლი ხვრელი გაქვს ასე რომ გახატია რაიბერის ტიპი, ნუ ზღუდავ შენს თავს წინასწარ რაღაც კედლებით...

ვსიო გამოიღე რაიბერი ნელნელა (გაითვალისწინე რაიბერის შეყვანა გამოყვანისას ბაბთის ბრუნი ერთ მხარეს უნდა იყოს, არავითარ სემთხვევაში არ ჩართო უკუ ბრუნი რაიბერის უკან გამოღებისას, როგორც შეგყავდა იმ მიმართულებით უნდა ბრუნავდეს ბაბთა...)

2) მეორე მეთოდი უფრო უხეში მოგეჩვენება, მაგრამ დამიჯერე გამოცდილია და იდეალურად მუშოაბს, დასაწყისი იგივეა, ცოტა წვრილი ბურღით იწყებ ხვრელს, შემდეგ მიყვები ნელნელა გაფართოებით, 3.3-ის მერე უკვე ზეთის მაგივრად იყენებ WD40-ს ან ნებისმიერ მაგდაგვარს A-40 B40 და xren ivo znait 40 smile.gif ყველა რეალში არის აქტიური ნავთი ზეთის მინარევით და ოსმოსური წნევის შემქმნელი დანამატებით.... მოკლედ ხვრელი გამოვსებული უნდა იყოს მაგ სითხით, ბრუნები ძალიან დიდი არ გინდა თორემ გაგწუწავს საშინლად, შესაბამისად მიწოდებაც ნელნელა... შეიყვან 3.4-ს, მერე 3.5-ს, გამოწმინდავ ხვრელს და შეამოწმე ღერძით.... შემოწმება ამჯერად იმიტომ გომდა რომ როგორც წესი ბურღები ყოველთვის მინუსშია გაკეთებული და ის რასაც ვთქვათ 3.5 აწერია რეალში არის ხოლმე 3.42 ან 3.45 - 3.47. მოკლედ შემოაწმე რომ ეტევა ხვრელში ბურღი, თუ არ ეტევა 0.1 მილიმეტრით მეტი გაატარე იგივე მეთოდით....

ვსიო... შიდა ზედაპირი ორივე შემთხვევაში მიირება სარკისებური გაპრიალებული და იდეალური smile.gif

უფრო სხვა საკითხია ღერძის ზედაპირი, მაგი ხშირად ხაოიანია ხოლმე, ამიტომაც, ჯობია ღერძიც ტავიდან სტანოკში ჩადო და 500-იანი ან 1000-იანი სკურკით გადაუარო მაღალ ბრუნებზე...იქნება ეგეც გაპრიალებული და იმოძრავებს თავისუფლად.


დალშე

არ შეეცადო, მიკრონული სიზუსტიც ხვრელის გაკეთება, თითქოსდა ჰაერი რომ არ გამოიპაროს და ასე შედმეგ.... არ მიქარო ეგეთი რამე, ვიცი დადის ეგეთი ლეგენდები... მაგ შემთხვევაში მიირებ იმას რომ გინდა გახსნისას გინდა დახურვისას კლაპნის ღერძს ექნება მიკრო გადახრები, რის გამო ხვრელში ტავისუფლად ვერ გაივლის, და მიირებ სიტუაციას:
ა) გახსნისას თუ ნორმალურად ვერ გაიხსნება ან ბორძიკით გაიხსნება, სიჩქარე იქნება დაბალი
ბ) თუ დახურვისას ვერ დაიხურება დროზე ან ბორძიკით ივლის, მაშინ ზედმეტი ჰაერი დაიხარჯება smile.gif და ხმას და დაცლილ რეზერვუარს ვერაფრით ვერ უშველი smile.gif


თუ არ გინდა რომ ჰაერის მიკრო რაოდენობაც კი იკარგებოდეს, მაშინ უკვე რეზინის რგოლი უნდა ჩამოაცვა კლაპნის ღერძე, მაგი ცალკე ამბავია და ეგეც 2 ძირითადი მეთოდი არსებობს, კერძოდ, ღერძზე ამოჭრი ღარი სადაც რეზინა ცაჯდება და ის შეეხება შენს მიერ გახვრეტილ კედელს და ჰაერს არ გამოაპარებს, ან რეზინის ჩასასმელი ბუდე უნდა ამოღრუტნო კლაპანში და ზემოდან რაიმე უნდა დაახრახნო რომ რეზინა ერთ ადგილზე იყოს გაჩერებული და მაშინ კპალნის ღერძმა უნდა ისრიალოს რეზინაში... ნებისმიერ შემთხვევაში არ შეიძლება რომ რეზინას ჰქონდეს ძალიან მჭიდრო კონტაქტი ზედაპირებთან, წინააღმდეგ შემთXვევაში ჰაერის ტალღის დარტყმისას რეზინა გაიბერება და მუხრუჭის როლს შეასრულებს

ასევე გასათვალისწინებელია ლეგენდები კლაპნის ფორმებზე, რომ უნდა იყოს კონუსური ტრალი ვალი, ისეთი მოღუნული და აი ასეთი სუპერ გეომეტრიული ფორმის და ეს იმიტომაა საჭირო რომ ტრა-ლა-ლა და ტრა-ლა-ლა.... სისულელეა ეგ ყველაფერი smile.gif გამოიყენე მილიონჯერ გამოცდილი სიბრტყე სიბრტყეზე... ანუ დააკვირდი ქვემოთ მოყვანილ სურათზე მესამე ვარიანტს



არ მიქარო და არ აიტკიო თავი პირველი და მეორე მეთოდით, თითქოს და კლაპანი უნდა იყოს კონუსური, ან მისი ჩასაჯდომი ბუდე უნდა იყოს კონუსური, ან თითქოს და ორივე ერთად უნდა იყოს....

სისულელეა და არაერთხელ დედის გინებით გადაკეთებული მაქვს ეგეთი კუკუ რუსულ უკრაინული კლაპნები, ცარიელი ლეგენდაა და არაფერი საერთო რეალობასთან არ აქვს.... გააკეთე ბუდეში სუფტა სწორი ზედაპირი და კლაპანზეც ეგეთივე სუფთა სწორი ზედაპირი, მომენტალურად დაიკეტება კლაპანი მინიმალური ძალითაც კი, გახსნისას იქნება ჩქარი და დაკეტვაც ჩქარი ექნება.... შედეგად ჩოტკი გასროლა და მინიმალური გადახარჯვა.... სურათზე ნაჩვენები შევიწროვებული წელიც სისულელეა, ნუ ახლა თუ ღერძI გაქვს 8 მილიმეტრიანი მაშIნ რა ტქმა უნდა ჯობია ის ადგილი რაც გადამშვებთანაა დაავიწრობო, მაგრამ თუ ღერძი ისედაც 2.5-დან 3.5 მილიმეტრამდეა, მაშIნ დაიკიდე და არ ღირს მაგაზე ჩალიჩი....

რაც შეეხება რეზინის გამოყენებას, ნუ მაგას იოლად მიხვდები ქვემოთ მოყვანილი 2 სურათიდან





პირველზე არის შემთხვევა როდესაც ღერძზეა ამოჭრილი რეზინისთვის ადგილი... ამ დროს საჭიროა რომ კლაპნის ბუდეშI იყოს იდეალური სისუფთავის მქონე ხვრელი.... მეორე სურათზე ნაჩვენებია ბუდეში როგორ უნდა განთავსდეს რეზინა და ზემოდან დაეჭიროს ცალკე დეტალი რომ რეზინა არ ამოხტეს.... ამ შემXთხვევაში კლაპნის ღერძი უნდა იყოს გაპრიალებული რომ მინიმალური ხახუნი ჰქონდეს.... ნებიმსიერ შემთXვევაში რეზინის და ღერძის ან ღარის შერჩვა ისე უნდა მოხდეს რომ ზედაპირთან შეხება იყოს, მაგრამ მინიმალური და არ უნდა უჭირდეს დეტალს რეზინის გამო მოძრაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გასროლისას გაჭედვები გარანტირებულია, პლიუს რეზინას პერიოდულად უყვარს დაზეთვა, ასე რომ ზეთი არ უნდა მოაკლო, თორემ გაშრება და რეზინის მტვერი იგივე მუხრუჭის როლს შეასრულებს...

პირადი გამოცდილებიდან კი გეტყვი დაიკიდე ეგ რეზინების თეორიები smile.gif გამოცდილ Stayr-ს Walter-საც კი არ აქვს სპორტულ ვერსიებში რეზინები გამოყენებული იმიტომ რომ იციან სისულელეა და არასაჭირო დროს მუხრუჭის ეფექტის გამჩენები არიან...კობია რაცხა 3 მოლეკულა ჰაერი გაიპაროს კლაპნის ღერძის ირგვლის... რეალურად ძალიან ცოტა იპარება ისე ცოტა რომ ყურადღების მიქცევაც კი არ ღირს...

მგონი სულ ესაა და არანაირი ლეგენდები და შეზღუდვები არ დაისახო წინ, პროსტა შესრულებას უნდა ყურადღება და ბევრი ჩალიჩი


tarasuna
პცპ კლაპანი ხშირად ლატუნისაა და შეილება ალუმინის მასალისგან გაკეთო???
geojorjika
tarasuna
კი შესაბამისი მარტის დურალისგან D16T , 6061 , 2024T3 და ა.შ. და არა ალუმინისგან
tarasuna
კლაპნის გაჩარხვის დროს თუ შეიძლება 4მმ ხვრელი გაკეთო ან უფრო მეტი და თუ შეილება შტოკის გაკეთება მაგალითად ლურსმისგან?
ja_ja
ლურსმანი არ ღირს, დარტყმებისგან მალე დეფორმირდება და დაიწყებს გაჭედვებს...

ხვრელს კი გააჩნია რომელს გულისხმობმ თუ შტოკის სამოძრაო ხვრელს გულისხმობ რაც უფრო წვრილი იქნება მით უკეთესი, თორემ არის მაგალითად შტაერის კლაპანი რომელსაც მგონი შტოკი 1.5 მილმეტრიანი აქვს და არის კრალის კლაპანი როემლსაც მგონი 5 მილიმეტრიანი შტოკი არს... გააჩნია რა....

მარა რაც უფრო წვრილია მით უკეთესია იმ მხრივ რომ გადამშვებში დიდი ბალაყანა არაა გამოჩხერილი და ჰაერის ნაკადს მოძრაობაში ხელს არ შეუშლის
tarasuna
გასაგებია ჯა ჯა. დურალისგან ვჩარხავდი კლაპანს და გახვრეტის დროს ცენტრიდან დავიწყე სვერლა და აღმოვაჩინე რომ მეორე მხარეს ცენტრს იქეთა 3მმ სვერლოთი. რატომ?

ამიტომ მინდოდა მსხვილი სვერლოთი გახვრეტა რომ არ გადახაროს ცალ მხარეს მეთქი
geojorjika
tarasuna
რა სიღრმეზე გახვრიტე? ნელ ნელა უნდა მიაწოდო სვერლო +ბევრი wd40
ja_ja
tarasuna
ციტატა(tarieli @ 3rd June 2017 - 08:33 PM) *
გახვრეტის დროს ცენტრიდან დავიწყე სვერლა და აღმოვაჩინე რომ მეორე მხარეს ცენტრს იქეთა 3მმ

მაგისთანა პრობლემისგან არ გიხსნის დაჟე 20 მილიმეტრიანი სვერლო.... თუ სწორედ არ ხვრიტავ ნებისმიერი ზომის სვერლოს აქვს თვისება გადავიდეს ცენტრიდან....

ამასობაში გამიკეთებია 0.6 და 0.8 მილიმეტრიანი სვერლოებით ხვრელი და იდეალურად სქორედ გასულა ხოლმე....

1 კვირის წინ დამჭირდა რაღაც ბოლტებზე ხვრელის გაკეთება შუაში, მაგრა მეჩქარებოდა და შედეგად 5 ცალი საჭირო ბოლტის მაგივრად მომიწია 12 ბოლტის გახვრეტა, იმიტომ რომ 7 ცალკე ცენტრიდან გადავიდა 5 მილიმეტრიანი სვერლო smile.gif


მოკლედ მაგისთანა ხვრეტვისას აუცილებელია, ნელი მუშოაბა, მოთვინება, ბევრი ზეთი, გაგრილება და ხშირად სვერლოს გამოღება ხვრელიდან...

1) ანუ იწყებ ხვრეტას აუილებლად ცენტრ დრილით, ანუ აი ასეთით



2) გაითვალისწინე ცენტრ დრილით არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთო ღრმა ხვრელი, მაქსიმალური სიღრმე არის იქამდე სადაც დიდი კონუსი თავდება,მ ბევრი თვლის რომ სადამდეც ამოჭრილია იქამდე შეიძლება შეყვანა, მაგრამ ეგ მცდარი აზრია, უნდა შევიდეს მხოლოდ წვრილი ცხვირი და უკან მოყოლებულმა კონუსმა უნდა გააკეთოს პატარა კრატერი...

3) იღებ შესაბამის სვერლოს და იწყებ ხვრეტას, არ გვავიწყდება ზეთი წარამარა ან WD40 ან გაგრილება....

4) თავიდა სვერლო იოლად წავა, განსაკუთრებით სანამ ცენტრ დრილის მიერ გამოთხრილი ხვრელი იქნება, მერე უკვე იწყებს ახალი ხვრელის კეტებას და იწყება ბურბუშელას წარმოქმნა... თავიდან ბურბუშელა შეიძლება იოლად გამოდიოდეს, შეიძლება იმსხვრეოდეს და ჭედავდეს სვერლოს, მოკლედ ხელით უნდა გრძნობდე წინააღმდეგობას და ბურბუშელას დააკვირდი....

5) თუ იწყება ბორძიკი ან ბურბუშელას ხედავ რომ იოლად არ გამოდის, და წვრილ სვერლოებზე როგორც წესი არც გამოდის, მაშინ ყოველ რაღაც ნამძილზე სვერლო უნდა გამოიღო ხვრელიდან უნდა ჩამოწმინდო ბურბუშელა, დაზეთო და ტავიდან შეხვიდე... ეხლა კონკრეტული მანძილის თქმა ძნელია, მე მქონია შემთხვევა რომ ტავიდან 1-2 მილიმეტრზეც კი უჭირს უკვე და ზალით არ ვაწვები და ყოფილა რომ ტავიდან კაი 6-8 მილმეტრზე შედის და მერე მიწევს ყოველ 1-1.5 მილიმეტრში სვერლოს გამოღება, ღრმა ხვრელის დროს დაჟე მქონია შემთXვევა ყოველ 0.5 მილიმეტრში ვიღებ სვერლოს და ვწმინდავ...

6) მოკლედ თუ სვერლოს ძალით აწვები (გალესილი არაა ან ბურბუჭელის გამო გაჭედილია) ან დროს იწყებს სვერლო დეფორმირებას და სწორი გზიდან გადასვლას. განსაკუთრებით აქტუალურია ეს ბურბუჭელას დროს, რომელის გარდა ტრაექტორიიდან გადასვლისა ასევე ეხმარება სვერლოს ერთერთ მხარეს გადაიღონოს ბურბუჭელის გაჭედვის ხარჯზე



მოკლედ და მარტივად რომ ვთქვათ აიდა მიაწექი და ბოლოში გახვედი არ გამოდგება ზუსტი და სწორი ხვრელები დროს, ეგ შეიძლება დრელით როცა ხვრიტავ მაშინ ქნა, ხოლო სტანოკი მაგას არ გაპატიებს, თუ რაცხა რუსული ტანკი არ გიდგას და პროსტა რარაცხ 30 მილიმეტრიან ხვრელს არ აკეტებინებ და გახატია დეტალიც და სვერლოს გამძლეობაც smile.gif
tarasuna


კლაპანზე მწვანედ შეღებილი ადგილი რომა ხვრელის ძირში ვერ გავაპრიალე ისე რომ ჰაერი არ გაპაროს ნულაოი შკურკითაც ვსცადე ვითომ გაპრიალდა მაგრამ მაინც აპარებს და მაგიტომ წტოკს ძირში რეზინა გაუკეთე
tarasuna



ეგ ძველი კლაპანია. იქნებ წინა ხუფის უკეთესი დიზაინი მასწავლეთ სადაც პრუჟინა შტოკს აწვება თორემ კლიზმასავითაქვს ცხვირი გადმოშვერილი
tarasuna

ვერ უწველე ვერაფერი და წტოკს ძირში კონუსურად ამოუთალე და რეზინა კონუსურად გამოჭრილი ჩავპრესე მაგნაირად რომ იყოს რა მოხდება თუ უკეთესი ვარიანტი არის
tarasuna




ფორუმელებო მაგ კლაპანზე რას იტყვით როგორია კერძოდ მაინტერესებს ხვრელების ამბავი მაგალითად სადაც 5მმ_იანი ხვრელია მაგნაირიად რომ გავაკეთო კარგი იქნება თუ სხვა ვარიანტი ჯობია
ja_ja
საინტერესოა ვისი დახაზულია smile.gif, არა ქე ვიცი ვისი დახაზულიცაა smile.gif მარა ალბათ რუსებისგან გადმოაკოპირებდი smile.gif მაგათთან ინფოს არარ დავდებ, მახევენ ყველა იდეებს და თავისად ასაღებენ მერე smile.gif

მოკლედ ეგ არის მარადიორის საბრძოლო კლაპნის ჭრილი, დალშე ვერ გავიგე რას კითხულობ, სათითაო ზომად არის ყველაფერი მითითებული და თუ მარადიორში მუშოაბს ყველაფერი 5-იანზე შენთან რატომ აღარ უნდა იმუშაოს?

პროსტა შენ ზედა პოსტს რომ ვუყურებ ტანში მაჟრიალებს smile.gif ეგეთ ღერძს და რეზინას თუ გააკეთებ არაფერიც არ იმუშავებს....

გადახედე წინა გვერდზე დადებულ სურათებს, მანდ კლაპანი არის პლასტიკატის, ან გადახედე კრალის კლაპანს , მანდაც პლასტიკატი ზის, ჰაითვალისწინე მარადიორის თუ სხვა მწარმებლის კლაპნის დიზაინი რომლებიც ყოველთვის კლაპნის თავს პლასტმასისგან აკეთებენ , აგერ გადახედე რამდენიმეს:









რატომ იტკიებ თავს ახალი გამოგონებებით????, ან ის კლაპნის ღერძი რისგან გააკეთე ეგეთი ხაოიანი ზედაპირი რომ აქვს, ეგ უნდა იყოს კატის კვერცხებივით გაკრიალებული, პირველივე სურათზე პატარა "პადსკაზკა" არის, კლაპანი გაკეთებულია სვერლოს კუდისგან, დაიადე ცოტა გრძელი სვერლო და ეგეც შენი იდეალურად სუფტა ზედაპირის მქონე ღერძი...

შედეგად მოგძვრა მინიმუმ 2 თავსატკივარი, ანუ ღერძის გამოთლა და კლაპნის ტავის გამოთლა, ალუმინისგან და მერე რაცხა სტრანნი რეზინებისგან რომელიც ჰაერის წნევის გამო იქეთ აქეთ ღერძზე იბოდიალებს და ვეჩნი პრობლემებს შექმნის...

პროსტა ბუდე კლაპნისთვის და ზედაპირი რასაც შეეხება უნდა იყოს სუპერ სუფთა, სუპერ სწორი და სუპერ პარალელური კლაპნის ზედაპირისა და რერძის მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰაერს გააპარებს, ან უსწორმასწორო ზედაპირის გამო, ან ხვრელისა და ღერძის კუთხის გადახრის გამო კლაპნის თავი და ბუდის ზედაპირი ერთმანეთს სწორად არ შეეხება...

აი ეგ ბოლო პუნქტი იქნება მგონი შენთვის ყველაზე ძნელი, ნუ მიწყენ, მაგრამ აქამდე რასაც ვუყურებ ზედაპირის სისუფთავეს აშკარად, ან ყურადღებას არ აქცევ, ან არ იცავ, ან ვერ იცავ, ეგ კი კლაპანთან მიმართებაში მიუღებელი ფუფუნებაა....

P.S. ისე მაგ ნახაზზე მე ზალით რამდენიმე ძალიან მარტივი შეცდომა მაქვს დაშვებული (რუსებს ყველაფერს არ ვუმხელ ხოლმე smile.gif ), შენ აუცილებლად გეტყვი რა შეცდომებია, მაგრამ ჯერ თავიდან დამოუკიდებლად შეეცადე მოძებნო და მოიფიქრო რა არის მანდ ისეთი შეცდომა რაც მის ნორმლაურ რეალიზებას ვერ გააკეთებს, ან მუშაობაში ხელს შეუშლის smile.gif, ანუ ვცდილობ რამენაირად ფანტაზია დაგიქოქო რომ გაითვალისწინოს ყველაფერი...
tarasuna
ჯა ჯა მაინტერესებს ასეთი რა რეზეცი გაგვს რომ წიგნით სადაც წტოკია მაგხელაზე აპრიალებ და კიდევ შტოკზე ჩვეულებრივი პლასმასია თუ კაპროლონი და თუ რომელიმე მაინც ვიდეოს დადეფთ როგორ აპრიალებთ შიგნით კლაპანს და შტოკს კარგი იქნება. და გიდევ შტოკზე პლასმასი ისე ვერ დავსვი გადაგვერდებული რომ არ დარჩეს
ja_ja
tarasuna
ციტატა(tarieli @ 2nd September 2017 - 01:23 PM) *
მაინტერესებს ასეთი რა რეზეცი გაგვს

ნუ მე რეზეცები ყველა იქაური მაქვს, და არ ვფიქრობ ხოლმე ეკონომიაზე, შედეგად გამოდის გალოკილი ზედაპირი, დაზგის ყიდვიდან 1 კვირაში ჩემთვის საბოლოოდ გადავწყვიტე, არანაირი რუსული და ყოფილი საბჭოთა საჭრისი არ მექნება მეთქი, რაც არ უნდა ქება დიდება იყოს და ზღაპრული რჩევები რომ აი ისე უნდა გაკესო, ასე უნდა დაამუშავო, ასე უნდა დააყენო და ასე შედმეგ.... არ ამართლებს არცერთი ეგ ლეგენდა როგორც კი ხარისხიან დასავლურ საჭრისს და მის ნამუშევარს შეადარებ.

მეორე რაც აუცილებელ პირობად ჩავთვალე და მეორე მესამე კვირას ვიყიდე ეს იყო ელექტრონული ლიმბები რომ მეასედების სიზუსტით შემეშლოს გამეორება და ჩქარი მოხსნის ტურელი. ძირს არის ჩემნი პირველი ტრეტის განხილვა, დღეს უკვე გაცილებით სერიოზული მაქვს მაგრამ მისი ვიდეო და სურათები არ გადამიღია.



ამავე ვიდეოში ერთერთი დეტალის დამუშავების სისუფთავეს დაინახავ, მაგრთალია ეგ დეტალი ბრაკში გავუშვი, მაგრამ ბრაკიც კი გაცილებით სუფთაა ვიდრე შენს მიერ დადებული შედეგები... მაგ ვიდეოშივე ჩანს ლიმბებზე მიმაგრებული ელექტრონული ტაბლოები, რომელიც ჩვეულებრივი ლიმბებისგან განსხვავებით 0.01 მილმიეტრის სიზუსტით გაჭრევინებს დეტალებს, პლიუს განმეორადობა...

პლიუს საპასუხისმგებლო ზედაპირებზე ძალიან ნელი მიწოდება (ეგრეთწოდებული "პადაჩა"), შედეგად გამოდის კატის ყვერებივით გაპრიალებული ზედაპირი smile.gif


ციტატა(tarieli @ 2nd September 2017 - 01:23 PM) *
შტოკზე ჩვეულებრივი პლასმასია თუ კაპროლონი

მაგ საქმეშI ძირითადად 2 პლასტიკატი გამოიყენება, კაპრალონი და თვითონ კაპრონი, პირველი ძირითადად არის ხოლმე სპილოსძვლისფერი (ანუ უდნავ ლაითად მოყვითალო ფერი რომ დაკრავს) და მეორეს ასევთქვათ იყენებენ ყოლმე კბილანებისთვის და ძირითადად ჩვენთან ქათქათა თეთრი ფერისაა ხოლმე, თუმცა მე დასავლეთიდან ჩამომაქვს ხოლმე და იქ უკვე თეთრიც არის, შავიც და რავი რა ფერიც გინდა smile.gif


ციტატა(tarieli @ 2nd September 2017 - 01:23 PM) *
რომელიმე მაინც ვიდეოს დადეფთ როგორ აპრიალებთ შიგნით კლაპანს და შტოკს კარგი იქნება

ვიდეოები არ გადამიღია, ადრე ბევრ ფოტო რეპორტაჟებს ვდებდი ხოლმე, მაგრამ სურათების ჰოსტ პროვაიდერმა დაკარგა ჩემი სურათები, შედეგად ლამის 6000 სურათი ფიზიკურად გაქრა და დაიკარგა sad.gif ვერაფრით ვერ აღვადგინე...

დიდი საუდუმლო მანდ არაა, კარგი ინსტრუმენტი და ნელი მიწოდება, სულ ეგაა მთელი საიდუმლო


ციტატა(tarieli @ 2nd September 2017 - 01:23 PM) *
და გიდევ შტოკზე პლასმასი ისე ვერ დავსვი გადაგვერდებული რომ არ დარჩეს

ნუ ახლა თუ სტანოკი ცენტრირებული არ ფაქვს მანდ რავი რა ვთქვა.... ჯერ მაშინ გაასწორე წინა და უკანა ბაბთა ერთმანეთის მიმართ, მარტივი მეთოდია კონუსების გამოყენება, ანუ წინა დადთაში რაიმე წვეტიანი ჩადე, უკანა ბაბთაში დღელის თავი და ისევ რაიმე წვეტიანი.... მერე მიიყვანე ერთმანეთთან და წვეტები ერთმანეთს უნდა მიედოს, თუ აცდენა გაქვს უკვე გაასწორე რა და საით არის გასასწორებელი...
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.