RAR VL-12, Bull Pup, Short, რუსი მოდის, რუსი მოდის! :D |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
RAR VL-12, Bull Pup, Short, რუსი მოდის, რუსი მოდის! :D |
May 13 2016, 11:32 PM
პოსტი
#1
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,338 რეგისტრ.: 22-September 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,990 ქალაქი:თბილისი |
სალამი ყველას გადავწყვიტე განმეახლებინა ჩემი არსენალი და ამჯერად სამი ამერიკელის მერე , დადგა რუსის ჯერიც. მაშ ასე წარმოგიდგენთ პნევმატიკური იარაღის ბაზარზე ერთ- ერთ ყველაზე კომპაქტურ და მსუბუქ ფიშტოს RAR VL-12 Bull Pup Short. ანუ როგორც რუსეთში ეძახიან ‘’ Вилка“. შეიძლება მკითხოთ, კომპაქტური ფიშტო ხომ გაქვს, Crosman1720T, და ეგ რაღათ გინდოდაო. მოგახსენებთ. კი, კროსმანი საკმაოდ კომპაქტირია, მარა VL-12-თან მაინც ვერ მივა კონდახის გამო. და მეორეც, ვილკა თითქმის ორჯერ ძლიერია კროსმანზე, კროსმანით ნადირობისას ეს ენერგეტიკის ნაკლებობა განსაკუთრებით შესამჩნევი 80 მეტრის მერე ხდება. მოკლედ ასეა თუ ისე, ვილკა საქართველოშია და მივყვეთ ნელ ნელა მის ავ-კარგს. დავიწყოთ როგორც ყოველთვის მისი ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლებით. აქ მოვიყვან მწარმოებლის მონაცემებს და შემდეგ დავამატებ საკუთარ აზრსაც მისი ფლობის ძალიან მოკლე (2 დღე) დროიდან გამომდინარე. სიგრძე 520 მმ სიმაღლე 180 მმ სიგანე 35 მმ წონა ოპტიკის გარეშე 1650 გრამი ლულა LW, სიგრძე 300 მმ მაქს. სამუშაო წნევა 250 ბარი წნევა, რომელზეც რეზერვუარია შემოწმებული 450 ბარი რეზერვუარის მსხვრევის წნევა 900 ბარი. რეზერვუარის მოცულობა 150 კუბური სმ. რედუქტორი აქვს, დარეგულირებულია 110 ბარზე გასროლების რაოდენობა მუდმივი 245 მ/წმ სიჩქარით +/- 2 მ/წმ 35 ყუთში იყო თავად იარაღი, ორი კლიპი (10 ტყვიიანი ), დასატენი მოწყობილობა და პასპორტი. ( სერთიფიკატიც მოყვა, რომ თოფის ენერგეტიკა არ აღემატება 3 ჯოულს, მარა ეს რუსეთის კანონებიდან გამომდინარე, მოყვება ყველა პნევმატიკას, რომელსაც გაფორმება არ სჭირდება) ეხლა რაც შეეხება თავად თოფს. როგორც უკვე ავღნიშნე და მონაცემებიდანაც ჩანს, არის უაღრესად კომპაქტური, მაგრამ ამის მიუხედავად გამოირჩევა საკმაოდ მაღალი საექსპლოატაციო მონაცემებით, როგორებიცაა ენერგეტიკა, სიზუსტე, გასროლების რაოდენობა და სტაბილურობა. თოფის შეკვეთისას მწარმოებელი გვავაზობს ლულის 3 ვარიანტს: crosman (ამერიკაში დამზადებული), good barrel (ჩეხეთი) და Lotar Walrher (გერმანია) ნუ ეხლა გასაგებია რომელსაც ავირჩევდი ( მიუხედავად იმისა, რომ LW-ის ლულით 50$-ით მეტი ჯდებოდა. ჩეხურ good barrel-ზე რა ინფოც მოვიძიე რუსულ ფორუმებზე, ხალხი მაინც და მაინც კმაყოფილი არ იყო, არც სიზუსტით და არც თვით ლულის ხარისხით. თოფი შესრულებულია ე.წ. Military სტილში, კონდახი და სახელური არის AR-15-ის, ორივეს შეცვალა შესაძლებელია თქვენი გემოვნების მიხედვით, ინტერნეტში უამრავი ნაირსახეობაა როგორც ერთის, ასევე მეორესი. როგორც ხედავთ, თოფი შედგება 3 ძირითადი ნაწილისაგან: კოლოფი და კოლოფში მთლიანად ინტეგრირებული 30 სმ ლულით, რეზერვუარი, კლაპანით, დამრტყმელი და სასხლეტი მექანიზმით და რედუქტორით სახელური და სახელურში ინტეგრირებული სასხლეტ მექანიზმთან დამაკავშირებელი გამწევით. ლითონის დეტალების დამუშავების ხარისხი საკმაოდ მაღალია. და საერთოდ, ფიშტო სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, მადლობა ჯეოჯორჯიკას, მისი რჩევა იყო ყურადღება მომექცია ამ ფიშტოსთვის. მოდერი ეხრახნება არა ლულაზე, არამედ კოლოფზე, მაგრამ ამ დროს ლულაზე ჯდება საკმაოდ ხისტად, რეზინის O რინგის საშუალებით. მოდერი შედგება მილისაგან, რომელსაც ორი მხრიდან წვრილი ნახვრეტები აქვს ჰაერის გამოსასვლელა და 4 კონუსური ჭიქისაგან, რომლებიც ასევე რეზინის რინგების წყალობით იმდენად ხისტად ზიან მილში, რომ მათი ამოღება ვერ მოვახერხე და სურათიც ამიტომ ვერ გადაუღე, მოდერის მოცულობა საკმაოდ პატარაა, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ეფექტურია, თუმცა მაგის წამალი უკვე მზადაა. აი ეს დამატებითი პატარა მოდერი ჯა-ჯამ გააკეთა და მინდა გითხრათ საკმაოდ დაუწია სროლის ხმამ მისი წყალობით . კონსტრუქცია ვისესხე აქედან: თოფს აქვს საკმაოდ მოსახერხებელი გადატენვის სახელური, რომელიც გატანილია წინ, მარცხენა მხარეს, მარჯვნივ გადატანის შესაძლებლობით (ცაციებისთვის ). გადატენვა ხდება სახელურის უკან და წინ გაწევით, რა დროსაც ხდება დამრტყმელის ზამბარის მოჭიმვა და შემდეგ ტყვიის კლიპიდან ლულაში გადაგზავნა. თოფს გააჩნია აგრეთვე ე.წ. გადადებული გასროლის შესაძლებლობა, რაც ასე აკლია მარადას. ანუ, თუ თოფი მზადაა სასროლად, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო ( ვთქვათ ქაღალდის სამიზნე სხვა ხეზე გადაფრინდა ) გადაწყვიტეთ აღარ ისროლოთ, შეგიძლიათ მარჯვნივ, კონდახში მდებარე სახელურის საშუალებით დაუშვათ დამრტყმელის ზამბარა და მოხსნათ თოფი საბრძოლო მდგომარეობიდან. შემდეგ თუ კვლავ გადაწყვიტეთ სროლა, საკმარისია ამ მარჯვენა სახელურით ისევ შეაყენოთ ზამბარა და ფიშტო მზადაა სასროლად. ამით გამოირიცხება მეორე ტყვიის ლულაში მიწოდება. რაც შეეხება სასხლეტს. იგი შესრულებულია ე.წ. по двухшептальной схеме, ბოდიში შეპტალო არ ვიცი ქართულად როგორაა, თუ ვინმე შემისწორენს კაი იქნება. როგორც მწარმოებელი ირწმუნება აქვს უამრავი რეგულირების შესაძლებლობა, როგორც საფეხურების სიგრძის მხრივ, ასევე სასხლეტის სიმძიმის და მდებარეობის მხრივ. ქარხნულად საკმაოდ კარგად არის დარეგულირებული, მკვეთრად გამოხატული პირველი საფეხური და მეორე საფეხურის ძალიან მცირე სვლა და ზუსტი „მოწყვეტა“. როგორც ავღნიშნე კომპლექტში მოყვა ორი კლიპი. კლიპები რაღაცით მარადიორისას წააგავს, მაგრამ მხოლოდ წააგავს. დატენვის პრინციპი განსხვავდება. თავიდან, მარადას კლიპივით ჯერ გამჭვირვალე ნაწილი ტრიალდება საათის ისრის საწინააღმდეგოდ და პირველი ტყვია იდება მეორე მხრიდან, კაბით წინ. შემდეგ კი უკვე ჩვეულებრივად მარადას კლიპივით, გამჭვირვალე ნაწილიდან თავსდება დანარჩენი 9 ტყვია. ათივე ტყვიის გასროლის შემდეგ მიმწოდებელი ებჯინება კლიპის ტიხარს, რითაც გამოირიცხება ფუჭი გასროლა. თოფი ქარხნულად დარეგულირებული იყო 245 მ/წმ-ზე 15.89 გრანიან JSB-ით. რა თქმა უნდა შესაძლებელია მისი უფრო დარაზგონება ( რუსულ ფორუმებზე წერენ, რომ 270-მდე და მეტადაც არაზგონებენ) ეს დაკავშირებულია რედუქტორის და რედუქრორს მიღმა სივრცის კორექტირებასთან. სიჩქარის სარეგულირებელი (დამრტყმელის ზამბარის მოჭიმვით ) ვინტი მოთავსებულია კონდახის უკანა მხარეს.აქვე მინდა ავღნიშნო,რომ ეს ვინტი მაინც და მაინც დიდ დიაპაზონში ვერ არეგულირებს სიჩქარეს. მე რაც ვცადე ბოლომდე მოშვებულზე მივიღე 231 მ/წმ და ბოლომდე მიჭერილზე 250 მ/წმ, JSB 15.89 გრეინით. რავი ჩემი მიზნებისთვის ეს ქარხნული ნასტროიკები მისაღებია და არ ვაპირებ რამის შეცვლას. ახლა გაქრონვის შედეგები. სიჩქარე რათქმა უნდა მ/წმ-ში, ტყვია JSB 15.89 gr. 1. 247 2. 247 3. 247 4. 246 5. 248 6. 248 7. 245 8. 246 9. 246 10. 245 11. 246 12. 246 13. 244 14. 247 15. 245 16. 244 17. 245 18. 247 19. 245 20. 246 21. 246 22. 246 23. 245 24. 244 25. 244 26. 245 27. 246 28. 246 29. 245 30. 245 ბოლო გასროლა რედუქტორზე 31. 238 32. 241 33. 240 34. 235 35. 230 როგორც ხედავთ, რედუქტორზე გამომივიდა 30 გასროლა, ანუ 3 კლიპი ( თუმცა მწარმოებელს უწერია 35 -ო, ), შეიძლება რეგულირებებშია საქმე, ამ 30 გასროლის მონაცემებია: MAX 248 MIN 244 AV 245 საშუალო ES 4 SD 0 ენერგია თითქმის 31 ჯოული . რავი, მგონი ურიგო არ არის. რაც შეეხება მიზანში სროლას. სულ ორი დღეა რაცა მაქვს და ჯერ ვერ დავტესტე წესივრად, თუმცა ვფიქრობ არ გამაწბილებს, რადგან დღეს სახელდახელოდ დროებით დამაგრებული UTG 4-16x44 ოპტიკით, ისიც მანქანის კაპოტიდან გასწორებული აი ეს კაჭკაჭუნები ერთმანეთის მიყოლებით მოვხსენი, მანძილი ზუსტად 80 მეტრი იყო. თავისი ოპტიკა და მაღალი one piece რინგები უკვე გზაშია. ოპტიკა ექნება აი ეს MTC Optics Viper Connect SL 3-12x24 Rifle Scope - Reticle SCB ხო, ოპტიკის დასამაგრებლად გამოიყენება ვივერი/პიკატინი ლულა კოლოფში მაგრდება 1 ციფრით აღნიშნული ჭანჭიკებით , ხოლო თავად კოლოფი რეზიკთან 2 და 3 ციფრით აღნიშნული ჭანჭიკებით და სახელურის ზემოთ განთავსებული ორი მართკუთხა ფირფიტით. ნუ ჯერჯერობით სულ ეგაა. თანდათან დავამატებ ინფოებს. ეხლა შევაჯამოთ ყოლიფერი პლიუსები: 1. კომპაქტურობა და წონა, აქედან გამომდინარე მაღალი მობილურობა 2. LW ლულა 3. რედუქტორი 4. გადადებული გასროლის შესაძლებლობა 5. მაღალი სამუშაო წნევა 250 ბარი 6. 150 კუბიკიანი რეზიკისთვის გასროლების საკმაო რაოდენობა 7. კლიპი 8. წინ გაწეული გადატენვის სახელური, რომელიც მიზნიდან თვალის მოუწყვეტლივ, მაღალ ტემპში სროლის შესაძლებლობას იძლევა. 9. ოპტიკის დასამაგრებელი ვივერი, თუმცა ეს პლუსია თუ მინუსი თქვენ გადაწყვიტეთ 10. ინფორმატიული მანომეტრი (ლუმინესცენტური) 11. სასხლეტის რეგულირების ფართო შესაძლებლობა 12. და ბოლოს ფასი. ამ კომპლექტაციის და პოტენციალის ფიშტოებს შორის, არც ისე მაღალი ეხლა მინუსები: 1. ქარხნული მოდერით გასროლის საკმაოდ მაღალი ხმა. თუმცა ეს ჩემი სუბიექტური აზრია ოთახში სროლის შემდეგ. ჰაერზე სროლისას არ მომეჩვენა, რომ დიდი ხმა აქვს. 2. დაბალა განლაგებული ვივერი. დღეს კისერი მომეგრიხა სროლის დროს, რომ რამენაირად გამეხედა ოპტიკაში. აქედან გამომდინარე მაღალი რინგები აუცილებელია, როგორც ამბობენ MUST HAVE ! 3. დამიზნებას კლიპი უშლის ხელს, ლოყაში „ ერჭობა“ 4. სახელურის მოხსნის გარეშე სასხლეტის მხოლოდ ერთი რეგულირება ( სიმძიმეზე) თუმცა, სახელურის მოხსნის შემდედ რეგულირების მილიონტრისტა ვარიანტია. მოკლედ დასაწყისისთვის სულ ეს არის. შემდეგ როცა ოპტიკა ჩამომივა დავამატებ რა თქმა უნდა სროლის შედეგებსაც სხვადასხვა მანძილებზე.
| |
> |
|
|
Jun 3 2016, 09:20 PM
პოსტი
#2
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,338 რეგისტრ.: 22-September 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,990 ქალაქი:თბილისი |
userman geojorjika მადლობა
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 09:11 AM |
Hosted by Pro-Service |