დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: RAR VL-12, Bull Pup, Short
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
გვერდი: 1, 2
pilotina
სალამი ყველას
გადავწყვიტე განმეახლებინა ჩემი არსენალი და ამჯერად სამი ამერიკელის მერე , დადგა რუსის ჯერიც. biggrin.gif
მაშ ასე წარმოგიდგენთ პნევმატიკური იარაღის ბაზარზე ერთ- ერთ ყველაზე კომპაქტურ და მსუბუქ ფიშტოს RAR VL-12 Bull Pup Short. ანუ როგორც რუსეთში ეძახიან ‘’ Вилка“.
შეიძლება მკითხოთ, კომპაქტური ფიშტო ხომ გაქვს, Crosman1720T, და ეგ რაღათ გინდოდაო.
მოგახსენებთ. კი, კროსმანი საკმაოდ კომპაქტირია, მარა VL-12-თან მაინც ვერ მივა კონდახის გამო. და მეორეც, ვილკა თითქმის ორჯერ ძლიერია კროსმანზე, კროსმანით ნადირობისას ეს ენერგეტიკის ნაკლებობა განსაკუთრებით შესამჩნევი 80 მეტრის მერე ხდება.
მოკლედ ასეა თუ ისე, ვილკა საქართველოშია და მივყვეთ ნელ ნელა მის ავ-კარგს.



დავიწყოთ როგორც ყოველთვის მისი ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლებით. აქ მოვიყვან მწარმოებლის მონაცემებს და შემდეგ დავამატებ საკუთარ აზრსაც მისი ფლობის ძალიან მოკლე (2 დღე) დროიდან გამომდინარე.
სიგრძე 520 მმ
სიმაღლე 180 მმ
სიგანე 35 მმ
წონა ოპტიკის გარეშე 1650 გრამი
ლულა LW, სიგრძე 300 მმ
მაქს. სამუშაო წნევა 250 ბარი
წნევა, რომელზეც რეზერვუარია შემოწმებული 450 ბარი
რეზერვუარის მსხვრევის წნევა 900 ბარი.
რეზერვუარის მოცულობა 150 კუბური სმ.
რედუქტორი აქვს, დარეგულირებულია 110 ბარზე
გასროლების რაოდენობა მუდმივი 245 მ/წმ სიჩქარით +/- 2 მ/წმ 35

ყუთში იყო თავად იარაღი, ორი კლიპი (10 ტყვიიანი ), დასატენი მოწყობილობა და პასპორტი. ( სერთიფიკატიც მოყვა, რომ თოფის ენერგეტიკა არ აღემატება 3 ჯოულს, მარა ეს რუსეთის კანონებიდან გამომდინარე, მოყვება ყველა პნევმატიკას, რომელსაც გაფორმება არ სჭირდება)



ეხლა რაც შეეხება თავად თოფს.
როგორც უკვე ავღნიშნე და მონაცემებიდანაც ჩანს, არის უაღრესად კომპაქტური, მაგრამ ამის მიუხედავად გამოირჩევა საკმაოდ მაღალი საექსპლოატაციო მონაცემებით, როგორებიცაა ენერგეტიკა, სიზუსტე, გასროლების რაოდენობა და სტაბილურობა.
თოფის შეკვეთისას მწარმოებელი გვავაზობს ლულის 3 ვარიანტს: crosman (ამერიკაში დამზადებული), good barrel (ჩეხეთი) და Lotar Walrher (გერმანია)
ნუ ეხლა გასაგებია რომელსაც ავირჩევდი ( მიუხედავად იმისა, რომ LW-ის ლულით 50$-ით მეტი ჯდებოდა.
ჩეხურ good barrel-ზე რა ინფოც მოვიძიე რუსულ ფორუმებზე, ხალხი მაინც და მაინც კმაყოფილი არ იყო, არც სიზუსტით და არც თვით ლულის ხარისხით.
თოფი შესრულებულია ე.წ. Military სტილში, კონდახი და სახელური არის AR-15-ის, ორივეს შეცვალა შესაძლებელია თქვენი გემოვნების მიხედვით, ინტერნეტში უამრავი ნაირსახეობაა როგორც ერთის, ასევე მეორესი.

როგორც ხედავთ, თოფი შედგება 3 ძირითადი ნაწილისაგან: კოლოფი და კოლოფში მთლიანად ინტეგრირებული 30 სმ ლულით,
რეზერვუარი, კლაპანით, დამრტყმელი და სასხლეტი მექანიზმით და რედუქტორით
სახელური და სახელურში ინტეგრირებული სასხლეტ მექანიზმთან დამაკავშირებელი გამწევით.
ლითონის დეტალების დამუშავების ხარისხი საკმაოდ მაღალია. და საერთოდ, ფიშტო სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, მადლობა ჯეოჯორჯიკას, მისი რჩევა იყო ყურადღება მომექცია ამ ფიშტოსთვის. smile.gif

მოდერი ეხრახნება არა ლულაზე, არამედ კოლოფზე, მაგრამ ამ დროს ლულაზე ჯდება საკმაოდ ხისტად, რეზინის O რინგის საშუალებით. მოდერი შედგება მილისაგან, რომელსაც ორი მხრიდან წვრილი ნახვრეტები აქვს ჰაერის გამოსასვლელა და 4 კონუსური ჭიქისაგან, რომლებიც ასევე რეზინის რინგების წყალობით იმდენად ხისტად ზიან მილში, რომ მათი ამოღება ვერ მოვახერხე და სურათიც ამიტომ ვერ გადაუღე,



მოდერის მოცულობა საკმაოდ პატარაა, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ეფექტურია, თუმცა მაგის წამალი უკვე მზადაა. აი ეს დამატებითი პატარა მოდერი ჯა-ჯამ გააკეთა და მინდა გითხრათ საკმაოდ დაუწია სროლის ხმამ მისი წყალობით








. კონსტრუქცია ვისესხე აქედან:


თოფს აქვს საკმაოდ მოსახერხებელი გადატენვის სახელური, რომელიც გატანილია წინ, მარცხენა მხარეს, მარჯვნივ გადატანის შესაძლებლობით (ცაციებისთვის ).





გადატენვა ხდება სახელურის უკან და წინ გაწევით, რა დროსაც ხდება დამრტყმელის ზამბარის მოჭიმვა და შემდეგ ტყვიის კლიპიდან ლულაში გადაგზავნა.
თოფს გააჩნია აგრეთვე ე.წ. გადადებული გასროლის შესაძლებლობა, რაც ასე აკლია მარადას.



ანუ, თუ თოფი მზადაა სასროლად, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო ( ვთქვათ ქაღალდის სამიზნე სხვა ხეზე გადაფრინდა biggrin.gif ) გადაწყვიტეთ აღარ ისროლოთ, შეგიძლიათ მარჯვნივ, კონდახში მდებარე სახელურის საშუალებით დაუშვათ დამრტყმელის ზამბარა და მოხსნათ თოფი საბრძოლო მდგომარეობიდან. შემდეგ თუ კვლავ გადაწყვიტეთ სროლა, საკმარისია ამ მარჯვენა სახელურით ისევ შეაყენოთ ზამბარა და ფიშტო მზადაა სასროლად.
ამით გამოირიცხება მეორე ტყვიის ლულაში მიწოდება.
რაც შეეხება სასხლეტს. იგი შესრულებულია ე.წ. по двухшептальной схеме, ბოდიში შეპტალო არ ვიცი ქართულად როგორაა, თუ ვინმე შემისწორენს კაი იქნება. როგორც მწარმოებელი ირწმუნება აქვს უამრავი რეგულირების შესაძლებლობა, როგორც საფეხურების სიგრძის მხრივ, ასევე სასხლეტის სიმძიმის და მდებარეობის მხრივ.
ქარხნულად საკმაოდ კარგად არის დარეგულირებული, მკვეთრად გამოხატული პირველი საფეხური და მეორე საფეხურის ძალიან მცირე სვლა და ზუსტი „მოწყვეტა“.
როგორც ავღნიშნე კომპლექტში მოყვა ორი კლიპი. კლიპები რაღაცით მარადიორისას წააგავს, მაგრამ მხოლოდ წააგავს. დატენვის პრინციპი განსხვავდება. თავიდან, მარადას კლიპივით ჯერ გამჭვირვალე ნაწილი ტრიალდება საათის ისრის საწინააღმდეგოდ და პირველი ტყვია იდება მეორე მხრიდან, კაბით წინ. შემდეგ კი უკვე ჩვეულებრივად მარადას კლიპივით, გამჭვირვალე ნაწილიდან თავსდება დანარჩენი 9 ტყვია.
ათივე ტყვიის გასროლის შემდეგ მიმწოდებელი ებჯინება კლიპის ტიხარს, რითაც გამოირიცხება ფუჭი გასროლა.
თოფი ქარხნულად დარეგულირებული იყო 245 მ/წმ-ზე 15.89 გრანიან JSB-ით. რა თქმა უნდა შესაძლებელია მისი უფრო დარაზგონება ( რუსულ ფორუმებზე წერენ, რომ 270-მდე და მეტადაც არაზგონებენ) ეს დაკავშირებულია რედუქტორის და რედუქრორს მიღმა სივრცის კორექტირებასთან.
სიჩქარის სარეგულირებელი (დამრტყმელის ზამბარის მოჭიმვით ) ვინტი მოთავსებულია კონდახის უკანა მხარეს.აქვე მინდა ავღნიშნო,რომ ეს ვინტი მაინც და მაინც დიდ დიაპაზონში ვერ არეგულირებს სიჩქარეს. მე რაც ვცადე ბოლომდე მოშვებულზე მივიღე 231 მ/წმ და ბოლომდე მიჭერილზე 250 მ/წმ, JSB 15.89 გრეინით.



რავი ჩემი მიზნებისთვის ეს ქარხნული ნასტროიკები მისაღებია და არ ვაპირებ რამის შეცვლას.
ახლა გაქრონვის შედეგები. სიჩქარე რათქმა უნდა მ/წმ-ში, ტყვია JSB 15.89 gr.
1. 247
2. 247
3. 247
4. 246
5. 248
6. 248
7. 245
8. 246
9. 246
10. 245
11. 246
12. 246
13. 244
14. 247
15. 245
16. 244
17. 245
18. 247
19. 245
20. 246
21. 246
22. 246
23. 245
24. 244
25. 244
26. 245
27. 246
28. 246
29. 245
30. 245 ბოლო გასროლა რედუქტორზე
31. 238
32. 241
33. 240
34. 235
35. 230
როგორც ხედავთ, რედუქტორზე გამომივიდა 30 გასროლა, ანუ 3 კლიპი ( თუმცა მწარმოებელს უწერია 35 -ო, sad.gif ), შეიძლება რეგულირებებშია საქმე,
ამ 30 გასროლის მონაცემებია:
MAX 248
MIN 244
AV 245 საშუალო
ES 4
SD 0
ენერგია თითქმის 31 ჯოული . რავი, მგონი ურიგო არ არის.
რაც შეეხება მიზანში სროლას. სულ ორი დღეა რაცა მაქვს და ჯერ ვერ დავტესტე წესივრად, თუმცა ვფიქრობ არ გამაწბილებს, რადგან დღეს სახელდახელოდ დროებით დამაგრებული UTG 4-16x44 ოპტიკით, ისიც მანქანის კაპოტიდან გასწორებული აი ეს კაჭკაჭუნები ერთმანეთის მიყოლებით მოვხსენი, მანძილი ზუსტად 80 მეტრი იყო.



თავისი ოპტიკა და მაღალი one piece რინგები უკვე გზაშია. ოპტიკა ექნება აი ეს
MTC Optics Viper Connect SL 3-12x24 Rifle Scope - Reticle SCB
ხო, ოპტიკის დასამაგრებლად გამოიყენება ვივერი/პიკატინი
ლულა კოლოფში მაგრდება 1 ციფრით აღნიშნული ჭანჭიკებით , ხოლო თავად კოლოფი რეზიკთან 2 და 3 ციფრით აღნიშნული ჭანჭიკებით და სახელურის ზემოთ განთავსებული ორი მართკუთხა ფირფიტით.
ნუ ჯერჯერობით სულ ეგაა. თანდათან დავამატებ ინფოებს.
ეხლა შევაჯამოთ ყოლიფერი smile.gif
პლიუსები:
1. კომპაქტურობა და წონა, აქედან გამომდინარე მაღალი მობილურობა
2. LW ლულა
3. რედუქტორი
4. გადადებული გასროლის შესაძლებლობა
5. მაღალი სამუშაო წნევა 250 ბარი
6. 150 კუბიკიანი რეზიკისთვის გასროლების საკმაო რაოდენობა
7. კლიპი
8. წინ გაწეული გადატენვის სახელური, რომელიც მიზნიდან თვალის მოუწყვეტლივ, მაღალ ტემპში სროლის შესაძლებლობას იძლევა.
9. ოპტიკის დასამაგრებელი ვივერი, თუმცა ეს პლუსია თუ მინუსი თქვენ გადაწყვიტეთ smile.gif
10. ინფორმატიული მანომეტრი (ლუმინესცენტური)

11. სასხლეტის რეგულირების ფართო შესაძლებლობა
12. და ბოლოს ფასი. ამ კომპლექტაციის და პოტენციალის ფიშტოებს შორის, არც ისე მაღალი

ეხლა მინუსები:
1. ქარხნული მოდერით გასროლის საკმაოდ მაღალი ხმა. თუმცა ეს ჩემი სუბიექტური აზრია ოთახში სროლის შემდეგ. ჰაერზე სროლისას არ მომეჩვენა, რომ დიდი ხმა აქვს.
2. დაბალა განლაგებული ვივერი. დღეს კისერი მომეგრიხა სროლის დროს, რომ რამენაირად გამეხედა ოპტიკაში. აქედან გამომდინარე მაღალი რინგები აუცილებელია, როგორც ამბობენ MUST HAVE !
3. დამიზნებას კლიპი უშლის ხელს, ლოყაში „ ერჭობა“ sad.gif
4. სახელურის მოხსნის გარეშე სასხლეტის მხოლოდ ერთი რეგულირება ( სიმძიმეზე)
თუმცა, სახელურის მოხსნის შემდედ რეგულირების მილიონტრისტა ვარიანტია.
მოკლედ დასაწყისისთვის სულ ეს არის. შემდეგ როცა ოპტიკა ჩამომივა დავამატებ რა თქმა უნდა სროლის შედეგებსაც სხვადასხვა მანძილებზე.
okela84


ციტატა(pilotina @ 14th May 2016 - 12:32 AM) *
შეიძლება მკითხოთ, კომპაქტური ფიშტო ხომ გაქვს, Crosman1720T, და ეგ რაღათ გინდოდაო.


პირადად მე არ გკითხავ იმიტომ რომ 1.5 კგ უკვე თითქმის პიკია კომპაქტურობის

ძაან მაგარია გილოცავ, i-m_so_happy.gif სუ გემრიელი ხორცების ჩამოყრაში wink.gif
pilotina


okela84

მადლობა, გაიხარე smile.gif
geojorjika
გილოცავ გილოცავ, დამიჯერე მაინც smile.gif
mamukaaa
გილოცავ მაგარია.
pilotina
geojorjika

ხო, აბა რა. კარგ რჩევას ყოველთვის დაუჯერებ biggrin.gif
მადლობა მოლოცვისთვის smile.gif

geojorjika
ციტატა(pilotina @ 14th May 2016 - 12:32 AM) *
12. და ბოლოს ფასი. ამ კომპლექტაციის და პოტენციალის ფიშტოებს შორის, არც ისე მაღალი


ესეც გვითხარი ბარემ უკვე დავინტერესდი smile.gif
pilotina
mamukaaa

მადლობა, გაიხარე smile.gif


geojorjika
ციტატა(giorgi @ 14th May 2016 - 01:26 AM) *
ციტატა(pilotina @ 14th May 2016 - 12:32 AM)
12. და ბოლოს ფასი. ამ კომპლექტაციის და პოტენციალის ფიშტოებს შორის, არც ისე მაღალი

ესეც გვითხარი ბარემ უკვე დავინტერესდი


640 მკვდარი პრეზიდენტი
geojorjika
pilotina
ვაა როგორ იყიდე, მემგონი კვირას მოგიწევს ახსნა განმარტებების მოცემა smile.gif
pilotina
geojorjika
ციტატა(giorgi @ 14th May 2016 - 01:31 AM) *
ვაა როგორ იყიდე, მემგონი კვირას მოგიწევს ახსნა განმარტებების მოცემა


ჰოოოო, არ იყო მაგი საქმე იოლი
ბაიკერი
კრასავჩიკია. მშვიდობაშI!!!
Sk-box
pilotina
მშვიდობაში ! კაია თან მსუბუქი . ზურგჩანთისთვის იდეალურია ! მინდა მეც biggrin.gif
ja_ja
pilotina
ლაივში კი მოგილოცე, მარა აქაც გილოცავ

მაგ თოფის მომწონს სასხლეტი მექანიზმის იდეა, მაგრამ აი კოლოფში ლულა რაცხა მე პირადად არ მომწონს, მაგხელა კოლოფი რომ არ ჰქონდეს, წონა ალბათ 1.2 კილოზე ან ნაკლებზე ჩავიდოდა....

მოკლედ თავის დროზე ვფიქრობდი მაგ შტუკაზე, მაგრამ რავი თან მომწონს თან არა... აი შენს მიერ ჩამოწერილიმინუსებიდან ყველაზე მეტად ლოყაშI გარჭობილმა კლიპმა დამაფიქრა

P.S. მაგას ლულის და კონდახის ხაზი ერთ ხაზზე აქვს ასე რომ მაღალი რინგები გარანტირებულად უნდა როგოროც AR15 ან M16 ამ ახლამდელ M4-ს ყველა ეგეთ იარაღს იგივე პიეველი ბულპაპი რომ აიღო ავსტრიული AUG ყვლას სამიზნის ხაზი საკმაოდ ზემოთ აქვს აწერული, სწორედ კონდახის სისწორის გამოა

geojorjika
აუ ჟორამ რა დაინახა ვსიო ელეთ მელეთი დაეწყო smile.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მიდი მიდი შენ მაგაზე იჩალიჩე მე კიდევ ტალონი დამითმე, მაინც კომბალივით გიდევს თაროზე smile.gif
kaka8079
pilotina
გილოცავ ძმაო მშვიდობაში და სასურველი სამიზნეების ჩამოხსნაში მუდამ დაგხმარებოდეს აი ფიშტო.
pilotina
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 14th May 2016 - 07:55 AM) *
აი შენს მიერ ჩამოწერილიმინუსებიდან ყველაზე მეტად ლოყაშI გარჭობილმა კლიპმა დამაფიქრა


მადლობა მოლოცვისთვიშ smile.gif
ხო, ეგ ამბავი რაცხა ვერ არის დახვეწილი, მარა გარკვეული მოხერხებულობის შემთხვევაში მიჩვევა შესაძლებელი მგონია

kaka8079

მადლობა ძმაო, გაიხარე! შენთვისაც მომელოცოს სასურველი ფიშტოები smile.gif
Multi-Tool
pilotina

ზურა გილოცავ, სულ ბიო მიზნებზე გაგეცვითოს მაგის ლულა.
რაც შეეხება კლიპის გარჭობას, ხალხი კლიზმასაც ეჩვევა და მაგი არაფერია, biggrin.gif
ისე კი მაგ პრობლემა ნაკლებად შეგაწუხებს როდესაც მაღალ რინგებს დაუყენებ.



ikaaa
მშვენიერი აპარატია მშვიდობაში smile.gif
ისე როგორი ჩათრევა სცოდნია პნევმატიკას, აღარც თანხებს ზოგავ, აღარც ენერგიას biggrin.gif
userman
pilotina

გილოცავ გულითა და სულით !!! smile.gif გაემართლებინოს ის ნდობა და იმედები რაც შენ მასზე ამყარებდი ...

მართლაც , რომ ჩათრევა სცოდნია პნევმატიკას biggrin.gif ... უკვე აღარ მიკვირს.
davita76
pilotina
გილოცავ მეგობარო.მშვიდობაში მოგახმაროს ღმერთმა.მაგაზე უკეთესები გაგეცვითოს wink.gif wink.gif wink.gif
pilotina
Multi-Tool
ციტატა(gabrichidzegocha @ 14th May 2016 - 11:23 AM) *
რაც შეეხება კლიპის გარჭობას, ხალხი კლიზმასაც ეჩვევა და მაგი არაფერია,


ეს კაი იყო, მომეწონა biggrin.gif
მადლობა გოჩა მოლოცვისთვის

ikaaa
userman
davita76

მადლობა ბიჭებო, გაიხარეთ. თქვენთვისაც მომელოცოს უკეთესები.
ჩათრევა კი, გიყვარდეს იცის... თუ ტორმუზი არა გაქვს, გაგაკოტრებს biggrin.gif
maqsimusa
pilotina
მეც გილოცავ მეგობარო! ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს.
სულ უკეთესები და უკეთესები შეგეძინოს კიდევ! smile.gif
pilotina
maqsimusa

მადლობა, მადლობა, გაიხარე smile.gif
datka25
pilotina
გილოცავ. .. რაც კაია, კაია. . . smile.gif
name
pilotina
good.gif რამე ჩანს მეგობარო
userman
pilotina

ვეღარ დატესტე ,, რუსკა " ? smile.gif ჯგუფები გვინდა ...ვნახოთ.
pilotina
datka25
name

მადლობა, გაიხარეთ smile.gif


userman
ციტატა(userman @ 16th May 2016 - 11:27 AM) *
ვეღარ დატესტე ,, რუსკა " ? ჯგუფები გვინდა ...ვნახოთ.


ჯერ ოპტიკას ველოდები. დავაყენებ, გავანოლებ და ჯგუფებსაც დავდებ. მაგ ოპტიკით რაც ეხლა აყენია ძალიან მოუხერხებელია სროლა.
mister_io
ციტატა(pilotina @ 14th May 2016 - 01:28 AM) *
640 მკვდარი პრეზიდენტი

ეეგრე დაჯდა ყველა ხარჯი ჩამოტანის ჩათვლით თუ ადგილზე გადაიხადე მაგდენი
ja_ja
თვითონ ჩააკითხა და ჩამოიტანა ნაწილ ნაწილ და ახლა გადაფრენა წამოღების ხარჯს თუ ანგარიშობ ნე ზნაიუ smile.gif ნამეტანი იქნება მაგი smile.gif
mister_io
ციტატა(ja_ja @ 17th May 2016 - 09:46 PM) *
თვითონ ჩააკითხა და ჩამოიტანა ნაწილ ნაწილ და ახლა გადაფრენა წამოღების ხარჯს თუ ანგარიშობ ნე ზნაიუ ნამეტანი იქნება მაგი

16.gif 16.gif 16.gif 16.gif 16.gif

არგამიკვირდაა რაიაფიაქთოო? sad.gif
pilotina
მოკლედ პატარა აფდეიტი თემას.
ჩამომივიდა მაღალი რინგები და MTC Viper Connect 3x12-24 ოპტიკა. ასევე წინა სახელური და უკან კონდახზე რეზინის მხარზე მისაბჯენი.
ამ რინგებით ოპტიკამ მაღლა აიწია და დამიზნებაც საკმაოდ კომფორტული გახდა. ასევე უფრო წინ წავწიე ოპტიკა და შედეგად კლიპი აღარ მებჯინება ლოყაში.
ოპტიკის ძალიან კმაყოფილი ვარ, იმის მიუხედავად, რომ ლინზის დიამეტრი სილ რაღაც 24 მმ-ია ძალიან ნათელია და მხედველობის კუთხე ჩვეულებრივ ოპტიკასთან შედარებით თითქმის ორჯერ ფართო აქვს.
ძალიან თხელი AMD ( Advanced Mil Dot ) ბადე დამიზნების უამრავ წერტილს იძლევა.
სამწუხაროდ მოუცლელობის გამო ჯერ დრო ვერ გამოვნახე, რომ ოპტიკა გამენოლებინა და ჯგუფებზე მესროლა, მაგრამ უახლოეს დღეებში ამასაც მოვახერხებ და შედეგებს მოგაწოდებთ.
ესეც განახლებული სურათები







userman
მომილოცავს ახალი შენაძენი . ეს სილამაზე თუ სიზუსტეშიც ჰპოვებს ასახვას , უკეთესს ვერც ინატრებს კაცი smile.gif
geojorjika
მშვიდობაში, მაგარი შტუკაა ეგ ოპტიკა, ძალიან მომწონს
pilotina
userman
geojorjika

მადლობა smile.gif
ikaaa
ეს ოპტიკა ზედ გამოჭრილია მაგისთვის, ძალიან მომეწონა მშვიდობაში smile.gif
pilotina
ikaaa
ციტატა(ikaaa @ 3rd June 2016 - 10:33 PM) *
ეს ოპტიკა ზედ გამოჭრილია მაგისთვის, ძალიან მომეწონა მშვიდობაში


drinks.gif
Multi-Tool
გილოცავ, ჭკვიანური არჩევანია.
ნუთუ ეგეთი მოკლე საფოკუსე მანძილი აქვს ეგეთი მოკლე
გარმოშკა რომ უყენია?
gregory
გილოცავ, მართლაც რომ ძალზე მოუხდა smile.gif
საერთო წონა რამდენია ნეტა?
pilotina
Multi-Tool
მადლობა. კი ძალიან მოკლე საფოკუსე მანძილი აქვს. ამ ოპტიკის დამახასიათებელი თვისებაა, ამიტომ მწარმოებელი მხოლოდ პცპ-ზე და სუსტი უკუცემის ცეცხლსასროლზე დაყენების რეკომენდაციას იძლევა

gregory

მადლობა გრეგორ, გაიხარე
pilotina
დღეს ვცადე ცოტა სროლა ქაღალდზე. ჯერჯერობით ეს საუკეთესო ჯგუფი გამოვიდა. დანარჩენები სადღაც 22-25 მმ-ის ფარგლებში იყო.
მანძილი 50 მეტრი, ტყვია JSB 15.89 gr, სიჩქარე 248 მ/წმ. მარა ეტყობა ფიშტოს, რომ მეტი შეუძლია, ამჯერად რომ არ გამოვიდა ჩემი ბრალი იყო sad.gif

ja_ja
pilotina
მაიცა მაგ მოკლე ლულიდან მეტს ითხოვ?
pilotina
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 11th June 2016 - 08:56 PM) *
მაიცა მაგ მოკლე ლულიდან მეტს ითხოვ?


აბა რა! biggrin.gif
ხო უნდა გავიგო თოფის მაქსიმუმი. სანამ თოფი ჩემზე უკეთ ისვრის მანამ ვერ გავიგებ...
userman
pilotina
ციტატა(pilotina @ 11th June 2016 - 04:28 PM) *
მანძილი 50 მეტრი, სიჩქარე 248 მ/წმ


საუკეთეოსთან დაახლოებული შედეგია smile.gif
pilotina
დღეს ცოტა დრო გამოვნახე და გადავწყვიტე ქაღალდზე მესროლა ჩემი ვილკა და კონდორი.

ამინდი კარგი იყო, ძაან სუსტ ქარს თუ არ ჩავთვლით. მაძილი 50 მეტრი. ოპტიკის ზუმი 12-ზე. სიჩქარე 258 მ/წმ. მართალი გითხრათ 12 ზუმით 50 მეტრზე ცოტა ძნელია სროლა.
თვითოეულ სამიზნეში 10-10 ტყვია ვისროლე. ესეც შედეგი





userman
მალადეც ვილკას smile.gif .
კონდორისგან კი უფრო მეტს მოველი smile.gif
okela84
12 ნი ზუმით, ნიავში და თანაც 10-10 ტყვიით მგონი მაგარი შედეგია
pilotina
როგორც იქნა მოვახერხე ოპტიკაზე კამერის დამაგრება, ისე რომ მგონი გადაღებაც და სროლაც შესაძლებელი იქნება. ამ დღეებში დავტესტავ საველე პირობებში, ვნახოთ რა გამოვა...

giga2010
ციტატა(pilotina @ Dec 22 2016, 06:44 PM) *
როგორც იქნა მოვახერხე ოპტიკაზე კამერის დამაგრება, ისე რომ მგონი გადაღებაც და სროლაც შესაძლებელი იქნება. ამ დღეებში დავტესტავ საველე პირობებში, ვნახოთ რა გამოვა...


იემდია ბევრ საინტერესო გასროლებს გვაჩვენებ. ხელნაკეთია კამერის სამაგრი, თუ ქარხნული?
pilotina
ციტატა(giga2010 @ 22nd December 2016 - 07:51 PM) *
. ხელნაკეთია კამერის სამაგრი, თუ ქარხნული?


არა, ქაეხნულია. აი ეს.
Multi-Tool
pilotina
ფრიად სასიხარულოა. და რა ქენი, კამერას სტაბილიზატორი გამოურთე? გამოსახულება რომ არ ცურაობს.
მართლა საინტერესო იქნება, მითუმეტეს ერთერთი ყველაზე აქტიური ხარ.
pilotina
Multi-Tool
ციტატა(gabrichidzegocha @ 22nd December 2016 - 11:34 PM) *
და რა ქენი, კამერას სტაბილიზატორი გამოურთე?


კი, სტაბილიზატორი გამოურთე და პლიუს კიდევ ამ ოპტიკას როგორც იცი ძალიან მოკლე საფოკუსე მანძილი აქვს და კამერის ობიექტივი თოთქმის ებჯინება ოპტიკის ოკულარს, შესაბამისად გარედან ნაკლები შუქი და ბლიკები ხვდება ობიექტივს და გამოსახულებაც უფრო მკვეთრი და ხარისხიანია.
ამ ვიდეოზე yotutub-მა გააფგუჭა ხარისხი, რეალში უფო მკვეთრია.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.