![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi ![]() |
მწარმოებლის საიტი : www.air-arms.co.uk ნუ დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ შევერთებოდი თუ არა PCP–ის მოყვარულტა რიგებს , გადავწყვიტე მაინც შემეძინა რომელიმე ხარისხიანი PCP–ი შაშხანა , არჩევანი უნდა გამეკეთებინა ორი მარალი კლასისი შაშხანას შორის ესენი იყო AA S410 და HW 100T. ნუ HW 100T–ის სასარგებლოდ იყო რედუქტორი .... და თითქმის ყველაფერი , მაგრამ მე რატომღაც მაინც AA ავიღე იმიტომ რომ ვაირაუში ლულაზე დაყენებული ხმის მოდერატორით გაცილებით გრძელი და მძიმე აღმოჩნდა და ვფიქრობ არც შევმცდარვარ. აი ჩემი მშვენიერება ![]() ![]() ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები : კალიბრი - 4,5 მმ ტყვიის საწყისი სიჩქარე JSB Heavy 0.67 გრამი - 300 მ/წმ მასა ოპტიკური სამიზნის გარეშე - 3,1კგ ლულის სიგრძე - 456 მმ მთლიანი სიგრძე ინტეგრირებული მოდერატორით - 1100 მმ მანომეტრი – არის რედუქტორი - არ არის (პირდაპირსადენიანია) ხმის მოდერატორი –არის ( ინტეგრირებული) ტყვიის საწყისი სიჩქარის მარეგულირებელი – არის კონდახის მასალა – კაკალი ( შესანიშნავი ეგზემპლიარები) მჭიდი – არის 10 ტყვიიანი გადატენა – ბიატლონური ტიპის დამცველი - არის (არაავტომატური) ჰო შაშხანას აწერია რომ ის დამზადებულია ინგლისში , ხოლო რეხინის „ზატილნიკს“ ( არ ვიცი ქართულად რა ქვია ამას ![]() ![]() ![]() მოდით პარალელს გავავლევ ზ.დ.პ–თან ( ზამბარ დგუშიანი პნევმატიკა) რომ ადვილი გასაგები იყოს თუ რაც ვგრძნობდი და ვფიქრობდი ამ შაშხანის ყიდვისას ![]() ![]() ![]() მოკლედ ვიწყებთ შაშხანის დათვალიერებას , ვნახოთ ერთი რას წარმოადგენს ![]() ![]() ![]() შაშხანა აღჭურვილია ტყვიის საწყისი სიჩქარის რეგულატორით , როლითაც შეგვიძლია ვარეგულიროთ ტყვიის საწყისი სიჩქარე 135 მ/წმდან 300 მ/წმ –მე 0,67 გრამიანი JSB Heavy– ტყვიებით და შესაბამისად გასროლების რაოდენობაც, ტყვიის სიჩქარის დაწევა მნიშვნელოვნად ზრდის გასროლების რაოდენობას ერთი დატუმბვით. დაბალი სიჩქარით ნასროლი ტყვიებიც ხვდება მიზანში , მაგრამ მთელი „ კაიფი“ იკარგება ვერ გრძნობ სიმძლავრეს ![]() ![]() ![]() შაშხანას მოყვება 10 ტყვიიანი მჭიდი , რომელიც იტენება ერთი ნახვრეტიდან თითო–თითო ტყვიის ჩადებთ , დადებთ ერთ დაატრიალებთ ბარანაბს, შემდეგ მეორეს ისევ დაატრიალებტ და ასე შემდეგ , და ამ ნახვრეტიდანვე მიეწოდება ლულაში მიმწოდებლის საშუალებით. ძალიან გამახარა მიმწოდებლის და ლულის შეერტების ადგილის ჰერმეტიზაციამ , რადგამ დამამკვრივებელი რეზინი არის ლულაში ჩამონტაჟებული ისე როგორ ძვირიან და ხარისხიან მოდელებში და არა თვითონ მიმწოდებელზე როგორც ამას ბიუჯეთური მოდელებისტვსი აკეთებენ.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
Gigabyte13 მე ყაზახეთში მისვრია ამ იარაღიდან. ნუ რა ვთქვა, ხელში გიჭირავს ინგლისური საიარაღო ხელოვნების მშვენიერი (ხარისხობრივად და ესთეტურად) ნიმუში. ნუ ჩემს ახალ ფიშტოზე მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ რომ ჩამოვალ იმედია შეხვედრა კიდევ იქნება და უნდა თქვა შენი აჩუჩენიები როგორ იქნება.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th August 2025 - 12:03 PM |
Hosted by Pro-Service |