Shockwave NP |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Shockwave NP |
Nov 2 2015, 12:53 PM
პოსტი
#1
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 409 რეგისტრ.: 29-September 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,105 ქალაქი:თბილისი |
გამარჯობათ! პირველ რიგში გეტყვით რომ ეს ჩემი პირველი თემაა და სავარაუდოდ ბევრი შეცდომა მექნება თან ამ იარაღზე არაფერი წერია მგონი ფორუმზე. ესეიგი რამდენიმე დღის წინ ვიყიდე Shockwave, Gregory-სთან. ბევრი ფიქრის შემდეგ არჩევანი Vantage-ზე შევაჩერე. რადგან ამ ფასის ფარგლებში თითქმის ყველა crosman-ის np ერთნაირია და მხოლოდ კონდახშია სხვაობა, ამიტომ უპირატესობა ღია სამიზნეს მივანიჭე. ყიდვის წინა დღეს გავიგე რომ vantage აღარ იყო, სამაგიროდ shockwave ყოფილა, რომლის არსებობის შესახებ პირველად გავიგე მაშინ სურათებში დიდად არ მომეწონა მაგრამ... ხელში რომ დავიჭირე... მოკლედ ვიყიდე... მისი გამოცდის შესაძლებლობა 2 დღის წინ მომეცა, ქალაქგარეთ. მოყვა center point-ის 4x32 ოპტიკა. ოპტიკიანად ავწონე და 3.2 თუ 3.3 კგ იყო, მგონი არც ისე მძიმეა, ხელშიც კარგად ჯდება. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო რომ უოპტიკოდაც გამომეყენებინა იარაღი, ამიტომ პირველად ოპტიკის გარეშე გამოვცადე, საკმაოდ ზუსტი იყო. მოკლედ, დავაყენე ოპტიკა და 6-7 გასროლაში "გავასწორე". მხოლოდ ბადის ოდნავ მაღლა აწევა დამჭირდა. ჯგუფების გაკეთება არ მიცდია მაგრამ 20 მეტრზე 20 თეთრიან მონეტას თავისუფლად მოარტყავდი ანუ საკმაოდ ზუსტია. ოპტიკა არ მქონდა კარგი თორე... რაც შეეხება ძალას, თავის ფასს თუ გავითვალისწინებთ საკმაოდ ძლიერია (მოძრავ სამიზნეებზე არ გამომიცდია მაგრამ სანადიროდ კარგი იქნება ) ერთადერთი მინუსი რაც შევამჩნიე არის სასხლეტი. ძალიან მძიმეა, მაგრამ მგონი შეიძლება შეცვლა. სულ ეს იყო. პირველი იყო და იმედია ნელ-ნელა დავხვეწავ სურათები არ მაქვს თორე დავდებდი. თუ რამე გამომრჩა მითხარით. ველოდები შენიშვნებს მგონი სწორ ადგილზე გავხსენი თემა
| |
> |
|
|
Nov 11 2015, 06:58 PM
პოსტი
#2
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 409 რეგისტრ.: 29-September 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,105 ქალაქი:თბილისი |
არ მინდა რომ დიდი გამოვიდეს, მერე მაგას რა ატვირთავს
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:15 PM |
Hosted by Pro-Service |