
ესეიგი რამდენიმე დღის წინ ვიყიდე Shockwave, Gregory-სთან. ბევრი ფიქრის შემდეგ არჩევანი Vantage-ზე შევაჩერე. რადგან ამ ფასის ფარგლებში თითქმის ყველა crosman-ის np ერთნაირია და მხოლოდ კონდახშია სხვაობა, ამიტომ უპირატესობა ღია სამიზნეს მივანიჭე. ყიდვის წინა დღეს გავიგე რომ vantage აღარ იყო, სამაგიროდ shockwave ყოფილა, რომლის არსებობის შესახებ პირველად გავიგე მაშინ


მისი გამოცდის შესაძლებლობა 2 დღის წინ მომეცა, ქალაქგარეთ. მოყვა center point-ის 4x32 ოპტიკა. ოპტიკიანად ავწონე და 3.2 თუ 3.3 კგ იყო, მგონი არც ისე მძიმეა, ხელშიც კარგად ჯდება.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო რომ უოპტიკოდაც გამომეყენებინა იარაღი, ამიტომ პირველად ოპტიკის გარეშე გამოვცადე, საკმაოდ ზუსტი იყო. მოკლედ, დავაყენე ოპტიკა და 6-7 გასროლაში "გავასწორე". მხოლოდ ბადის ოდნავ მაღლა აწევა დამჭირდა. ჯგუფების გაკეთება არ მიცდია მაგრამ 20 მეტრზე 20 თეთრიან მონეტას თავისუფლად მოარტყავდი


ერთადერთი მინუსი რაც შევამჩნიე არის სასხლეტი. ძალიან მძიმეა, მაგრამ მგონი შეიძლება შეცვლა.
სულ ეს იყო. პირველი იყო და იმედია ნელ-ნელა დავხვეწავ


მგონი სწორ ადგილზე გავხსენი თემა