გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> რომელი ფირმის პნევმატური იარაღი ვიყიდო დამეხმარეთ, მოკლედ ვეღარ გამიგია რომელი პნევმატური ვიყიდო დამეხმარეთ
Shabka
პოსტი Nov 9 2015, 11:28 AM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 22
რეგისტრ.: 9-November 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Kakhetiii
წევრი №: 2,120
ქალაქი:sighnaghi



გამარჯობა.. მოკლედ ვერ ვერკვევი ამ კისტებში, მქონდა იჯ 38 და გავყიდე ვითომ და უკეთესის ყიდვის მიზნით. ვიყიდე მაგნუმის ფირმის კისტი და 4 თვეში კონდახი მოსძვრა... ეხლა მაქვს რამდენიმე ვარიანტი და დამეხმარეთ რომელი ამოვარჩიო... 3 ძირითად ფირმაზე შევჩერდი, ესენია: BENJAMIN, CROSMAN , GAMO... ანუ ამ სამი ფირმიდან რომელია უფრო გამძე თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ... პრიორიტეტს ვანიჭებ: ძალა, არ მინდა რომ ოპტიკა მალე გამიფუჭდეს biggrin.gif და რათქმაუნდა უკვე ძაან შევშინდი ამ პლასტმასის კონდახებზე და რავიცი მეშინია კიდე არ გატყდეს ტო სადაც ბოლტები ეჭირება ეგ ადგილები ამომიმტვირია და გდია ეხა ისე... დავწერ რამდენიმე ვარიანტს რაც შევარჩიე ასე ვთქვათ: Gamo Whisper Silent Cat Air Rifle ან Crosman Ventage ან Benjamin Titan Nitro XS... რომელი უფრო კარგია ძალის მხრივ და გამძლეობის მხრივ რომ დამიწეროთ ... წინასწარ გმადლობთ

რომელი ჯობია ამ სამიდან და რატომ ეგეც რომ მითხრათ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ja_ja
პოსტი Nov 10 2015, 10:50 AM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



Shabka
თემის სათაური ჩასწორებულია, გთხოვთ შემდეგში არ გამოიყენო დამაკნინებელი საბჭოთა დროინდელი გაუგებარი ტერმინები, რომელიც რეალობას და ტექნიკური შესაძლებლობებს არ აღწერს

დიდი თხოვნა მაქვს ნურავინ ნუ მიიღებს ჩემს შემდეგ განმარტებას საწყენად ან ჭკუის სწავლებად smile.gif შევეცდები ჩამოვწერო თუ რატომ არაა გამართლებული ტერმინი კისტის, ან ტირის თოფი....

განმარტებისთვის - ჩვენთან სიტყვა კისტი და ტირის თოფი წარმოიშვა საბჭოთა კავშირში როდესაც ტექნიკურად მცოდნე ხალხის ნაკლებობა იყო, ასე ვთქვათ გოუმური ახსნა იყო იმ იარაღისა, რომელიც ნახეს მხოლოდ ერთ ადგილზე, ეს იყო გასართობი პარკებში მოწყობილი ტირის ატრაქციონები, სადაც ხდებოდა პნევმატური იარაღიდან სროლა.

იმის გამო რომ სამოქალაქო გაყიდვაში დიდად ეს იარაღები არ იყო გავრცელებული, იმის გამო რომ მხოლოდ ტირში ნახულობდა ეს ხალხი ამ ტიპის იარაღს და იმის გამო რომ ტექნიკურად მოსაუბრეს ვერ აგებინებდნენ რაზე იყო საუბარი და რისი ახსნა უნდოდა, გაჩნდა მდაბიო სიტყვათა ნაკრები, როგორიცაა "ტირის თოფი", ანუ ერთი მოსაუბრე მეორეს ამით უხსნიდა რომ საუბარია იარაღზე რომელიც გასართობ ტირში ნახა ან ეჭირა ხელში....

უფრო სავალალო და უფრო მდაბიო ტერმინი წარმოიქმნა როდესაც ერთი ოპონენტი მეორეს იმასაც კი ვერ უხსნიდა რომ იარაღი ტირში ნახა, ამიტომაც გადადიოდა ტერმინზე "კისტის თოფი", ანუ ამით ამცნობდა ერთი მოსაუბრე მეორეს, რომ ისროლა იარაღიდან ან საუბარი აქვს იარაღზე რომელიც ეგრეთწოდებულ "კისტოჩკებს" ისროდა. "კისტოჩკა" წარმოადგენდა და წარმოადგენს მრავალჯერადი გამოყენებების ჭურვს რომელიც არის ბითუმი ლითონის კორპუსის და ბოლოში ჰაერის რაიმე დონის აბტურაციისთვის (ჰაერის გაპარება რომ არ მომხდარიყო და ჰაერს ჭურვისთვის მიწოლის ეფექტის უზრუნველყოფა ჰქონოდა) მიმაგრებული აქვს ბეწვის, თმის, ან ჯაგრისის კუდი.

დღეისათვის ტერმინები კისტის თოფი და ტირის თოფი გაუმართლებელია შემდეგი მიზეზებით:

1) არ აღნიშნავს რეალური მუშაობის პრინციპს
2) ძველი მდაბიო გაუნათლებელი პერიოდის გადმონაშთია
3) დღეს გასართობი ტირის დარბაზები თითქმის არ არსებობს, ან ერთეული ეგზემპლარების სახითაა შემორჩენილი, ხოლო პნევმატური იარაღი კი მოსახლეობას ოხრად აქვს, ლამის ყოველ მეორე ოჯახშია, აქედან გამომდინარე თუ დაკნინებაზე მიდგა საქმე უკეთესი იქნება თუ ასეთი ტიპის იარაღს ტირის თოფს კი არა მაგალითად სახლის თოფს, ან მოსახლეობის თოფს დავარქმევთ smile.gif
4) კისტის თოფი დღეს ყველანაირად გაუმართლებელია, რადგან ჭკუაზე მყოფი მომხმარებელი თავის თოფში ეგეთ საზიზღრობას უბრალოდ არ ჩადებს, მიზეზი კი მარტივია, ლულის ხრახნების გაფუჭება და შედეგად მიზნის დაკარგვა. ამიტომაც ამ ტერმინმა უბრალოდ მატერიალური ბაზაც კი დაკარგა.


ყველა ზემოთხსენებულიდან გამომდინარე მართებული იქნება თუ იარაღს რომელსაც ამ რესურსზე (საიტზე) განვიხილავთ მოვიხსენიებთ მთავარი მუსოაბის პრინციპის მიხედვით, ან ჰაერის, ან პნევმატიკის სახით, სურვილის შემთXვევაში შეიძლება კნინობითი, ჰაერთოფი გამოვიყენოთ, ან ლათინული სიტყვათა კომბინაცია - აირგანი, ყველა ეს ტერმინი აღწერს და აღნიშნავს იმას, რასთანაც ყველა ჩვენგანს აქვს შეხება, რომლის ხელში დაჭერის და ფლობის სურვილი გაგვაჩნია ყველა ამ საიტზე შემოსულ მომხარებლებს smile.gif

კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი ამ ჩარევისთვის და ამხელა პროსტინის დაწერისთვის smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- Shabka   რომელი ფირმის პნევმატური იარაღი ვიყიდო დამეხმარეთ   Nov 9 2015, 11:28 AM
- - ნიკა   გაგიმარჯოს. პირველ...   Nov 9 2015, 11:51 AM
|- - Shabka   ციტატა(ნიკა @ Nov 9 2015,...   Nov 9 2015, 12:06 PM
- - ნიკა   ნაკაწრებს და ნესტს...   Nov 9 2015, 12:20 PM
|- - Shabka   ციტატა(ნიკა @ Nov 9 2015,...   Nov 9 2015, 12:25 PM
- - ნიკა   როდის ვთქვი რომ ჯო...   Nov 9 2015, 12:30 PM
|- - Shabka   ციტატა(ნიკა @ Nov 9 2015,...   Nov 9 2015, 12:36 PM
|- - SVD   ციტატა(Shabka @ Nov 9 2015, 01...   Nov 9 2015, 12:56 PM
- - ნიკა   არა, არასდროს არ გა...   Nov 9 2015, 12:42 PM
- - ნიკა   ხო აქ ჯობია ყიდვა. 20-...   Nov 9 2015, 01:02 PM
- - SCORPIONS   Shabka რა იარაღი გქონდ...   Nov 9 2015, 08:23 PM
|- - Shabka   ციტატა(SCORPIONS @ Nov 9 2015, 09...   Nov 10 2015, 02:31 PM
|- - ნიკა   ციტატა(Shabka @ Nov 10 2015, 03...   Nov 10 2015, 03:46 PM
|- - Shabka   ციტატა(ნიკა @ Nov 10 2015...   Nov 10 2015, 04:14 PM
- - ja_ja   Shabka თემის სათაური ჩ...   Nov 10 2015, 10:50 AM
- - userman   ja_ja   Nov 10 2015, 12:11 PM
- - ნიკა   არაფერი არ მოუვა, ა...   Nov 10 2015, 04:55 PM
- - SCORPIONS   Shabka შენ მომწერე შენ...   Nov 10 2015, 04:59 PM
- - Multi-Tool   Shabka ნიტრო ზამბარა ...   Nov 10 2015, 05:02 PM
- - SCORPIONS   Shabka მოკლედ,3-4 გრდუსშ...   Nov 10 2015, 05:06 PM
- - Shabka   ვინმეს შეგიძლიათ დ...   Nov 10 2015, 11:14 PM
- - ნიკა   ვიდეო არ ვიცი მაგრ...   Nov 10 2015, 11:35 PM
|- - Shabka   ციტატა(ნიკა @ Nov 11 2015...   Nov 10 2015, 11:57 PM
|- - SVD   ციტატა(Shabka @ Nov 11 2015, 12...   Nov 10 2015, 11:58 PM
|- - Shabka   ციტატა(SVD @ Nov 11 2015, 12...   Nov 11 2015, 12:01 AM
|- - SVD   ციტატა(Shabka @ Nov 11 2015, 01...   Nov 11 2015, 12:06 AM
|- - Shabka   ციტატა(SVD @ Nov 11 2015, 01...   Nov 11 2015, 12:11 AM
|- - SVD   ციტატა(Shabka @ Nov 11 2015, 01...   Nov 11 2015, 12:15 AM
- - SCORPIONS   Shabka   Nov 11 2015, 08:24 AM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th July 2025 - 10:44 AM
Hosted by Pro-Service