Shabka თემის სათაური ჩასწორებულია, გთხოვთ შემდეგში არ გამოიყენო დამაკნინებელი საბჭოთა დროინდელი გაუგებარი ტერმინები, რომელიც რეალობას და ტექნიკური შესაძლებლობებს არ აღწერს
დიდი თხოვნა მაქვს ნურავინ ნუ მიიღებს ჩემს შემდეგ განმარტებას საწყენად ან ჭკუის სწავლებად

შევეცდები ჩამოვწერო თუ რატომ არაა გამართლებული ტერმინი კისტის, ან ტირის თოფი....
განმარტებისთვის - ჩვენთან სიტყვა კისტი და ტირის თოფი წარმოიშვა საბჭოთა კავშირში როდესაც ტექნიკურად მცოდნე ხალხის ნაკლებობა იყო, ასე ვთქვათ გოუმური ახსნა იყო იმ იარაღისა, რომელიც ნახეს მხოლოდ ერთ ადგილზე, ეს იყო გასართობი პარკებში მოწყობილი ტირის ატრაქციონები, სადაც ხდებოდა პნევმატური იარაღიდან სროლა.
იმის გამო რომ სამოქალაქო გაყიდვაში დიდად ეს იარაღები არ იყო გავრცელებული, იმის გამო რომ მხოლოდ ტირში ნახულობდა ეს ხალხი ამ ტიპის იარაღს და იმის გამო რომ ტექნიკურად მოსაუბრეს ვერ აგებინებდნენ რაზე იყო საუბარი და რისი ახსნა უნდოდა, გაჩნდა მდაბიო სიტყვათა ნაკრები, როგორიცაა "
ტირის თოფი", ანუ ერთი მოსაუბრე მეორეს ამით უხსნიდა რომ საუბარია იარაღზე რომელიც გასართობ ტირში ნახა ან ეჭირა ხელში....
უფრო სავალალო და უფრო მდაბიო ტერმინი წარმოიქმნა როდესაც ერთი ოპონენტი მეორეს იმასაც კი ვერ უხსნიდა რომ იარაღი ტირში ნახა, ამიტომაც გადადიოდა ტერმინზე "
კისტის თოფი", ანუ ამით ამცნობდა ერთი მოსაუბრე მეორეს, რომ ისროლა იარაღიდან ან საუბარი აქვს იარაღზე რომელიც ეგრეთწოდებულ "
კისტოჩკებს" ისროდა. "კისტოჩკა" წარმოადგენდა და წარმოადგენს მრავალჯერადი გამოყენებების ჭურვს რომელიც არის ბითუმი ლითონის კორპუსის და ბოლოში ჰაერის რაიმე დონის აბტურაციისთვის (ჰაერის გაპარება რომ არ მომხდარიყო და ჰაერს ჭურვისთვის მიწოლის ეფექტის უზრუნველყოფა ჰქონოდა) მიმაგრებული აქვს ბეწვის, თმის, ან ჯაგრისის კუდი.
დღეისათვის ტერმინები
კისტის თოფი და
ტირის თოფი გაუმართლებელია შემდეგი მიზეზებით:
1) არ აღნიშნავს რეალური მუშაობის პრინციპს
2) ძველი მდაბიო გაუნათლებელი პერიოდის გადმონაშთია
3) დღეს გასართობი ტირის დარბაზები თითქმის არ არსებობს, ან ერთეული ეგზემპლარების სახითაა შემორჩენილი, ხოლო პნევმატური იარაღი კი მოსახლეობას ოხრად აქვს, ლამის ყოველ მეორე ოჯახშია, აქედან გამომდინარე თუ დაკნინებაზე მიდგა საქმე უკეთესი იქნება თუ ასეთი ტიპის იარაღს ტირის თოფს კი არა მაგალითად
სახლის თოფს, ან
მოსახლეობის თოფს დავარქმევთ

4) კისტის თოფი დღეს ყველანაირად გაუმართლებელია, რადგან ჭკუაზე მყოფი მომხმარებელი თავის თოფში ეგეთ საზიზღრობას უბრალოდ არ ჩადებს, მიზეზი კი მარტივია, ლულის ხრახნების გაფუჭება და შედეგად მიზნის დაკარგვა. ამიტომაც ამ ტერმინმა უბრალოდ მატერიალური ბაზაც კი დაკარგა.
ყველა ზემოთხსენებულიდან გამომდინარე მართებული იქნება თუ იარაღს რომელსაც ამ რესურსზე (საიტზე) განვიხილავთ მოვიხსენიებთ მთავარი მუსოაბის პრინციპის მიხედვით, ან ჰაერის, ან პნევმატიკის სახით, სურვილის შემთXვევაში შეიძლება კნინობითი, ჰაერთოფი გამოვიყენოთ, ან ლათინული სიტყვათა კომბინაცია - აირგანი, ყველა ეს ტერმინი აღწერს და აღნიშნავს იმას, რასთანაც ყველა ჩვენგანს აქვს შეხება, რომლის ხელში დაჭერის და ფლობის სურვილი გაგვაჩნია ყველა ამ საიტზე შემოსულ მომხარებლებს

კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი ამ ჩარევისთვის და ამხელა პროსტინის დაწერისთვის