![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi ![]() |
შემოგთავაზებთ ერთ-ერთი უცხოური ფორუმიდან ამ შესანისნავი შაშხანის განხილვას მოკლედ მოვკალათდეთ კარგად ჩვენს სავარძლებში და დავიწყეთ ![]() ![]() Weihrauch HW100 SK მწარმოებელი ქვეყანა : გერმანია კალიბრი: 4,5 მმ ლულის სიგრძე (რეალური) : 410 მმ მთლიანი სიგრძე (პასპორტით) : 975 მმ მთლიანი სიგძე მოდერატორის გარეშე(რეალ): 875 მმ მთლიანი სიგძე მოდერატორით ; (რეალ) 1050 მმ ტყვიის საწყისი სიჩქარე JSB 0.67გ (პასპორტით) : 275მ/წმ ( 25 ჯოული) ტყვის საწყისი სიჩქარე JSB 0.67გ (რეალური) : 275 მ/წმ (25,3 ჯოული) მჭიდი 14 ტყვიიანი ( 2 ცალი კომპლექტში) სრულყოფილი გასროლების რაოდენობა 28 (პასპორტით) სრულყოფილი გასროლების რაოდენობა რეალური 36-37 ( ეს ის რაოდენობაა როცა ქრონოგრაფი ისევ 274- 275 მ/წმ დიაპაზონში აჩვენებს ტყვიის სიჩქარეს და რეზერვუარის მანომეტრის ისარი ისევ მწვანე შკალაზე დგას ![]() მასა : 3,2 კგ ( პასპორტით) მანომეტრი: არის მაქსიმალური სამუშაო წნევა : 200 ატმოსფერო დასატუმბი პორტი : არის მოდერატორი: არის მწარმოებლის საიტი : http://www.weihrauch-sport.de ![]() ![]() მე ტყულად არ დამიწერია დაწყრილებით ამ კარაბინის მონაცემები (როგორც მწარმოებლის მიერ მითითებული ასევე რეალური) , საქმე იმაშია რომ ჩემი კარაბინის ( და ვფიქრობ არამარტო ჩემი) გაბარიტები არანაირად არ ჯდება მწარმოებლის საიტზე მითითებულ გაბარიტებში , მე წესით უნდა მქონდეს 16 ჯოულიანი ვარიანტი რომლის ლულაც 310მმ-ია მაგრამ როგორც ვხედავთ ჩემს კარაბის აქვს ”FAC ”ვერსიის გაბარიტები თუმცა ენერგია და შესაბამისად ტყვიის საწყისი ისჩქარე არის 16 ჯოულიანის ![]() უნდა ავღნიშნო რომ ამ ”კარაბინის” სიგძე არცთუისე პატარაა რადგან თუ შევადარებთ მას АА410-თან ვნახავთ რომ არცთუისე ჩამორჩება ”კარაბინი” მეორე მწარმოებლის შაშხანას გაბარიტებში , შედარებისთვის აი ფოტოებიც , АА410-თან და BSA-ის კარაბინთან შედარება. ამ სურათის მიხედვით HW100 SK შეიძება შაშხანად ჩავთვალოთ BSA-ის კარაბინთან შედარებით ![]() ![]() ![]() რატომ ავირჩიე S ვერსია და არა T ? უბრალოდ მე ბევრ ვკითხულობდი ფორუმებზე და დავასკვენი რომ კონდახის T ვერსია მოსახერხებელია უფრო საყრდენიდან სროლისას ,მაგრამ ტყეში ხეტიალისთვის და ნადირობისათვის S ვერსია შკარად ჯაბნის პისტოლეტურ კონდახს. რაშიც კიდევ ერთხელ დამარწმუნა საკუთარმა გასვლებმა ბუნებაში , ამ ვერსიის კონდახის არჩევანში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მეუღლესაც , მე შეძენამდე რამდენიმე დღით ადრე ვანახე მას ამ ორი ვერსიის სურათი და იგი არც დაფიქრებულა ისე აირჩია S ვერსია , რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას რომ არჩევანში დამეხმარა. ![]() ![]() შიდა დამუშავების ხარისხი ძალიან მაღალია , ვტენით მჭიდა, თვითინ მჭიდი არის ალუმინის შენადნობისაგანმართალია ხარისხი ძალიან მაღალი არ არის კონკრეტულად ამ დეტალის , აგერ-ეგერ ეტყობა ფრეზის კვალი , თუმცა ეს უმნიშვნელო ნაჩხაპნები არანაირ გავლენას არ ახდენს მექნიზმის იდეალურად და შეუცდომლად მუშაობაზე მთლიანობაში. ![]() ![]() ![]() ვტენით კარაბინს, ამისათვის საჭიროა ზატვორი მოვწიოთ უკან ბოლომდე და აი ამ დროს ხდება ბარაბნის ( მჭიდის) შემობრუნება იმისათვის რომ ტყვია გაუმზადოს მიმწოდებელ რათან მოხდეს მისი ლულაში მიწოდება ![]() ![]() შემდეგ ჩვენსკენ (უკან) ვწევთ მჭიდის ფისქსორტს და ვიღებთ მჭიდს ![]() ![]() ამ ფოტოზე ფიქსატორი უკან დავაბრუნე რომ მეჩვენებინა მჭიდის მამოძრავებელი ღერძი ![]() სავსე მჭიდს ვაბრუნებთ უკან , თუთქმის არ არსებვობს რისკი იმისა რომ მოვახდინოთ ფუჭი გასროლა, რადგან თუ გავითვალისწინებთ ბარაბნის და ლულის კოლოფიშ კონსტრუქციას ეს შეუძლებელია, რადგან როგორც კი გამოჩნდება ტყვიისთვის განკუთვნილი ცარიელი კამერა ბარაბანში ესეიგი დარჩა 3 გასროლა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi ![]() |
კარგი კონსტრუქციაა არა? ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() აუცილებელია აღინიშნოს რომ ორივეს ვაირაუხსაც და AirArms -საც დამამკვრივებელი რეზინი აქვს ლულის კამერაში ჩამონტაჟებული როგორც ძვირიან მოდელებს და არა მიმწოდებელზე როგორც ეს აქვს ბიუჯეტურ მოდელებს. ამის გამო იგი ადვილად გადაიტანს 5000-6000 გასროლას ყიველგვარი დამამკვრივებელი რეზინის რგოლის შეცვლის გარეშე. ![]() დასატუმბი პორტი და მანომეტრი ნუ რა შეიძება ითქვას ამაზე? არც არაფერი განსაკუთრებული უბრალოდ არის და თავის საქმეს აკეთებს ძალიან კარგად , ჰო მანომეტრი შკალა მშვენიერი კითხვადია , ჰო ერთად-ერთი მანომეტრია რომლის შკალაც ზუსტად ემთხევა Hill-ის ნასოლის შკალას . ![]() ![]() ლულის ფასკა არაფერს განსაკუთრებულს არ წარმოადგენს , უბრალოდ ხარისხიანია და მომხმარებლის ჩარევას არ საჭიროებს ![]() ![]() აი საუნდ მოდერატორზე კი ღირს ყურადღების შეჩევერა და უფრო დაწვრილებით დათვალიერება , მას არ აქვს <F> წარწერა ანუ იგი არ არის შესუსტებული ვერსიებისთვის განკუთვნილი და შესუსტებული ვერსიების საუნდ მოდერატორებისგან განსხვავდება სიგრძით , ის უფრო მოკლეა! დიახ უფრო მოკლეა , მართალია სულ 5 მმ-ით არის მოკლე მაგრამ გაუგებარია რატომ?! ნუშეიძება უბრალოდ შემთვხევითობაა და მეტი არაფერი ![]() ნუ რაც შეეხება საუნდმოდერატორის მუშაობას, ნუ ეს არის ყვეალზე ჩუმი შაშხანა რომელიც მე მქონია ოდესმე , იგი გაცილებით უფრო ჩუმია ვიდრე АА კიზეზი კი ალბათ იმალება რედუქტორში, რომელიც კარაბინშია ჩამონტაჟებულია და ერთი გასროლისთვის საჭირო ჰაერის რაოდენობას პორციებად ყოფს განსხვავებით პირდაპირსადენიანებისაგან. აი ეს დადასტურდა მაშინ როცა მოვხსენი მაყუჩი და იმისათვის რომ გამებო როგორ ”ბრახუნებდა” კარაბინი მოდერატორის გარეშე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() სასხლეტი- ნუ განსაკუთრებული არაფერი უბრალოდ საუკეთესოა ![]() ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th June 2025 - 09:37 AM |
Hosted by Pro-Service |