|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
May 16 2015, 08:45 PM
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,338 რეგისტრ.: 22-September 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,990 ქალაქი:თბილისი |
გადავწყვიტე დამეწერა რეპორტი ამ შესანიშნავი ფიშტოს შესახებ. მოკლედ რითი დაიწყო ყველაფერი. მართალი გითხრათ არასოდეს მიზიდავდა მოკლელულიანი პნევმატიკა და არც ვაპირებდი რაიმე ამდაგვარის შეძენას, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს (დაახლოებით თვენახევრის წინ ), ვათვალიერებდი პირამიდეარის საიტს და უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო გადავედი PCP პისტოლეტების გვერდზე, მაშინვე თვალში მომხვდა Benjamin Marauder Woods Walker Air Pistol, შევხედე, შემოვხედე, მომეწონა, მარა სამწუხაროდ მხოლოდ .22 კალიბრში გამოდის და შესაბამისად ჩამოტანის ვარიანტიც არ მქონდა. ცოტა გული დამწყდასავით, მარე რო ჩამოვყევი გვერდს დავინახე აი ეს Crosman 1720T PCP Target Air Pistol, ვა მეთქი ეს რაღაა... წავიკითხე და მშვენიერი მახასიათებლები აღმოაჩნდა, რევიუებიც ერთიმეორეზე უკეთესები, კალიბრიც შესაბამისი, ანუ .177 და გადავწყვიტე შემეძინა, ასე რომ წარმოგიდგენთ Crosman 1720T PCP Target Air Pistol ფიშტო ჩამომივიდა დაახლოებით თვენახევრის უკან, მარა სანამ დღეს ჯგუფებზე არ დავტესტე რეპორტის დაწერას აზრი არ ჰქონდა. ჩამოვიდა onex.ge-თი უპრობლემოდ, თან მოვაყოლე Leapers UTG 4-16x44 AO Accushot SWAT Rifle Scope, compact , და BKL-ის რინგები, რომლებიც ასევე პირამიდაზე შევიძინე. მინდა ცოტა მოვლენებს წინ გაუსწრო და მოგახსენოთ რომ იარაღი პირველი დანახვისთანავე შემიყვარდა, ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული, კომპაქტური, მსუბუქი, მოსახერხებელი. აი სიზუსტის ამბავში არ ვიცოდი როგორი იყო, თუმცა საფუძვლიანი ეჭვი მქონდა, რომ ამ მხრივ პრობლემა არ უნდა ჰქონოდა, რადგან იარაღი შექმნილია სპეციალურად Field Target-ის შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის პნევმატური პისტოლეტების კლასში. ნუ, ეხლა მივყვეთ ნელ-ნელა რა არის ან რას წარმოადგენს ეს შეძლება ითქვას არის ცნობილი მარადიორის შაშხანის შემცირებული ვარიანტი. მოყვება ორი ჰაერის გადამშვები პორტი, შიდა დიამეტრებით 1.2 მმ და 1.7 მმ. მაღაზიიდან უყენია 1.7 მმ-იანი, რომელიც მწარმოებლის მონაცემებით უზრუნველყოფს 750 f/sec საწყის სიჩქარეს 7.9 გრანიანი ტყვიით. მეორე მცირე პორტი უზრუნველყოფს 550 f/sec სიჩქარეს იგივე ტყვიით. რადგანაც მე ცოტა მეტი სიჩქარის მიღება მსურდა, ამიტომ დაუყენე 2.2 მმ-იანი დიამეტრის ჰაერის გადამშვები ( made by ja_ja ), რომლის წყალობით 8.44 გრანიანი JSB - ით მივიღე 247 მ/წმ, ხოლო 10.34 გრანიანი JSB-ით 235 მ/წმ საშუალო სიჩქარეები. კლიპი არა აქვს, იტენება თითო-თითოდ, რაც პრინციპში მაინცდამაინც არ მძაბავს. ლულა 30.5 სმ LW-ის, პრინციპში ლულა იყო ის ბოლო არგუმენტი, რამაც გადამაწყვეტინა საბოლოოდ ყიდვა. ამ კომპლექტაციას მოყვება AR-15-ის კონდახი და პლასტიკის კეისი. კონდახი სიგრძეში რეგულირდება, 6 ფიქსირებული მდგომარეობა. წონა თავისი კონდახით და ოპტიკით 2,3 კგ. ასეთი წონის უპირატესობა დღეს ვიგრძენი საკუთარ თავზე, როცა ტყეში ვიბოდიალე და თითქმის არც მიგრძვნია, რომ თან ფიშტოს დავატარებდი. რაც შეეხება კონსტრუქციას. როგორც ავღნიშნე ეს პატარა მარადაა, ამიტომ ვისაც ერთხელ მაინც აქვს მარადა დაშლილი, 1720T -ს დაშლა აწყობა არ გაუჭირდება, ყველაფერი იგივეა, ოღონდ შემცირებული ზომით. ფიშტოს შეიძლება ითქვას იდეალური ბალანსი აქვს. სიმძიმის ცენტრი ზუსტად სასხლეტის მიდამოშია განლაგებული. რაც შეეხება სროლის ხმას, შემიძლია ვთქვა რომ, ძაან ჩუმია, ეს ისე არ იგრძნობოდა სახლის პირობებში, მაგრამ გარეთ სროლის დროს რაღაც მიყრუებული ხმა აქვს, რომელსაც გასროლას ვერც მიამსგავსებ. ასეთ კეისში მივიღე ![]() ეს საერთო ხედი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() რა თქმა უნდა ასეთი არ ჩამოსულა ეხლა გადავიდეთ ყველაზე საინტერესო, ანუ საველე გამოცდებზე ესე იგი თოფი რომ ჩამომივიდა, რა გამაძლებინებდა ისე, რომ არ გამექრონა. ქარხნულად დარეგულირაბული იყო ასე : დამრტყმელის ზამბარა----4.5 ბრუნი უკიდურესი საათის ისრის საწინააღმდეგო მდგომარეობიდან და ჩაქუჩის ვინტი ----2 1/4 ბრუნი უკიდურესი საათის ისრის საწინააღმდეგო მდგომარეობიდან. ქარხნული 1.7 მმ დიამეტრის ჰაერის გადამშვებით მომცა შემდეგი შედეგი. ტყვია მსუბუქი JSB, 8,44 გრანი. საწყისი წნევა 2700 psi თოფის მანომეტრით . სიჩქარე რა თქმა უნდა მ/წმ- ბში. 1. 207 2700 psi 2. 207 3. 207 4. 211 5. 209 6. 212 7. 211 8. 210 9. 211 10. 212 11. 212 12. 212 2500 psi 13. 215 14. 214 15.. 214 16. 216 17. 214 18. 214 19. 215 20. 214 21. 214 22. 215 23. 214 24. 210 25. 213 26. 214 27. 217 28. 215 29. 214 30. 214 2000 psi 31. 214 32. 213 33. 213 34. 212 35. 211 36. 210 37. 208 38. 208 39. 206 40. 205 1400 psi მაშ ასე, 40 გასროლა 12 მ/წმ დიაპაზონში. მე მგონი ურედუქტორო იარაღისთვის მშვენიერი შედეგია, მაგრამ მე ხომ მეტი სიჩქარე მინდოდა, ამიტომ ქარხნული 1.7 მმ დიამეტრის გადამშვები შევცვალე ჯა-ჯას გაკეთებული 2.2 მმ დიამეტრის გადამშვებით, ტყვია იგივე. ესეც შედეგები. ( აქ მინდა ერთი შენიშვნა გავაკეთო. ეს შედეგი არის საბოლოო, მანამდე სხვადასხვა რეგულირებით მივაღწიე სიჩქარეს 265 მ/წმ, მაგრამ გამოყენებადი გასროლების რაოდენობამ ძალიან იკლო, დაახლოებით 15-16 გასროლა 10 მ/წმ დიაპაზონში, ამიტომ გადავწყვიტე გამეზარდა გასროლების რაოდენობა სიჩქარის შემცირების ხარჯზე.) საწყისი წნევა 2800 psi თოფის მანომეტრით 1. 210 2800 psi 2. 214 3. 219 4. 217 5. 220 2750 psi 6. 223 7. 228 8. 229 9. 230 10. 233 2600 psi 11. 237 12. 240 13. 240 14. 243 15. 245 2500 psi 16. 245 17. 249 18. 246 19. 247 20. 248 2400 psi 21. 248 22. 253 23. 255 24. 253 25. 252 2250 psi 26. 252 27. 251 28. 252 29. 249 30. 247 2000 psi 31. 250 32. 249 33. 245 34. 244 35. 240 36. 238 37. 239 38. 235 39. 232 40. 229 1600 psi 41. 225 42. 224 43. 221 44. 218 1400 psi ესე იგი, როგორც ხედავთ საერთო გასროლების რაოდენობა საკმაოდ დიდია, მაგრამ გამოყენებადი გასროლების რიცხვი 10-12 მ/წმ დიაპაზონში იწყება სადღაც მე-12 გასროლიდან და 2600 psi-დან და მთავრდება 35-ე 36-ე გასროლაზე და 1800 psi-ზე, საერტო ჯამში სადღაც 20-22 გასროლა 12 მ/წმ დიაპაზონში. მგონი ნორმალურია გადიდებული გადამშვების კვალობაზე. ესეც ქარხნული გადამშვებები. წითელი 1.2მმ დიამეტრით და თეთრი 1.7მმ დიამეტრით ![]() ![]() ეხლა ყველაზე საინტერესო, ანუ მიზანში სროლა. დილიდან რო ავედი ნაკვეთში კაი ამინდი იყო.მინდოდა გამეტესტა Crosman 1720T და კონდორი. აქვე ვიტყვი, რომ კონდორს ისევ არ გაუმართლა, ქარი ამოვარდა, თუმცა მაინც ვისროლე და სედეგებს კონდორის თემაში დავდებ. აქ კი კროსმანის შედეგები. ესე იგი დავიწყე სროლა მსუბუქი JSB-ით 8.44გრანი და მივიღე ეს, ხო, მაძილი 38 მეტრი, ამ მანძილზე გავანოლე ოპტიკა ![]() ![]() ამ შედეგებმა ცოტა არ იყოს არასასიამოვნოდ გამაკვირვა, რატომღაც მეტს ველოდი, მაგრამ მერე გადავწყვიტე მძიმე JSB 10.34 გრანი მეცადა რას იზავდა, და აი აქ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი ![]() ხო, კინაღამ დამავიწყდა, ყველგან ნასროლია ხუთ-ხუთი ტყვია, ყოველ ჯდუფზე ![]() მოკლედ ასეთი მცირე რეპორტი. ძაან მომეწონა კროსმანი, მსუბუქი, კომპაქტური, ლამაზი და რაც მთავარია ზუსტი, მგონი ჩემი ფავორიტი ფიშტო გახდება.
| |
| > |
|
|
![]() |
Jul 26 2015, 09:25 PM
პოსტი
#2
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,338 რეგისტრ.: 22-September 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,990 ქალაქი:თბილისი |
ეს იგი მინდა ცოტა განვაახლო თემა, პატარა აპგრეიდი გაუკეთე ფიშტოს. რადგან რეზერვუარის მცირე ზომებიდან გამომდინარე რედუქტორის ჩაყენება არა არის მთლად მიზანშეწონილი, მე კი უფრო სტაბილური გასროლები მინდოდა სიჩქარის მხრივ, გადავწყვიტე დამრტყმელის წინ რეზინის რგოლების (O ring ) ჩაყენება, რადგან ეს მეთოდი იძლევა რედუქტორის ეფექტს ( თუ რათქმა უნდა სწორად დაარეგულირებ), მას უცხოურ ფორუმებზე ამ იდეის ავტორი ასეც ეძახის: '' ღარიბების რეგულატორი'' ( Poor man's M-Rod, P-rod, etc. "Regulator" ) მეც ამ სტატიით ვიხელმძღვანელე და თქვენც, ვინც გადაწყვეტს ამგვარი აპგრეიდი გაუკეთის ფიშტოს გირჩევთ ამ სტატიას, რადგან ძალიან კარგად და დაწვრილებით არის აღწერილი ეს მეტოდი ავტორის მიერ. მართალია სტატია ინგლისურ ენაზეა და მისი თარგმნის დრო ნაღდად არა მაქვს, მაგრამ ვინც ინგლისურთან მთლად მწყრალად არ არის, მე მგონი არ გაუჭირდება აზრის გამოტანა. ეს მოდიფიკაცია ეხება მარადას შაშხანას და პისტოლეტს, თუმცა მე 1720--სთვის გამოვიყნე წარმატებით. 1720 როგორც იცით იგივე მარადას პისტოლეტია, ოღონდ .177 კალიბრში და კლიპის გარეშე. თავიდან, თუმცა კი მივიღე კარგი შედეგები ( გასროლიდან გასროლამდე 1-2-3 მ/წმ განსხვავება), მაგრამ გადავაწყდი ესეთ ფენომენს: დაეცემოდა თუ არა რეზერვუარში წნევა სადღაც 2000 psi-მდე, თოფი იწყებდა ავტომატივით სროლას, ანუ სასხლეტზე ერთი დაჭერით 8-10 გასროლას აკეთებდა, მანამდე კი, ანუ მაღალ წნევაზე მუშაობდა ჩვეულებრივ. ამან საგონებელში ჩამაგდო, ვერ ვხვდებოდი რაში შეიძლება ყოფილიყო საქმე. ჯა-ჯას რო მივწერე მან ასეთი რჩევა მომცა: დაყენებული გაქვს ნანეტანი მგრძნობიარწთ. პლიუს ძლიერი ზამბარა და შედეგათ კლაპანს რომ ხვდება და უკან მიდის. ზამბარას ყოფნის ძალა რომ მეორე გასროლა გააკეთოს. რეზინებიბკაკრაზ ვროდე კლაპნამდე არ უშვებს, მაგრამ უკან გაწევის იმპულსს ამატებს... შედეგათ მიყოლებული გასროლები აქედან გამომდინარე დავიწყე ფიქრი თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა და მოვიფიქრე. მაქსიმალურად შევამცირე დამრტყმელის ვინტის სიგრძე, ანუ შევხრახნე საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით იმ დონემდე რომ გასროლისას ეს ვინტი ოდნავ ეხებოდეს კლაპანს. ამან რა თქმა უნდა საგრძნობლად შეამცირა ტყვიის სიჩქარე, სადღაც 165-170 მ/წმ-მდე. ამის კომპენსირება კი დამრტყმელის უფრო ძლიერი ზამბარით და ამ ზამბარის მაქსიმალურად (გონივრულ ფარგლებში რა თქმა უნდა ) მოჭიმვით განვახორციელე. შედეგად ასე ვთქვათ ''ოჩერედებით" გასროლის ფენომენი გაქრა და წარმოგიდგენდ საბოლოო შედეგებს. ტყვია მძიმე და მსუბუქი JSB. ამ სურათზე მოცემულია იმ რეზინის რგოლების სურათები. სულ გამოვიყენე 4 რგოლი, ზომა .113 ![]() ეს დამრტყმელის ქარხნული ზამბარაა, რომელიც შევცვალე უფრო ძლიერით ![]() ეს კი სროლის შედეგები, ჯერ მძიმე JSB 10.34 gr, სიჩქარე მ/წმ-ბში 1. 222 2800 psi 2. 224 3. 225 4. 225 5. 226 2650 psi 6. 227 8. 225 9. 225 10. 226 2500 psi 11. 228 12. 226 13. 228 14. 227 15. 226 2300 psi 16. 225 17. 226 18. 223 19. 225 20. 223 2150 psi 21. 223 22. 220 23. 219 24. 220 25. 218 2000 psi მაქს. 228 მ/წმ მინ. 218 მ/წმ სასუალო 224 მ/წმ მაქსიმუმს და მინიმუმს შორის განსხვავება 10 მ/წმ ( ე.წ. ES ) სტანდარტული გადახრა 2 მ/წმ ( ე.წ. SD ) ეხლა JSB მსუბუქი, 8.44 გრ 1. 243 2800 psi 2. 241 3. 243 4. 243 5. 243 2700 psi 6. 242 8. 243 9. 245 10. 241 2550 psi 11. 242 12. 243 13. 243 14. 243 15. 240 2300 psi 16. 241 17. 241 18. 239 19. 238 20. 238 2200 psi 21. 235 22. 235 23. 235 24. 235. 25. 234 2000 psi მაქს. 245 მ/წმ მინ. 234 მ/წმ საშუალო 240 მ/წმ მაქსიმუმს და მინიმუმს შორის განსხვავება 11 მ/წმ ე.წ. ES სტანდარტული გადახრა 3 მ/წმ ე.წ. SD მოკლედ ასეთი შედეგები კაი წვალების შედეგად. არის ვარიანტი გავზარდო საკმაოდ სიჩქარეები იმ უცნაური, ''ოჩერედებით'' სროლის ეფექტის გარეშე. ესეც ჯა-ჯას რჩევით. საჭიროა კლაპნის დაშლა და კლაპნის ზამბარის უფრო ძლიერით შეცვლა, მაგრამ ეს მერე, და ისიც თუ ეს ზემოთმოყვანილი სიჩქარეები რაღაც მომენტში აღარ დამაკმაყოფილებს.
| |
| > |
|
|
pilotina Crosman 1720T Tactical Combo PCP Pistol May 16 2015, 08:45 PM
pilotina უი, უი სულ დამავიწყ... May 16 2015, 08:55 PM
SCORPIONS გილოცამ ძმა!!! მ... May 16 2015, 08:56 PM
pilotina SCORPIONS
მადლობა, გაიხა... May 16 2015, 09:04 PM
SCORPIONS pilotina რაღა უფრო მაგარ... May 16 2015, 09:10 PM
geojorjika გილოცავ, კარგია , მე... May 16 2015, 09:14 PM
pilotina geojorjika
მადლობა
SCORPIONS
... May 16 2015, 09:32 PM
maqsimusa pilotina
გილოცავ მეგობა... May 16 2015, 09:32 PM
SCORPIONS pilotina
ციტატა(pilotina @ 16th ... May 16 2015, 09:35 PM
pilotina maqsimusa
მადლობა, გაიხა... May 16 2015, 09:50 PM
SCORPIONS pilotina
ციტატა(pilotina @ 16th ... May 16 2015, 09:57 PM
davita76 მშვიდობაში მოგახმ... May 16 2015, 09:58 PM
SCORPIONS ეგ დასაკრავი,ზომებ... May 16 2015, 09:59 PM
pilotina davita76
მადლობა
SCORPIONS
... May 16 2015, 10:27 PM
SCORPIONS pilotina 50 მეტრზე თუ 13-15 მმ... May 16 2015, 10:27 PM
Multi-Tool pilotina
ნუ კაროჩე რა ........ May 16 2015, 11:24 PM
pilotina Multi-Tool
მადლობა გოჩა ... May 16 2015, 11:50 PM
pilotina SCORPIONS
ციტატა(SCORPIONS @ ... May 16 2015, 11:58 PM
geojorjika pilotina
ისე ეგ რა კამოა ... May 17 2015, 12:28 AM
pilotina geojorjika
ციტატა(giorgi @ 17th ... May 17 2015, 12:36 AM
ikaaa მშვიდობაში კაი შ... May 17 2015, 01:52 PM
pilotina ikaaa
ეჰ, 50 მეტრზე მეც ... May 17 2015, 05:15 PM
ikaaa ციტატა(pilotina @ 17th May 2015 ... May 17 2015, 08:14 PM
ja_ja მაგას იმდენად პატა... May 17 2015, 10:05 PM
pilotina ja_ja
ხო, მეც ეგ დავწე... May 17 2015, 10:57 PM
okela84 გილოცავ, მართლა კა... May 18 2015, 10:28 AM
pilotina okela84
მადლობა
არა, მ... May 18 2015, 12:21 PM
Multi-Tool pilotina
ზურა, რესპეკტ. ... Jul 26 2015, 09:42 PM
pilotina Multi-Tool
ციტატა(gabrichidzegocha ... Jul 26 2015, 09:50 PM
geojorjika ისე ჩემსას მე გავუ... Jul 26 2015, 10:21 PM
pilotina geojorjika
4 კლიპი 32 გასრო... Jul 26 2015, 10:32 PM
geojorjika pilotina
32 არა 40 ჩემი მარ... Jul 26 2015, 11:13 PM
pilotina მოკლედ, როგორც იქნ... Sep 30 2015, 04:44 PM
koknar pilotina
მსუბუქი უკეთეს... Sep 30 2015, 04:51 PM
Multi-Tool pilotina
გამარჯობა ზურ... Sep 30 2015, 09:31 PM
pilotina Multi-Tool
გაგიმარჯოს გ... Sep 30 2015, 09:52 PM
Multi-Tool pilotina
სოფელში ვეგდე ... Sep 30 2015, 10:09 PM
SCORPIONS pilotina კარგი შედეგები... Oct 1 2015, 07:04 AM
ja_ja pilotina
ციტატა(pilotina @ 30th ... Oct 1 2015, 08:30 AM
pilotina ja_ja
ოკ, მადლობა ინფო... Oct 1 2015, 09:09 AM
pilotina როგორც კონდორის თე... Nov 20 2015, 04:42 PM
SCORPIONS pilotina ახ ეს მამაძაღლი... Nov 20 2015, 06:43 PM
ja_ja და რა გინდა გადასა... Nov 20 2015, 08:40 PM
pilotina ja_ja
ციტატა(ja_ja @ 20th Novemb... Nov 20 2015, 08:50 PM
pilotina დღევანდელი სროლის ... Nov 21 2015, 08:56 PM
Multi-Tool გუშინდელი შედეგი ს... Nov 21 2015, 10:27 PM
pilotina Multi-Tool
ციტატა(gabrichidzegocha ... Nov 23 2015, 01:04 PM
okela84 pilotina
ვითომ არაფერი, ... Nov 23 2015, 01:21 PM
pilotina okela84
ციტატა(aleqsandre @ 23rd... Nov 23 2015, 01:36 PM
SCORPIONS pilotina
აღარ ვიტყვი იმ ... Nov 23 2015, 01:40 PM
pilotina SCORPIONS
ციტატა(SCORPIONS @ 23r... Nov 23 2015, 01:45 PM
SCORPIONS pilotina გერმანელ ჩემპ... Nov 23 2015, 01:53 PM
ბაიკერი რომელი აკეთებს 13მმ ... Nov 23 2015, 01:54 PM
pilotina SCORPIONS
ციტატა(SCORPIONS @ 23r... Nov 23 2015, 02:25 PM
userman ბაიკერი
ციტატა(ბა... Nov 23 2015, 02:25 PM
gregory ციტატა(userman @ 23rd November 20... Nov 23 2015, 03:02 PM
ბაიკერი pilotina
საქმეებში ვარ ... Nov 23 2015, 03:05 PM
gregory ციტატა(ბაიკერი @ 23... Nov 23 2015, 03:26 PM
pilotina გუშინ ცოტა ვისროლე... Dec 21 2015, 11:54 AM
SCORPIONS pilotina შენ გენაცვალე... Dec 21 2015, 12:03 PM
mamukaaa კარგია მე მომწონს.
... Mar 4 2016, 09:15 PM
pilotina mamukaaa
მაგ კომპლექტა... Mar 4 2016, 10:13 PM
mamukaaa ოჰო კაი ძვირი გამო... Mar 4 2016, 11:09 PM
userman mamukaaa
ციტატა(mamukaaa @ 5th M... Mar 5 2016, 07:15 PM
mamukaaa 580 დოლარი+განბაჯება... Mar 5 2016, 08:44 PM
Multi-Tool mamukaaa
მგონი შენთვის ... Mar 5 2016, 08:56 PM
mamukaaa გაიხარე გოჩა და მა... Mar 6 2016, 06:34 PM
bubusicha [quote name='gabrichidzegocha' post='1... Mar 7 2016, 09:34 PM
pilotina bubusicha
ციტატა(bubusicha @ 7th... Mar 7 2016, 09:50 PM
Multi-Tool bubusicha
რადნოი რკინის ... Mar 7 2016, 09:50 PM
mamukaaa რკინის კოლოფი მიყე... Mar 7 2016, 11:46 PM
pilotina დღეს კარგი ამინდი ... May 23 2017, 05:45 PM
pilotina ეს მესამე ჯგუფი 5 ტყ... May 23 2017, 05:57 PM
okela84 pilotina
ძაან კარგი შედ... May 23 2017, 06:23 PM
giga2010 გილოცავ ესეთ შედეგ... May 23 2017, 06:30 PM
pilotina okela84
ციტატა(aleqsandre @ 23rd... May 23 2017, 06:40 PM
gregory pilotina
სასწაული შედეგ... May 23 2017, 06:58 PM
STALINI კაპოტის და ფეხზე დ... May 23 2017, 08:14 PM
Multi-Tool pilotina
ნამდვილად მშვ... May 23 2017, 08:18 PM
userman pilotina
ციტატა(pilotina @ 23rd ... May 24 2017, 10:13 AM
vexam მშვენიერია.. საშუა... May 24 2017, 10:28 AM
ja_ja ჰმმმ... ეგ პაწუკა თუ ... May 24 2017, 04:10 PM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th December 2025 - 03:24 AM |
| Hosted by Pro-Service |