მოკლედ რითი დაიწყო ყველაფერი. მართალი გითხრათ არასოდეს მიზიდავდა მოკლელულიანი პნევმატიკა და არც ვაპირებდი რაიმე ამდაგვარის შეძენას, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს (დაახლოებით თვენახევრის წინ ), ვათვალიერებდი პირამიდეარის საიტს და უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო გადავედი PCP პისტოლეტების გვერდზე, მაშინვე თვალში მომხვდა Benjamin Marauder Woods Walker Air Pistol, შევხედე, შემოვხედე, მომეწონა, მარა სამწუხაროდ მხოლოდ .22 კალიბრში გამოდის და შესაბამისად ჩამოტანის ვარიანტიც არ მქონდა. ცოტა გული დამწყდასავით, მარე რო ჩამოვყევი გვერდს დავინახე აი ეს Crosman 1720T PCP Target Air Pistol, ვა მეთქი ეს რაღაა... წავიკითხე და მშვენიერი მახასიათებლები აღმოაჩნდა, რევიუებიც ერთიმეორეზე უკეთესები, კალიბრიც შესაბამისი, ანუ .177 და გადავწყვიტე შემეძინა, ასე რომ წარმოგიდგენთ
Crosman 1720T PCP Target Air Pistol
ფიშტო ჩამომივიდა დაახლოებით თვენახევრის უკან, მარა სანამ დღეს ჯგუფებზე არ დავტესტე რეპორტის დაწერას აზრი არ ჰქონდა. ჩამოვიდა onex.ge-თი უპრობლემოდ, თან მოვაყოლე Leapers UTG 4-16x44 AO Accushot SWAT Rifle Scope, compact , და BKL-ის რინგები, რომლებიც ასევე პირამიდაზე შევიძინე.
მინდა ცოტა მოვლენებს წინ გაუსწრო და მოგახსენოთ რომ იარაღი პირველი დანახვისთანავე შემიყვარდა, ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული, კომპაქტური, მსუბუქი, მოსახერხებელი. აი სიზუსტის ამბავში არ ვიცოდი როგორი იყო, თუმცა საფუძვლიანი ეჭვი მქონდა, რომ ამ მხრივ პრობლემა არ უნდა ჰქონოდა, რადგან იარაღი შექმნილია სპეციალურად Field Target-ის შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის პნევმატური პისტოლეტების კლასში.
ნუ, ეხლა მივყვეთ ნელ-ნელა რა არის ან რას წარმოადგენს
ეს შეძლება ითქვას არის ცნობილი მარადიორის შაშხანის შემცირებული ვარიანტი. მოყვება ორი ჰაერის გადამშვები პორტი, შიდა დიამეტრებით 1.2 მმ და 1.7 მმ.
მაღაზიიდან უყენია 1.7 მმ-იანი, რომელიც მწარმოებლის მონაცემებით უზრუნველყოფს 750 f/sec საწყის სიჩქარეს 7.9 გრანიანი ტყვიით. მეორე მცირე პორტი უზრუნველყოფს 550 f/sec სიჩქარეს იგივე ტყვიით.
რადგანაც მე ცოტა მეტი სიჩქარის მიღება მსურდა, ამიტომ დაუყენე 2.2 მმ-იანი დიამეტრის ჰაერის გადამშვები ( made by ja_ja ), რომლის წყალობით 8.44 გრანიანი JSB - ით მივიღე 247 მ/წმ, ხოლო 10.34 გრანიანი JSB-ით 235 მ/წმ საშუალო სიჩქარეები.
კლიპი არა აქვს, იტენება თითო-თითოდ, რაც პრინციპში მაინცდამაინც არ მძაბავს. ლულა 30.5 სმ LW-ის, პრინციპში ლულა იყო ის ბოლო არგუმენტი, რამაც გადამაწყვეტინა საბოლოოდ ყიდვა.
ამ კომპლექტაციას მოყვება AR-15-ის კონდახი და პლასტიკის კეისი. კონდახი სიგრძეში რეგულირდება, 6 ფიქსირებული მდგომარეობა.
წონა თავისი კონდახით და ოპტიკით 2,3 კგ. ასეთი წონის უპირატესობა დღეს ვიგრძენი საკუთარ თავზე, როცა ტყეში ვიბოდიალე და თითქმის არც მიგრძვნია, რომ თან ფიშტოს დავატარებდი.
რაც შეეხება კონსტრუქციას. როგორც ავღნიშნე ეს პატარა მარადაა, ამიტომ ვისაც ერთხელ მაინც აქვს მარადა დაშლილი, 1720T -ს დაშლა აწყობა არ გაუჭირდება, ყველაფერი იგივეა, ოღონდ შემცირებული ზომით.
ფიშტოს შეიძლება ითქვას იდეალური ბალანსი აქვს. სიმძიმის ცენტრი ზუსტად სასხლეტის მიდამოშია განლაგებული.
რაც შეეხება სროლის ხმას, შემიძლია ვთქვა რომ, ძაან ჩუმია, ეს ისე არ იგრძნობოდა სახლის პირობებში, მაგრამ გარეთ სროლის დროს რაღაც მიყრუებული ხმა აქვს, რომელსაც გასროლას ვერც მიამსგავსებ.
ასეთ კეისში მივიღე

ეს საერთო ხედი





რა თქმა უნდა ასეთი არ ჩამოსულა

ეხლა გადავიდეთ ყველაზე საინტერესო, ანუ საველე გამოცდებზე

ესე იგი თოფი რომ ჩამომივიდა, რა გამაძლებინებდა ისე, რომ არ გამექრონა. ქარხნულად დარეგულირაბული იყო ასე : დამრტყმელის ზამბარა----4.5 ბრუნი უკიდურესი საათის ისრის საწინააღმდეგო მდგომარეობიდან და ჩაქუჩის ვინტი ----2 1/4 ბრუნი უკიდურესი საათის ისრის საწინააღმდეგო მდგომარეობიდან. ქარხნული 1.7 მმ დიამეტრის ჰაერის გადამშვებით მომცა შემდეგი შედეგი. ტყვია მსუბუქი JSB, 8,44 გრანი. საწყისი წნევა 2700 psi თოფის მანომეტრით . სიჩქარე რა თქმა უნდა მ/წმ- ბში.
1. 207 2700 psi
2. 207
3. 207
4. 211
5. 209
6. 212
7. 211
8. 210
9. 211
10. 212
11. 212
12. 212 2500 psi
13. 215
14. 214
15.. 214
16. 216
17. 214
18. 214
19. 215
20. 214
21. 214
22. 215
23. 214
24. 210
25. 213
26. 214
27. 217
28. 215
29. 214
30. 214 2000 psi
31. 214
32. 213
33. 213
34. 212
35. 211
36. 210
37. 208
38. 208
39. 206
40. 205 1400 psi
მაშ ასე, 40 გასროლა 12 მ/წმ დიაპაზონში. მე მგონი ურედუქტორო იარაღისთვის მშვენიერი შედეგია, მაგრამ მე ხომ მეტი სიჩქარე მინდოდა, ამიტომ ქარხნული 1.7 მმ დიამეტრის გადამშვები შევცვალე ჯა-ჯას გაკეთებული 2.2 მმ დიამეტრის გადამშვებით, ტყვია იგივე. ესეც შედეგები. ( აქ მინდა ერთი შენიშვნა გავაკეთო. ეს შედეგი არის საბოლოო, მანამდე სხვადასხვა რეგულირებით მივაღწიე სიჩქარეს 265 მ/წმ, მაგრამ გამოყენებადი გასროლების რაოდენობამ ძალიან იკლო, დაახლოებით 15-16 გასროლა 10 მ/წმ დიაპაზონში, ამიტომ გადავწყვიტე გამეზარდა გასროლების რაოდენობა სიჩქარის შემცირების ხარჯზე.)
საწყისი წნევა 2800 psi თოფის მანომეტრით
1. 210 2800 psi
2. 214
3. 219
4. 217
5. 220 2750 psi
6. 223
7. 228
8. 229
9. 230
10. 233 2600 psi
11. 237
12. 240
13. 240
14. 243
15. 245 2500 psi
16. 245
17. 249
18. 246
19. 247
20. 248 2400 psi
21. 248
22. 253
23. 255
24. 253
25. 252 2250 psi
26. 252
27. 251
28. 252
29. 249
30. 247 2000 psi
31. 250
32. 249
33. 245
34. 244
35. 240
36. 238
37. 239
38. 235
39. 232
40. 229 1600 psi
41. 225
42. 224
43. 221
44. 218 1400 psi
ესე იგი, როგორც ხედავთ საერთო გასროლების რაოდენობა საკმაოდ დიდია, მაგრამ გამოყენებადი გასროლების რიცხვი 10-12 მ/წმ დიაპაზონში იწყება სადღაც მე-12 გასროლიდან და 2600 psi-დან და მთავრდება 35-ე 36-ე გასროლაზე და 1800 psi-ზე, საერტო ჯამში სადღაც 20-22 გასროლა 12 მ/წმ დიაპაზონში. მგონი ნორმალურია გადიდებული გადამშვების კვალობაზე.
ესეც ქარხნული გადამშვებები. წითელი 1.2მმ დიამეტრით და თეთრი 1.7მმ დიამეტრით


ეხლა ყველაზე საინტერესო, ანუ მიზანში სროლა.
დილიდან რო ავედი ნაკვეთში კაი ამინდი იყო.მინდოდა გამეტესტა Crosman 1720T და კონდორი. აქვე ვიტყვი, რომ კონდორს ისევ არ გაუმართლა, ქარი ამოვარდა, თუმცა მაინც ვისროლე და სედეგებს კონდორის თემაში დავდებ. აქ კი კროსმანის შედეგები.
ესე იგი დავიწყე სროლა მსუბუქი JSB-ით 8.44გრანი და მივიღე ეს, ხო, მაძილი 38 მეტრი, ამ მანძილზე გავანოლე ოპტიკა


ამ შედეგებმა ცოტა არ იყოს არასასიამოვნოდ გამაკვირვა, რატომღაც მეტს ველოდი,
მაგრამ მერე გადავწყვიტე მძიმე JSB 10.34 გრანი მეცადა რას იზავდა, და აი აქ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი

ხო, კინაღამ დამავიწყდა, ყველგან ნასროლია ხუთ-ხუთი ტყვია, ყოველ ჯდუფზე

მოკლედ ასეთი მცირე რეპორტი. ძაან მომეწონა კროსმანი, მსუბუქი, კომპაქტური, ლამაზი და რაც მთავარია ზუსტი, მგონი ჩემი ფავორიტი ფიშტო გახდება.
