|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Aug 2 2009, 10:03 PM
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
როგორც ვხვდები ყველაზე მეტი მაღალი წნევის ნასოსი გვაქვს სწორედ Benjamin-ის კლასის, ერთი გვაქვს Jah-ის გერჰნერი (იმედია სახელი არ შემეშალა) და პრაქტიკულად Benjamin-ის ანალოგი Airforce-ს ნასოსი. ახლა რამ გადამაწყვეტინა დაშლა. რაცხა ამ ბოლოდროს ჩემი ნასოსი არ მომწინდა, ვერ ვიტყვი რომ ცუდად მუშაობდა ან არ ტენიდა, მარა რაცხა ბორძიკობები სჭირდა როდესაც ზემოთ ვწევდი ღერძს. პლიუს გიგაბაიტის დაზიანებული ნასოსი, პლიუს გუშინ გასული რომ ვიყავით მე და დავითუსი აშკარად დავითუსის ნასოს რაღაც სჭირდა. ანუ რომ ანასოსებდი და ცოტახნით გაჩერდებოდი კარგავდა შლანგში დაგროვილ წნევას და თან ნასოსი ავტოამტურად ზემოთ ამოდიოდა ხოლმე. გიგაბაიტისას როგორც გვახსოვს პირიქით სჭირდა, თუ დატენვისას გაჩერდებოდი ძირს ვეღაც ჩაწევდი და უკანაც ვერ ამოწევდი რომ მთელი ძალით დაწოლილიყავი ![]() მოკლედ პრევენციული ზომებისთვის, პლიუს დასაზეთი იყო ჩემი ნასოსი, პლიუს მაინტერესებდა რა როგრორ იყო მოწყობილი, ავდექი და დავშალე, გადავწყვიტე დანახული ინფო გაგიზიაროთ რომ შესაბამისი კორექტივები ტქვენს ნასოსებში შეიტანოთ თუ ჩათვლით საჭიროს. მაშ ასე დაშლა მარტივია თავიდან უნდა მოვუშვათ სახელური, დარწმუნებული იყავით აღარ დაგვჭირდება აწყობამდე ![]() მეორე ნაწილად ვხსნით ძირა ბლოკში ჩახრახნილი ბრინჯაოს ექვსკუთხედს. ამის მერე ხელში შეგვრჩება ცენტრალური ცილინდრი მესამე ნაბიჯი - ვნახულობთ სტოპ ვინტს როემლიც აქვს ძირა ნაწილში დარჩენილ შავ რგოლს, სტოპ ვინტის მოხშვებით ჰაერის ფილტრი და ეს შავი რგოლი მოძრაობას დაიწყებენ. მეოთხე ნაბიჯი - ვხსნით ძირა მხარეს არსებულ მეორე ექვსკუთხედს რომელიც გარე შავ ცილინდრშია ჩახრახნილი. ახლა შეიძლება ნასოსი ბოლომდე გაშალოთ, გარე შავი ცილინდრი შეგიძლიათ ბოლომდე გაქაჩოთ სანამ ზედა ნაწილში არ გამოჩნდება ბრინჯაოს კიდევ ერთი ექვსკუთხები. გაითვალისწინეთ შეიძLება პატარა ძალის დატანება დაგჭირდეთ რომ ეს ექვსკუთხედი დაინახოთ, პატარა შეფერხება შეიძლება გქონდეთ შავი გარე ცილინდრი ჩერდებასავით და არ გაძლევთ დაინახოთ ეს ექვსკუთხედი. მეხუთე ნაბიჯი - თუ ზედა ბრინჯაოს ექვსკუთხედი გამოჩნდა შავი გარე ცილინდრის შიგნიდან, ახლა დრო დადგა ზედა ნაწილში არსებული ალუმინის დეტალი მოუშვათ. ![]() ეს ის დეტალია რომელშიც სახელურის ვინტები მაგრდება. დაგჭირდებათ ეგრეთქოდებული კრანის კლუჩი (სანტექნიკები მაგას კიდევ პირველ ნომერ კლუჩს ეძახიან) ანუ ეს ის ინსტრუმენტია ვინტის მოშვება მოწერით რომ არეგულირებთ პირის გაღების შესაძლებლობას. ნაბიჯი მეექვსე - თუ ამ ალუმინის პრობკას ამოხრახნავთ დაინახავთ რომ იგი მესამე საფეხურის ღერძზეა რკინის შპილკით მიმაგრებული. პატარა ლურსმანი ან რაღაც ეგეთია საჭირო და შპილკა გამოვარდება. ჩემს ნასოსზე საერთო ცალი მხრიდან მარტივარ სძვრება, მეორე მხრიდან კი ეჭედება. ახლა შეგიძლიათ თამამად გარე შავი ცილინდრი მოაძროთ. ნაბიჯი მეშვიდე - ახლა ხელში დაგრჩებოდათ გაპრიალებული ცილინდრი ზემოთ ქვემოთ ბრინჯაოს დეტალებით. ჯერ ზედა ნაწილში არსებული ექვსკუთხედი უნდა მოუშვათ, ოღონდ ფრთხილად, მანდ ერთი რეზინა ზემოდანაა, ხოლო მეორე რეზინა ამ ექვსკუთხედის ქვეშაა, არ აგერიოთ ეს რეზინები. შიდა ბუდეში თუ ჩასვავთ გარე რეზინას, დატენვა გახდენა, ძალიან იოლი, ნეკა თითით დატენით 300 ატმოსფეროს, მაგრამ იქ სადაც საჭირო იყო 20 ბუქნი საჭირო იქნება 120 ბუქნი ![]() ![]() თვითონ ამ ექვსკუთხედს კი ზემოდან აქვს რკინის ლაგამი (არ ვიცი რა ქვია ახლა ეგრე დავარქვი), რომელიც არ აძლევს საშუალებას ამოვარდეს პატარა ხვრელიდან მყარი რეზინის ბურთულას. ეს ბურთულა ამისამართებს ჰაერს მეორე სარქველიდან მესამეში. არ დაკარგოთ, და არ იფიქროთ აირსოფტის ბურთულაზე, აირსოფტის ბურთულა მკვრივია და ჰერმეტიულობას ისე არ მოგცემთ როგორც რეზინის ბურთულა. ნაბიჯი მერვე - გადავიდეთ ძირა ნაწილზე, თუ დააკვირდებით აქაც ერთი პატარა ექვსკუთხედია სულ ძირს. მის შიგნით არის ჩამალული უკუწნეის კლაპანი, ანუ რომ ჩაბერავთ და წნევა შლანგში იზრდება, უკან რომ არ გამოიპაროს წნევა ამ კლაპნის მეშვეობით ხდება მისი დაკეტვა. მოკლედ მექანიზმი საკმაოდ მარტივია, ერთი ზამბარა და პატარა წვეტიანი დეტალი, რომელზეც წამოცმულია რეზინა და სწორედ ეს რეზინა კეტავს ჰაერის უკან დაბრუნების შესაძლებლობას. ![]() ჩემთან ეს რეზინა საკმაოდ გაცვეთული იყო, პრაქტიკუალდ ნახევარი აქერცლილი იყო. იდეაში ბოლომდე დაშლა ვაცადე და ეგრევე ელიავაზე მოვკურცხლე, 50 თეთრად ვიყიდე 3-ცალი მაგდაგვარი, მართალია ეგეთივე პუტკუნა არ აღმოჩნდა, სადრაც მიკრონებშია განსხვავება, მაგრამ ნაყიდი რეზინა თავის საქმეს აკეტებს. ორიგინალი რეზინის ზომებია: გარე დიამეტრი 7.4მმ, შიდა დიამეტრი 3.9მმ, სისქე 1.8მმ ეს იმ შემთხვევისთვის თუ სადმე მოახერხებთ მის დათრევას. მე რაც ვიყიდე ელიავაზე კლიენტმა ამარჩევინა აი ასეთი ნაკრებიდან, ყველაზე პატარა რეზინა ამ ნაკრებში რაც იყო ეგაა ზუსტად. ![]() სურათზე მარცხნიდან მარჯვნივ. ორიგინალი გაქუცული რეზინა, მეორე და მესამე - ამაზონის ლინკი რომ მოვიყვანე იმ ნაკრებიდან რეზინები, ბოლო მეოთხე რეზინა, ვიღაც არტურასგან ნაყიდი რეზინაა, ფაქტია ეს ბოლო არ ზომებში ჯდება და არც ხარისხში. Davitus - შენს ნასოს ზუსტად ეს რეზინა აქვს დაზიანებული. მისი გამოცვლის მერე მშვენივრად გააგრძელებ დატენვას, თუ ამ რეძინას ვერ თრეულობ მითხარი და მოგაწვდო, მაინც 2 ცალი ზაპასად მაქვს Gigabyte13 - შენს ნასოსში გადაამოწმე ეს რეზინა ხომ არ ახირებს. წესით შენსას მესამე მუხლის რეზინა უხურებს, მაგას მოგვიანებით ავხსნი, მაგრამ ესეც გადაამოწმე. ნაბიჯი მეცხრე - ახლა იწყება არდავიწყება, ერთი ვინტის მოშვებით უნდა გავხსნათ ნასოსი საბოლოოდ და სამივე საფეხური უნდა ამოვიღოთ. ამისათვის ძირს დარჩენილ ბრინჯაოს დეტალს ექვსკუთხედში "რაზვადნოი" კლუჩს ვუმაგრებთ, ხოლო ზედა მხარეს არცებულ ბრინჯაოს დეტალში"კრანის კლუჩს" ვუჭეთ და ერთი მეორეს საწინააღმდეგოდ ვატრიალებთ. ![]() მოხსნას დაიწყებს ძირა ექვსკუთხედი, რომელიც მეორე საფეხურის მილზეა მიხრახნილი. მოშვების შედმეგ, ზემოთა მხრიდან ამოვიღებთ მეორე საფეხულს და მეორე საფეხურის ქვევიდან გამოვაძვრენთ მესამე საფეხურის ღერძს. მორჩა ნასოსი დაშლილია. მეტად დაშლა საჭირო როგორც ასეთი აღარაა, ყველა საჭირო დეტალს შეგიძლიათ პირდაპირ მიუდგეთ. მთავარი დეტალი აქ მაინც მესამე საფეხურის რეზინებია. ![]() უფროსწორედ ერთი რეზინაა და ერთი თუ არავცდები ფტოროპლასტის ნდანამატია. მოკელდ ეს რეზინაზომა ფორმით უკუწნევის სარქველში გამოყენებული რეზინის ანალოგია, ეგაა რომ აქ ბაზრობის რეზინა ალბათ არ წავა, არ მისინჯია, მაგრამ ეს რეზინა ცოტა უფრო პუტკუნა მეჩვენება. ![]() ჰო რაც შეეხება პირადად ჩემს ნაზოზს, კიდევ კარგი დავშალე, იმიტომ რომ შიგნით იყო აურახელი წყლის კონდენსატი, ჭუჭყიანი ზეთი და კაცმა არ იცის, რა. გამოწმენდის შემდეგ ყველაფერი პრიალებს, ეგაა რომ სილიკონის ზეთი არ მეყო, სასწრაფოს საშოვნია შესაბამისი კლასის ცოტა მეტი სილიკონის ზეთი. ახლა ყველაფერი დაზეთილი კი მაქვს, მაგრამ... მოკლედ იმედია ეს ინსტრუქცია რაიმეში გამოგადგებათ, თუ რაიმე სხვა რეზინებს აღმოაჩენთ ხომ კაი, მე კი ძალიან მინდა აი ამ ნაკრების დათრევა (ან აი ამ ერთის ან ამ მეორე ნაკრების), ეგაა რომ ახლა მე ვერ დავუკვეთავ, 5 კვირის განმავლობაშI მაქვს განაწილებული საქონელი ჩვენი საბაჟოს 300 ლარიანი კანონის გამო. სექტემბრის შუა რიცხვბისთვის შეიძლება დავუკვეთო, მანამდე თუ ვინმეს თავში ჩაგიჯდებათ ეგებ ჩემთვისაც მიაყოლოთ ერთი კოლოფი და ფულს გადაგიხდით
| |
| > |
|
|
![]() |
Sep 1 2009, 10:29 AM
პოსტი
#2
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 857 რეგისტრ.: 11-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 66 ქალაქი:თბილისი |
ისე ეირ ფორს-8ე მითხრეს, რომ V30 ატრაბოტკა 8ეთიც მიდის საპოხ მასალად ჩვენს დედაარღნიან ასოსებშიო! ეს მგონი ჯა-ჯამაც ახსენა რუსების სიტყვებიდან.
| |
| > |
|
|
ja_ja მაღალი წნევის ნასოსის სრული დაშლა Aug 2 2009, 10:03 PM
geojorjika ja_ja
მშვენიერი რეპორ... Aug 2 2009, 10:41 PM
Gigabyte13 ja_ja
თუ გახსოვს აქ ერ... Aug 2 2009, 11:33 PM
ja_ja Gigabyte13
ციტატა(Gigabyte13 @ 3... Aug 3 2009, 07:54 AM
nihontoman საინტერესო რეპორტ... Aug 3 2009, 05:10 PM
ja_ja მტააკ ვაგრძელებ ამ... Aug 18 2009, 08:01 PM
geojorjika ციტატა(ja_ja @ 18th August 2009 ... Aug 18 2009, 08:07 PM
ja_ja geojorjika
ბარამში ბევრი ... Aug 18 2009, 08:46 PM
beqa O-Ring oil ამ ზეთის მაგივ... Aug 18 2009, 09:32 PM
ja_ja beqa
მე ამჯერად მაგ ზ... Aug 18 2009, 10:49 PM
Jah ja_ja
პმ Aug 19 2009, 02:26 AM
bazuka მოკლედ დავშალე დღე... Aug 24 2009, 04:58 PM
ja_ja bazuka
შენ რაღაზე დაშა... Aug 24 2009, 05:12 PM
bazuka ja_ja
ციტატა(ja_ja @ 24th August... Aug 24 2009, 05:25 PM
ja_ja bazuka
ნუ მე ამაზონზე დ... Aug 24 2009, 07:40 PM
bazuka ja_ja
კი კი მინდა, წავი... Aug 24 2009, 08:07 PM
ja_ja bazuka
ციტატა(bazuka @ 24th Augu... Aug 24 2009, 08:46 PM
ja_ja ესეიგი მოვიძიე რაღ... Aug 29 2009, 01:03 PM
bazuka იმ 2 პლასმასის შარი... Aug 29 2009, 09:17 PM
geojorjika კარგი ინფოა მადლობ... Aug 29 2009, 09:20 PM
ja_ja bazuka
geojorjika
თუ რომელიმ... Aug 30 2009, 01:48 AM
Gigabyte13 აი რა მივიღე ეირფო... Aug 30 2009, 11:14 AM
Gigabyte13 RE: მაღალი წნევის ნასოსის სრული დაშლა Aug 30 2009, 11:20 AM
Davitus აი საღოლ რა გიგა, სა... Aug 30 2009, 11:25 AM
ja_ja Gigabyte13
ეგ PDF ფაილად ხო... Aug 30 2009, 02:30 PM
Gigabyte13 მე ილუსტრაციისთვი... Aug 30 2009, 02:45 PM
Gigabyte13 რაც საპოხ მასალას ... Aug 30 2009, 02:49 PM
ja_ja Gigabyte13
ციტატა(Gigabyte13 @ 3... Aug 30 2009, 03:57 PM
Davitus გავიკითხავ Aug 31 2009, 01:35 AM
geojorjika ja_ja
Gigabyte13
დიდი მადლობ... Aug 31 2009, 07:55 AM
ja_ja geojorjika
ციტატა(giorgi @ 31st ... Aug 31 2009, 09:01 AM
Gigabyte13 ხალხნოუ,
ისე ლიქიმ... Aug 31 2009, 11:05 AM
Davitus რაღაცეები გავიგე, ... Aug 31 2009, 11:06 AM
Gigabyte13 აი ასე გამაიყყურებ... Aug 31 2009, 11:07 AM
ja_ja Davitus
მაგ საიტზე ვირუ... Aug 31 2009, 11:48 AM
Davitus დღეს უშუალოდ მივედ... Aug 31 2009, 06:34 PM
Gigabyte13 ტფუიიიიი მაგათ რა ... Aug 31 2009, 06:47 PM
ja_ja რაცხა ხდება ხომ იც... Aug 31 2009, 06:48 PM
Gigabyte13 ისე სადმე თუ წააწყ... Aug 31 2009, 06:49 PM
Davitus Gigabyte13
და ალბათ არ არ... Sep 1 2009, 02:46 AM
Power_VANO Davitus
ციტატა(Davitus @ 1st Sep... Sep 1 2009, 09:59 AM
ja_ja Gigabyte13
ციტატა(Gigabyte13 @ 1... Sep 1 2009, 01:49 PM
nihontoman ციტატაკი რუსები იძ... Sep 4 2009, 10:16 AM
Gigabyte13 ციტატა(nihontoman @ Sep 4 2009, 1... Sep 4 2009, 10:34 AM
ja_ja Gigabyte13
ციტატა(Gigabyte13 @ 4... Sep 4 2009, 11:20 AM
Power_VANO ja_ja
გააჩნია მატორი ... Sep 4 2009, 12:11 PM
geojorjika საინტერესოა ტანკი... Sep 4 2009, 12:16 PM
Gigabyte13 ნუ რუსულ ტანკებში ... Sep 4 2009, 03:44 PM
Gigabyte13 ფრი
უკაცრავად, ფრი-... Sep 4 2009, 03:45 PM
beqa ციტატასაინტერესო... Sep 7 2009, 06:37 PM
geojorjika beqa
მერე ეგ არ გამოდ... Sep 7 2009, 10:02 PM
beqa ნასოსის დასაზეთად ... Sep 7 2009, 10:27 PM
Gigabyte13 ja_ja
მე შენ ეირფორსი... Sep 25 2009, 06:11 PM
ja_ja Gigabyte13
ციტატა(Gigabyte13 @ 2... Sep 25 2009, 07:33 PM
ja_ja მოკლედ 1 კვირაა სახ... Mar 7 2010, 12:37 PM
bazuka 1-st Mar 7 2010, 12:59 PM
Davitus ეჰჰ, ჩემი ნასოსი მგ... Mar 7 2010, 08:16 PM
STIG ja_ja
Gehmann-ის ნასოსები ... Jul 16 2010, 05:33 PM
bazuka STIG
თითქოს კი. Jul 16 2010, 05:44 PM
ja_ja STIG
რავი მე არ დამიშ... Jul 16 2010, 06:04 PM
STIG მოკლედ ნინო სალუქვ... Jul 16 2010, 06:12 PM
bazuka მანდ დიდი ფილოსოფი... Jul 16 2010, 07:38 PM
STIG bazuka
ბაზარია არა. ვინ... Jul 16 2010, 08:12 PM
bazuka ეხლა რაიონში მივდი... Jul 16 2010, 08:29 PM
ja_ja STIG
პროსტა არ ვიცი მ... Jul 17 2010, 10:04 AM
geojorjika ციტატა(ja_ja @ 17th July 2010 ... Jul 17 2010, 10:12 AM
ja_ja geojorjika
ციტატა(giorgi @ 17th ... Jul 17 2010, 11:49 AM
geojorjika ja_ja
ჰოდა მინდა შამი... Jul 17 2010, 11:56 AM
STIG მადლობა ja_ja !
ვეტყ... Jul 17 2010, 12:17 PM
ja_ja STIG
ციტატა(STIG @ 17th July 201... Jul 17 2010, 12:22 PM
geojorjika ja_ja
არ ვიცი მარა რომ ... Jul 17 2010, 12:35 PM
Jah ციტატა(ja_ja @ 16th July 2010 ... Jul 17 2010, 01:26 PM
bazuka მოკლედ ჩამოვედი, დ... Jul 17 2010, 09:04 PM
bazuka STIG
მოკლედ რეზკომპლ... Jul 17 2010, 09:12 PM
cz80 ციტატა(bazuka @ 17th July 2010 ... Jul 17 2010, 11:09 PM
Jah ციტატა(bazuka @ 17th July 2010 ... Jul 18 2010, 09:23 AM
ja_ja bazuka
ციტატა(bazuka @ 17th July... Jul 18 2010, 10:55 AM
Jah ციტატა(ja_ja @ 18th July 2010 ... Jul 18 2010, 11:08 AM
bazuka გვირგვინები ხელოვ... Jul 18 2010, 12:04 PM
tengo bazuka
ციტატა(bazuka @ 18th July... Jul 18 2010, 01:59 PM
bazuka მოკლედ ჩემი ნასოსი... Jul 18 2010, 02:17 PM
ja_ja bazuka
და რას ერჩოდი ერ... Jul 18 2010, 03:10 PM
tengo bazuka
ციტატა(bazuka @ 18th July... Jul 18 2010, 10:04 PM
bazuka tengo
ბოლოს დავშალე ........ Jul 18 2010, 10:13 PM
bazuka მოკლედ ილარიონას თ... Mar 8 2011, 03:03 PM
tengo ციტატა(bazuka @ 8th March 2011 ... Mar 8 2011, 03:31 PM
koknar bazuka კაი გამოსავალია... Mar 8 2011, 03:45 PM
gregory სილიკოგელს ხომ არ ... Mar 8 2011, 03:51 PM
tengo ციტატა(gregory @ Mar 8 2011, 03... Mar 8 2011, 03:59 PM
koknar აა ყუთებში რო ყრია ... Mar 8 2011, 04:02 PM
gregory koknar
ყუთებში კი არა, ... Mar 8 2011, 04:07 PM
ja_ja gregory
კი სილიკატის ბუ... Mar 8 2011, 04:12 PM
bazuka ციტატა(ja_ja @ 8th March 2011 ... Mar 8 2011, 04:22 PM
ja_ja bazuka
ციტატა(bazuka @ 8th March... Mar 8 2011, 04:30 PM
kaka8079 დამასწრო რა ბაზუკა... Mar 8 2011, 04:38 PM
bazuka აი ეს გვინდა, არანა... Mar 8 2011, 04:41 PM
ja_ja bazuka
კაკრაზ HILL-ის ლოგ... Mar 8 2011, 04:50 PM
bazuka We are located at:
5213 Bordman
Dryden, Michigan... Mar 8 2011, 04:57 PM
kaka8079 ეგ საიტი ყველაზე ა... Mar 8 2011, 05:00 PM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th November 2025 - 10:58 PM |
| Hosted by Pro-Service |