![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 798 რეგისტრ.: 6-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 2,057 ქალაქი:თბილისი ![]() |
გამარჯობათ მაინტერესებს რომელია ყველაზე ძლიერი 4.5მმ ზამბარ დგუშიანი პნევმატიკა გამიგია ჰატსანი მაგრამ ყველა ამბობს დიდი უკკუცემა აქვს და ვინტები ეშვება ყოველ სროლაზეო.ეხლამ აქვს ვანტეიჯ ნიტრო პისტონი საკაიფო რამეა მარა მინდა რამე ისეთი ანუ ყველაზე ძლიერი რომელია შორ მადძილზე მძიმე ტყვიები ასე 350მ\წ მაინც რომ გაისროლოს
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
სათაური არღვევს ფორუმის წესებს, ამიტომაც მომწერე რა გინდა რომ სათაური დავარქვა თორემ მომიწევს თემის წაშლა და მერე თავიდან უნდა გააკეთო. რაც შეხეება შენს კითხვას რომელიც ყველაზე ყველაზე აი ყველაზე ძლიერი თოფი რომელიც ხალასტოი გასროლით ბეტონის კედელს წააქცევს ისეთ ენერგიას გამოყოფს.... ჰმმმმ იცი გამიჩნდა შემხვედრი კითხვა და რათ გინდა ეგეთი? სკოლაში იმედია ფიზიკის მასწეავლებელმა აგიხსნა რომ ყოველი მოქმედება წარმოქმნის უკუქმედებას, ანუ... მაგალითად: - co2-ის შემთხვევაში შენ არ შრომობ და აკუმულირებულ ენერგიას იყენებ, მაგრამ შენს მაგივრად ვიღაცა იწვალა ნარშირორჟანგის შეკუმშვაზე.... - PCP-ში, წვალობ და ნასოსით პატარა დაღლილობებით აკაჩავებ ენერგიას (ნუ ტოისტ ჰაერს), ან მაგალიტად კომპრესორს ამუშავებს შენს მაგივრად - აი ზ.დ.პ-ში კი მხოლოშ შენი ძალებით ახდენ შეკუმშვას და ენერგიის აკუმულირებას, ანუ რაც მეტი ძალა გინდა რომ თოფს ჰქონდეს, მით უფრო მეტი ძალის დახარჯვა გიწევს უფრო ხისტი ზამბარის შეკუმშვაზე.... ეს ძალა ზოგჯერ ისეთი უმართავია რომ თოფის გადასატენად საჭიროა მისი უბეში ამოდება და ორივე ხელით ლულაზე ჩამოკიდება რომ თოფი დაიტენოს.... ახლა ზემოთ ხსენებული co2-ისა და PCP-სგან განსხვავებით ენერგიის გამოყოფა ხდება ძალით შეკუმშული ზამბარის ხარჯზე.... როგორ ფიქრობ ზამბარის განთავისუფლებისას ძალა მხოლოდ დგუშზე მოქმედებს? არ გიფიქრია ეგ ზამბარა გაშლისას შენ რა ძალით მოგიკაკუნებს მხარზე???? საუბარიც კი აღარაა უკუცემაზე, მანდ უკვე ბეჭის დანგრევა ჩაზელვაზეა საუბარი... და რა კაიფი უნდა მიიღო ეგეთი იარაღიდან სროლისას? მართლა ხომ არ მიადგები თუჯის ტაფებს რომ რამენაირად დახვრიტო???? და ბოლოს რაც უფრო ჩქარია 4.5 კალიბრში ტყვია მით უფრო გამოუდეგარია გასროლისას მისი შედეგი... გავიწყდება რომ კალიბრი იმდენად პატარაა და იმდენად ჩქარა გაივლის წინააღმდეგობას რომ სამიზნე ვერც კი იგრძნობს რა მოხდა... შენ ბევრი დამწყებივით მცდარი წქრმოდგენა გაქვს გასროლაზე, სხულს და ნადავს აზიანებს არა ჩქარი გახვრეტა არამედ მოხვედრის დროს ენერგიის სხეულისთვის გადაცემა, სწორედ ეგ ენერგია ანგრევს შიგნეულობას და არა წვრილი ხვრელი რომელიც სისწრაფის გამო ისე ჩქარა გაიხსნება და ისე ჩქარა დაიხურება რომ სამიზნეს არაფერი მოუვა თუ თავში არ გაარტყ. თავში მოხვედრა კი უმეტესობა სანადირო ორგანიზმს 150 მეტრ წამითაც ზედმეტად ყოფნის.... ანუ კითხვა გამოჩნდა ასეთი - რისთვის გინდა ეს სუპერ ძლიერი იარაღი: - იმისათვის რომ ჩაიმტვრიო ძვლები - იმისათვის რომ სხვებს ჩაუმტვრიო ძვლები - იმისათვის რომ ვერავინ მოახერხოს გადატენვა და დასცინო იმათ რომ "სლაბაკები" არიან - იმისათვსი რომ ესროლი რაიმე სანადირო ობიექტს, ის კი ადრენალინის მოქმედების გამო ვერც კი მიხვდეს რა მოხდა და გაფრინდეს გამწარებული ნაჩქმეტი ტკივილის გამო და სადღაც 3-5 კილომეტრში ჩამოვარდეს.... რეალურად რათ გინდა? რა შედეგს მოელი??? გარდა ამისა მინდა გაცნო რომ ეგეთი ზ.დ.პ კლასის იარაღი რომელიც მძიმე ტყვიას 350-ით გაისვრის ან არ არსებობს, ან თუ არსებობს გადაკეთების შემდეგ იმდენად მოუხერხებელია ყოველდღიურობაშI რომ 1-2 კვირის თავზე აღმოჩნდება მაიმარკეტზე დადებული შემდეგი გამოუცდელი მომხარებლის მოლოდინში.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th July 2025 - 08:04 AM |
Hosted by Pro-Service |