დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ზამბარ დგუშიანი პნევმატიკა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა
გვერდი: 1, 2, 3
Lukiane123
გამარჯობათ მაინტერესებს რომელია ყველაზე ძლიერი 4.5მმ ზამბარ დგუშიანი პნევმატიკა გამიგია ჰატსანი მაგრამ ყველა ამბობს დიდი უკკუცემა აქვს და ვინტები ეშვება ყოველ სროლაზეო.ეხლამ აქვს ვანტეიჯ ნიტრო პისტონი საკაიფო რამეა მარა მინდა რამე ისეთი ანუ ყველაზე ძლიერი რომელია შორ მადძილზე მძიმე ტყვიები ასე 350მ\წ მაინც რომ გაისროლოს
nihontoman
ციტატა(SVD @ Mar 22 2015, 07:07 PM) *
გამარჯობათ მაინტერესებს რომელია ყველაზე ძლიერი 4.5მმ ზამბარ დგუშიანი პნევმატიკა გამიგია ჰატსანი მაგრამ ყველა ამბობს დიდი უკკუცემა აქვს და ვინტები ეშვება ყოველ სროლაზეო.ეხლამ აქვს ვანტეიჯ ნიტრო პისტონი საკაიფო რამეა მარა მინდა რამე ისეთი ანუ ყველაზე ძლიერი რომელია შორ მადძილზე მძიმე ტყვიები ასე 350მ\წ მაინც რომ გაისროლოს



ნებისმიერი ზ.დ.პ. ოღონდ უნდა აიღო და ყველა ტყვიას რომ ჩადებ ლულაში, კაბაში ზეთის წვეთი ჩადო biggrin.gif


პ.ს. ეს თემა ან დაიხურება ან ჭაიშლება, ხოდა მანამდე მოვასწრებ და გეტყვი: მასეთი არ არსებობს, ან თუ არსებობს ძალიან იშვიათია და სასროლად გამოუსადეგარი იქნება
Lukiane123
ციტატა(nihontoman @ Mar 22 2015, 07:18 PM) *
ნებისმიერი ზ.დ.პ. ოღონდ უნდა აიღო და ყველა ტყვიას რომ ჩადებ ლულაში, კაბაში ზეთის წვეთი ჩადო biggrin.gif


პ.ს. ეს თემა ან დაიხურება ან ჭაიშლება, ხოდა მანამდე მოვასწრებ და გეტყვი: მასეთი არ არსებობს, ან თუ არსებობს ძალიან იშვიათია და სასროლად გამოუსადეგარი იქნება

რატო უნდა წამიშალონ რადააშავაა ? :დ
ხ.მ.ე.ლ.ო
SVD
ბენჟამინ 1500 ია მასეთი თოფი, ან ახალი - ბენჯამინ ნპ 1400 ი smile.gif ცოტა ჩამოუვარდება 1500-ს მაგრამ მგონი მაინც ძლიერია, 1500 ზე გეტყვი რომ დანამდვილებით ძლიერია მარა ის მეორე არ ვიცი არ მქონიაsmile.gif
ja_ja
სათაური არღვევს ფორუმის წესებს, ამიტომაც მომწერე რა გინდა რომ სათაური დავარქვა თორემ მომიწევს თემის წაშლა და მერე თავიდან უნდა გააკეთო.

რაც შეხეება შენს კითხვას რომელიც ყველაზე ყველაზე აი ყველაზე ძლიერი თოფი რომელიც ხალასტოი გასროლით ბეტონის კედელს წააქცევს ისეთ ენერგიას გამოყოფს.... ჰმმმმ იცი გამიჩნდა შემხვედრი კითხვა და რათ გინდა ეგეთი?

სკოლაში იმედია ფიზიკის მასწეავლებელმა აგიხსნა რომ ყოველი მოქმედება წარმოქმნის უკუქმედებას, ანუ... მაგალითად:
- co2-ის შემთხვევაში შენ არ შრომობ და აკუმულირებულ ენერგიას იყენებ, მაგრამ შენს მაგივრად ვიღაცა იწვალა ნარშირორჟანგის შეკუმშვაზე....
- PCP-ში, წვალობ და ნასოსით პატარა დაღლილობებით აკაჩავებ ენერგიას (ნუ ტოისტ ჰაერს), ან მაგალიტად კომპრესორს ამუშავებს შენს მაგივრად
- აი ზ.დ.პ-ში კი მხოლოშ შენი ძალებით ახდენ შეკუმშვას და ენერგიის აკუმულირებას, ანუ რაც მეტი ძალა გინდა რომ თოფს ჰქონდეს, მით უფრო მეტი ძალის დახარჯვა გიწევს უფრო ხისტი ზამბარის შეკუმშვაზე....

ეს ძალა ზოგჯერ ისეთი უმართავია რომ თოფის გადასატენად საჭიროა მისი უბეში ამოდება და ორივე ხელით ლულაზე ჩამოკიდება რომ თოფი დაიტენოს.... ახლა ზემოთ ხსენებული co2-ისა და PCP-სგან განსხვავებით ენერგიის გამოყოფა ხდება ძალით შეკუმშული ზამბარის ხარჯზე.... როგორ ფიქრობ ზამბარის განთავისუფლებისას ძალა მხოლოდ დგუშზე მოქმედებს? არ გიფიქრია ეგ ზამბარა გაშლისას შენ რა ძალით მოგიკაკუნებს მხარზე???? საუბარიც კი აღარაა უკუცემაზე, მანდ უკვე ბეჭის დანგრევა ჩაზელვაზეა საუბარი... და რა კაიფი უნდა მიიღო ეგეთი იარაღიდან სროლისას? მართლა ხომ არ მიადგები თუჯის ტაფებს რომ რამენაირად დახვრიტო????

და ბოლოს რაც უფრო ჩქარია 4.5 კალიბრში ტყვია მით უფრო გამოუდეგარია გასროლისას მისი შედეგი... გავიწყდება რომ კალიბრი იმდენად პატარაა და იმდენად ჩქარა გაივლის წინააღმდეგობას რომ სამიზნე ვერც კი იგრძნობს რა მოხდა... შენ ბევრი დამწყებივით მცდარი წქრმოდგენა გაქვს გასროლაზე, სხულს და ნადავს აზიანებს არა ჩქარი გახვრეტა არამედ მოხვედრის დროს ენერგიის სხეულისთვის გადაცემა, სწორედ ეგ ენერგია ანგრევს შიგნეულობას და არა წვრილი ხვრელი რომელიც სისწრაფის გამო ისე ჩქარა გაიხსნება და ისე ჩქარა დაიხურება რომ სამიზნეს არაფერი მოუვა თუ თავში არ გაარტყ. თავში მოხვედრა კი უმეტესობა სანადირო ორგანიზმს 150 მეტრ წამითაც ზედმეტად ყოფნის....


ანუ კითხვა გამოჩნდა ასეთი - რისთვის გინდა ეს სუპერ ძლიერი იარაღი:
- იმისათვის რომ ჩაიმტვრიო ძვლები
- იმისათვის რომ სხვებს ჩაუმტვრიო ძვლები
- იმისათვის რომ ვერავინ მოახერხოს გადატენვა და დასცინო იმათ რომ "სლაბაკები" არიან
- იმისათვსი რომ ესროლი რაიმე სანადირო ობიექტს, ის კი ადრენალინის მოქმედების გამო ვერც კი მიხვდეს რა მოხდა და გაფრინდეს გამწარებული ნაჩქმეტი ტკივილის გამო და სადღაც 3-5 კილომეტრში ჩამოვარდეს....


რეალურად რათ გინდა? რა შედეგს მოელი???

გარდა ამისა მინდა გაცნო რომ ეგეთი ზ.დ.პ კლასის იარაღი რომელიც მძიმე ტყვიას 350-ით გაისვრის ან არ არსებობს, ან თუ არსებობს გადაკეთების შემდეგ იმდენად მოუხერხებელია ყოველდღიურობაშI რომ 1-2 კვირის თავზე აღმოჩნდება მაიმარკეტზე დადებული შემდეგი გამოუცდელი მომხარებლის მოლოდინში.
Lukiane123
რისთვის მინდა და სანადიროდ და უკუცემას და გადატენვას არ ვჩივი გადავტენი როგორმე არ რა უკუცემა უნდა ქონდეს ბოლობოლო სანადირო ხომ არარის ტო

აბა რამდენია კაი სიჩქარე ტყვიის რო გამოდგეს სანადიროდ ფრინველზე და კიდევ ერრთი ვანტეიჯი მაქ რა და მაინტერესებს რა მანძილისტვის არის
geojorjika
რაც არუნდა ძლიერი იყოს იარაღი, 4.5. მმ კალიბრის ზევით შეზღუდვის პირობებში სისულელეა 24-26 ჯოულზე ზევითმქონე.იარაღი , რას ყნდა ესროლო ან რა მანძილზე რომ არ ეს ენერგია არ გეყოს?
pilotina
SVD
ციტატა(SVD @ 22nd March 2015 - 07:54 PM) *
აბა რამდენია კაი სიჩქარე ტყვიის რო გამოდგეს სანადიროდ ფრინველზე


ყველა თოფს თავისი კაი სიჩქარე აქვს, მაგრამ ერთს გეტყვი, რომ კლასიკური ფორმის აირგანის ტყვიას არ უყვარს ძალიან მაღალი სიჩქარეები, მაგათთვის ყველაზე მისაღები დიაპაზონი სადღაც 245 - 295 მ/წმ -ია...თუ უფრო მაღალი სიჩქარეებზე გინდა სტაბილური შედეგები, მაშინ ტყვიის ფორმაც უნდა შეიცვალოს, უფრო ცეცხლსასროლის ტყვიის ფორმა გამოგადგება, მაგრამ მასეთ ტყვიას შესაბამისი ლულა უნდა და ა.შ.

აი ამ ვიდეოს გადახედე

თუ ინგლისური პრობლემაა, რუსულად მოგიძებნი ანალოგიურ ვიდეოს...

okela84
ja_ja
22 და 25 კალიბრებზეც 260 მწ არის ყველაზე ოპტიმალური თუ უფრო მეტიც შეიძლება ?
koknar
ისე ჯაჯას პოსტებით კაი განათლების მიღება შეიძლება biggrin.gif biggrin.gif
Lukiane123
26 ჯოული რომელ ზდპს აქვს?

ვანტეიჯს რამდენი აქვს ?
SCORPIONS
SVD 26 რატო მაინც? აირგანელის კონვერტორში შედი და ბევრს მიხვდები.. wink.gif
nihontoman
SVD
ვნატაჟს აქვს 18-20 ჯოული (დამოკიდებულია ტყვიაზე), რაც ძალიანაც საკმარისია თუ მოახერხებ და მაგ ენერგიას სასურველ ადგილამდე მიიტან biggrin.gif მითუმეტეს 4.5 კალიბრში. მე მქონდა ვენომი (იგივე თოფია, ცოტა სხვა დიზაინით და კონდახით) და მაგდენ ენერგიას იძლევა ვიცი (მე არ გამიზომია, სხვებმა გაზომეს).

თუ მაინცადამაინც გნდა 4.5 მმ ტყვიას ზებგერითი სიჩქარით ისროდე, შენთვის ცეცხლსასროლი ყოფილა .17 HMR კალიბრში. აქვს 700-800მ/წ სიჩქარე, 300-350 ჯოული ენერგია და საკმაოდ სწორი ტრაექტორია, რაც საშუალებას იძლევა სადღაც 200 მეტრამდე კარგად ინადირო biggrin.gif მასეთი პნევმატიკა არ არსებობს და თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ვერც იარსებებს biggrin.gif
Lukiane123
გეკო მინდა ხო ზუსტად biggrin.gif 200 ლარად ვყიდულობ ეხლა ტოზ 8 ს

ციტატა(SCORPIONS @ Mar 22 2015, 11:27 PM) *
SVD 26 რატო მაინც? აირგანელის კონვერტორში შედი და ბევრს მიხვდები.. wink.gif

ეგ სად ვნახო? რავიცი საშუალოდ ვთქვი 26 რაც მეტი მიტ უკეთესი
SCORPIONS
SVD მაღლა აჰყევი გვერდს და იქ წერია. სხვა გვერდზე ნუ გადახვალ,ამ პოსტს რო წაიკითხავ,ეგრევე ადი მაღლა მაუსით. წევრთა სია,კალენდარი, აირგანელის კონვერტორი.
okela84
nihontoman
შენ ხომ არი იცი დაახლოებით 25 კალიბრიანი პნევმატიკის რამდენ მეტრ წამზე შეიძლება აყვანა ისე რომ ძაან არ დაკარგოს სიჩქარე ?
nihontoman
ციტატა(okela84 @ Mar 23 2015, 11:53 AM) *
nihontoman
შენ ხომ არი იცი დაახლოებით 25 კალიბრიანი პნევმატიკის რამდენ მეტრ წამზე შეიძლება აყვანა ისე რომ ძაან არ დაკარგოს სიჩქარე ?



აბა ახლიდან და გამოთქმით მკითხე biggrin.gif თუ სიზუსტეს გულისხმობ, რავი აბა biggrin.gif გავრისკავ და ვიტყვი რომ რაკი იგივე ფორმა აქვს ტყვიებს როგორც წესი, ალბათ ისევ ის სიჩქარე იქნება ოპტიმალური რაც უფრო პატარა კალიბრისათვის. ერთია უზუსტობებს და დეფექტებს წონის გადანაწილებაში მეტად აიტანს .25 კალიბრი და რა თქმა უნდა ქარზე არ ექნება იმდენი პრობლემა რაც პატარებს./...

მოკლედ ვისაც უთამაშია მაგ კალიბრით იმას უნდა კითხო. აბა მე რა ვიცი? biggrin.gif
ბაიკერი
okela84
ბევრი მაქვს მაგაზე ნაკითხი და როგორც ვიცი 800დან 900მდე არის იდეალური სიჩქარე
ja_ja
SVD
ციტატა(SVD @ 22nd March 2015 - 07:54 PM) *
უკუცემას და გადატენვას არ ვჩივი გადავტენი როგორმე არ რა უკუცემა უნდა ქონდეს ბოლო-ბოლო სანადირო ხომ არარის ტო

მესმის რომ შენ იმენნა "მაჩო" ხარ და შენთვის არაფერს წარმოადგენს 100 კილოგრამიანი მორის გადატანა თბილისიდან ბათუმამდე საკუთარ ბეჭზე, ეჭვიც არ მეპარება რომ არც კი დაიღლები მაგ დროს, მაგრამ როგორც კი გამოცდილი ადამიანი წაიკითხავს შენს დაწერილს რომ შენთვის გადატენვა საფიქრალი თემა არა და უკუცემაც ახლა დიდი რა უნდა იყოს ბოლო ბოლო ცეცხლსასროლი სანადირო თოფი ხომ არააო, აი მანდ კი გემრიელად გაეღიმება ყველას....


1) ყველა მონადირეს უნდა რომ ნაკლებად დაიღალოს, აი ზ.დ.პ-ზე კი მაგას ვერანაირად ვერ იტყვი, ჯერესერთი ძლიერი ზამბარა და ძლიერი თოფი გინდა არ გინდა გულისხმობს ძლიერს კონსტრუქციას რაც თავის მხრივ გულისხმობს გაძლიერებულ კორპუსს და დამატებით ლითონს კონსტრუქციაში, ბოლოს ეგ ყველაფერი წონაში აისახება, ნორმალური მონადირე იწუნებს თოფს რომლის წონაც 3-3.5 კილოზე მეტია (საუბარი მაქვს ცეცხლსასროლ გლუვლულიან თოფზე რომლითაც მთელი დღე დაბოდიალობს ხანდახან მონადირე), პნევმო კი როგორც წესი 3.5 კილოს ზემოთაა ხოლმე, , დამიჯერე ბოდიალისას ყოველი ზედმეტი 100 გრამი 100 სპილოს წონის ექვივალენტი ხდება.

ცხოვრება კინო არაა რომ ჯანიანი შვარცნეგერივით ბეჭზე მოიგდო ტრაქტორი და პოზიორობ-პოზიორობით მთელი დღე იარო, ვის სცხელა ის ხედისთვის smile.gif დაგაგლიჯავს ტყვია წამალი ცალკე ხელებს და ცალკე თოფი, რამდენი ჯარისკაცი დაღუპულა ომებში იმის გამო რომ დაღლილს იარაღი ვეღარ უთრევია, ან დამატებითი ტყვია წამალი ვერ წაუღია და მალე გამოლევია... არ ხარ შენ რაიმე სუპერ ადამიანი... სპეცნაზელებს უჭირთ და შენ....

2) ასევე მაგარ ღიმილს იწვევს ის რომ გადატენვა დიდი არაფერია, როგორ არაა არაფერი როდესაც ორი ხელით უნდა დაეკიდო და ხანდახან კიდევ ძალა არ გყოფნის რომ ჩაკეტო იარაღი, რამდენს გაურბის მაგ დროს ლულა და გაქანებული ლულა რომ იკეტება მერე ზემოთაა ხოლმე აღუნული ლულა..., შეიძლება 1 დიდი არაფერია, 2 გაუძელი 3 ნუ გადაიტანე, მაგრამ ყოველი ეგეთი გადატენვა ბოლოს აისახება მუსკულატურის დაჭიმვაზე რაც არ უნდა ფორმაში იყო ხელი იძაბება და ყოველი შემდეგი მცდელობა სულ უფრო ცუდათ აისახება დაღლილი ხელის გამო სამიზნეზე. არ თქვა რომ შენ სუპერ კაცი ხარ... არავის არ გამოსდის ეს საქმე ამ პლანეტაზე და ნამდვილად არ ხარ გამონაკლისი არც შენ, შეიძლება თავიდან ჯიბრზე არ დაიხიო და გადატენო ხოლმე, მაგრამ დამიჯერე ადრე თუ გვიან ბოლოს შენც მიხვდები რომ მართლა ქარის წისქვილებთან ბრძოლაა ძლიერი ზ.დ.პ-ს გადატენვა.

აღარაფერს ვამბობ ძლიერი და ხისტი ზამბარის ხშირად გატეხვაზე, ხოლო ძლიერი და მაღალ წნევაზე დატენილი ნიტრო პისტონი კი უფრო უარესია გადასატენად თან თავდაპირველი მოღუნვისას განსაკუთრებით. ჰაერზე არ გეუბნები ამ ყველაფერს, არაერთი გამომიცდია და მჭერია ხელში, ბოლო ადამიანი 1 კვირის წინ წავიდა ჩემგან ნიტრო ზამბარით და კაკრაზ იმასაც ვეუბნებოდი ეგ იყო ბოლო როდესაც ზ.დ.პ-ს მოვკიდე ხელი... ნუ სროლამ სიამოვნება უნდა მოგანიჭოს და არა სიამაყე იმით რომ მოახერხე და ლულის გადატეხვა დაძლიე smile.gif

3) აი ცეცხლსასროლი ხომ არაა ბოლო ბოლოო smile.gif ეგ 3-ჯერ მეტ ღიმილს იწვევს და გვაჩვენებს რომ საერთოდ გამოუცდელი ხარ არ საქმეში... ბევრი ეგრე ფიქრობს როდესაც ზ.დ.პ-ზე ოპტიკას აყენებს განსაკუთრებით ძლიერ ზ.დ.პ-ზე და შემდეგ უკვირთ კვირაში 2 ცალი ოპტიკა რატომაა საყიდელი და 50 კალიბრიან ბარეტზე გათვლილი ოპტიკა რაფერ იშლება ტილიანი 4.5 კალიბრიდან სროლისას.... გაითვალისწინე რომ პნევმატურ ზამბარ დგუშიან იარაღში იმხელა ძალები მოქმედებს რომ სნაიპერულ ბარეტებსაც კი არ აქვს მაგხელა უკუცემა და დატვირთვები... შენ კიდევ ჯერ დასაწყისში ხარ და ისე რა მოიხსენიებ ზ.დ.პ-ს, კაი რა, რა უნდა იყოს რას მაშინებთო... smile.gif

გლუვლულიანიდან რომ გავდივართ სასროლათ ხოლმე დღეში 100-დან 200 ტყვიამდე ვისვრი და მხარი ლაითად მაქვს ხოლმე ჩალურჯებული, ისიც იმიტომ რომ უცებ უნდა მოასწრო აწევა, დამიზნება, გაფრენილი თეფშის დაჭერა სამიზნე ხაზზე, თან მხარზე მიდების მოსწრება და თან გასროლა.... ხან იარაღის კონდახი მაიკას წამოედება, ხან ბოლომდე ვერ ასწრებ მიდებას მხარზე და ეგე... ქე გკრა წიხლი იარაღმა და დაგილურჯა მხარი, მაგრამ ეგეთი მცირე დრო რომ არ იყოს დასამიზნებლად და ვასწრებდე მხარზე ადამიანურად მიდებას, როგორც პნევმატიკაში, მაშინ ჩალურჯების ნასახიც არ მექნებოდა

აი ზ.დ.პ-ში კი დაჟე შედარებით "დეტსკი სადის" Hatsan Mod125-ზე სადღაც 30-40 ზედიზედ გასროლაში ჩამონგრეული გაქვს ბეჭი (დაჟე ბიჭები აქ ალბათ შემწიხლავენ - რაის 30-40 გასროლა, 10-20 გასროლაში ბეჭი აღარ გევარგებაო), დალურჯებულიც გაქვს და შემდეგი გასროლისას ქვეცნობიერად ცდილობ თოფი ბეჭს და მტკივან ადგილს არ გააკარო, და ისე გაისროლო, ეგ კი უარესია, იმიტომ რომ შეზების წერტილის არ ქონის გამო ისე გილაწუნებს თოფი მხარში რომ უფრო უარესად იჟეჟები და უფრო გტკივა მხარი...

შენ პროცესიც კი ვერ წარმოგიდგენია ნორმალურად რა ხდება ზ.დ.პ-ში გასროლის დროს.... სანადირო თოფიდან მაქსიმუმ ისვრი 20-დან 35 გრამამდე საფანტს, თან დამიჯერე 20-28 გრამიანი საფანტი გარკვეულ დარტყმას განიჭებს და 35 გრამიანი კი უკვე აშკარად კაი დარტყმას გაძლევს, ანუ ფიზიკის კანონია, ყოველი მოქმედება იწვევს უკუქმედებას... ახლა შენს გახარებას აბა მითხარი რა წინისაა ზ.დ.პ-ში ზამბარა რომელიც თოფის შიგნით ხვანცალებს და დახტის??? არის თუ არა 20-30 და დაჟე 100 გრამზე მეტიც? უფრო მეტსაც გეტყვი მთავარი მანდ ზამბარა კი არა არამედ ის დგუშია რომელიც წინ მოძრაობს და წინააღმდეგობას უქმნის ზამბარას გაფართოების მიმართ....შეგიძლია წარმოიდგინო რამდენად დიდი კინეტიკური ენერგიაა აკუმულირებული??? როგორ ფიქრობ გასროლისას რა ხდება ტყვიას მიყვება ეგ ენერგია თუ ჰაერში ორთქლდება???

როგორც უკვე გითხარი ვერც კი წარმოგიდგენია, გასროლისას ის უბედური "პორშენი" რომელიც წინა უნდა წავიდეს, იგივეა რაც სანადირო თოფში საფანტი, დენთივით მოქმედებს ზამბარა რომელიც ასევე მომენტალურად ფართოვდება და დარტყმით ტალღას წარმოქმნის.... როგორც უკვე გითხარი 30 გრამი უკვე უსიამოვნოა და შენ დგუშის წონა ზაპროსტო სცდება 100 და 150 გრამს, ანუ 5-6-ჯერ მეტ უკუცემას გრძნობ ორგანიზმზე, თითქოს და ეგ საკმარისი არააო, ზ.დ.პ-ს ასევე აქვს როგროც უკუცემა, ასევე ჩვენს ფორუმზე ახლად მოგონებული მოქმედება ეგრეთწოდებული "წინცემა", გამოიხატება ეს იმაში რომ დგუში წინ მოძრაობისას ბოლოს ეჯახება თოფის წინა კედელს და გამომუშავებული იმპულსით წინ მიათრევს თოფს, სწორედ მაგ უკუცემას და წინცემის მიყოლებას ვერ უძლებს ოპტიკები, ცეცხლსასროლზე ერთი სწორხაზოვანი უკუცემა გაქვს და შემდგომ შენი ორგანიზმის მიერ გაწეული ამორტიზირების და მოშვების ეფექტი გაქვს, ზ.დ.პ-ში კი უკან გლეწა, წინ მოხვდა და თოფი წაათრის, მერე შენს მიერ ხელში დაჭერის მცდელობით ისევ უკან მოგაქვს და საკუთარ თავს ურტყავ თოფის კონდახს... აეეეე, საკუთარი თავის გალახვა მიდის იმის ჭე smile.gif

გამომიცდია და კაი ნაჩხუბარი და ნაცემი რომ დავბრუნებულვარ ხოლმე ბავშობაში აი რაღაც ეგეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე ზ.დ.პ-ს მერე, სროლიდან 1-2 დღე დალურჯებული ადგილი გტკივა, ბეჭში ძვლები კაი 3 დღეც პაწა დისკომფორტს გიქმის....

მოკლედ შეეშვით რა აი სუპერ-ძალას, სუპერ-მენს, აირონ-მენს და სხვა მენებს... თუ ძლიერი იარაღი გინდა მაშინ PCP-ა შენი გამოსავალი და მოდი დაივიწყე რა ეს ზ.დ.პ.... შენც და სხვაც ვერ შეელიეთ იმ აზრს რომ კაი და ძლიერი ძვირი უნდა ღირდეს და გინდათ 300 ლარიანი თურული ქაქით მიიღოთ ის რასაც 3000 ევროიანი თოფი აკეთებს უმარტივესი გადაფურთხებით.... ვერ მიიღებ, არ არსებობს ეგეთი რამ.... უფროს წორედ ახლა ჯიბრში თუ ჩადგები ბოლოს შეგიძლია 30-იანი არმატურის ზამბარა გააკეთო და იმით გაისროლო თოფიდან და დაამტკიცო აგერ ხომ გავაკეთეო, მაგრამ ზომა, ფორმა, ხარჯი და შედეგი ხომ არის, ამ დროს მთავარი.... ამდენი ფულის ჩაყრას და ჩალიჩს გეყიდა რა თავიდანვე ის რაც საჭირო იყო...

გარდა ამისა, მილიონ ადგილზე მაქვს დაწერილი არაერთმა ექსპერტმა ცდების დროს დაამტკიცა რომ პნევმო იარაღის მაქსიმალურად მისაღები სიჩქარე არის 270-280 მეტრი წამში და არანაირი 300-50 და მითუმეტეს 400 და 500 მეტრ წამი არაა მისაღები.... სხვა თუ არაფერი არსებობს აირების გაფართოების ფიზიკა, ჩვეულებრივ ატმოსფერულ ჰაერს არ აქვს, მაგხელა გაფართოების კოეფიციენტი რომ უცბათ შეკუმშვის შედეგად მიღებულმა ნაკადმა ვთქვათ და 350 მეტრ წამზე მეტი მოგცეს, ეგეც რომ მიიღო უკვე სუპერ ზეწოლებზე გადადიხარ, 280-ის ზემოთ ყოველ მომატებულ 1 მეტრზე უფრო მეტი ძალა და რესურსი იხარჯება ასე რომ არარენტაბელურია...

საზღვარგარეთ სასტავს ვისაც ეგეთი არაადეკვარური იდეები აწუხებდა მიხვდა, რომ ფიზიკა არ მისცემდა მეტის საშუალებას ამიტომაც, გადავიდნენ სხვა აირებზე რომელსაც მეტი გაფართოების კოეფიციენტი აქვს, მაგალითად წყალბადი, ან არგონი... მაგრამ არგონი არაადეკვატურად ძვირი ჯდება და ყოველ მეორე ბუდკაში არ იყიდება, ხოლო წყალბადი წნევის ქვეშ გამოირჩევა თვითაალებადობით და ქე ხვდები რაც მოხდება (ბოლო ბოლო გაიხსენე აბა წყალბადის ბომბი რას აკეთებს, შიგნით ერთი ჰაერის ბუშტის ოდენა მოცულობა წყალბადია, მაგრამ ენერგია ისეთი გამოიყოფა რომ .....)...

ამიტომაც, მოდი რა შევეშვით უაზრო ბაქიაობას, რომ შენთვის გადატენვა არაფერია და რას ვწუხვართ აქ, არაერთ ათეული იუზერი მინახია ამ ფორუმზე რომელიც იგივეს წერდა და ბოლოს სანატრელი მახინჯობის შეძენის მერე ყველამ დაწერა, კი იყავი მართალი რომ ამბობდი, მაგრამ არ დაგიკჯერე და მივქარეო, ამიტომაც, შენც პროსტა კიდევ ერთი ასეთი მომხმარებელი რომ არ იყო, მთელი ძალით ვცდილობ არ მიქარო...

თუ შენთვის ძალა სუპერ აუცილებელი კრიტერიუმია, მაშინ შეეშვი ზ.დ.პ-ს და გადადი PCP-ზე,. მესმის ძვირია, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ არსებობს...

და ბოლოს მიუხედავად იმისა რა იარაღს ამოირჩევ, კიდევ ერთხელ ვამბობ 270-280ზე მეტი სიჩქარე საჭირო ნამდვილად არაა, არაერთი მოსულა ჩემთან გაოცებული თვალებით რომ 30-40 მეტრში ქედანი ჩამოაგდო და როდესაც ქრონოგრაფით სიჩქარე გავზომეთ აღმოვაჩინეთ რომ იარაღი სულ რაღაც 180-190 მეტრ წამით ისროდა, ანუ 200-იც კი არ იყო და 30-40 მეტრზე ქედანს ყოფნიდა, ზ.დ.პ მეტ მანძილზე სამუშაოდ მაინც არ გამოგადგება, ასე რომ დაეშვი დედამიწაზე smile.gif

P.S. აუ დავიღალე რა ამდენი წერით და თან კაციშვილი რომ არ გისმენს smile.gif სულ იმას ვიძახი ერთი დიდი სტატია უნდა დავწერო მეთი და სულ მეზარება, მერე კიდევ ყოველ მეორე პოსტში ერთი და იგივე შინაარსის პროსტინების წერა მიწევს smile.gif





ბაიკერი
ციტატა(ბაიკერი @ 23rd March 2015 - 06:46 PM) *
როგორც ვიცი 800დან 900მდე არის იდეალური სიჩქარე

იქნებ საზომი ერთეულიც მიაწერო ხოლმე, ან ჩვენებურ მეტრულ სისტემაში დაწერო, თორემ 900 რა?... 900 გაცოფებული ციყვის ნახტომი კვირაში??? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
koknar
ja_ja
წყალბადი რო დახურულ სივრცეში ჩაკეტო და ჟანგბადს საშუალება არ მისცე შეაწუყოს, მგონი როგორც არ უნდა შეკუმშო არ გაბრაზდება
okela84
ბაიკერი
ციტატა(ბაიკერი @ 23rd March 2015 - 06:46 PM) *
ბევრი მაქვს მაგაზე ნაკითხი და როგორც ვიცი 800დან 900მდე არის იდეალური სიჩქარე

ეგ ალბათ ცეცხლსასროლზე
ბაიკერი
okela84
არა ფპს ვიგულისხმე. 25 კალიბრში. ყველაზე სტაბილური და ზუსტი სიჩქარეაო
SCORPIONS
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 23rd March 2015 - 09:48 PM) *
ქრონოგრაფით სიჩქარე გავზომეთ აღმოვაჩინეთ რომ იარაღი სულ რაღაც 180-190 მეტრ წამით ისროდა
საინტერესო ისაა,თუ რა წონის ტყვიას ისროდა 180-190 მწ,რომ ქედანი ჩამოუგდია კაცს 30-40 მეტრში.?
geojorjika
ja_ja
ჯაჯ ტიტანისგან ვაპირებ მახათის გაჩარხვას შენთვის biggrin.gif

რად უნდა ამდენი ისტორიები მოკლედ და ლაკონურად, აი ასეა, არ გჯერა? წადი იყიდე გამოცადე და მერე ვილაპარაკოთ wink.gif , დამიჯერე უფრო უკეთესად მუშაობს
koknar
ციტატა(giorgi @ 23rd March 2015 - 11:28 PM) *
ჯაჯ ტიტანისგან ვაპირებ მახათის გაჩარხვას შენთვის

რკინა იღუნება ?
okela84
ბაიკერი
აჰა ესეიგი იგივეა დაახლოებით. 260-280 როგორც 177-ზე, მარა მგონი უკეთ აიტანს 25 კალიბრი მაინც მაღალ სიჩქარეს. დიამეტრი 20-30%-ით იზრდება და წონა 300-350%-ით
geojorjika
koknar
ვერ ხედავ? biggrin.gif biggrin.gif ეტყობა გასცვითა biggrin.gif
ბაიკერი
okela84
მაგდენი არ ვიცი მარა რა საჭIროა. კუნძივით მიაქვს, ენერგია სუპერია. ძალიან მოშნად უკვე კორეული სუმატრა ისვრის. კერპად ყავთ ამერიკელებს ეგ თობი. ეუნჯინის პულკებს ისვრის სასწაული სისწრაფით biggrin.gif
okela84
ბაიკერი
აუ როგორ მინდა 25 კალიბრიანი რამე მოკლე პცპ, 100 მეტრზე 40-50 ჯოულით რო უბათქუნებდეს biggrin.gif
Lukiane123
ციტატა(okela84 @ Mar 24 2015, 01:43 AM) *
ბაიკერი
აუ როგორ მინდა 25 კალიბრიანი რამე მოკლე პცპ, 100 მეტრზე 40-50 ჯოულით რო უბათქუნებდეს biggrin.gif

აუფფფ მე მაქ ჯიგარო ერაყიდან ჩამოტანილი 5.5 მმ პიშტო მარა ტყვიები ნეტუუუ ტავის დროზე მქონდა მაგის ტყვიები და გავარტყი მარაუდერს ის რო შვება კაი რა არავინ შემედაოს ყველაზე საკაიფო რამეა რა
SCORPIONS
SVD ვერ გიშოვია მაგი ტყვიები? 5.5. პირადში მიგასწავლი,თუ გინდა wink.gif
ja_ja
koknar
ციტატა(koka @ 23rd March 2015 - 10:08 PM) *
წყალბადი რო დახურულ სივრცეში ჩაკეტო და ჟანგბადს საშუალება არ მისცე შეაწუყოს, მგონი როგორც არ უნდა შეკუმშო არ გაბრაზდება

მეც ეგრე მეგონა, მაგრამ აღმოჩნდა რომ არა, პროსტა შეუძლია აალება, ნუ ჩახურულ სივრცეში იასნია არა, მაგრამ ჰაერთან როგორც კი ექნება შეხება ეგრევე ველური აფეთქება ხდება.

იუტუბზე ვნახე რაღაც ვიდეო როლიკი და მეცნიერები ამბობდნენ ჯერ დღემდე არ ვიცით რატომ ხდება ეგრეო.

SVD
ციტატა(SVD @ 24th March 2015 - 02:08 AM) *
აუფფფ მე მაქ ჯიგარო ერაყიდან ჩამოტანილი 5.5 მმ პიშტო მარა ტყვიები ნეტუუუ ტავის დროზე მქონდა მაგის ტყვიები და გავარტყი მარაუდერს ის რო შვება კაი რა არავინ შემედაოს ყველაზე საკაიფო რამეა რა

ნუ მარადიორს კი არა თუ გინდა ვალტერს და შტეირს გავარტყათ, მაგრამ 5.5 არის 0.22 კალიბრი, ხოლო სასტავი აქ საუბრობს 0.25 კალიბრზე ანუ ჩვენებურად 6.35 მილიმეტრზე და რაფერ ფიქრობ თუ შენი ერაყიდან ჩმაოტანილი 5.5 იყო ისეთი რომ ყველაფერს შვებოდა, 6.35 რას იზამს??? smile.gif

geojorjika
ციტატა(giorgi @ 24th March 2015 - 12:28 AM) *
ჯაჯ ტიტანისგან ვაპირებ მახათის გაჩარხვას შენთვის


ჯერ ტიტანი იშოვე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ოღონდ სამედიცინო და სუფთა, ანუ მინარევების გარეშე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

SCORPIONS
ციტატა(SCORPIONS @ 24th March 2015 - 12:17 AM) *
საინტერესო ისაა,თუ რა წონის ტყვიას ისროდა 180-190 მწ,რომ ქედანი ჩამოუგდია კაცს 30-40 მეტრში.?

10.5 გრანიანს ანუ ენერგეტიკაში გამოდიოდა 11-12 ჯოული... საოცარია მაგრამ საკმარისია, ინგლისში ტყუილა კი არაა 16 ჯოულზე შეზღუდვა (ნუ FAC-ზე არაა საუბარი, ეგ ცალკე ლიცენზიას მოითხოვს), მაგრამ ამასობაში ნადირობაა ნებადართულია გინდა მფრინავზე და გინდა ცხოველზე, რასაც ეგენი ვიდეოებს დებენ კურდღლებზე ნადირობის მეტი რაღა დამამტკიცებელი საბუთი გინდა smile.gif
ბაიკერი
მართლა რამდენ კურდღლებს კლავენ ბრიტანელები. ინკუბატორით გამოყავთ თუ კლონირებით. რითI აღარ გამოილია biggrin.gif

ისე 12 ჯოულს რომ ესვრიან მეორე მხარეს გადის პულკა რაც ვიდეოები მაქვს ნანახი. ძალიან ზუსტი თოფები აქვთ ბრიტანელებს. სისუსტის კომპენსირებას სიზუსტით ახდენენ
okela84
SVD
ციტატა(SVD @ 24th March 2015 - 02:08 AM) *
აუფფფ მე მაქ ჯიგარო ერაყიდან ჩამოტანილი 5.5 მმ პიშტო მარა ტყვიები ნეტუუუ ტავის დროზე მქონდა მაგის ტყვიები და გავარტყი მარაუდერს ის რო შვება კაი რა არავინ შემედაოს ყველაზე საკაიფო რამეა რა

რა თოფია აბა მომწერე ან სურათი გადაუღე და დადე აქ და მერე შევადაროთ იგივე კალიბრის სხვა მწარმოებლების თოფებს
ja_ja
ბაიკერი
ციტატა(ბაიკერი @ 24th March 2015 - 10:44 AM) *
მართლა რამდენ კურდღლებს კლავენ ბრიტანელები. ინკუბატორით გამოყავთ თუ კლონირებით. რითI აღარ გამოილია

რა ინკუბატორი კაცო biggrin.gif 3-4 დღის წინ დისკავერიზე გადაცემას ვუყურებდი თან სიცილით ვიჭაჭებოდი და თან ვტიროდი smile.gif

გერმანიაში ისე მომრავლდა გარეული ღორიო რომ უკვე ქალაქებში დატასაობენო და არიან ერთ ამბავშიო, სასტავს სახლში და სუპერმარკეტებში უვარდებიან, რამდენიმე ქალაქში ცალკე სამოქალაქო სამსახურია გახსნილი და ქალაქის მონადირე დადის გამოძავებებზე რომ ვიღაცას ბოსტავში შეუვარდა, ვიღაცას სახლში და იმათ ლიკვიდაციაზე დადიან smile.gif

მარტო ტრასებზე წელიწადში 30 000 გარეული ღორი იბრიდებაო, ავტობანზე 2 მაგდენიო, და მიუხედავათ ამისა გადაჭმულია მთელი გერმანიაო, კატასტროფულად არიან მომრავლებულიო და ვერაფერს ვერ შველიანო.

მერე იგივე პრობლემა იყო ავსტრალიაზე განხილული, იქაც სუპერ მომრავლებულან და იქ დაჟე სუპერ მძიმე წონის ღორები იჩითებიან, 250 კილოზე მეტი, სასტავი ისეა განაგლებული რომ თოფით კი არ სადსევს, არამედ მანქანით ძაღლები მიყავთ უშვებენ ტყეშI და ისინიც არბენინებენ ღორს, თან ძაღლებს ბრონიჟილეტებს აცმევენ რომ ეშვებზე არ აანცოს ღორმა ძაღლი smile.gif ბოლოს დაღლილი ღორი ჩერდება და ძაღლებს უტრაკებს, ამ დროს GPS-ით პატრონი პოულობს თავის ძაღლებს მიდის ღირთან და დანით ჭრის ყელს, ღოირი ვეღარ ატრაკებს იმიტომ რომ დაღლილია და სიქა აქვს გამძვრალი smile.gif

იგივეს აკეთებენ ფლორიდაში, პროსტა ძაღლების მაგივრად ღორებს დასდევენ დაჭაობებულ ადგილებში პროპელერიანი კატერებით, :გლეისერებით", ბოლოს ღორი დაღლილობის და გადახურების გამო ეცემა, ესენიც აჩერებენ კატერს, მიდიან ღორთან უკრავენ ფეხებს და ცოცხალს აგდებენ კატერში და მიდიან მეორე ღორზე smile.gif

ესეიგი ამას რომ ვუყურებდი გადავირიე, მეთქი ჩვენთან 1 ღორი გაჩნდება ტყეში და მთელი სოფელი თუ ქალაქი იმ საცოდავს დასდევს მეთქი და ამათმა კიდევ რა უყოს ან იციან მეთქი, smile.gif უნდა დაიჭირონ და აქეთ გამოუშვან ექსპოერტზე, ეშველება ჩვენს ფაუნასაც და მონადირეებიც იმენნა ამოისუნთქებენ....

დასაბრედია ბუნების დაცვის სამინისტრო ყველა მთავრობის ხელში, მოამრავლეს მგელი და ტურა, მელია მაინც მოემრავლებინათ ბლინ, მოკელდ გადააჭმევინეს ყველაფერი და დღე სტყეში აღარც ღორია და აღარც კურდღელი, მონადირეები კი დოხუია და ბოლშე არიან....

აგერ მინიმუმ გერმანია ავსტრალია და ამერიკა სად წაიღონ ღორები არ იციან... ერთი წერილი მისწერონ და შესთავაზონ ჩვენთან თუნდაც 5-10 ათასის იმპორტი, იმენნა ყველა ამოისუნთქებს, თან ქართველებს რომ გვიყვარს მწვადი და ღორის ხორცი მაგისთანა აპეტიტით ეგ 5-10 ატასი ერთ თვეშI გაქრება smile.gif
ბაიკერი
ja_ja
ქვეყანაშI სადაც 4,5 მილიმეტრზე მეტი პნევმატურის შემოტანა არ შეილება, იმ ქვეყნის საქმე წასულია. მეცოდებიან ვინც ეგ კანონი შემოიღო და ვინც ემხრობა. უნამუსო ვიყო მარაზმია
Lukiane123
ციტატა(okela84 @ Mar 24 2015, 12:12 PM) *
SVD

რა თოფია აბა მომწერე ან სურათი გადაუღე და დადე აქ და მერე შევადაროთ იგივე კალიბრის სხვა მწარმოებლების თოფებს

არა ფირმა არარი იჯს გავს ისეთია.სოფელში მაქ სურათებს ვერდავდებ
Lukiane123
დღეს ვიყავი დინამოზე რო მაღაზიაა მანდ და ვნახე ტყვიები 4.5 და 5.5 კალიბრის 250 ცალი 4.5 40 ლარი მითხრა 0,500 გრამამდე იყო მგონი და 5.5 არმიკითხავს
SCORPIONS
SVD
ციტატა(SVD @ 24th March 2015 - 11:50 PM) *
4.5 40 ლარი მითხრა
რას ლაპარაკობ,ტო..ოქროს ტყვიები ქონიათ მაგათ.მაგნუმის მაღაზიებში ნახე,ნორმალურ ფასებში,ნორმალური ტყვიები აქვთ.
Lukiane123
ვანტეიჯისტვის მინდა 10.5 გრაინიანი სანადირო პახოდუ მიზანში რო კარგად მიდიოდეს და რავუთხრა რომელი ტყვუა მინდა ტქო
geojorjika
SVD
ციტატა(SVD @ 24th March 2015 - 02:14 PM) *
არა ფირმა არარი იჯს გავს ისეთია.სოფელში მაქ სურათებს ვერდავდებ


ჰოო იჟს თუ გავს მაგარი იქნება biggrin.gif

გინდა გამოვიცნო აი ესეთია



ან ესეთი


SCORPIONS
SVD სანამ არ გასინჯავ,თუ რომელი ტყვია მოეწონება იმენნო შენ თოფს,ვერავინ ვერ გირჩევს მაგას 100%-ით. ანუ,ესე იოლი რო იყოს გამოცნობა ტყვიის კონკრეტული თოფისთვის,რაღა გვიჭირდა.? ისე კი ჯსბ-ის ყველა აქებს,სიზუსტეში.ჩეხეთის გამოშვებაა მაგი.არის კიდევ გერმანულები,კარგი ხარისხის. სანადიროდ კი,ჩემი აზრით,მძიმე ჯობია მსუბუქს.ბოლო ჯამში კი,გააჩნია სად მოხვდება ტყვია!
okela84
მაგ თოფზე მაგაზე მეტი ოპტიკა არც უნდა დააყენო რაც მეორე სურათზეა biggrin.gif
nihontoman
მეთქი რა ტიტანის მახათი და რომ ვნახე ის პოსტი კი მივხვდი მერე რატო გახდა საჭიროც biggrin.gif მოკლედ, მე იმას ვფიქრობ, რომ ტიტანის მახათის გამოჩარხვას ცალკე მახათი უნდა. ჯობია აიღო და უკვე მზა იყიდო biggrin.gif დაჟე ნებისმიერ ფერში ანოდირებულები ჩითავს biggrin.gif

http://www.bladehq.com/?search=titanium+toothpick

Lukiane123
ციტატა(geojorjika @ Mar 25 2015, 08:37 PM) *
SVD


ჰოო იჟს თუ გავს მაგარი იქნება biggrin.gif

გინდა გამოვიცნო აი ესეთია



ან ესეთი


ხო გავს ამას ოღონდ იმას ჩამკეტი აქ აი სადაც ტყდება ლულა მანდ და წინ ლულის ცხვირი არი გაჭრილი ანუ აკაეს უ ს რო აქ ეგრე რა
okela84
SVD
ნასროლი მაქვს მასეთი თოფიდან ისიც 5.5 იყო და შენ წარმოიდგინე 4.5-ან პცპ-საც ვერ ჯობნის ნუ სიზუსტეზე აღარ ვიტყვი არაფერს.

შენ დიღმის მასივში ხომ არ მუშაობდი 5 ნომერში და სამრეცხაო ხომ არ გქონდა მანდ ? ერთმა მასროლინა ადრე მახსოვს ზუსტად მასეთი თოფიდან და მაგანაც ეგ მითXრა ერაყიდან მაქვსო ჩამოტანილი
geojorjika
SVD
ჰოდა შენ არაფერი გეწყინოს მაგრამ მაგ თოფი ნორმალურ ქვეყანაში 25$ ღირს biggrin.gif და მარადიორი იგივე ქვეყანაში 500$ biggrin.gif , ასე რომ მემგონი ცოტა უადგილო შედარება გამოგივიდა , ეგ იგივე რომ ვირი ტრაქტორს შეადარო wink.gif
Lukiane123
ციტატა(geojorjika @ Mar 26 2015, 09:31 PM) *
SVD
ჰოდა შენ არაფერი გეწყინოს მაგრამ მაგ თოფი ნორმალურ ქვეყანაში 25$ ღირს biggrin.gif და მარადიორი იგივე ქვეყანაში 500$ biggrin.gif , ასე რომ მემგონი ცოტა უადგილო შედარება გამოგივიდა , ეგ იგივე რომ ვირი ტრაქტორს შეადარო wink.gif

მოდი მარადიორის სისტემაზე გადაიყვანე ეს 5.5 და მერე ვნახოთ სად pcp და სად პრუჯინიანი იგივე იჟი
geojorjika
SVD
ბატონო?

რა შუაშია გაშაყვანა გადმოყვანა? და რომ გადაიყვან რა დარჩება მაგ იარაღიდან? კონდახი?
Lukiane123
როგორ თუ რაშუაშია შენ ადარებ იჯს ოგონდ 5.5 მმ იანს მარადიორს.მგონი ჩემზეკარგად იცი რო იჟ ი პრუჟინაზეა მარადიორი ბალონზე და რათქმაუნდა დიდი სხვაობა აქვს
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.