|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Aug 17 2009, 05:19 PM
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
ალბათ გახსოვთ სულ ვუტრიალებდი მანძილმზომებს, ნახ ის მინდოდა ხან ეს, მინდოდა იაფად და შორ მანძილზე მომუშავე, მოკლედ ბევრი ვაი ვაგლახის მერე ავარჩიე აიეს მოდელი მე ეს შტუკა დამიჯდა150$ პლიუს 8.75 ლარი ჩამოტანა, მაგრამ ამჯერად ფასი ამაზონზე კოშმარულად გაზრდილია 169$ ღირს, არადა როცა 150$-ად ვყიდულობდი მაშინ მეჩვენებოდა ამ მანძილმზომის ფასი ძვირი, იმიტომ რომ იგივე მანძილმზომი იბეიზე იყიდებოდა 119.99$-ად + 10$ შიპინგი (ოღონდ იყიდებოდა დემო ვერსია, ანუ სრულიად მუსა ვერსიაა, პროსტა კოლოფი ჰქონდა თეთი, წარწერების გარეშე. ყოდოდა მაღაზია opticplanet-ი იყო 10ცალი, ახლა კი არცერთი აღარაა დარჩენილი), ანუ სულ 130$, მარა მაინცა და მაინც PayPal-ით გვინდა ფულიო. ეჰჰჰჰჰ თუმცა ახლა თუ ყიდვა ვინმეს გინდათ ისევ შეგიძლიათ იაფად დაითრიოთ, უფასო შიპინგით, ანუ 130$-ად ამისათვის უნდა შეიძინოთ opticplanet-ის ონლაინ მაღაზიაში მე ამ მაღაზიაში არასდროს ამ შემიძენია არაფერი, ასე რომ ვერ გირჩევთ რა და როგორაა, მოგიწევთ გარისკვა, უბარლოდ ბევრი ამერიკული საიტი ჩვენს ბარათებს არ იღებენ. ასე მაგალიტად კაბელას-ზე ჯორჯიკასთვის შარვალს ვყიდულობდით, თითქოს ბარათი მიიღო, მაგრამ ბოლოს უარი გტკიცეს ჯანდაბას მივეცი 20$-ით მეტი და კმაყოფილი ვარ. ახლა რომ მეყოდა კიდევ 20$-ით მეტი დამიჯდებოდა ასე თუ ისე ეს ლაზერული მანძილმზომი გუშინ მე-13 გასვლისას ყველა მონაწილემ ვიხილეთ. მოგვცა მშვენიერი შედეგები ცდომილება პლიუს მინუს 1 მეტრია, ანუ 50 მეტრიან მანძილზე დაწერს, ან 49 მეტრს ან 50 მეტრსან 51 მეტრს, რაც სავსებით მისაღებია. რატომ ავარჩიე ეს მოდელი და არა სხვა? უბრალოდ საიტების დათვალიერებისას გაირკვა რომ ამ მოდელს ყველაზე ნაკლებად ემდუროდნენ, პლიუს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გაზომის დისტანცია 5 იარდიდან 1000 იარდამდე, მეტრებში ეს არის 5 მეტრიდან 913 მეტრამდე. ამ მანძილმზომს აქვს 4x ჯერადობა, რაც დამატებით კომფორტს იძლება, მაგრამ იმის გამო რომ ჯერადობა მხოლოდ 4x-ია, აქვს გარკვეული შეზღუდვები საზომ დისტანციებზე, ანუ: 1) პატარა ობიექტები - ანუ ცხოველები, მიყუდებული ბორბალი და სხვა ამდაგვარი იზომება 5 მეტრიდან 183 მეტრამდე. 2) საშუალო ობიექტები - მაგალითად ხეები იზომება 411 მეტრამდე, ორიენტირის ასაღებად მშვენიერი გამოსავალია, მაგრამ თუ ცხოველი ტრიალ მინდორზეა და 400 მეტრზე შორს, მაშინ დისტანციას ვეღარ გაზომავთ. თუმცა მოდი რეალობას შევხედოთ თვალებში - რაფრა გინდათ თუნდაც 200 მეტრზე პნევმატიკით რაიმე ცხოველს გაარტყათ??? 3) დიდი ობიექტები - საუბარია შენობებზე, სახლი ეკლესია და სხვა ასეთი, ასეთ ობიექტებამდე მანძილი მაქსიმალურ შესაძლებლამდე იზომება და შეადგებს 913 მეტრს. გუშინდელი გასვლისას ვნახეთ რომ 300 და 400 მეტრზე არსებულ ხეებსა თუ ბუჩქებს მშვენივრად აფიქსირებდა, ისევე როგორც 20-60 მეტრზე არსებულ სამიზნეებს. მოკლედ ვთვლი რომ კაი შენაძენია, მაგრამ სანამ თქვენც გადაწყვიტავთ კარგად შეისწავლეთ ბაზარი, ფაქტია რომ ამ მოწყობილობის ფასდაკლების შემთხვევაში შესაძლებელია 130$-ად დათრევა, თუმცა იგივე ebay-ზე შეიძლება 250$-ად ამაზონზე ზოგიერთი ქაჯი მაღაზია საერთო 380$ აფასებს. თან არ დაგავიწყდეთ ჩვენთან 300 ლარზე მეტის შემოტანა განბაჟების გარეშე არ შეიძლება, ასე რომ მაქსიმალური ზღვარი თავისი შიფინფიანად არ უნდა გამოგივიდეთ 170$-ზე მეტი. ახლა დავუბრუნდეთ თვითონ მანძილმზომის მიმოხილვას. ასე გამოიყურება კოლოფი გარედან, ეს არის წინა ხედი. ![]() რა თქმა უნდა, ეს კოლოფი ტრანსპორტირებისას ცალკე დამცავ ტრანსპორტირების კოლოფში იყო შეფუთული, ყურადღებას ამ წვრილმან დეტალზე ვამახვილებ იმიტომ რომ კოლოფზე გარედან ეწერა ფრიან სახალისო წარწერა. წარწერა იყო ასეთი - აუდიო. მგონი საბაჟოზე გახსნეს, ატრიალეს ატრიალებს, ვერაფერი გაიგეს და ბოლოს წარეწრას მიადგნენ bu-bu bla. bli, blu... blutus.. (ნუ ახლა Bushnell-ი ვერ წაიკითხეს და ვერ მიხვდნენ), ბლუთუსია მაგის დედაცო და მიაწერეს აუდიო პლეერიაო უკანა მხარე შესაბამისი წარწერებით და ინფორმაციით ![]() გახსნის პირველი ეტაპი ![]() გახსნილი კოლოფი და შიგთავსი ![]() წინა და უკანა ხედები ![]() ![]() ხელში როგორ გამოიყურება რომ ზომებიგასაგები იყოს ![]() ![]() ესეც პატარა ვიდეოიმისათვის რომ წარმოვიდგინოთ რამხელაა, თუმცა ამ მოწყობილობის ზომა ალბათ უკვე დაინახეთ მე-13 გასვლის ვიდეო რეპორტის ნახვისას. ეს ის ადგილია სადაც აკუმულატორი იდება ![]() როგროც ხედავთ მუშაობს 9 ვოლტიან ენერჯაიზერის ელემენტზე, ნიკელ კადმიუმიანი ელემენტები არ გამოიყენოთო ასე უწერია, მხოლოდ ალკალინის ელემენტებიო. ჰო სხვათაშორის სწორედ ამ ელემენტის ჩასადებ ადგილზე აქვს პატარა გადამრთველი, რომელიც განსაზღვრავს მეტრებში თუ იარდებში გამოჩნდეს ეკრანზე ინფორმაცია. მუშაობისთვის გამოიყენება 1 ღილაკი, ანუ თავიდან ვაჭერთ ამ ღილაკს და მოწყობილობა აქტიურდება 30 წამით, ინტეგრირებულ ეკრანზე ჩნდება სამიზნე, ვიღებთ მანძილმზომს და უკანა ოკულარიდან ვიყურებით, ვუმიზნებთ ჯვარს სასურველ ობიექტს და კიდევ ერთხელ ვაჭერთ ღილაკს, ჩნდება მანძილი ობიექტამდე პლიუს/მინუს 1 მეტრის სიზუსტით. 30 წამი უმუშევრობის შემდეგ ენერგიის შენარჩუნების მიზნით ეკრანი ითიშება. სულ ესაა მანძილმზომის მუშაობა. აი პრინციპი კი მუშაობის შემდეგია წინა მხარეს მარცხნივ არსებული ლინზა გამოიყენება იმისათვის რომ ადამიანმა გამოიხედოს, ხოლო მარჯვენა მხარეს არსებული შეორებული ობიექტივიდან ერთი გამოსცემს ლაზერის სხივს, ხოლო მეორე კი იჭერს არეკვლილ სხივს. შემდეგ მოქმედებს მათემატიკა, სხივის გამოტყორცნიდან არეკვლიდან და უკან დაჭერამდე რა დრო იყო საჭირო? ამ დროს შესაბამისი ფორმულებით ანგარიშობს მოწყობილობა. კონკრეტულად რა ტიპის ლაზერი გამოიყენება და რა სიჩქარე ახასიათებს მას არ ვიცი, სავარაუდოდ სტანდარტულ სინათლის სიჩქარეზეა საუბარი, ერთადერთი ვიცი რომ საუბარის ნანო და მიკროწამებზე. ესეც ბოლო სურათი თავისი ჩანთით.
| |
| > |
|
|
![]() |
Aug 19 2009, 10:34 AM
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
bazuka ხოოო, ეგ ტეხავს მაგრა, ლულას ვერ გაზომავ რამერომიყოს ! მდააა მადა ჭამისას მოდისო ნუ მაგისთანას დათრევაც შეიძლება და გაცილებით იაფად. ეგ არის სამშენებლო მანძილმზომი, აგერ ოცოპინტრეს ჩამოვუტანე სულ მთელი ჩამოტანიან ყველაფრიანად 30$ დაუჯდა და მგონი მეათედებშიც ზომას. მაგრამ მაქსიმალური გაზომვა მგონი 30 თუ 50 მეტრი იყო.
| |
| > |
|
|
ja_ja Bushnell Yardage Pro Sport 450 Laser Rangefinder Aug 17 2009, 05:19 PM
dawiti კარგი რამე შეგიძენ... Aug 17 2009, 06:47 PM
geojorjika კარგი შენაძენია მა... Aug 17 2009, 06:49 PM
parna მაგარი რამეა გაიტე... Aug 18 2009, 01:24 AM
vito აუუუუუუუუუუუუ, სულ... Aug 19 2009, 12:03 AM
bazuka მაგარი რამეა ძაან
... Aug 19 2009, 09:47 AM
ja_ja vito
ციტატა(vito @ 19th August 2... Aug 19 2009, 09:56 AM
bazuka ja_ja
ციტატა(ja_ja @ 19th August... Aug 19 2009, 10:10 AM
nihontoman გილოცავ ჯაჯა, კარგ... Aug 19 2009, 10:27 AM
bazuka ja_ja
ციტატა(ja_ja @ 19th August... Aug 19 2009, 10:48 AM
maqsimusa გამარჯობათ
მინდა... Apr 3 2015, 04:14 PM
pilotina maqsimusa
თუ არაფერი არ ... Apr 3 2015, 06:35 PM
maqsimusa ციტატა(pilotina @ 3rd April 2015 ... Apr 3 2015, 08:48 PM
pilotina maqsimusa
ციტატა(maqsimusa2 @ 3... Apr 3 2015, 09:16 PM
maqsimusa pilotina
მადლობა ძმაო ჯ... Apr 3 2015, 09:22 PM
mister_io maqsimusa
უმჯობესი იქნე... Apr 3 2015, 09:24 PM
maqsimusa mister_io
მადლობა
ეს ტიპ... Apr 19 2015, 06:28 PM
ja_ja ღამეც და დღეც ზომა... Apr 19 2015, 09:37 PM
maqsimusa ja_ja
გაიხარე. უკვე ავ... Apr 19 2015, 10:17 PM
maqsimusa ja_ja
ბოდიშს ვიხდი, კი ... Apr 19 2015, 10:31 PM
SCORPIONS გორგიაში ვნახე ბოშ... Apr 19 2015, 10:38 PM
maqsimusa SCORPIONS
200 ლარად ვიყიდე ... Apr 19 2015, 11:17 PM
geojorjika SCORPIONS
სამშენებლო არ ... Apr 20 2015, 12:40 AM
SCORPIONS maqsimusa უი როგორ გილოც... Apr 20 2015, 07:42 AM
maqsimusa SCORPIONS
მადლობა.
ეს ენ... Apr 20 2015, 01:53 PM
gregory ციტატა(maqsimusa2 @ 20th April 20... Apr 20 2015, 04:15 PM
maqsimusa ციტატა(gregory @ Apr 20 2015, 05... Apr 20 2015, 05:07 PM
koknar დურასელები არი, არ ... Apr 20 2015, 04:52 PM
maqsimusa ციტატა(koknar @ Apr 20 2015, 05... Apr 20 2015, 05:31 PM
ja_ja ციტატა(maqsimusa2 @ 20th April 20... Apr 20 2015, 07:03 PM
maqsimusa ციტატა(ja_ja @ Apr 20 2015, 08... Apr 20 2015, 08:43 PM
Power_VANO maqsimusa
ალკალაინი "კ... Apr 29 2015, 07:47 AM
maqsimusa Power_VANO
მადლობა თბში რ... Apr 30 2015, 07:41 AM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th December 2025 - 09:10 AM |
| Hosted by Pro-Service |