![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზეზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 ![]() |
თავიდანვე ავღნიშნავ რომ ეს პოსტი გავხსენი პნევმატური იარაღით ნადირობის მოყვარულთათვის. გავაჯაზოთ და ასევე სერიოზული საუბრები წარვმართოთ ამ პოსტში. პირველი რასაც მინდა შევეხო ეს არის ყველასთვის საინტერესო ინფორმაცია:პნევმატიკაზე იქნება კონკრეტული ქვე მუხლი, მომავალ კანონ პროექტში იარაღის შესახებ. მეორე თემა: რა ვქნათ პნევმო მონადირეებმა როდესაც უვიც ტყის მცველს (ეგერს) ან პოლიციელს (T.T.) გადავეყრებით? საინტერესოა თქვენი ქმედებები ამ კონკრეტულ შემთხვევებში. გთხოვთ მსგავსი შემთხვევები დაწვრილებით აღწეროთ ხოლმე ამ პოსტში.რამე თუ, ახალგაზრდა იურისტებმა აღგვითქვეს დახმარება კონკრეტულ კანონპროექტზე მუშაობის საქმეში.ასევე დაგვპირდნენ უფასო კონსულტაციებსაც. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია foxi: Nov 15 2011, 10:08 AM
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,338 რეგისტრ.: 22-September 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,990 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოკლედ, დღეს გულმა ვერ მომითმინა და გადავწყვიტე ასე ვთქვათ "საბრძოლო" პირობებში შემემოწმებინა ჩემი გასწორებული ოპტიკა და თვისთავად თოფიც. რახან ოპტიკა გასწორებული მქონდა JSB Exact Heavy-ზე, ეს ტყვიები ჩავდე კლიპში და ავედი ზღვაზე. ზღვაზე ბევრი ბოდიალი არ დამჭირდა, მალევე მივაგენი ჩვენი საყვარელი მავნე ფრინველთა ჯგუფს ![]() მანამ ამ სამზადისში ვიყავი, ძირითადი ჯგუფი გაფრინდა, მაგრამ ორი ცალი ნუ აი ძაან დიდი და ძაან შავი დარჩა. მოვამზადე თოფი და პირდაპირ მანქანის საბარგულიდან ამოვიღე მიზანში. შესწორება ტყვიის ვარდნაზე უკვე ვიცოდი ( ბალისტიკური კალკულატორი Hawke-ის წყალობით ), პირველივე გასროლა და "მტერი" შეფართხალდა, მაგრამ აიწია და გაფრინდა... ეეეჰ, დავაცილე მეთქი რო გავიფიქრე, ამ დროს წავიდა ნელ-ნელა დაბლა და აფრენის ადგილიდან სადღაც 8-10 მეტრში ზღვაში ჩავარდა და ამის მერე არც განძრეულა. (ლა თოფია მაინცა, ლა თოფი! ) მივედი, მოვინახულე, კაი დიიიდი კი იყო, საშუალო ქათმის ხელა. ისეთი კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა, რომ სურათის გადაღებაც დამავიწყდა, თუმცა, რამდენადაც მახსოვს ფორუმზე ნანადირევის სურათების დადება არ შეიძლება. გადავწყვიტე მანძილი გამეზომა. ნაბიჯებით გამოვიდა 116 ნაბიჯი, ჩემი სიმაღლის 186 სმ გათვალისწინებით გავიფიქრე,რომ 100 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს თქო. სახლში რომ მივედი, გადავწყვიტე დამეზუსტებინა. გადავზომე ჩემი ნაბიჯის სიგრძე და გამოვიდა 94 სმ, მარტივი არითმეტიკული გამოთვლის ჩედეგად მივიღე 109 მეტრი ![]() მგონი ცუდი შედეგი არაა. ეს იყო ჩემი პირველი Long Range Shoot-ი, მანამდე საუკეთესო შედეგი შეადგენდა 60 მეტრს.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th May 2025 - 03:15 AM |
Hosted by Pro-Service |