მოკლედ, დღეს გულმა ვერ მომითმინა და გადავწყვიტე ასე ვთქვათ "საბრძოლო" პირობებში შემემოწმებინა ჩემი გასწორებული ოპტიკა და თვისთავად თოფიც.
რახან ოპტიკა გასწორებული მქონდა JSB Exact Heavy-ზე, ეს ტყვიები ჩავდე კლიპში და ავედი ზღვაზე. ზღვაზე ბევრი ბოდიალი არ დამჭირდა, მალევე მივაგენი ჩვენი საყვარელი მავნე ფრინველთა ჯგუფს

, რახან ვიცოდი მათი სიფრთხილის ამბავი, ახლო არ მივედი, მანქანა გავაჩერე და საბარგული ავხადე.
მანამ ამ სამზადისში ვიყავი, ძირითადი ჯგუფი გაფრინდა, მაგრამ ორი ცალი ნუ აი ძაან დიდი და ძაან შავი დარჩა. მოვამზადე თოფი და პირდაპირ მანქანის საბარგულიდან ამოვიღე მიზანში.
შესწორება ტყვიის ვარდნაზე უკვე ვიცოდი ( ბალისტიკური კალკულატორი Hawke-ის წყალობით ), პირველივე გასროლა და "მტერი" შეფართხალდა, მაგრამ აიწია და გაფრინდა... ეეეჰ, დავაცილე მეთქი რო გავიფიქრე, ამ დროს წავიდა ნელ-ნელა დაბლა და აფრენის ადგილიდან სადღაც 8-10 მეტრში ზღვაში ჩავარდა და ამის მერე არც განძრეულა. (ლა თოფია მაინცა, ლა თოფი! )
მივედი, მოვინახულე, კაი დიიიდი კი იყო, საშუალო ქათმის ხელა. ისეთი კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა, რომ სურათის გადაღებაც დამავიწყდა, თუმცა, რამდენადაც მახსოვს ფორუმზე ნანადირევის სურათების დადება არ შეიძლება.
გადავწყვიტე მანძილი გამეზომა.
ნაბიჯებით გამოვიდა 116 ნაბიჯი, ჩემი სიმაღლის 186 სმ გათვალისწინებით გავიფიქრე,რომ 100 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს თქო.
სახლში რომ მივედი, გადავწყვიტე დამეზუსტებინა.
გადავზომე ჩემი ნაბიჯის სიგრძე და გამოვიდა 94 სმ, მარტივი არითმეტიკული გამოთვლის ჩედეგად მივიღე 109 მეტრი
მგონი ცუდი შედეგი არაა.
ეს იყო ჩემი პირველი Long Range Shoot-ი, მანამდე საუკეთესო შედეგი შეადგენდა 60 მეტრს.