გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> როგორ ავარჩიოთ ფანარი?, ამ შემთხვევაში განვიხილავ ჯიბის ფანრებს
Der Rote Baron
პოსტი Feb 9 2015, 06:16 PM
პოსტი #1


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,232
რეგისტრ.: 1-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi, jaja-ს მეზობელი :D
წევრი №: 33



გამარჯობა აირგანო smile.gif მომენატრეთ!
კი იცით უკვე კაი ხანია პნევმატიკა აღარ მაქვს,
თუმცა პატარა გამოცდილებას გაგიზიარებთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენნაირ ხალხს ალბათ
სჭირდება ფანარი, ოღონდ ამ ეტაპზე პატარა ე.წ ჯიბის ფანრებზე დავწერ.

1.ჯიფის ფანარში არ მოიაზრება ის, რომ ცუდად უნდა ანათებდეს
2. სასურველია იყოს წყალგამძლე და დარტყმა გამძლე
3. ელემენტები ადვილად უნდა იშოვებოდეს
4. უნდა ჰქონდეს სინათლის სტაბილიზატორი და დამცავი, რომ რამე ელემენტმა არ დაწვას
(მოგეხსენებათ მაგალითად AAA ელემენტი შეიძლება სხვადასხვა ვატების იყოს)

როცა ძებნას დაიწყებთ აუცილებლად გადააწყდებით აი ამ მოდელს:
UltraFire 300LM - (მოგეხსენებათ ნათება ლუმენებში იზომება)
ამ მოდელს ძალიან მიმზიდველი ფასი აქვს $3.74 იმდენად მიმზიდველი რომ ჩამოვიტანე
1. ლუმენები არ შეესაბამება სინამდვილეს (რასაც თავიდანვე ვფიქრობდი ფასიდან გამომდინარე)
თუმცა თბილისში ნაყიდ ნებისმიერ პატარა ფანარზე მაგარია.
მე-2 ნაკლი რაც არის ჯიბეზე სამაგრი კლიპსი პირველივე დღეს მოტყდა. ძალიან სუსტი მეტალით იყო გაკეთებული



შეიძლება იგივე მოდელი შეგხვდეთ სხვადასხვა წარწერებით თუმცა დიზაინზე და ლინზაზე მიხვდებით
რომ ერთი და იგივეა. მოკლედ უბრალოდ მანქანაში ჩასაგდებ შეიძლება 4 დოლარის გამეტება, მუშაობს AAA ელემენტზე ოღონდ 3.7V

* * *
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო იკვეთება რამოდენიმე ლიდერი:
Fenix

ძალიან სერიოზული ბრენდია საკმაოდ ნორმალურ ფასად, აქვთ კარგი გასაღებზე დასაკიდი მოდელი (ვისაც ეზარება ჯიბეში დება)


ჯიბის ფანრებიდან კი ერთერთი საუკეთესო აქვთ Fenix PD22 რომელიც 60$ დაგიჯდებათ

ნათების მანძილი 130 მეტრი
უკაწრავი მინა
წყალგაუმტარე 2 მეტრზე
წონა 45 გრამი (ელემენტის გარეშე)
სიგრძე 9 სმ
,,ანტი გადაწვის სისტემა'' - არ ვიცი სხვანაირად როგორ დავწერო smile.gif
აქვს ტაქტიკური ციმციმის რეჟიმი
მუშაობს CR123A ელემენტზე რომელიც ჩვენს დედაქალაქში დაახლოებით 6 ლარი ღირს.

ტურბო რეჟიმი ანუ: 400ლუმენი - 45 წუთი
200 ლუმენი 1.45 წუთი
60 ლუმენი - 7 საათი (ზოგადად 60 ლუმენი ნათებით გზას გაიკვლევს კაცი უკუნით სიბნელეში)


მოკლედ ეგ იყო ლეგენდარული ფენიხ პდ22, ეხლა გადაციდეთ Thrunite-ზე, ის ისეთივე კარგი არაა როგორიც ფენიქსი,
მაგრამ ფანრებს შორის საშუალოზე ოდნავ ზემოთ მდგომია.
ერთერთი მათი წარმატებული მოდელი T20S - ფასი 25$-39$


ამათი ერთერთი სიახლეა ,,ლამფასავით'' ტრანსფორმაცია შეუძლია biggrin.gif
როგორც ფოტოზე ხედავთ აქვს თავზე გასაკეთებელი და დადგამთ კარავში ან ოთახში

აქვს 255 ლუმენი
იწონის 65 გრამს (ელემენტის გარეშე)
სიგრძე 6.5 სმ (ეს 2 მოდელია გამოდის გააჩნია რომელს ნახავთ)

ტურბო რეჟიმით ნათება:
წარმოიდგინეთ ეს თავისი საშუალოზე ოდნავ მაღალი კლასით და 255 ლუმენით როგორ ანათებს

Fenixs pd22 რას იზამს 500 ლუმენით ხომ წარმოგიდგენიათ? იმის ფოტოც მქონდა მსგავი მარა ვერ ვპოულობ


* * *

გაითვალისწინეთ რომ მე ვსაუბრობ პატარა ფანრებზე, დიდ ფანრებზე უკვე შეიძლება კარგი ჩინურის არჩევა კარგ ფასად,
მოკლედ მე როცა მინდოდა ფანარი ეს მოდელები გამოიკვეთა და დამიჯერეთ ორივე ძალიან მაგარია, განსაკუთრებით ფენიქსი,
მაგრამ ფენიქსზე ძლიერია (და ჯერჯერობით მსოფლიოში ყველაზე პატარა და ყველაძე ძლიერი ფანარია)
Eagtac-ის clicky მოდელები, მათ შორის ყველაზე ძლიერი ლინზითაა
EAGTAC D25C



სიგრძე 7.5 სმ
აქვს დაახლოებით 12 ნათების რეჟიმი
მუშაობს rc123a 3,2 V ელემენტზე
სხვა მისი კონკურენტებისგან განსხვავებით ყველაზე მეტ ხანს მუშაობს და აქვს ე.წ მუნლაით ფუნქცია
აქვს ალუმინის გამყარებული კორპუსი T7075
ამასაც აქვს ანტი გადაწვის სისტემა
თუ ძალიან დიდ ხანს იმუშავებს ტურბო რეჟიმში ავტომაყურად დააკლებს ლუმენებს
რომ არ გადახურდეს და მერე ისევ მოუმატებს
ტურბო რეჟიმში გამომავალი აქვს 453+ ლუმენი და მუშაობს დაახლოებით 1 საათი
ხოლო საშუალოზო ოდნავ დაბალ რეჟიმში 10 საათი.

* * *
მოკლედ მეგობრებო სულ ეს იყო რისი თქმაც შემეძლო ე.წ ჯიბის ფანარებზე რომლებიც
ძალიან ბევრ საშუალო და დიდი ზომის ფანარს ჯობია. თუკი ოდესმე დაგჭირდებათ არჩევა იმედი მაქვს გამოგადგებათ ეს პოსტი
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
gocha311
პოსტი Feb 9 2015, 07:59 PM
პოსტი #2


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 152
რეგისტრ.: 20-March 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tiflis
წევრი №: 1,916
ქალაქი:tbilisi



ბარონ ეხლა მე ძაან დიდი მცოდნე არ ვარ ამ დარგში მარა ერთს გეტყვი თუ გადაწყვეტ ჩინურის ყიდვას კანეჩნო გამართლებაზეა შეიძლება მეორე დღეს დაიწვას ჩემ ძმაკაცს მეორე დაეწვა მოკლედ გამართლებაზეა,,ისე მეც კიტაისკი მაქვს , სადღაც ათჯერ უკვე ვიყავი სანადიროდ არ უღალატია ,სადღაც საათ ნახევარი საკაიფოდ ძლებს ელემენტი..22$ -ად ვიყიდე ალიეხპრესსზე..იმ დღეს შევადარეთ ძმაკაცს 200 ლუმინიანი ფანარი აქვს ,250 ლარად იყიდა და ნათებაშI არანაირი განსხვავება არ იყო ,.......ერთი რაც არ მომწონს იხვი რო გადმოიფრენს ჩავრთავ და ან ციმციმებს ან რაღაც სტრანნი სიგნალი ირთვება სოს თუ რაღაცა და სანამ მუდმივი ნათებით ჩავრთავ იხვი უკვე აზერბაიჯანშია ან თურქეთშიsmile.gif)))))
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Der Rote Baron
პოსტი Feb 9 2015, 08:18 PM
პოსტი #3


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,232
რეგისტრ.: 1-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi, jaja-ს მეზობელი :D
წევრი №: 33



ციტატა(gocha311 @ Feb 9 2015, 08:59 PM) *
ბარონ ეხლა მე ძაან დიდი მცოდნე არ ვარ ამ დარგში მარა ერთს გეტყვი თუ გადაწყვეტ ჩინურის ყიდვას კანეჩნო გამართლებაზეა შეიძლება მეორე დღეს დაიწვას ჩემ ძმაკაცს მეორე დაეწვა მოკლედ გამართლებაზეა,,ისე მეც კიტაისკი მაქვს , სადღაც ათჯერ უკვე ვიყავი სანადიროდ არ უღალატია ,სადღაც საათ ნახევარი საკაიფოდ ძლებს ელემენტი..22$ -ად ვიყიდე ალიეხპრესსზე..იმ დღეს შევადარეთ ძმაკაცს 200 ლუმინიანი ფანარი აქვს ,250 ლარად იყიდა და ნათებაშI არანაირი განსხვავება არ იყო ,.......ერთი რაც არ მომწონს იხვი რო გადმოიფრენს ჩავრთავ და ან ციმციმებს ან რაღაც სტრანნი სიგნალი ირთვება სოს თუ რაღაცა და სანამ მუდმივი ნათებით ჩავრთავ იხვი უკვე აზერბაიჯანშია ან თურქეთშიsmile.gif)))))

ჰო შენ ალბათ დიდ ფანარზე იძახი ხო? დიდი რა ესე 20სმ და მეტი, მეც მაქვს ერთი კარგი ჩინური დიდი ფანარი მგონი 15$ად ვიყიდე აღარ მახსოვს.
მარა აი ცოტა ბრენდულ ფანრებზე შეგიძლია აირჩიო პირველივე ჩართვაზე რომელი რეჟიმი ჩაირთოს და ა.შ
ახალ ნათებას რაც შეეხება გეთანხმები და მეტიც, არცერთი წესიერი ფანარი მაგათ არა აქვთ, ან თუ მოძებნი რამეს
ისეთ ფასს დაადებენ რო გადაიფიქრებ ყიდვას
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- Der Rote Baron   როგორ ავარჩიოთ ფანარი?   Feb 9 2015, 06:16 PM
- - Der Rote Baron   eagtac-ის ფასის დაწერა ...   Feb 9 2015, 07:56 PM
- - gocha311   ბარონ ეხლა მე ძაან ...   Feb 9 2015, 07:59 PM
|- - Der Rote Baron   ციტატა(gocha311 @ Feb 9 2015, 08...   Feb 9 2015, 08:18 PM
- - ---@@SCORPIONS@@---   Der Rote Baron გამარჯობა! ...   Feb 9 2015, 08:28 PM
|- - kubi11   ციტატა(---@@SCORPIONS@@...   Feb 9 2015, 11:22 PM
- - ---@@SCORPIONS@@---   Der Rote Baron კითხვა ვეღარ ...   Feb 9 2015, 08:42 PM
- - Multi-Tool   ციტატა(gocha311 @ 9th February 20...   Feb 9 2015, 09:22 PM
- - ja_ja   Der Rote Baron ნახევარი სურ...   Feb 9 2015, 09:44 PM
- - kubi11   MAGLITE ფანრებზე რა აზრ...   Feb 9 2015, 10:34 PM
- - ---@@SCORPIONS@@---   kubi11 ციტატა(kubi11 @ 9th Febru...   Feb 9 2015, 10:43 PM
- - nihontoman   ჯიბის ფანრებზე გამ...   Feb 10 2015, 01:22 AM
|- - kubi11   ციტატა(nihontoman @ Feb 10 2015, ...   Feb 10 2015, 01:54 AM
- - Der Rote Baron   არ ვიცი ჯაჯ, კომპიდ...   Feb 10 2015, 01:59 AM
- - ---@@SCORPIONS@@---   Der Rote Baron ცნობისთვის,ა...   Feb 10 2015, 08:02 AM
- - iorama   ბარონჩიკ ისე თავზ...   Feb 10 2015, 06:58 PM
|- - Der Rote Baron   ციტატა(iorama @ Feb 10 2015, 08...   Feb 11 2015, 10:13 AM
- - nihontoman   ჯიბის AAA ელემენტზე ...   Feb 11 2015, 12:14 PM
|- - Der Rote Baron   ციტატა(nihontoman @ Feb 11 2015, ...   Feb 12 2015, 03:44 PM
- - Ex3   http://fonarevka.ru/   Feb 11 2015, 03:54 PM
- - nihontoman   Der Rote Baron ფანრით ნადირ...   Feb 12 2015, 08:03 PM
- - Der Rote Baron   nihontoman პერელიოტზე იხ...   Feb 13 2015, 10:10 AM
- - ja_ja   nihontoman ეს ჯედაის ხმალ...   Feb 13 2015, 11:41 AM
|- - iorama   ციტატა(ja_ja @ Feb 13 2015, 12...   Feb 13 2015, 12:02 PM
- - nihontoman   Der Rote Baron უნგრეთი? სად ...   Feb 13 2015, 01:19 PM
|- - Der Rote Baron   ციტატა(nihontoman @ Feb 13 2015, ...   Feb 14 2015, 12:01 AM
- - soso66   nihontoman არ გეწყინოთ,მა...   Feb 13 2015, 06:16 PM
|- - geojorjika   ციტატა(soso66 @ Feb 13 2015, 07...   Feb 14 2015, 12:03 PM
- - Ex3   http://www.candlepowerforums.com/vb/showth...with-...   Feb 14 2015, 11:42 AM
- - okela84   ეს ფანარი გამოვწერ...   Feb 14 2015, 12:47 PM
- - Ex3   okela84 burst mode ს (რომ ციმცი...   Feb 14 2015, 02:14 PM
- - okela84   Ex3 ციტატა(Ex3 @ 14th February 2...   Feb 14 2015, 09:49 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2025 - 08:15 PM
Hosted by Pro-Service