
კი იცით უკვე კაი ხანია პნევმატიკა აღარ მაქვს,
თუმცა პატარა გამოცდილებას გაგიზიარებთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენნაირ ხალხს ალბათ
სჭირდება ფანარი, ოღონდ ამ ეტაპზე პატარა ე.წ ჯიბის ფანრებზე დავწერ.
1.ჯიფის ფანარში არ მოიაზრება ის, რომ ცუდად უნდა ანათებდეს
2. სასურველია იყოს წყალგამძლე და დარტყმა გამძლე
3. ელემენტები ადვილად უნდა იშოვებოდეს
4. უნდა ჰქონდეს სინათლის სტაბილიზატორი და დამცავი, რომ რამე ელემენტმა არ დაწვას
(მოგეხსენებათ მაგალითად AAA ელემენტი შეიძლება სხვადასხვა ვატების იყოს)
როცა ძებნას დაიწყებთ აუცილებლად გადააწყდებით აი ამ მოდელს:
UltraFire 300LM - (მოგეხსენებათ ნათება ლუმენებში იზომება)
ამ მოდელს ძალიან მიმზიდველი ფასი აქვს $3.74 იმდენად მიმზიდველი რომ ჩამოვიტანე
1. ლუმენები არ შეესაბამება სინამდვილეს (რასაც თავიდანვე ვფიქრობდი ფასიდან გამომდინარე)
თუმცა თბილისში ნაყიდ ნებისმიერ პატარა ფანარზე მაგარია.
მე-2 ნაკლი რაც არის ჯიბეზე სამაგრი კლიპსი პირველივე დღეს მოტყდა. ძალიან სუსტი მეტალით იყო გაკეთებული


შეიძლება იგივე მოდელი შეგხვდეთ სხვადასხვა წარწერებით თუმცა დიზაინზე და ლინზაზე მიხვდებით
რომ ერთი და იგივეა. მოკლედ უბრალოდ მანქანაში ჩასაგდებ შეიძლება 4 დოლარის გამეტება, მუშაობს AAA ელემენტზე ოღონდ 3.7V
* * *
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო იკვეთება რამოდენიმე ლიდერი:
Fenix

ძალიან სერიოზული ბრენდია საკმაოდ ნორმალურ ფასად, აქვთ კარგი გასაღებზე დასაკიდი მოდელი (ვისაც ეზარება ჯიბეში დება)

ჯიბის ფანრებიდან კი ერთერთი საუკეთესო აქვთ Fenix PD22 რომელიც 60$ დაგიჯდებათ

ნათების მანძილი 130 მეტრი
უკაწრავი მინა
წყალგაუმტარე 2 მეტრზე
წონა 45 გრამი (ელემენტის გარეშე)
სიგრძე 9 სმ
,,ანტი გადაწვის სისტემა'' - არ ვიცი სხვანაირად როგორ დავწერო

აქვს ტაქტიკური ციმციმის რეჟიმი
მუშაობს CR123A ელემენტზე რომელიც ჩვენს დედაქალაქში დაახლოებით 6 ლარი ღირს.
ტურბო რეჟიმი ანუ: 400ლუმენი - 45 წუთი
200 ლუმენი 1.45 წუთი
60 ლუმენი - 7 საათი (ზოგადად 60 ლუმენი ნათებით გზას გაიკვლევს კაცი უკუნით სიბნელეში)
მოკლედ ეგ იყო ლეგენდარული ფენიხ პდ22, ეხლა გადაციდეთ Thrunite-ზე, ის ისეთივე კარგი არაა როგორიც ფენიქსი,
მაგრამ ფანრებს შორის საშუალოზე ოდნავ ზემოთ მდგომია.
ერთერთი მათი წარმატებული მოდელი T20S - ფასი 25$-39$


ამათი ერთერთი სიახლეა ,,ლამფასავით'' ტრანსფორმაცია შეუძლია

როგორც ფოტოზე ხედავთ აქვს თავზე გასაკეთებელი და დადგამთ კარავში ან ოთახში

აქვს 255 ლუმენი
იწონის 65 გრამს (ელემენტის გარეშე)
სიგრძე 6.5 სმ (ეს 2 მოდელია გამოდის გააჩნია რომელს ნახავთ)
ტურბო რეჟიმით ნათება:
წარმოიდგინეთ ეს თავისი საშუალოზე ოდნავ მაღალი კლასით და 255 ლუმენით როგორ ანათებს

Fenixs pd22 რას იზამს 500 ლუმენით ხომ წარმოგიდგენიათ? იმის ფოტოც მქონდა მსგავი მარა ვერ ვპოულობ
* * *
გაითვალისწინეთ რომ მე ვსაუბრობ პატარა ფანრებზე, დიდ ფანრებზე უკვე შეიძლება კარგი ჩინურის არჩევა კარგ ფასად,
მოკლედ მე როცა მინდოდა ფანარი ეს მოდელები გამოიკვეთა და დამიჯერეთ ორივე ძალიან მაგარია, განსაკუთრებით ფენიქსი,
მაგრამ ფენიქსზე ძლიერია (და ჯერჯერობით მსოფლიოში ყველაზე პატარა და ყველაძე ძლიერი ფანარია)
Eagtac-ის clicky მოდელები, მათ შორის ყველაზე ძლიერი ლინზითაა
EAGTAC D25C


სიგრძე 7.5 სმ
აქვს დაახლოებით 12 ნათების რეჟიმი
მუშაობს rc123a 3,2 V ელემენტზე
სხვა მისი კონკურენტებისგან განსხვავებით ყველაზე მეტ ხანს მუშაობს და აქვს ე.წ მუნლაით ფუნქცია
აქვს ალუმინის გამყარებული კორპუსი T7075
ამასაც აქვს ანტი გადაწვის სისტემა
თუ ძალიან დიდ ხანს იმუშავებს ტურბო რეჟიმში ავტომაყურად დააკლებს ლუმენებს
რომ არ გადახურდეს და მერე ისევ მოუმატებს
ტურბო რეჟიმში გამომავალი აქვს 453+ ლუმენი და მუშაობს დაახლოებით 1 საათი
ხოლო საშუალოზო ოდნავ დაბალ რეჟიმში 10 საათი.
* * *
მოკლედ მეგობრებო სულ ეს იყო რისი თქმაც შემეძლო ე.წ ჯიბის ფანარებზე რომლებიც
ძალიან ბევრ საშუალო და დიდი ზომის ფანარს ჯობია. თუკი ოდესმე დაგჭირდებათ არჩევა იმედი მაქვს გამოგადგებათ ეს პოსტი