![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,361 რეგისტრ.: 10-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,257 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოკლედ ვეძებე და მსგავსი თემა ვერ მოვნახე. მოდით, ეს თემა ეხებოდეს შემდეგს: სიტყვაზე ვინმეს ჩამოაქვს ფოსტით (ან იწერს) რაღაც ნივთს კონკრეტული საიტიდან ან კონკრეტული ქვეყნიდან და ამ დროს გამოგზავნა (ან Fრიი შიპინგია), იმდენი ჯდება რომ ღირს ამ ნივთის ჩამოტანა, ამ დროს კიდევ სხვასაც უნდა რაღაც ნივთის ჩამოტანა მაგრამ არ უღირს, არადა სჭირდება და საქართველოში არ იშოვება. მაგალითად ნივთი ღირს 5 $ და ცალკე გამოგზავნა კი 12 $, დამეთანხმებით რა მუღამი აქვს ესეთ ჩამოტანას ხო? როცა ნივთში 1-2-3-4-5-6-7 $-ს იხდი და ჩამოტანა ამდენი გიჯდება. ამიტომ მაქვს ესეთი შემოთავაზება, დავეხმაროთ ხოლმე ერთმანეთს და თანხას ჩამოსვლის შემდეგ დავუბრუნოთ ჩამომტანს. დამეთანხმებით, რომ არცერთი მხარე არ კარგავს რამეს ![]() მოკლედ რატომ გავხსენი ეს თემა: უკრაინიდან მინდა მსგავსი მანჟეტის ჩამოტანა ფოსტით , რომელსაც ეწოდება დახურული მანჟეტი, ეგრედ წოდებული "სოკო" ![]() მანჟეტი ჯდება სადღაც 8-9 ლარამდე, ფოსტით გამოგზავნა კი 12$. თხოვნა მდგომარეობს შემდეგში, ვისაც ჰაერის ზამბარის დამზადება და ჩამოტანა გსურთ უკრაინიდან ფოსტით და ყველა ვარიანტში მაინც უნდა გადაიხადოთ ფოსტის ღირებულება, მიგითითებთ კონკრეტულ ინფორმაციას თუ რომელი მანჟეტი გამოაყოლოთ ამ ზამბარას და ჩამოსვლისთანავე თანხას აგინაზღაურებთ ![]() იმედია გამოჩნდება ვინმე ახლო მომავალში, რომელსაც ჰაერის ზამბარის დამზადება მოესურვება ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,361 რეგისტრ.: 10-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,257 ქალაქი:თბილისი ![]() |
რამდენიმე დღის წინ, იმ მომხმარებლებმა, რომლებიც საფოსტო გზავნილებით სარგებლობენ, შემდეგი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს. „ძვირფასო მომხმარებლებო, გაცნობებთ, რომ უახლოეს მომავალში, საქართველოს საბაჟო კანონში საფოსტო გზავნილების პროცედურებთან დაკავშირებით, ცვლილებების შეტანა იგეგმება. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ ცვლილებებს და გაითვალისწინოთ: 1. თქვენ მიერ გამოწერილი ამანათის დეკლარირება გახდება სავალდებულო და ექნება იურიდიული ძალა; 2. საბაჟო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში გააჩეროს ამანათი და გადაამოწმოს მისი ღირებულება; 3. დაუდეკლარირებელი ამანათი გაჩერდება საბაჟოზე და მის მფლობელს ინვოისის წარსადგენად მიეცემა 3-5 დღის ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ღირებულების განსაზღვრის მიზნით ამანათს ჩაუტარდება ექსპერტიზა; 4. ექსპერტიზა იქნება ფასიანი და მისი საფასურის დაფარვა დაეკისრება ამანათის მიმღებს - პირს ვის სახელზეც შემოვა ამანათი საბაჟო სივრცეში. იმ შემთხვევაში, თუ გზავნილის მიმღები დეკლარირების დროს შეგნებულად შეამცირებს ამანათის ღირებულებას (განბაჟების თავიდან ასაცილებლად ან სხვა ნებისმიერი მიზნით) მოხდება სახელმწიფოს მიერ მისი დაჯარიმება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ: 1. აუცილებლად დაადეკლარირეთ ამანათი მის საქართველოში გამოგზავნამდე. 2. დეკლარირება მოახდინეთ ზუსტად, ამანათის ინვოისის შესაბამისად". აღნიშნულმა შეტყობინებამ საზოგადოებაში გაურკვევლობა გამოიწვია. სიტუაციაში გასარკვევად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავუკავშირდით. ფაქტიურად ეს ცვლილება იმიტომ შემოიტანეს, რომ სხვადასხვა გადამზიდთან შეკვეთის გზით, თავი ვეღარ ავარიდოთ განბაჟებას... ასე არ გამოდის?
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th July 2025 - 05:55 PM |
Hosted by Pro-Service |