მოდით, ეს თემა ეხებოდეს შემდეგს:
სიტყვაზე ვინმეს ჩამოაქვს ფოსტით (ან იწერს) რაღაც ნივთს კონკრეტული საიტიდან ან კონკრეტული ქვეყნიდან და ამ დროს გამოგზავნა (ან Fრიი შიპინგია), იმდენი ჯდება რომ ღირს ამ ნივთის ჩამოტანა, ამ დროს კიდევ სხვასაც უნდა რაღაც ნივთის ჩამოტანა მაგრამ არ უღირს, არადა სჭირდება და საქართველოში არ იშოვება. მაგალითად ნივთი ღირს 5 $ და ცალკე გამოგზავნა კი 12 $, დამეთანხმებით რა მუღამი აქვს ესეთ ჩამოტანას ხო? როცა ნივთში 1-2-3-4-5-6-7 $-ს იხდი და ჩამოტანა ამდენი გიჯდება.
ამიტომ მაქვს ესეთი შემოთავაზება, დავეხმაროთ ხოლმე ერთმანეთს და თანხას ჩამოსვლის შემდეგ დავუბრუნოთ ჩამომტანს. დამეთანხმებით, რომ არცერთი მხარე არ კარგავს რამეს

მოკლედ რატომ გავხსენი ეს თემა:
უკრაინიდან მინდა მსგავსი მანჟეტის ჩამოტანა ფოსტით , რომელსაც ეწოდება დახურული მანჟეტი, ეგრედ წოდებული "სოკო"

მანჟეტი ჯდება სადღაც 8-9 ლარამდე, ფოსტით გამოგზავნა კი 12$.
თხოვნა მდგომარეობს შემდეგში, ვისაც ჰაერის ზამბარის დამზადება და ჩამოტანა გსურთ უკრაინიდან ფოსტით და ყველა ვარიანტში მაინც უნდა გადაიხადოთ ფოსტის ღირებულება, მიგითითებთ კონკრეტულ ინფორმაციას თუ რომელი მანჟეტი გამოაყოლოთ ამ ზამბარას და ჩამოსვლისთანავე თანხას აგინაზღაურებთ

იმედია გამოჩნდება ვინმე ახლო მომავალში, რომელსაც ჰაერის ზამბარის დამზადება მოესურვება
