![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,361 რეგისტრ.: 10-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,257 ქალაქი:თბილისი ![]() |
სალამი სრულიად ფორუმს... ვიბოდიალე, დავძებნე და არსად არ არის მსგავსი თემა, რომელიც მოგვაწოდებს ინფორმაციას თუ როდის (რა ვადებში) რა ფრინველებზე და ცხოველებზე, სადამდე და ასევე რა სახის ტევზებზე შეიძლება ნადირობა და თევზაობა. ასევე ლიცენზიის შესახებ მოვკარი ერთი ორ წინადადებას მარა ეგ არაფერია, ჩემი აზრით კარგად უნდა დაიწეროს ყველაფერი, ბოლო-ბოლო ამხელა ფორუმია და ამდენი ინფორმაციის მატარებელია და ასეთ ინფოს ხომ უნდა შეიცავდეს? ამიტომ, ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე გთავაზობთ, რომ ყველამ, ვისაც ინფორმაცია გაქვტ მსგავსი საკითხების შესახებ,დავწეროთ ყველაფერი რაც ვიცით, შემდეგ კარგად რომ ჩამოვყალიბდებით და ავალაგებთ ყველაფერს, ეს თემა წაიშლება (ცხადია მოდერს მივმართავ ამისთვის და მოაგვარებს ამ საკითხსაც) და გაჩნდება ახალი სახით სავარაუდოდ ნადირობის განყოფილებაში ერთი დიდი და თუ მოვინდომებთ შესანიშნავი თემა, რომელიც მოგვაწოდებს კონკრეტულად ყველა იმ საჭირო ინფორმაციას ნადირობა-თევზაობის შესახებ, რაც მონადირეთა და მეთევზეთა ინტერესებში შედის რომ იცოდნენ... მე მაქვს ასე ვთქვათ ბევრი ინფორმაცია, მაგრამ გადასარჩევია და დიდ დროს მოითხოვს, დასალაგებელია, თანაც ჯერ თქვენი აზრი მაინტერესებს, ვინც რა იცით უტყუარად, ის ინფორმაცია დავწეროთ აქ... დაე დავიწყოთ. ვინ იქნება პირველი? ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,361 რეგისტრ.: 10-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,257 ქალაქი:თბილისი ![]() |
რაღაც შემეშალა: ნადირობის წესების დარღვევის შემდეგ ჩამონათვალი რომ არის, მანამდე უნდა იყოს კანონმდებლობა და მაგ კანონს სრულად ჩამოვწერ ეხლა: შემდეგი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №95 2013 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული დებულება – ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე დებულება ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. დებულების რეგულირების საგანი წინამდებარე დებულება არეგულირებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების (გარდა თევზისა), მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესებს, ვადებსა და განსაზღვრავს მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალს. მუხლი 2. ძირითადი ცნებების განმარტებანი 1. თევზი – წყლის ხერხემლიანი ცხოველები, რომელთაც არა აქვთ სხეულის მუდმივი ტემპერატურა, აგრეთვე კიბოსნაირები და მოლუსკები. 2. სამინისტრო - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. თავი II ნადირობის საშუალებები და წესები მუხლი 3. ნადირობის წესები 1. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. პირი, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ გადამფრენ ფრინველებზე ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადებისა და დღიური ლიმიტების დაცვით გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე. 3. ნადირობა დაიშვება მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) - კანონით დადგენილ შემთხვევებში. 4. ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით, განისაზღვრება ამ დებულების დანართით. 5. სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, სამინისტროს გადაწყვეტილებით ხორციელდება ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირება. 6. ნადირობა აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში იმ სახეობებზე, რომლებიც არ არიან შეტანილნი ,,ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალში”. 7. ნადირობა აკრძალულია, სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში. 8. აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში ნადირობის დროს გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები: ა) მცენარეული საფარის დაწვა; ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, გარდა ფრინველთა აღწარმოების მიზნით სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება; დ) ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების გარემოდან ამოღება ხორციელდება ტყვეობაში გამრავლების მიზნით; ცხოველების მოპოვება ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ან ხორციელდება გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულებით დადგენილი ქმედებები), სარეგვავებით (სარეჯგველების), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება; ე) ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით; ვ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს; ზ) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით; თ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი სანადირო იარაღითა და საფანტით, რომლის დიამეტრიც 5 მმ-ზე ნაკლებია. 9. მთელი წლის განმავლობაში აკრძალულია ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა (გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისა). 10. ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლების გამოყენება. 11. მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) დაიშვება მთელი წლის განმავლობაში, ნადირობისათვის დაშვებულ ტერიტორიებზე. პირი, რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები. 12. ნადირობისას დაშვებულია სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების გამოყენება, ამ ფრინველის ფლობის კანონიერების დამადსტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში. 13. დადგენილი წესით ტყვეობაში გამრავლების მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტის გარემოდან ამოღება დასაშვებია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ინდივიდის სიცოცხლეს. მუხლი 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის აკრძალული იარაღი აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში. მუხლი 5. ნადირობის წესების დარღვევა ნადირობა ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, აკრძალული მეთოდებით, მოწყობილობებით და იარაღით ითვლება ნადირობის წესების დარღვევად. მუხლი 6. პასუხისმგებლობა დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვის ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. მუხლი 7. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით. დანართი 1(15.01.2014 N 98) ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით № ლათინური დასახელება ქართული დასახელება ვადები გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დღიური ლიმიტები სახეობები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია სამონადირეო მეურნეობების გარეთ წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა 1 Anser anser რუხი ბატი 01.11 – 01.03 5 ცალი 2 Anas strepera რუხი იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი 3 Anas crecca ჭიკვარა (სტვენია იხვი) 01.11 – 01.03 5 ცალი 4 Anas platyrhynchos გარეული იხვი 01.11 – 01.03 6 ცალი 5 Anas querquedula იხვინჯა (ჭახჭახა იხვი) 01.11 – 01.03 3 ცალი 6 Anas clypeata ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი 7 Fulica atra მელოტა 01.11 – 01.03 6 ცალი 8 Anas acuta კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი 9 Anas penelope თეთრშუბლა იხვი 01.11 – 01.03 6 ცალი 10 Anser albifrons დიდი თეთრშუბლა ბატი 01.11 – 01.03 5 ცალი 11 Aythya ferina წითელთავა ყვინთია 01.11 – 01.03 3 ცალი 12 Aythya fuligula ქოჩორა ყვინთია 01.11 – 01.03 5 ცალი წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით, ნებადართულია, მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე 1 Anser anser რუხი ბატი 10.09 – 10.11 3 ცალი 2 Anas strepera რუხი იხვი 10.09 – 10.11 2 ცალი 3 Anas crecca ჭიკვარა (სტვენია იხვი) 10.09 – 10.11 3 ცალი 4 Anas platyrhynchos გარეული იხვი 10.09 – 10.11 5 ცალი 5 Anas querquedula იხვინჯა (ჭახჭახა იხვი) 10.09 – 10.11 2 ცალი 6 Anas clypeata ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი 10.09 – 10.11 2 ცალი 7 Fulica atra მელოტა 10.09 – 10.11 5 ცალი 8 Anas acuta კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი 10.09 – 10.11 2 ცალი 9 Anas penelope თეთრშუბლა იხვი 10.09 – 10.11 3 ცალი 10 Anser albifrons დიდი თეთრშუბლა ბატი 10.09 – 10.11 3 ცალი 11 Aythya ferina წითელთავა ყვინთია 10.09 – 10.11 2 ცალი 12 Aythya fuligula ქოჩორა ყვინთია 10.09 – 10.11 3 ცალი სხვა ფრინველები 1 Scolopax rusticola ტყის ქათამი 15.10 – 01.03 3 ცალი 2 Gallinago gallinago ჩიბუხა აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი 3 Coturnix coturnix მწყერი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 20 ცალი 4 Columba palumbus ქედანი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი 5 Columba livia გარეული მტრედი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი 6 Columba oenas გულიო (გვიძინი) აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი 7 Streptopelia turtur ჩვეულებრივი გვრიტი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი შემდეგი მოპოვებული ინფორმაციები: მთავარი » საზოგადოება ნადირობა საქართველოში – მონადირეთა უფლებები და სანქციები ჟურნალისტი: თეონა ნოზაძე | გამოქვეყნებულია: 01.04.2013კომენტარი არაა | 2,304 ნახვა რა დოკუმენტი არეგულირებს საქართველოში ნადირობის თემასთან დაკავშირებულ საკითხებს? “ამბიონს” ნადირობის შესახებ საადვოკატო ბიურო OK & CG -ის ადვოკატი თამარ სურმავა ესაუბრა: “ცხოველთა სამყარო ქვეყნისა და მსოფლიოს ბიოლოგიური მრავალფეროვნების უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ქვეყნის ეროვნული სიმდიდრეა და მისი დაცვა სახელმწიფოს უპირობო ვალდებულებას წარმოადგენს. სწორედ სახელმწიფოა ვალდებული არა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე დაარეგულიროს ცხოველთა სამყაროს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, არამედ პრაქტიკულად განახორციელოს ის ქმედითი ნაბიჯები, რომლებიც ზემოთ მითითებულ მიზანს მოემსახურება. დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ცხოველთა სამყარო მოიცავს “ყველა სახის გარეული ცხოველის ერთობლიობას, რომლებიც მუდმივად ან დროებით ბინადრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წ*ლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და იმყოფებიან ბუნებრივი თავისუფლების მდგომარეობაში.” ცხოველთა სამყარო წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რომლითაც სარგებლობის უფლება კონკრეტული პირობების დაცვის შემთხვევაში, ენიჭებათ ფიზიკურ პირებს. სარგებლობა საკუთარ თავში მოიცავს მათ შორის ნადირობას, თევზჭერას და ა.შ. დღევანდელი მდგომარეობით ნადირობის საკითხებს ეხება არა ერთი ნორმატიული აქტი. მათ შორის უნდა აღინიშნოს, საქართველოს კანონი “ცხოველთა სამყაროს შესახებ,” რომლის მიზანსაც წარმოადგენს ცხოველთა სამყაროს დაცვა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო რეგულირების სამართლებრივი უზრუნველყოფა. “ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტებს, რომელზე ნადირობაც არის შესაძლებელი. “ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) სახეობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება. “ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს ნებადართული ნადირობის ვადებს კონკრეტულ ცხოველთა სამყაროს ობიექტებთან მიმართებით. “ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება. ზემოთმითითებული დოკუმენტბი გახლავთ ის ძირითადი აქტები, რომლითაც დარეგულირებულია ნადირობასთან დაკავშირებული საკითხები. ბუნებრივია, შესაძლებელია სამართლებრივი აქტი არ იყოს ყველა ყოფითი ურთიერთობის მარეგულირებელი და მასში იყოს კონკრეტული ხარვეზები, თუმცა სწორი სახელმწიფო გარემოს/ცხოველთა სამყაროს დაცვითი პოლიტიკის პირობებში მოცემული დოკუმენტები უზრუნველყოფენ ჯანსაღი და ცოცხალი ბუნების შენარჩუნებას.” საქართველოს რომელ ტერიტორიაზე იკრძანება ნადირობა? დღეს მოქმედი კანონდებლობა განსაზღვრავს ნადირობის ცნებას. კერძოდ, “ნადირობა არის გარეულ ცხოველთა სპეციალური სარგებლობის ფორმით მოპოვება, ფიზიკური და იურიდიული პირების მატერიალური, რეკრეაციული და სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.” “ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, “ნადირობა დაიშვება მხოლოდ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიებზე – სამონადირეო მეურნეობებში (გარდა გადამფრენ ფრინველებზე (მწყერი, იხვი და სხვ. ნადირობისა), აღკვეთილებში (აღნიშნული გახლავთ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების IV კატეგორიას – ჰაბიტატების/სახეობების მართვის ტერიტორია), დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიების სპეციალურად სანადიროდ გამოყოფილ ზონებში და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს მართვისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გადამფრენ ფრინველებზე (მწყერი, იხვი და სხვა) ნადირობა ასევე დაიშვება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მართვისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.” ბუნებრივია, ყველა ტერიტორიაზე, რომელზედაც არ შედის ზემოთმითითებულ ჩამონათვალში აკრძალულია ნადირობა. “ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, “ნადირობა აკრძალულია, სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500 – მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.” რა არის საჭირო ნადირობის უფლების მოსაპოვებლად? ნადირობის უფლება ეძლევა ფიზიკურ პირს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და აქვს ნადირობისათვის აუცილებელი იარაღის ფლობის უფლება. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ მფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს “ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ნადირობა (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) დაიშვება ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ პირობებს, რომელთა დაცვაც სავალდებულოა. რა სახის სანქციებია დაწესებული ნადირობის წესების დარღვევებზე? როგორც აღვნიშნეთ, კანონმდებლობა ითვალისწინებს კონკრეტულ მოთხოვნებს, რომელთა ფარგლებშიც ნებადართულია ნადირობა. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული სახეობის ცხოველები, რომლებზეც მინისტრის ბრძანებით ნებადართულია ნადირობა, კონკრეტული ვადები, რა დროსაც აკრძალულია ნადირობა, ან იარაღები რომლის გამოყენებითაც პირს აქვს უფლება ინადიროს. მაგალითისათვის, ნადირობა აკრძალულია ნებისმიერი სახის ასაფეთქებელი და სხვა საშუალებით, რომელიც ტანჯვას აყენებს გარეულ ცხოველს, ასევე აკრძალულია ნადირობა ყველა სხვა იარაღით, რომელიც მოცემული არ არის “იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის ჩამონათვალში. “ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანების მე-5 მუხლის შესაბამისად, “ნადირობა ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუქნტებით გათვალისწინებული დოკუმენტის გარეშე ან/და მათში აღნიშნული პირობების დარღვევით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, აკრძალული მეთოდებით, მოწყობილობებითა და იარაღით ითვლება ნადირობის წესების დარღვევად”. იმის მიხედვით თუ რა სახის დარღვევას აქვს კონკრეტული პირის მხრიდან ადგილი, პასუხისმგებლობაც შესაძლებელია იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ან სისხლისსამართლებრივი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის შესაბამისად, ნადირობის წესების დარღვევა ნადირობის ობიექტებისათვის მიკუთვნებულ სახეობებზე ნადირობისას – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას ასიდან ხუთას ლარამდე, მოპოვებული ობიექტებისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ. იგივე ქმედება ჩადენილი იმ იარაღით ან საშუალებით რომლით ნადირობაც აკრძალულია -გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან შვიდას ლარამდე, მოპოვებული ობიექტებისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესის დარღვევა (გარდა ზემოთ აღნიშნული შემთხვევებისა – ისჯება რვაასიდან ათას ხუთას ლარამდე, მოპოვებული ობიექტებისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით). საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლის შესაბამისად, კი – 1. ნადირობა სათანადო ნებართვის გარეშე, ანდა აკრძალულ ადგილას ან აკრძალულ დროს, ანდა აკრძალული იარაღით ან საშუალებით, რამაც მნიშვნელობანი ზიანი გამოიწვია – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 2. ნადირობა სახელმწიფო ნაკრძალში ან სხვა დაცულ ტერიტორიაზე, სადაც ნადირობა მთლიანად აკრძალულია, ანდა მექანიკური სატრანპორტო ან მასობრივი განადგურების საშუალებით, ან უმწეო მდგომარეობაში მყოფ ნადირ-ფრინველებზე, ან საგანგებო ეკონომიკურ მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, აგრეთვე უკანონო ნადირობა საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილ ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. დაშვებულია თუ არა კანონით “წითელ ნუსხაში” შეტანილი მცირესახეობის ცხოველებზე ნადირობა და ნადირობის გზით საქართველოში ემუქრებათ თუ არა გადაშენება იშვიათ სახეობებს? როგორც მოგახსენეთ, ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალი განსაზღვრულია მინისტრის ბრძანებით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირებს, უფლება აქვთ ინადირონ მხოლოდ ზემოაღნიშნულ ბრძანებაში მითითებულ ცხოველებზე. აღნიშნული წესის დარღვევა წარმოადგენს უკანონო ნადირობას, რისთვისაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დადგენილია კონკრეტული სანქციები. საქართველოს “წითელი ნუსხა” კი გახლავთ საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების ჩამონათვალი. აღნიშნულ ნუსხაში მოქცეული ცხოველები ისედაც გადაშენების პირას არის და მათზე ნადირობა, ბუნებრივია, მათ გადაშენებამდე მიგვიყვანს. იარაღის შესახებ კანონის 7-ე მუხლი, რომელიც განიხილავს სანადირო იარაღს: მუხლი 7. 7. სანადირო იარაღი 7. 7. სანადირო იარაღი 1. სანადიროა იარაღი, თუ იგი განკუთვნილია სარეწაო, სამოყვარულო, სპორტული ან/და სამეცნიერო ნადირობისათვის. 2. სანადირო იარაღის სახეებია: ა) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი); ბ) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა); გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი); დ) სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; ე) სანადირო პნევმატური იარაღი. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228 საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 05:18 PM |
Hosted by Pro-Service |