სამოყვარულო და სპორტული ნადირობის უფლება საქართველოში მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მფლობელებს ეძლევათ. ნადირობის ვადები განისაზღვრება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების შესახებ“.
მოსაპოვებელი ცხოველების რაოდენობა განისაზღვრება გაცემული ლიცენზიის პირობებით. ყველა სახეობაზე გარდა გადამფრენი ფრინველებისა (მწყერი, მტრედი, ქედანი, გვრიტი, გოჭა, ჩიბუხა, ღალღა, ჭაობის ქათამი, ჭყინპო, ტყის ქათამი, ბატი, იხვი, მელოტა) ნადირობა რეგულირდება დებულებით „სამონადირეო მეურნეობის შექმნის გაძღოლის და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიაზე ერთჯერადი, სახელობითი ლიცენზიების გაცემის წესების შესახებ“.
გადამფრენ ფრინველებზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზია გაიცემა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იმ რეგიონალური სამსახურების მიერ, რომლის ტერიტორიაზეც იწარმოება ნადირობა, წინასწარ დადგენილი კვოტის ფარგლებში ან გამონაკლის შემთხვევაში, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის დეპარტამენტში (ლიცენზიის მიღჱბით დაინტერესებული სუბიექტის მიერ გათვალისწინებული უნდა იქნას ის გარემოება, რომ იმ შემთხვევაში, თუ სანადირო ტერიტორია ემიჯნება სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ნადირობის დაწყებისათვის მინდვრებში, ბაღებსა და ბოსტნებში მოსავალი უნდა იქნას აღებული).
ნადირობა აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში იმ სახეობებზე რომლებიც არ არიან შჱტანილნი „ნადირობის ობიექტებს მიკუთვნილი ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალში“.
ყურადღება
აკრძალულია ნადირობა საქართველოს დაცული ტერიტორიების გარშემო ხუთკილომეტრიან ზონაში. საქართველოს შემდეგ ქალაქებისა და კურორტების გარშემო: თბილისის, სოხუმის, ქუთაისის, ბათუმის საზღვრებსა და საზღვრებიდან 5 კმ. ზოლის ფარგლებში, გუდაუთის, ოჩამჩირის, ჭიათურის, რუსთავის, გორის, ტყიბულის, ზესტაფონის, გაგრის, ახალი ათონის, წყალტუბოს, ქობულეთისა, ურეკის საზღვრიდან 2 კმ-ს რადიუსით; ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე.
ყურადღება
აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობის დროს გამოყენებული იქნას შემდეგი მეთოდები:
ა) ლერწმის, ლელისა, ისლის და სხვა ყოველნაირი შამბნარის დაწვა
ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა
გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგებისა და სხვა საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან სრული განადგურება.
დ) ცხოველთა მოპოვების მასობრივი საშუალებების ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ლიცენზირებული მოპოვების შემთხვევისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება.
ე) ნადირობის დროს დევნა ლიპ თოვლზე, ყინულზე გამორეკვით, ღრმა თოვლში, მოჭრილ ლერწამზე ან ლელზე;
ვ) ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით, აგრეთვე ნადირობა დამჯდარ (წყალზე, მავთულზე, ხე-ბუჩქნარზე) გარეულ ფრინველზე, აგრეთვე მწოლიარე გარეულ ნადირზე.
ზ) ღამით ნადირობა ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ნავებიდან და სხვა სატრანსპორტო საშუალებებიდან განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით.
თ) სტიქიური უბედურების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული (ქანცგამოლეული, ბუმბულგაცვენილი, დამშეული) ცხოველის მოპოვება, აგრეთვე მოთზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს.
ი) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდენა მათი დაბოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;
კ) ცხოველთა მოპოვება, სასროლი იარაღის გამოუყენებლად, ავტომანქანით, მოტოციკლით, თვითმფრინავით, ვერტმფრენით, კატარღით და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით დევნის შედეგად მოქანცვამდე მათი მიყვანით.
ლ) ნადირობა წინა პუნქტში მოყვანილი საშუალებებით და იარაღის გამოყენებით.
მ) გარეულ წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთელ მოტორიანი ნავებიდან (მოპოვება დევნით).
ნ) მსვლელობით ნადირობა მწკრივად
ო) მორეკვით (ე.წ. „ნომრებში ჩაყენებით“) ყოველგვარი გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება.
პ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი შაშხანით და საფანტით.
ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვება დაშვებულია შემდეგი იარაღითა და მოწყობილობებით:
ა) გლუვლულიანი სანადირო თოფებით (ცალლულიანი, ორლულიანი, მრავალვაზნიანი);
ბ) კუთხვილლულიანი სანადირო თოფებით (ნახევრად ავტომატური კარაბინები, კარაბინები შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიით);
გ) კომბინირებული სანადირო თოფებით (გლუვლულიანი და კუთხვილლულიანი, ლულების ნებისმიერი რაოდენობითა და კომბინაციით);
დ) დამჭერი მტაცებელი ფრინველებით;
ე) მწევრებით;
აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს:
ა) ნებისმიერი საბრძოლო კუთხვილლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით;
ბ) სნაიპერული შაშხანებით;
გ) ე. წ. „ღამის ხედვის“ მოწყობილობათა გამოყენებით
დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სნაიპერებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით;
ე) პნევმატური იარაღით;
ვ) ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება
ნადირობის შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში და აკრძალულ (მათ შორის არარეგისტრირებული და ვადაგასული რეგისტრაციის) სანადირო იარაღით, მეთოდებითა და მოწყობილობებით ითვლება უკანონო ნადირობად.
ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაიცემა განცხადების საფუძველზე, რომელშიც აღინიშნება:
ა) იურიდიული ან ფიზიკური პირის მონაცემები;
ბ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა და პარამეტრები
გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჩამონათვალი
დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ვადა;
ე) განმცხადებლის ტექნიკური და სხვა საშუალებები, რომლებიც საჭიროა ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის და მათი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაიცემა განცხადების საფუძველზე, რომელშიც აღინიშნება:
ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე იურიდიული ან ფიზიკური პირის მონაცემები;
ბ) მონაცემები იურიდიული პირების ხელმძღვანელების ან მფლობელების შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ მას ლიცენზიის მიღებისას;
გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა და პარამეტრები;
დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საორიენტაციო ვადა;
ე) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის აუცილებელი ტერიტორიების ფარგლები და საზღვრები;
ვ) განმცხადებელი იურიდიული ან ფიზიკური პირის ფინანსური, ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები;
ზ) იურიდიული ან ფიზიკური პირის წინადადებები ცხოველთა სამყაროს სარგებლობის პირობების შესახებ.
იხილე: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1998 წლის 19 აგვისტოს N95 ბრძანება „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე.
ეს იყო საიტიდან
hunters.geშემდეგი:ინფორმაცია ნადირობის შესახებ:
ნადირობა
ნადირობა არის გარეულ ცხოველთა სპეციალური სარგებლობის ფორმით მოპოვება, ფიზიკური და იურიდიული პირების მატერიალური, რეკრეაციული და სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
ნადირობისათვის დაშვებული ადგილები:
ნადირობა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიებზე - სამონადირეო მეურნეობებში, გარდა გადამფრენი ფრინველებისა. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა შესაძლებელია სამონადირეო მეურნეობების გარეთაც.
სამონადირეო მეურნეობაში ნადირობა დაიშვება სამონადირეო მეურნეობის სპეციალური, ან გენერალური ლიცენზიის მფლობელის თანხმობით.
ნადირობისათვის აკრძალული ადგილები:
ნადირობა, მათ შორის გადამფრენ ფრინველებზე არ დაიშვება:
დაცული ტერიტორიის საზღვრებში, გარდა დაცული ტერიტორიაზე არსებული სამონადირეო მეურნეობისა.
სახელმწიფო ნაკრძალების და ეროვნული პარკების გარშემო 500-მეტრიანი ზონაში;
საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისათვის
საჭირო დოკუმენტაცია
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი), რომლის ღირებულება ანუ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებლის ოდენობა სანადირო სეზონზე შეადგენს 10 ლარს. აღნიშნული გადასახადის (10 ლარის) გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - 220 101222, ანგარიშის ნომერი №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი - 3033. სახაზინო კოდს წინ ემატება 3 და იმ თვითმმართველი ერთეულის კოდი, სადაც ხდება გადახდა, მაგალითად: თბილისის შემთხვევაში, თბილისის კოდია: 0077. შესაბამისად - 300773033, ახმეტის შემთხვევაში 300543033 და ა.შ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი
თვითმართველი ერთეულების კოდები ნადირობის მოსაკრებლისთვის
საქართველოს მასშტაბით
ნადირობის ვადები
ნადირობის სეზონი განსაზღვრულია ყოველი წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე, ხოლო ცალკეულ სახეობებზე ვადები დგინდება მინისტრის ბრძანებით.
2013 წელს ნადირობის სეზონი იხსნება 17 აგვისტოდან.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის კონკრეტული ვადები:
· მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) - აგვისტოს
მესამე შაბათიდან – მომდევნო წლის 15 თებერვლამდე;
· ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;
· წყალმცურავ ფრინველებზე: რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა
იხვი, მელოტა – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.
შენიშვნა: უახლოეს მომავალში შეტანილ იქნება ცვლილებები
ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი დღიური ლიმიტები
მწყერი – 20 ცალი;
გარეული მტრედი – 10 ცალი;
ჩიბუხა – 5 ცალი;
ჩვეულებრივი გვრიტი – 10 ცალი;
ქედანი – 10 ცალი;
გვინძი (გულიო) – 10 ცალი;
ტყის ქათამი – 7 ცალი;
წყალმცურავები – (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, თეთრშუბლა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – საერთო
რაოდენობა 8 ცალი.
შენიშვნა: უახლოეს მომავალში შეტანილ იქნება ცვლილებები
ნადირობისათვის აკრძალული ხერხები და საშუალებები
ნებისმიერი სახის ასაფეთქებელი და სხვა საშუალებით ნადირობა, რომელიც ტანჯვას აყენებს გარეულ ცხოველს.
მცენარეული საფარის დაწვით ნადირობა;
გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა (გარდა ფრინველთა აღწარმოების მიზნით სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით
გათვალისწინებული შემთხვევებისა);
ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა, ან განადგურება;
ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით (გარდა დამჭერი მტაცებელი
ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველების) ნადირობა;
ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ე. წ. „მანიოკებით“ - ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;
სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს;
ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;
მსხვილი ჩლიქოსნებისა და დათვის მოპოვება მცირეკალიბრიანი სანადირო იარაღითა და საფანტით, რომლის დიამეტრიც 5 მმ-ზე ნაკლებია.
მტაცებელი ფრინველების და მონადირე ძაღლების გაწვრთნა
ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლებისა და სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების გამოყენება;
მტაცებელი ფრინველების გაწვრთნა დაიშვება ნადირობისათვის დაშვებულ ვადებში და პირი, რომელიც ახორციელებს მტაცებელი ფრინველის წვრთნას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი).
მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) დაიშვება მთელი წლის განმავლობაში. პირი, რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები.
ნადირობისათვის დაშვებული იარაღისა და საშუალებების ჩამონათვალი:
· „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–7 მუხლით განსაზღვრულია სანადირო იარაღის ჩამონათვალი,
რომლითაც ნადირობა დაშვებულია.
· სანადიროა იარაღი, თუ იგი განკუთვნილია სარეწაო, სამოყვარულო, სპორტული ან/და სამეცნიერო
ნადირობისათვის სანადირო იარაღის სახეებია:
· სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);
· სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);
· სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);
· სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;
· სანადირო პნევმატური იარაღი.
ნადირობის წესების დარღვევა:
ნადირობა მოსაკრებლის გადახდის და სანადირო თოფის ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე აკრძალულ ვადებში, ადგილებში და აკრძალული მეთოდებით, მოწყობილობებით და იარაღით ითვლება ნადირობის წესების დარღვევად.
ნადირობის წესების დარღვევაზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები.
ია, მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე
1 Anser anser რუხი ბატი 10.09 – 10.11 3 ცალი
2 Anas strepera რუხი იხვი 10.09 – 10.11 2 ცალი
3 Anas crecca ჭიკვარა (სტვენია იხვი) 10.09 – 10.11 3 ცალი
4 Anas platyrhynchos გარეული იხვი 10.09 – 10.11 5 ცალი
5 Anas querquedula იხვინჯა (ჭახჭახა იხვი) 10.09 – 10.11 2 ცალი
6 Anas clypeata ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი 10.09 – 10.11 2 ცალი
7
Fulica atra მელოტა 10.09 – 10.11 5 ცალი
8 Anas acuta კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი 10.09 – 10.11 2 ცალი
9 Anas penelope თეთრშუბლა იხვი 10.09 – 10.11 3 ცალი
10 Anser albifrons დიდი თეთრშუბლა ბატი 10.09 – 10.11 3 ცალი
11 Aythya ferina წითელთავა ყვინთია 10.09 – 10.11 2 ცალი
12 Aythya fuligula ქოჩორა ყვინთია 10.09 – 10.11 3 ცალი
სხვა ფრინველები
1 Scolopax rusticola ტყის ქათამი 15.10 – 01.03 3 ცალი
2 Gallinago gallinago ჩიბუხა აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი
3 Coturnix coturnix მწყერი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 20 ცალი
4 Columba palumbus ქედანი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი
5 Columba livia გარეული მტრედი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი
6 Columba oenas გულიო (გვიძინი) აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი
7 Streptopelia turtur ჩვეულებრივი გვრიტი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე
ეს ის ყველაფერია რაც ამ მომენტისთვის მაქვს, ესენი უბრალოდ დასახარისხებელია, რაღაცეები ამოსაკრები, სხვაგან ჩასასმელი და ასე შემდეგ...
ეს ბოლო კანონი ყველაზე ახალია