|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Sep 30 2014, 11:46 PM
პოსტი
#1
|
||
|
ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 30-September 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,993 ქალაქი:თბილისი |
გამარჯობა როგორი თოფია ერთი-ორი სიტყვით რომ მითხრათ Benjamin Trail NP2 Synthetic , რამდენ მეტრზე შეუძლია ზუსტი სროლა (სიზუსტის გარეშეც მაინტერესებს ისე
| |
| > |
|
|
![]() |
Oct 2 2014, 09:39 PM
პოსტი
#2
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,361 რეგისტრ.: 10-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,257 ქალაქი:თბილისი |
ნუ, მთელ თავგადასავლებს ვერ დავარქმევდი, რადგან სულ ერთხელ მქონდა გატანილი გარეთ, ზამთარში, ყინვაში, როდესაც მე და ჩვენი თანაფორუმელი სეკურიფა მიზანს ვასწორებდით, ისე ეგეც თავგადასავალში მოსაზრება, თითები სასხლეტზე გვეყინებოდა ერთ-ერთი ცუდი თავგადასავალი კი ზემოთ უკვე ვახენე, შეძენის დროიდან რომ მომეწამლა მისი ქონის სურვილი, როგორც მიხვდით დეფექტის ქონას ვგულისხმობ, მაგ დროს ცოტა კი ამიცრუვდა გული, მაგრამ ეს იმედგაცრუება გრეგორთან შეძენილმა ბენჟამინმა გადაფარა. რაც შეეხება მინი რეპორტს: Benjamin Trail NP XL 1500 •დატენვის მექანიზმი: ლულის გადაწევა •კორპუსი: კონდახი-ხე, დნარჩენი-მეტალი •ტყვიის ტიპი: ტყვის შენადნობი, მისთვის შესაბამისი (მოხდენილი) ტყვიის წონა 10.34 გრანი JSB exact ან 10.5 გრანი Crosman Premier-ი. •მექანიზმის ტიპი: ჰაერის ზამბარა (ამორტიზატორი) იგივე gas spring, იგივე nitro piston •კალიბრი: 4.5 მმ. •ტყვიის საწყისი სიჩქარე: ქარხნულად 457 მ/წმ. ზემოთ დასახელებული 10.34 ან 10.5 გრანიანი ტყვიებით ქრონში გატარებისას იძლევა დაახლოებით შესაბამისად 350 ან 370 მეტრ წამს. (თუ სწორად მახსოვს, გრეგორმა გაატარა ქროსმან პრემიერი და 350მ/წმ მიიღო) •მჭიდის ტევადობა: 1 •სიგრძე: 124 სმ. •წონა: 4.5 კგ. თავის ზავაცკოი ოპტიკიანად, რომელიც ამ კლასის ზედეპესთვის შეუსაბამოა და აუცილებლად უნდა შეიცვალოს სხვა ოპტიკით... •ოპტიკა: ზავაცკოი ოპტიკა-Center Point 3-9X40. ოპტიკა, რომელიც შეცვლილია ჩემს მიერ და ამჟამად მიყენია: Leapers 3-9X50 სპეციალურად დარტყმაგამძლე TS სისტემით, პნევმატური იარაღებისათვის მისწრებაა. აქვს წინა და უკანა პარალაქსი თვალის ფოკუსისათვის, მილ-დოტთა ბადე, ბადის განათება წითელ, ლურჯ და მწვანე ფერებად შებინდებისას ნადირობისათვის. მოჰყვება: Sunshade-რაც ნიშნავს, არ მიუშვას მზის სხივები ლინზამდე, რათა მსროლელს ხელი არ შეეშალოს სროლაში; ხუფები. ეს პატარა დახასიათება... ეხლა რაც შეეხება ჩემს შეხედულებებს ამ იარაღისადმი: ზოგი თვლის, რომ ეს იარაღი მძიმეა (4.5 კილო, ჩემს მიერ შეცვლილი ოპტიკიანად 5 კილო) და ამის გამო რთული ხდება მიზანში მორტყმა და მე ამაში ვეთანხმები ყველას, მაგრამ შევხედოთ მეორე მხრიდანაც, ამ ძალის და ენერგიის მქონე იარაღისათვის წონასთან დაკავშირებული ეს მონაცემები შესაბამისია, რადგან ამდაგვარი ძალის მქონე იარაღს სჭირდება უფრო მეტი მანძილი დგუშის სვლისათვის, ანუ მისი ცილინდრის ზომა გაცილებით გრძელია სხვა მოდელებთან შედარებით. (ამიტომ არის, რომ ლიპერსის 3-9X50 ოპტიკა მასზე სანშაიდერიანად ეტევა, სხვა მოდელებზე კი სანშაიდერი არ გამოგვადგება, რადგან ცილინდრის ზომა პატარაა და ის უბრალოდ ზედმეტი ხდება). ასე, რომ თუ არ შეგიძლია 5 კილო თოფის აწევა და სროლა, მაშინ სჯობს გაიქარწყლოთ ამ მოდელის ქონის სურვილი. პ.ს. მე ძალიან სუსტი ვარ და მსუბუქი, მიუხედავად ამისა ამ იარაღის აწევა და დამიზნება არ მირთულდება იმდენად, რაც ალბად ჩემი წინამორბედი თოფის Remington summit-ის ქონის დამსახურებაა, ოპტიკიანად 4.5 კილო იყო და მასზე დავამუღამე სროლა, ახლა კი ნახევარი კილოთი მეტის აწევა ასე თუ ისე არ მიჭირს, მაგრამ მეგობრებო რაღათქმა უნდა გააჩნია იმ ობიექტის ზომასაც, რომელსაც ვესვრით, ცხადია ამაზეც არის დამოკიდებული სროლის სიძნელე და სიიოლე. მის ძალასთან დაკავშირებით ასევე მინდა ავღნიშნო, რომ იარაღი იმდენად ძლიერია, მისით თავისუფლად ინადირებთ 30-40 მეტრში მოზრდილი ღორის ან/და ძაღლის ხელა ცხოველზე, (მტრედის ხელა ფრინველებზე კი მისით 80 ან უკიდურეს შემთხვევაში 100 მეტრშიც კი შესაძლებელია ნადირობა) მაგრამ ესეც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ეს მაგალითისთვის მოვიყვანე თორემ აქვე გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში პნევმატური იარაღით ცხოველებზე ნადირობა აკრძალულია. ახლა კი მოდით გადავიდეთ მის მთავარ მახასიათებელზე-სიზუსტეზე. თოფი არის საოცრად ზუსტი, რა დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, 50 მეტრში სროლისას ის ფაქტიურად უტოლდება PCP სისტემის იარაღს Benjamin marauder-ს, ასევე Hatsan AT 44-ს. ამაზე საუბარი შემიძლია პრაქტიკაზე დაყრდნობით, სასიამოვნოდ მახსენდება ის წუთები, როდესაც მე და სეკურიფამ ჩემი ბენჟო ზამთარში გავტესტეთ (თანაც თავის ზავაცკოი ოპტიკით, რომლითაც ჯგუფების გაკეთება უფრო რთულია მილ-დოტთა ბადის სისქის გამო) და უკანასკნელი შედეგი ასეთი იყო: 50 მეტრის დინსტანციაზე ვისროლეთ 2 ტყვია და ორივე 5 თეთრიანის დიამეტრის ხელა რგოლში დაჯდა. შეგახსენებთ, რომ თოფი გაიტესტა საშინელ ყინვაში, რაც უარყოფითად მოქმედებს ჰაერის ზამბარაზე, მაგრამ ამის მიუხედავად ამ იარაღმა შესანიშნავი შედეგი აჩვენა. ესეც ჩემი მოკლე რეზიუმე ჩემს მიერ, Benjamin Trail NP XL 1500-ის შესახებ თქვენდამი...
| |
| > |
|
|
noxii Benjamin Trail NP2 Synthetic Sep 30 2014, 11:46 PM
noxii ხო მართლა, სამიზნი... Sep 30 2014, 11:59 PM
ja_ja noxii
ციტატა(noxii @ 1st October... Oct 1 2014, 08:28 AM
gregory noxii
ვიხუალურად მშვე... Oct 1 2014, 11:14 AM
gregory ja_ja
ციტატა(ja_ja @ 1st October... Oct 1 2014, 02:12 PM
noxii ja_ja
მადლობა ამხელა რ... Oct 1 2014, 02:20 PM
gregory ციტატა(noxii @ 1st October 2014 ... Oct 1 2014, 02:27 PM
ja_ja noxii
ციტატა(noxii @ 1st October... Oct 1 2014, 04:05 PM
ბაიკერი რა ჩემი საქმეა მარ... Oct 2 2014, 12:26 PM
noxii ძალიან დიდი მადლობ... Oct 2 2014, 01:13 PM
DaV1nCh noxii
პცპს დაახლოებით... Oct 2 2014, 01:27 PM
gregory noxii
მოდი ნუ დაიზარე... Oct 2 2014, 01:47 PM
noxii gregory
ორივეს ფასს ვერ... Oct 2 2014, 01:53 PM
gregory noxii
PM Oct 2 2014, 02:18 PM
noxii ერთი ვარიანტი კიდე... Oct 2 2014, 02:18 PM
gregory დიდი და უხეში რამა... Oct 2 2014, 02:19 PM
DaV1nCh ზუსტად ეგ მქონდა, ძ... Oct 2 2014, 02:59 PM
DaV1nCh gregory
გრიგოლ 100 ტყვიაც ... Oct 2 2014, 03:07 PM
ja_ja noxii
ნუ მიიღებ ჩემს ს... Oct 2 2014, 03:30 PM
noxii DaV1nCh
ზუსტად მაგიტომ ... Oct 2 2014, 05:02 PM
DaV1nCh noxii
ციტატა(noxii @ 2nd October... Oct 2 2014, 05:27 PM
noxii ხო ვიცი .177 ზე მეტი რ... Oct 2 2014, 05:37 PM
DaV1nCh noxii
მე როცა მქონდა ა... Oct 2 2014, 05:48 PM
noxii RE: Benjamin Trail NP2 Synthetic Oct 2 2014, 05:49 PM
ხ.მ.ე.ლ.ო DaV1nCh -მ შემატყობინა რ... Oct 2 2014, 07:16 PM
ხ.მ.ე.ლ.ო პ.ს. პ.ს. მოგვიანები... Oct 2 2014, 07:28 PM
ja_ja ხ.მ.ე.ლ.ო
შენს გახარ... Oct 2 2014, 08:01 PM
noxii ხ.მ.ე.ლ.ო
მაშინ პრინ... Oct 2 2014, 09:07 PM
ja_ja ხ.მ.ე.ლ.ო
შენს გახარ... Oct 3 2014, 07:49 AM
ხ.მ.ე.ლ.ო ციტატა(ja_ja @ Oct 3 2014, 08... Oct 3 2014, 12:20 PM
ja_ja ხ.მ.ე.ლ.ო
ჰოო მაშინ დ... Oct 3 2014, 01:03 PM
ხ.მ.ე.ლ.ო ციტატა(ja_ja @ Oct 3 2014, 02... Oct 3 2014, 01:47 PM
noxii მოკლედ, ვეღარ მივე... Oct 3 2014, 03:01 PM
ხ.მ.ე.ლ.ო ის თოფი, რომელიც მე ... Oct 3 2014, 04:06 PM
DaV1nCh noxii
Remington Nitro, Nitro Venom Dusk, Trail NP... Oct 3 2014, 04:10 PM
ხ.მ.ე.ლ.ო noxii
აბა ამ თემას გად... Oct 4 2014, 09:19 AM
noxii ხ.მ.ე.ლ.ო
ძალიან საი... Oct 4 2014, 09:46 AM
nihontoman noxii
"გადატეხე" ლ... Oct 4 2014, 11:46 AM
ხ.მ.ე.ლ.ო ციტატა(nihontoman @ Oct 4 2014, 1... Oct 4 2014, 12:36 PM
archi_daili ხ.მ.ე.ლ.ო
რა მიანტერ... Oct 6 2014, 09:24 PM
ხ.მ.ე.ლ.ო ციტატა(archi_daili @ Oct 6 2014, ... Oct 7 2014, 01:00 PM
archi_daili ხ.მ.ე.ლ.ო
რა დაგიჯდა ... Oct 7 2014, 02:02 PM
DaV1nCh http://www.amazon.com/UTG-3-9X50-Locking-H...s=utg... Oct 7 2014, 02:27 PM
ხ.მ.ე.ლ.ო ციტატა(DaV1nCh @ Oct 7 2014, 03... Oct 7 2014, 02:47 PM
ხ.მ.ე.ლ.ო ეხლა თემა ოფდება ვ... Oct 7 2014, 02:57 PM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th November 2025 - 03:50 AM |
| Hosted by Pro-Service |