noxii ციტატა(noxii @ 1st October 2014 - 12:46 AM)

სიჩქარე როგორც მივხვდი 427 მ/წმ_ია
ნუ შენ წარწერა წაიკითხე ალბათ კოლოფზე და FPS-ი მეტრებში გადმოიყვანე და ისეთი მონაცემი მიირე რომ ზოგიერთ ცეცხლსასროლს შეშურდება

მანდანე პატარა კომერციული ტყუილია ჩადებული

კერძოდ ტყვიის წონაა უცნობი, ანუ რომელი ტყვიით შვება მაგას... თუ ბამბის ტამპონზეა საუბარი შეიძლება მართლა იყოს ეგეთი სიჩქარე, მაგრამ ნორმალური ტყვიით იქნება 250-დან 300-მდე, მეტი მეეჭვება იყოს. ახლა რატომ მეეჭვება... იმიტომ რომ:
1) ნუ მათემატიკიდან ვიცით რომ რაღაცას რაღაც უნდა დაამატო, ან გამოაკლო, გაყო, გამრავლო.... მოკელდ რაღაც უნდა ქნა რომ რაიმე შედეგი მიიღო, მაგალიტად თუ მატრტო იცი ციფრი 2... ნუ შენ ვერაფრით ვერ გამოთვლი რა არის შედეგი... იმიტომ რომ არ იცი რა უნდა მიუმატო რა გამოაკლო რომ რაიმე შედეგი მიიღო, ეგრეა თოფების სიჩქარეებზეც, შენ იცი მხოლოდ მწარმოებლის მიერ დაწერილი სარეკლამო სიჩქარე, მაგრამ არ იცი რა ტყვიით, შედეგად ენერგეტიკას ვერ გამოიანგარიშებ

2) იმისათვის რომ თოფის ენერგეტიკა გამოთვალო (სტანდარტულად ყველა თოფს რაღაც ენერგიის გამომუშავება შეუძლია და არა მხოლოდ ჰაერიდან აღებული სიჩქარის), საჭიროა მინიმუმ 2 პარამეტრი, ანუ ტყვიის სიჩქარე და ტყვიის მასა... დალშე მუშაობს აინშტაინის ცნობილი ფორმულა, ენერგია უდრის მასა გამრავლებული სიჩქარის კვადრატზე.... ნუ პროსტა ჩვენ აფსოლუტურ ენერგიას არ ვითვლით კინეტიკური ენერგია გვინდა ამიტომაც მიღებული შედეგი ბოლოს 2-ზე უნდა გავყოთ.
3) შედეგად ვიცით ფორმულა E=mc2/2 ამის მეშვეობიტ შეიძება მიახლოებითი საოცნებო პარამეტების გამოთვლა, მაგრამ მოდი ჯერ გავყვეთ სარეკლამო ტექსტს და ჩავთვალოთ რომ მართლა ისვრის ეგ თოფი 427 მეტრ წამით.... მოდი ავიღოთ რაიმე ტყვიაც, ვთქვათ 10,5 გრანიანი ტყვია (ანუ გრამებში 0,675 გრამი).... მაშინ გამოდის ზემოთ მოყვანილი ფორუმულით რომ ამგ თოფს შეუძლია საბოლოოო ჯამში გამოიმუშაოს 62 ჯოული ენერგია... ნუ კაი ვთქვათ არის ეგრე, ახლა მოდი ვნახოთ ცოტა მსუბუქი ტყვიით რა ენერგია გამოვა ვთქვათ ავითოთ 7,9 გრანიანი ტყვია, მაშნ იგივე ფორმულით და იგივე სიჩარით გამოდის რომ თოფი გამოიმუშავებს 46.66 ჯოულს.... ნუ იასნია რომ რაცხა ნიტოა... წესით თუ მჯიმე ტყვია რაღაც სიჩქარით გაისროლა ხომ გასაგებია რომ მსუბუქი უფრო იოლად უნდა მოისროლოს.... ანუ უკვე იმედია რაცხა ეჭვები დაინახე....
4) 4.5 კალიბრში პნევმატური თოფის მაქსიმალური ენერგეტიკა არის 30 ჯოული... მოდი აბა ამ გადასახადიდან გამოვთვალოთ, ნუ ფორმულა ხომ ვიცით პროსტა ცვლადებს შევცვლით, ანუ ვიცით ენერგია ვთქვათ მაქსიმალური 30 ჯოული და ვთვქათ 10,5 გრანიანი ტყვია ავიღოთ, მოდი გამოვთვალოთ რა სიჩქარეზე მიირება ეგ ენერგეტიკა.
გამოდის რომ მაქსიმალური სიჩქარე მაგ შემთვევაში უნდა იყოს 296.9 მეტრ წამი, ხოლო თუ 7,9 გრანიანს ჩავთვლით მაშინ უნდა მივიღოთ 342.3 მეტტრ წამი... იმედია გიჩნდება კითხვა აბა რა წონის ტყვიაზე მიირება ეგ წყეული სიჩქარეო, მოდი და შევცვალოთ ცვლადები, ანუ ვთქვათ ვიცით ენერგია ისევ 30 ჯოული და სიჩქარე 427 მეტრ წამი, დაგვრჩა ერთი უცნობი ანუ წონა, ნუ იგივე ფორმულის გამოთვლით მივიღებთ 5 გრანიან ტყვიას. ანუ აი ასეთს თუ კომუნისტების პერიოდს მოსწრებიხარ უცებ იცნობ....

ანუ ყველაზე ბანძი და არასტაბილური....
5) ახლა კიდევ დავამატებ იმ ბარემოებას რომ მიუხედავად იმისა რომ მაგ თოფში ნიტრო პისტონი აყენია, ეგ თოფი მაინც ზამბარ დგუშიანების კლასში გადის, მაგ კლასში კი 30 ჯოულიანი თოფები იშვიათობაა, უფრო ხშირია 20-24 ჯოულიანი თოფები, ანუ სანატრელი სიჩქარე კიდევ უფრო მცირდება....
6) ასევე გაგიმხელ კიდევ ერთ საიდუმლოს - ტყვია რაც უფრო მსუბუქია მით უფრო არასტაბილურია ფრენისას და მით უფრო ნაკლებ მანძილს გადის დასახული მიზნით
7) პნევმატიკაში გამოიყენება თავისებური ფორმის ტყვიები რომლებიც ცეცხლსასროლი ტყვიებისგან რადიკალურად განსხვავდება, ამიტომაც, ცეცხლსასროლში თუ არის მისაღები 400-800 ან 900 და1500 მეტრ წამი, პნევმატიკაში იგივე სიჩქარეების მიღწევა ტყვიის კონსტრუქციიდან გამომდინარე მიუღებელია, კერძოდ არაერთ ექსპერტს ჩაუტარების ტესტები და არაერთი მეცნიერული შრომა დაიჭერა და ყველამ დაადგინა რომ პნევმატური ტყვიისთვის ყველაზე ოპტიმალური სიჩქარის ზედა ზღვარი არის 270 მეტრ წამი.... ნუ იასნია საქართველოში სულიერად მაგას ვერავინ ვერ ეგუება განსაკუთრებით დასაწყისში ყველას უნდა რაღაც უფრო მაგარი თოფი ჰქონდეს, რომ ყველა გააგიჟოს, ამიტომაც, ჯანდაბას ვხუჭავთ ხოლმე თვალს და ნუ კაი იტოს 280-290, ჰა-ჰა მაქსიმუმ 300 აი მაგის ზემოთ კი უკვე ტყვიას არასტაბილური ფრენა ეწყება ჰაერის წინააღმდეგობის გამო... კერძოდ 330 მეტრ წამთან ტყვია ლახავს ხმის ბარიერს, მაგ დროს კი იმხელა შეკუმშული ჰაერის ტანღას ებრძვის რომ რავიცი... მიკრონული არასტაბილურობა, პაწუა გამოშვერილი, არასწორი ანათალი ტყვიის ზედაპირზე და ტყვია მომენტალურად გადადის დასახული ტრაექტორიიდან....
ნუ მოკლედ იმედია ამ მინი ლექციას მაპატიებ, მაგრამ ასევე იმედი მაქვს რომ სარეკლამო წარწერების მსხვერპლი არარ იქნები და საღად შეაფასებ ხოლმე შემდეგში თოფებზე არსებულ წარწერებს... კსტატე გამყიდვლებსაც ნუ დაუჯერებ... იციან ხოლმე მაგათმა.... რას ამბობ კაცო გადასალევი თოფია კალოჩე , ლიომს კლიამს 100 კილიომეტრზე ხომ კაცო?! (ხალისის მისაღწევად მეგრული ინტონაციით გადაიკითხე

)
ნუ ეს სიჩქაქრეზე იმედია გარკვეულია ყოლიფერი და შემდეგ კიტხვას შენთვითონ გასცემ პასუხს, ანუ
ციტატა(noxii @ 1st October 2014 - 12:46 AM)

მემგონი კარგია ხომ?,
ნუ რავი, თეორიაში კი.... მაგრამ რეალობაში.....
რაც შეეხება სამიზნის დაყენებას, შენ რას გულისხმობ ღია სამიზნეს? რათ უნდა მაგ თოფს ღია სამიზნე, ოპტიკა ან მოყვება ან დაიადა რამე და ისიამოვნე მთელი პროგრამით, მაგ თოფით წესით უნდა შესძლო 50 მეტრამდე მანძილზე საკმაოდ ზუსტი ნადირობა ასე რომ ღია სამიზნით მაგ მანძილზე ცოტა არ იყოს ძნელია რაიმეს ნორმლაურიად დამიზნება...
P.S. აუ ბიჯო ვერ გადავეჩვიე რა ამ პროსტინების წერას მე ვიყო ზამბარა რა