გულიოს ღვეზელი, აირგანერის კერძი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
გულიოს ღვეზელი, აირგანერის კერძი |
Jul 13 2014, 04:09 PM
პოსტი
#1
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
მოკლედ დღეს სახლში უსაქმოდ ვიყავი, ვერ შეჯიბრზე წავედი და ვერც ვერაფერი გავაკეთე სახელოსნოში ისეთ სიცხე იყო, ჰოდა ავდექი და დავიწყე ადრე იუთუბზე ნანახი ქედნის ღვეზელის ჩემებურად მომზადება, მოკლედ დავიწყეთ: საიდან და როგორ აღმოჩნდა ჩემს სამზარეულოშ გულიოს მკერდი ამას გამოვტოვებ საჭიროა: 1)ორი ცალი გულიოს გულმკერდი 2)კარაქი 70-80 გრამი 3)სოკო კონსერვის ან ცოცხალი , უმჯობესია შამპინიონი 200 გრ 4)ნაღები 20% 100გრ 5)ნიორი, ხახვი, ნახევარი მწვანე ბულგარული 6)ფენოვანი ცომი (ერთი შეკვრა მზად იყიდება) 7)მარილი, შავი წიწაკა ვიღებთ გულიოს გულმკერდს და ვაკეთბ ფილეს, ვჭრით ნიორს, ხახვს და ბულგარულს წვრილად ვიღებთ საჭმლის შესაფუთ პარკს, ვაფარებთ გულიოს ფილეზე და ვიწყებთ მის დაბეგვას , გულიოს ცოტა მაგარი ხორცი აქვს და მისი მომზადება რომ გაადვილდეს და ასევე რბილი რომ იყოს, პარკი კი იმისთვისაა საჭირო რომ ოჯახის წევრები არ დასვაროთ დაბეგვილი ხორცით დაბეგვილ ხორცს ვჭრით წვრილად ვიღებთ 70-80 გრამ კარაქს , ვაგდებთ ცხელ ტაფაზე და ვალღობთ ვამატებთ წვრილად დაჭრილ ხორცს 2-3 წუთის მერე ვამატებთ სოკოს 5-7 წუთის მერე ვამატებთ , ნიორს, ხახვს , ბულგარულს, მარილს და წიწაკას და ვურევთ კარგად ვამატებთ ნაღებს და ვურევთ უნდა მივიღოთ ესეთი მასა დაახლოვებით 3-4 წუთში მიღებულს მასას ვათავსებთ კონტეინერში და შემდეგ მაცივარში 2-3 საათით ვიღებთ ფენოვან ცომს, ვაბრტყელებთ და ვჭრით იმდენ ნაწილად რამდენი ღვეზელის გაკეთებასც ვაპირებთ 12X18 სმ მართკუთხედი უნდა იყოს ზომა ვათავსებთ მაცივარშიდან გამოღებულ წინაწარ გამზადებულ გულსართს , გადავკეცავთ და ნაპირებტს მოვუხვევთ ვიღებთ კულინარიულ ქაღალდს, ვათავსებს ჟარონაზე, ვუსმევთ გამდნარ კარაქვს რომ არ დაიკრას, ღვეზელებსაც ვუსმევთ თავზე გამდნარ კარაქს და 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ვათავზებთ 20-25 წუთით 20 წუთის შემდეგ ვიღებთ ასეთ ღვეზელებს გადმოვიღებთ თეფშზე და მივირთმევთ არის ძალიან მსუყე და გემრიელი 1 ცალზე მეტს ნუ გათვლის კაცზე
| |
> |
|
|
Jul 15 2014, 12:25 PM
პოსტი
#2
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,811 რეგისტრ.: 11-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 110 |
საღოლ ჟორჟიკ, მაგრამ იმ ღვეზელს საგიტალურ კვეთაში ვატყობ, რომ ცომს ცოტა აკლია ცხობა, იმედია კუჭმაც არ შეატყო
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 09:26 PM |
Hosted by Pro-Service |