![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 30-March 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,924 ქალაქი:თბილისი ![]() |
პირველ რიგში მოგესალმებით ყველას.. მოხარული ვარ რომ დავრეგისტრირდი და უფრო მოხარული ვიქნები ასეთი პროფესიონალების გაცნობით და დამეგობრებით.. გახლავართ ავთანდილ გაბოშვილი, 27 წლის, თბილისიდან.. ახლა რაც შეეხება ჩემს იარაღს.. როგორც ვნახე აქ პროცენტულად ყველაზე მეტი იარაღები გაქვთ Benjamin, Hatsan, Stoeger Weihrauch-ებიდა ა.შ. შემოგთავაზებთ ჩემს აზრს Umarex Octane 2251302-ზე.. ფორუმზე 1-2 გან მოვკარი თვალი რომ თითქოსდა აპირებდნენ ყიდვას, მაგრამ მერე აღარც არაფერი დაუწერავთ და აღარც უკითხავთ რაიმე.. როგორც იცით Umarex Surge 2251300 ზამბარაზეა, ხოლო 2251302 უკვე ნიტროზეა.. აგერ სურათებიც.. ![]() ![]() ![]() ![]() მას შემდეგ რაც ჩამოვიყალიბე აზრი და გადავწყვიტე ნიტროზე მომუშავე იარაღის შეძენა, დავუწყე თვალთვალი შესაბამის მოდელებს (Benjamin და Umarex-ებს) ამაზონსა თუ პირამიდაზე (სამწუხაროდ ამჟამინდელი მდგომარეობითა და შესაძლებლობით PCP-ებზე მხოლოდ თუ გავიფიქრებდი). ნამდვილად 1000%-ით მართალია ნათქვამები - ვინც ეძებს ის პოულობსო და ვინც მოითმენს, ის მოიგებსო. შესაბამისად ჩემს გაოცებას არ ჰქონდა საზღვარი როდესაც 220$-ის ღირებულების ოქტანი ამაზონმა 159$-ად რომ დადო (არანაირი Refurbished, ან დაზიანებულ-შეკეთებული). არც ვაციე და არც ვაცხელე და რამოდენიმე საათში დავსვი თანხა და ვიყიდე.. (მეორე დღეს უკვე აწეული დამხვდა ფასი). ჩამოვიდა დროულად კამექსით და გამოტანაზეც არანაირი პრობლემა და ტვინის ბურღვა.. ტრანსპორტირებიანად სულ დაჯდა 350 ეროვნულამდე (280+70).. ჩემი პირადი შეხედულება - შედარებით მძიმეა (ოპტიკიდანად 4.3კგ), გადატეხვა გაცილებით შრომატევადი ვიდრე რუსულиж-38. ვიზუალურად სიმპატიურია და ხელშიც კარგად ზის. ღია სამიზნე ზუსტად არის გასწორებული და 8-10 მეტრის მოშორებით თავისუფლად უმკლავდება წყლით სავსე ფანტა-კოკაკოლა-პეპსის ალუმინის ქილებს გამჭოლი დაზიანებით. ოპტიკა ასევე უმარექსის საფირმო ნიშნით და წარწერებითაა და თანმოყოლილი მენუალის მიხედვით ვფიქრობ მექსიკაშია დამზადებული. ახლა რაც ყველას ძალიან გაინტერესებთ - სიზუსტე, ენერგეტიკა, ჯგუფები და ა.შ. რამდენაც პრაქტიკულმა ტესტებმა და გამოთვლებმა აჩვენეს იარაღი ნამდვილად უზრუნველყოფს 4.5 ყალიბზეც 25 ჯოულს. (თუ არ ვცდები 5,5-იანზე 30 ჯოულამდეც კი ადის) ჩემი არჩევანი შევაჩერე კროსმანის 10.5 გრეინიან ტყვიებზე (Crosman Premier Domed). როგორც ქრონმა აჩვენა აღნიშნულ ტყვიებს საშუალოდ ტყორცნის 275-280 მ/წმ-ით. სამწუხაროდ ჯერ ოპტიკისთვის დამაგრება-გასწორებისთვის ვერ მოვიცალე.. უახლოეს დღეებში დავდებ თუ რამდენად შეუძლია სამიზნეში მიტანა. თუ გაქვთ დამატებით კითხვები იარაღთან დაკავშირებით, მზად ვარ გიპასუხოთ (შეძლებისდაგვარად)
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
Avtandili ნუ მე 10.62 გრანიანი "მძიმე ეკზაკტები" ვიგულისხმე. თუ პრემიერი არ მოსწონს, ეგ უნდა მოეწონოს. როგორც წესი თოფებს ერთ-ერთი მაინც მოსწონს ხოლმე ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 30-March 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,924 ქალაქი:თბილისი ![]() |
Avtandili ნუ მე 10.62 გრანიანი "მძიმე ეკზაკტები" ვიგულისხმე. თუ პრემიერი არ მოსწონს, ეგ უნდა მოეწონოს. როგორც წესი თოფებს ერთ-ერთი მაინც მოსწონს ხოლმე ![]() გასაგებია.. კიდევ ასეთი კითხვა: (შეიძლება რაღაც სისულელე ვიკითხო, მომიტევეთ): ყური მომიკრავს ზოგიერთისგან რომ ტყვია (განსაკუთრებით ცეცხლსასროლების) თავის სიჩქარეს და მომაკვდინებელ ენერგიას ლულიდან გარკვეული მანძილის შემდეგ იძენსო. ანუ შესაძლოა რომ მაგალითად პისტოლეტიდან 10-15სმ მანძილზე მომაკვდინებელი არ იყოს ტყვიის მოხვედრა, ვიდრე ლულიდან უკვე 4-5-მ მანძილის შემდეგო.. ანუ თითქოს ისეთი ილუზია იქმნება რომ ტყვია ცდილობს მანძილის გავლის შემდეგ ძალის მოკრებასო.. ანუ ეს ნიშნავს რომ თითქოს ლულიდან გამოსვლის შემდეგ ტყვიის სიჩქარემ კიდევ უნდა მოიმატოს.. მაგრამ როგორც ფიზიკა და ტყვიის ბალისტიკა ,,გვასწავლის" ტყვიის სიჩქარემ ლულიდან გამოსვლის შემდეგ კლება უნდა დაიწყოს, ხოლო გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ექსპონენციალურადაც კი დაეცეს და გახდეს ნული.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 08:15 AM |
Hosted by Pro-Service |