|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Apr 29 2014, 01:14 PM
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 30-March 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,924 ქალაქი:თბილისი |
პირველ რიგში მოგესალმებით ყველას.. მოხარული ვარ რომ დავრეგისტრირდი და უფრო მოხარული ვიქნები ასეთი პროფესიონალების გაცნობით და დამეგობრებით.. გახლავართ ავთანდილ გაბოშვილი, 27 წლის, თბილისიდან.. ახლა რაც შეეხება ჩემს იარაღს.. როგორც ვნახე აქ პროცენტულად ყველაზე მეტი იარაღები გაქვთ Benjamin, Hatsan, Stoeger Weihrauch-ებიდა ა.შ. შემოგთავაზებთ ჩემს აზრს Umarex Octane 2251302-ზე.. ფორუმზე 1-2 გან მოვკარი თვალი რომ თითქოსდა აპირებდნენ ყიდვას, მაგრამ მერე აღარც არაფერი დაუწერავთ და აღარც უკითხავთ რაიმე.. როგორც იცით Umarex Surge 2251300 ზამბარაზეა, ხოლო 2251302 უკვე ნიტროზეა.. აგერ სურათებიც.. ![]() ![]() ![]() ![]() მას შემდეგ რაც ჩამოვიყალიბე აზრი და გადავწყვიტე ნიტროზე მომუშავე იარაღის შეძენა, დავუწყე თვალთვალი შესაბამის მოდელებს (Benjamin და Umarex-ებს) ამაზონსა თუ პირამიდაზე (სამწუხაროდ ამჟამინდელი მდგომარეობითა და შესაძლებლობით PCP-ებზე მხოლოდ თუ გავიფიქრებდი). ნამდვილად 1000%-ით მართალია ნათქვამები - ვინც ეძებს ის პოულობსო და ვინც მოითმენს, ის მოიგებსო. შესაბამისად ჩემს გაოცებას არ ჰქონდა საზღვარი როდესაც 220$-ის ღირებულების ოქტანი ამაზონმა 159$-ად რომ დადო (არანაირი Refurbished, ან დაზიანებულ-შეკეთებული). არც ვაციე და არც ვაცხელე და რამოდენიმე საათში დავსვი თანხა და ვიყიდე.. (მეორე დღეს უკვე აწეული დამხვდა ფასი). ჩამოვიდა დროულად კამექსით და გამოტანაზეც არანაირი პრობლემა და ტვინის ბურღვა.. ტრანსპორტირებიანად სულ დაჯდა 350 ეროვნულამდე (280+70).. ჩემი პირადი შეხედულება - შედარებით მძიმეა (ოპტიკიდანად 4.3კგ), გადატეხვა გაცილებით შრომატევადი ვიდრე რუსულиж-38. ვიზუალურად სიმპატიურია და ხელშიც კარგად ზის. ღია სამიზნე ზუსტად არის გასწორებული და 8-10 მეტრის მოშორებით თავისუფლად უმკლავდება წყლით სავსე ფანტა-კოკაკოლა-პეპსის ალუმინის ქილებს გამჭოლი დაზიანებით. ოპტიკა ასევე უმარექსის საფირმო ნიშნით და წარწერებითაა და თანმოყოლილი მენუალის მიხედვით ვფიქრობ მექსიკაშია დამზადებული. ახლა რაც ყველას ძალიან გაინტერესებთ - სიზუსტე, ენერგეტიკა, ჯგუფები და ა.შ. რამდენაც პრაქტიკულმა ტესტებმა და გამოთვლებმა აჩვენეს იარაღი ნამდვილად უზრუნველყოფს 4.5 ყალიბზეც 25 ჯოულს. (თუ არ ვცდები 5,5-იანზე 30 ჯოულამდეც კი ადის) ჩემი არჩევანი შევაჩერე კროსმანის 10.5 გრეინიან ტყვიებზე (Crosman Premier Domed). როგორც ქრონმა აჩვენა აღნიშნულ ტყვიებს საშუალოდ ტყორცნის 275-280 მ/წმ-ით. სამწუხაროდ ჯერ ოპტიკისთვის დამაგრება-გასწორებისთვის ვერ მოვიცალე.. უახლოეს დღეებში დავდებ თუ რამდენად შეუძლია სამიზნეში მიტანა. თუ გაქვთ დამატებით კითხვები იარაღთან დაკავშირებით, მზად ვარ გიპასუხოთ (შეძლებისდაგვარად)
| |
| > |
|
|
![]() |
May 20 2014, 08:52 PM
პოსტი
#2
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 30-March 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,924 ქალაქი:თბილისი |
მოგესალმებით მეგობრებო... შემოგთავაზებთ ამ იარაღზე დამატებით ინფორმაციებს, შედეგებს და შესაძლებლობებს... ესე იგი.. დავაზუსტებ რომ ოპტიკა დამზადებულია ჩინეთში, Made in China მოწმობს ამას, თუმცა ჩემი სუბიექტური აზრით საკმაოდ ნათელია, ნორმალური ხარისხისაა და არ ბინდავს - თუნდაც მოსაღამოვებულზე. დაყენებული მაქვს მუდმივად x9-ზე. როგორც აღვნიშნე სასროლ ტყვიებად Crosman Premier Domed 10,5 გრეინიანი ტყვიები შევარჩიე. ეს სიჩქარეთა ვარდნაა დისტანციის მიხედვით, ანუ გავზომე ტყვიის სიჩქარეები ლულიდან 0-მ, 3-მ და 10-მ მანძილებზე. შედეგები ასეთი იყო: 0 მ 3 მ 10 მ 276,3 270,7 257 276,9 272,3 261,4 275,7 269 258,8 278,5 272,9 261 277,2 274 260,8 საშუალო 276,9 271,8 259,8 ნუ, ოქტანს რაც შეეხება, შევიჩვიე ნელ-ნელა.. სასხლეტი ურბილდება (ან მეჩვენება ასე), გამოცდილებაც თავისას აკეთებს და ვფიქრობ მოთმინებით და ბლომად მომარაგებული ტყვია-წამლით ჩემთვის სასურველ შედეგს მივაღწევ და შედეგებს გავაუმჯობესებ.. თუმცა ამჟამინდელი შედეგებით უკმაყოფილო ვარ.. გაწვრთნამდე და მიზანში სროლამდე ჯერ ბევრი მიკლია. დავიწყოთ ქაღალდზე სროლის შედეგებით.. პირველი სამი არის 12 მეტრიდან, მაგიდიდან, საყრდენი ბალიშით ნასროლი. 1 ![]() 2,2სმ და 2 სმ ჯგუფია. 2 ![]() 1,8სმ და 3.1სმ. 3 ![]() 1,7სმ და 2,7 სმ. ახლა რაც შეეხება ცოტა დიდ მანძილებს: შედეგები თავად შეგიძლიათ ნახოთ. პირადად მე იმედგაცრუებული ვარ და არ მომწონს. ბევრი მუშაობა მომიწევს საკუთარ თავზე. ჯერ-ჯერობით ასე 300-350 ტყვიას გავისროდი. აქედან მცირე ნაწილი ქრონის გაზომვებსაც შევალიე.. ქვემოთ, ექვსივე სურათი 30-მ დისტანციიდანაა, ისევ Crosman Premier-ები. 1 ![]() 10სმ და 10სმ გამოდის.. 2 ![]() 8.5სმ და 7სმ 3 ![]() 10სმ და 5,8სმ 4 ![]() 5სმ და 10,5სმ 5 ![]() 13,5სმ და 7სმ გამოდის... 6 ![]() 7სმ და 5,6სმ ვფიქრობ გინდა არ გინდა 50-60-ოდე გადატენვა მაინც საკმაო ძალისხმევას ითხოვს და არ გამოვრიცხავ ცუდი ნასროლები და ე.წ. ,,მალაკოები" კუნთის დაღლის ბრალიც იყოს.. ასევე ეჭვი მაქვს ტყვიების არც თუ ისე მაღალ ხარისხზეც - თვალით შესამჩნევი ზედმეტობები აქვს კაბაზე, ზოგიერთი ოვალურია და ვფიქრობ მასაც არ იქნება მთლად მილიგრამების სიზუსტით თანაბარი, რაც ცხადია იმოქმედებს სროლის სიზუსტეზე. თუმცა იმედი მაქვს დანარჩენს დრო და გამოცდილება მოიტანს.. სულ უფრო ვრწმუნდები რომ მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ ძლიერია, წონის გამო ამით სანადიროდ სიარული საკმაოდ გაჭირდება. ესეც დასასრულის და 1-2 წაპლინკავების სურათი: 1-1 ![]() 2-2 ![]() 3-3 ![]() 4-4 ![]() წიგნი ყდების ჩათვლით ჯამში 327 გვერდია (2,5სმ). დისტანცია ისევ 12მ. 6-ვე ტყვიამ შეძლო გამჭოლად გამოღწევა. ტყვიების სახეობები: 1 Gamo Rocket 9.6 grain; 2 Crosman Destroyer 7.3 grain; 3 Crosman Premier Domed 10.5 grain; 4 UmarexMeisterkugeln 7grain; 5 JSB Beast 16.3grain; 6 Pointed Pellet (ზუსტად არ ვიცი რომელია, შეიძლება თურქულიც კი იყოს) 7,9grain;
| |
| > |
|
|
Avtandili Umarex Octane 2251302 Apr 29 2014, 01:14 PM
AK5335 სასხლეტის თაობაზე ... Apr 29 2014, 01:25 PM
koknar Avtandili
გილოცავ შენაძ... Apr 29 2014, 01:25 PM
ხ.მ.ე.ლ.ო გილოცავ ფიშტოს, მე... Apr 29 2014, 01:37 PM
ja_ja თემა გადმოტანილია ... Apr 29 2014, 01:54 PM
Avtandili გმადლობთ მოლოცვებ... Apr 29 2014, 01:57 PM
Avtandili ფორუმების აქტიური ... Apr 29 2014, 02:06 PM
ja_ja Avtandili
ციტატა(avtandili @ 29t... Apr 29 2014, 03:10 PM
iorama Avtandili
მომილოცავს შე... Apr 29 2014, 03:19 PM
nihontoman ჯსბ ექზაქტ ჰევი ნა... Apr 29 2014, 03:24 PM
Avtandili ციტატა(nihontoman @ Apr 29 2014, ... Apr 29 2014, 03:43 PM
Avtandili ja_ja
რას ვიზამ.. საბან... Apr 29 2014, 03:27 PM
nihontoman Avtandili
მაგნუმში იყიდ... Apr 29 2014, 03:46 PM
Avtandili ციტატა(nihontoman @ Apr 29 2014, ... Apr 29 2014, 04:01 PM
foxi Avtandili
გილოცავ თოფს. ... Apr 29 2014, 04:15 PM
Avtandili ციტატა(foxi @ Apr 29 2014, 05... Apr 29 2014, 04:21 PM
ხ.მ.ე.ლ.ო ისე, მაგ იარაღის ერ... Apr 29 2014, 05:12 PM
okela84 ციტატა(iorama @ 29th April 2014 ... Apr 29 2014, 11:42 PM
ja_ja Avtandili
ციტატა(avtandili @ 29t... Apr 30 2014, 06:47 AM
nihontoman მე ბავშვობაში მასწ... Apr 30 2014, 09:35 AM
ja_ja nihontoman
ნუ რავარც ვთქვ... Apr 30 2014, 11:50 AM
Avtandili ციტატა(ja_ja @ Apr 30 2014, 12... Apr 30 2014, 10:01 PM
nihontoman ja_ja
ვიცი ვიცი, ფიზიკ... Apr 30 2014, 12:32 PM
nihontoman დაახლოებიტ 25-30 მერა... May 20 2014, 09:28 PM
Avtandili [quote name='nihontoman' date='May 20 ... May 20 2014, 10:30 PM
nihontoman Avtandili
ნუ მე 10.62 გრანია... May 20 2014, 10:49 PM
Avtandili ციტატა(nihontoman @ May 20 2014, ... May 20 2014, 11:05 PM
nihontoman Avtandili
მაგ თეორიის შე... May 20 2014, 11:52 PM
Avtandili ციტატა(nihontoman @ May 21 2014, ... May 21 2014, 12:06 AM
gregory ციტატა(avtandili @ 21st May 2014 ... May 21 2014, 07:08 AM
Avtandili მოგესალმებით..
ბოდ... Aug 27 2014, 04:56 PM
gocha311 ციტატა(Avtandili @ Aug 27 2014, 0... Aug 28 2014, 01:22 PM
ja_ja ზ.დ.პ-ებში მე დიდი ს... Aug 29 2014, 07:45 AM
Avtandili ანუ დგუშამდეა საჭი... Aug 29 2014, 04:11 PM
nihontoman ja_ja
ზ.დ.პ.-ს ხელოსანი ... Aug 30 2014, 12:06 PM
Avtandili [quote name='nihontoman']
გმადლ... Sep 1 2014, 10:06 AM
nihontoman Avtandili
ნუუუუუ ეხლა ად... Sep 1 2014, 06:45 PM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th December 2025 - 11:00 AM |
| Hosted by Pro-Service |