17.06.2010 იმპროვიზირებული გასვლა, ვამოწმებთ დისკოებს |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
17.06.2010 იმპროვიზირებული გასვლა, ვამოწმებთ დისკოებს |
Jun 18 2010, 07:39 PM
პოსტი
#1
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
მოკლედ დისკოს თემაში აიწია არნახული საკითხი! დისკო ცუდად ისვრის, ლამის 4 სანტიმეტრიანი ჯგუფია 30 მეტრზე. მაშინ როდესაც მე ვამტკიცებ, რომ დისკო იდეალური თოდია და ეგეთი შედეგი უბრალოდ წამოუდგენელია. საქმე დაიწყო Tengo-ს დისკოთი, რომელსაც არაფრის დიდებით ნორმალური ჯგუფების გაკეთება არ უნდოდა. დაემატა კიდევ ერთი გარემოება - რუსთავის გასვლისას აღმოჩნდა რამდენიმე დისკო, რომელიც დაბალი სიჩქარით ისროდა. მოკლედ წამოვიდა ყველანაირი თეორიები, მითუმეტეს, რომ Tengo ამბობდა, რომ მსუბუქი ტყვიებით უკეთესი შედეგი მიიღო და ..... მოკლედ ლეგენდების სფეროში ვიყავით, თენგო ტყვიებს აბრალებს ბაზუკა ლულას მე სროლის პოზიციას და შესაძლო დაბალ სიჩქარეს, პლიუს Power_Vano-საც ავკიდეთ იზმენა, რა სიჩქარით ისვრის მისი პოლონელი დისკო და.... მოკლედ შუადღისთვის გარანტირებული დომფხალი იყო. კიდევ კაი თენგომ მომწერა თუ გცალია სიჩქარე რომ გავზომოთო, მეც ოღონდ და რაიმე გამაზომინე - ამაწონინე და... , პლიუს ჯორჯიკამ გამოთქვა სურვილი შემოერთებაზე.... მოკლედ სამსახურის შემდეგ ჩემს სალთან შევიკრიბეთ მე თენგო ჯორჯიკა და ვანო, მე და ჯორჯიკა თოფების გარეშე, ვანო და თენგო თოფებით. წავიღეთ გრეჩიხის ტომრები და იალაააა ვერის მთაზე რავარც იქნა ავედით და ავფოფხდით, ჩამოვჯექით ცნობილ აირგან რეპორტერის მაგიდასთან და.... პატარა მილაგ მოლაგება და ... აქ ჯორჯიკა ამბობს: - იუ, რას ამბობ, ეი ის გემრიელი კამფეტებია??? დავაძრეთ ქრონი და დავიწყეთ პირველი ტესტები, ანუ სიჩქარე რამდენი აქვს დისკოს რაც ჩვენ დისკოთი ქრონს ვსდიეთ საქმე იმაშია რომ ქრონს განათება უნდა, რომ ფოტოელემენტმა ტყვია დაადეტექტიროს, მაგრამ როდესაც მთაზე ავედით მოიღრუბლა და მზე დაიმალა, შედეგად ქრონი უარზე იყო რაიმე გამოეანგარიშებინა. რამდენიმე ცდის მერე ლამის იყო ხელი ჩავიქნიე აღარაფერი გამოვა მეთქი და... რას ხედავს ჩემი თვალები, მზის ერთმა სხივმა ღრუბლებიდან მოასწრო გამოჭყეტვა!!! ვეცით ქრონს სასწრაფოდ მივიტანეთ განათებულ ადგილზე და... Tengo-ს დისკომ ეგრევე ჩაგვახუტა 265.4 მეტრ წამი. დისკო ამ დროს დატენილი იყო 2000PSI-ზე. სანამ დრო იყო ვსინჯეთ Power_Vano-ს დისკოც და იმანაც ეგრევე 265.5 მეტრ წამი გვიჩვენა. მინდოდა ამ შედეგის გადაღება, მაგრამ მოღრუბლულში, განათებით სურათის გადაღებამ გამოიწვია ის, რომ ფოტოელემენტები ქრონზე გაგიჟდნენ და ფოტოაპარატის განათება ტყვიის გასროლად ჩათვალეს . იმისათვის, რომ გადაგვეღო ტყვიის სიჩქარე კიდევ რამდენჯერმე ვისროლეთ ვანოს დისკოდან და ბევრი ცდის მერე რავარც იქნა დაიწერა 273.3. სურათი ცოტა ბანძი გამოვიდა, მაგრამ შედეგი ჩანს ამ მომენტისთვის ვანოს დისკო იყო სადღაც 1800PSI-ზე ანუ ოპტიმუმზე იყო გასული. სავარაუდოდ Tengo-ს დისკოც იგივეს იზამდა. შედეგად ფაქტი სახეზეა ორივე დისკო მშვენივრად ისვრის, ანუ ისევე კარგად რავარც ჩემი პირველი დისკო. 265-273 არის იდეალური კალიდორი და იდეალური სიჩქარე. მაგრამ ეს მეორე კითხვას ბადებს... კიმაგრამ რაღაზე იძახის Tengo ჩემი დისკო CUM-ებს ცუდად ისვრისო??? სხვა რა გზა გვქონდა, დავაძრეთ სამიზნეები და დავაპირეთ 25 მეტრიან დისტანციაზე მიკრობა, მაგრამ ამ დროს გამახსენდა რომ მუყაოს კოლოფი სახლში დამრჩა და რაზე უნდა მიგვემაგრებინა სამიზნეები??? როგორც ყოველთვის იმპროვიზაცია გადაარჩენს სამყაროს ბრიგადირი... უკაცრავად პრეზიდენტი! მკაცრად აკონტროლებს სამიზნეების მიმაგრების პროცესს, შემთხვევით წინასწარ დახვრეტილი სამიზნე, რომ არ იყოს გაკრული დააჰა არის სამიზნეები სანამ მე ვანო და ჯორჯიკა ამ სამიზნეებს ვაკრავდით თენგომ იქვე მოკლე მანძილზე ხეზე მიაკრა პატარა ქაღალდი (ზომებით ასე 5x5 სანტიმეტრზე) და აპირებდა სროლას (სადღაც 10 მეტრიან დისტანციაზე), რომ გაეგო რატომ არ ისროდა მისი თოფი. მაგრამ როდესაც მოვტრიალდით შემომთავაზე მე გამესროლა. დავიჭირე თოფი და 5 ცალი ჩემი CP გავუშვი სამიზნეში, ყველა ტყვია ქაღალდს ასცდა და ერთად დაჯდნენ ცოოტათი ძირს და მარჯვნივ. მივედით ვნახეთ ჯგუფი აშკარად არის, მაგრამ ცუდად ჩანს ხის მერქანზე, ამიტომ მივაკარით იგივე ხეს ცოტა დიდი ქაღალდი და tengo-ს თხოვნით ამჯერად გავუშვი 5 ცალი CUM-ი. აქვე დავძენ CUM-ები ჩემი არ იყო, ანუ Tengo-ს რომელ ტყვიებზეც ჰქონდა პრობლემა იმ კოლოფიდან ვისროლეთ. შედეგი შემაძრწუნებელია, ამას არ დავიჯერებდი, რადგან შედეგი იყო 31.6 მილიმეტრი 10 მეტრიან დისტანციაზე!!!! იმავე დისტანციაზე ცოტა გვერდით გავუშვი ჩემი კოლექციიდან CP-ები და მივიღეთ ჯგუფი 13.5 მილიმეტრი. რაღაც დაუჯერებელი შედეგია, დავიადეთ BHP და ისევ 5 ცალი გავუშვი სამიზნეში, პლიუს ამჯერად სამიზნე გავასწორე, რომ გვერდზე არ წაეღო ტყვიები, მივიღე აი ასეთი შედეგი: ჯგუფი გამოვიდა 8.6 მილიმეტრი, მართალია სულ რაღაც 10 მეტრია, მაგრამ მაინც სასიამოვნო ციფრი გამოვიდა თან BHP-ით სამივე ტყვია მე რომ არ მესროლა... ვერ დავიჯერებდი. ვერავინ დამაჯერებდა, რომ CUM-ი ცუდათ მიფრინავს დისკოდან, არ ვიცი ცუდი პარტიაა, ცუდი კოლოფია... ახსნა არ მაქვს, პირადად არაერთი კოლოფი დავცალე და ყოველთვის კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ ამ ჯერზე.... ჯანდაბას იმავე სამიზნეში კიდევ 5 ტყვია გავუშვი, ოღონდ ამჯერად VANO-ს მოტანილი გერმანული ტყვიები H&N Field Target Troppy. ამჯერად მარჯვენა მხარეს არსებულ 4-იანს ვუმიზნებდი, რომ BHP-ის შედეგში არ აგვრეოდა, შედეგად მივიღე 10.3 მილიმეტრი მოკლედ არ ვიცი ნიხტ კომენტუს, ყველა ტყვია მიფრინავს Tengo-ს დისკოდან გარდა CUM-ისა. აგერ ვანიჩკა სწავლობს ნატყვიარებს, რომ დასკვნები დადოს ევრო კომისიის წინაშე შემდგომ გავერთეთ საუბარში და უაზრო სროლაში მოვახერხეთ ოპტიკიდან ხედების გადაღებაც ბოლოს 25 მეტრიან დისტანციაზე გაკრული 3 ცალი სამიზნეც მოვხსენით, თუმცა უკვე გემრიელად შებინდებული იყო და ძალიან ცუდად ჩანდა სამიზნეები. ამიტომაც ასეთ პირობებში სროლაზე ჯორჯიკამ უარი თქვა ისე თუ აკვირდებით Tengo-ს დისკოს, მოდერს ხედავთ??? საკმაოდ პაწუა და ამასობაში საკმაოდ ეფექტური მოდერია, მშვენივრად მუშაობს, ერთი ეგაა რომ Tengo-მ მოდერის ის ადგილი რომელიც ლულაზე მაგრდება რეზბისთვის გაამზადა და ამის გამო მოდერი მყარად არ ჯდება ლულაზე (მოდერის სამაგრშია რეზბა მოჭრილი და არა ლულაზე!!!), წამოსვლის წინ ბოლო გასროლა რომ გააკეთა თენგომ, მე რაცხა ხმით არ მომეწონა გასროლა, ისეთი ხმა იყო თითქოს და მოდერს გაედო ტყვია. მოკელდ მოდერი ეფექტურია, პროსტა დამაგრების სისტემაა შესაცვლელი. ესეც ექსტრემალური სროლა ბინდში (CP 10.5-იანებით) შედეგები შემდეგია: Power_Vano - 18.3 Ja_Ja - 17.8 Tengo - 26.2 მერხევა ხალხნოუ ვანო მჩაგრავს, აი რას ნიშნავს დიდიხანია მიზანში რომ არ მისვრია, სულ რაღაც ნახევარი მილიმეტირით გადავრჩი მოკლედ აქედან მორალი სროლაში ვარჯიში მუდმივი პროცესია და არ არსებობს მიღწეულზე დაკმაყოფილება. მოკლედ ვიტყოდი ჭირი იქა ლხინი აქა მეთქი, მაგრამ... რა ვთქვა CUM-ზე არ ვიცი, ყველა წაღებული ტყვია იდეალურად მიფრინავდა, მაგრამ აი Tengo-ს CUM-ები კი... 25 მეტრიან დისტანციაზე ეგ CUM-ები არ გვისვრია, მაგრამ სადაც 10 მეტრიანზე 3 სანტიმეტრზე იფანტება, 25 მეტრზე ალბათ არანაკლებ 7-8 სანტიმეტრზე გაიშლებიან.... მოკლედ მთავარი შედეგი ერთია, ვანოც და თენგოც წყნარად არიან, თოფები იდეალური სიჩქარით ისვრიან, ასევე იდეალურად ისვრიან მიზანშიც, უბრალოდ შესაბამისი ტყვიაა საჭირო. P.S. თენგოს ალბათ ზურგიდან ვეებერთელა ლოდი მოსძვრა როდესაც თვითონაც და ჩვენც დავრწმუნდით რომ ტყვიები ურევს და არა თოფი
| |
> |
|
|
May 19 2014, 07:08 AM
პოსტი
#2
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
gocha311 გოჩა შენ ნამეტანი იოლად უყურებ საკითხს. ჯერესერთი გამეორებადი შედეგები არის კომპლექტი, ანუ ერთიანობა რამდენიმე ფაქტრის, მაგალითად თოფი, თოფის შესრულეის დონე, ლულა, ოპტიკა, ტყვია, სასხლეტი, მსროლელი, საყრდენი, პოზიცია, გამოცდილება და კიდევ მრავალი რამ შენ გინდა აიღო მხოლოდ ერთი კომპონენტი და იმით მიიღო შედეგი, არ გამოვა ეგრე საკითხი. ცალცალკე ყველა კომპონენტი მხოლოდ თავის საქმეს აკეთებს და არა საბოლოო შედეგს. ასე მაგალიტად ოპტიკა რომ აიღო 9 ჯერადი გადიდებით, 12-ით 16-ით 24 ით ან სულაც 32-ით, 40-ით და 50-ით ან 60-ით, აფსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ოპტიკური სამიზნე არ უზრუნველყოფს ზუსტად მიზანში მორტყმას, ოპტიკა არის იმისათვის რომ შორს არსებული ობიექტი ისე გაჩვენოს თითქოსდა ახლოსააო და გაგიადვილოს უფრო მეტი წვრილმანი დეტალის დანახვა. მერე უკვე იმის და მიხედვით რამდენად იცი ოპტიკის გამოყენება, რამდენად სწორედ გაქვს გაყენებული, შეგიძლია თუ არა კომპენსირებები გათვალო, ან შეიძლება წინასწარ გქონდეს გათვლილი, აი მხოლოდ მაგის მერე გეხმარება ერთი და იგივე წერტილს მიუშვირო ლულა, მაგრამ ახლა სიტყვაზე ლულა თუ არის გაღუნული ნუ რაც გინდა ახლო მოიტანე სამიზნე, მაინც ვერ გაარტყავ. თუ ლულა სწორეა, მაგრამ ტყვიებია უვარგისი, სხვადასხვა წონის, დაჭყლეტილი და ასე შემდეგ, მაშინ ყოველ მათგანს ლულიდან გამოფრენისას ექნება სხვადასხვა აეროდინამიკა, შედეგად ყველა სხვაგან გაფრინდება. თუ ლულა ოპტიკა და ტყვია იდეალურია, მერე უკვე უნდა გაითვალისწინო მთლიანად თოფის კონსტრუქცია, პლიუს სასხლეტი, მაგალითად სპორტულ იარაღებს აქვს ძალიან რბილი და რეზკი სასხლეტი, ანუ პირველ საფეხური მოკლე, გაჩერდა სასხლეტი და თითის ბალიშით გრძნობ მინი წინააღმდეგობას, როგორც წესი ეს არის 50 ან მაქსიმუმ 100 გრამი. ოდნავ მეტ დაწოლას უზრუნველყოფ და მორჩა გასროლა გაკეთებულია ხოლო შენ თუ სიტყვაზე Norica Dragon-ივით გექნება 11 კილოგრამიანი წინააღმდეგობის სასხლეტი, მაშინ ყოველ მოქაჩვაზე გინდა არ გინდა მთლიანად თოფს მოქაჩავ და ტყვია ყოველთვის წავა მარჯვნივ და ზევით. და ასე შემდეგ რა, სწორად მიზანში სროლა არის მთელი მეცნიერება და ხელოვნება ერთად გადაჯაჭვული და არა რაღაც ერთი კომპონენტის დათრევა რომელიც კარგადაა გარეკლამებული ან ძვირი ღირს და ვითომ მაგის გამო კარგია აგე იდეალური თოფი მაქვს პრაქტიკულად ვეჩნა გამარჯვებულების სამეულში ვარ ხოლმე, მაგრამ შარშან დამეზარა ლულის გაწმენდა და ვიფიქრე კაი რა უნდა მოხდეს მეთქი და სამეულში კი არა მე-16 ადგილზე გავედი ისეთი საზიზღარი შედეგი მქონდა.... ასე რომ არ არსებობს აი მირჩიეთ თოფი, ოპტიკა ლულა ან რაიმე ერთი კომპონენტი რომ 50 ან 100 მეტრზე 20 მილიმეტრში ვსვა ვეჩნა ტყვიები. ეგ მიიღწევა შემთხვევით, ან აურაცხელი ვარჯიშით, და აურაცხელი ფულის ჩაყრით რომელიც არ განისაზღვრება ასეულობით, არამედ განისაზღვრება ათასეულობით ლარით, ზოგიერთ გამონაკლის შემთXვევაში კი ათეულობით ათასობით ლარით. დღეს მე რა თოფიც მაქვს მაგი რომ გათვალი თავის ყუთიან ოპტიკიან სამაგრიან და სხვა პრიჩენდალებიანად კი ავა თავისუფლად 9-10 ათასზე. ზოგი მაგ ფასში მანქანას იყიდიდა, მე კიდევ... თან არაერთი თოფი მაქვს ...
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 12:59 AM |
Hosted by Pro-Service |