![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 30-March 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,924 ქალაქი:თბილისი ![]() |
პირველ რიგში მოგესალმებით ყველას.. მოხარული ვარ რომ დავრეგისტრირდი და უფრო მოხარული ვიქნები ასეთი პროფესიონალების გაცნობით და დამეგობრებით.. გახლავართ ავთანდილ გაბოშვილი, 27 წლის, თბილისიდან.. ახლა რაც შეეხება ჩემს იარაღს.. როგორც ვნახე აქ პროცენტულად ყველაზე მეტი იარაღები გაქვთ Benjamin, Hatsan, Stoeger Weihrauch-ებიდა ა.შ. შემოგთავაზებთ ჩემს აზრს Umarex Octane 2251302-ზე.. ფორუმზე 1-2 გან მოვკარი თვალი რომ თითქოსდა აპირებდნენ ყიდვას, მაგრამ მერე აღარც არაფერი დაუწერავთ და აღარც უკითხავთ რაიმე.. როგორც იცით Umarex Surge 2251300 ზამბარაზეა, ხოლო 2251302 უკვე ნიტროზეა.. აგერ სურათებიც.. ![]() ![]() ![]() ![]() მას შემდეგ რაც ჩამოვიყალიბე აზრი და გადავწყვიტე ნიტროზე მომუშავე იარაღის შეძენა, დავუწყე თვალთვალი შესაბამის მოდელებს (Benjamin და Umarex-ებს) ამაზონსა თუ პირამიდაზე (სამწუხაროდ ამჟამინდელი მდგომარეობითა და შესაძლებლობით PCP-ებზე მხოლოდ თუ გავიფიქრებდი). ნამდვილად 1000%-ით მართალია ნათქვამები - ვინც ეძებს ის პოულობსო და ვინც მოითმენს, ის მოიგებსო. შესაბამისად ჩემს გაოცებას არ ჰქონდა საზღვარი როდესაც 220$-ის ღირებულების ოქტანი ამაზონმა 159$-ად რომ დადო (არანაირი Refurbished, ან დაზიანებულ-შეკეთებული). არც ვაციე და არც ვაცხელე და რამოდენიმე საათში დავსვი თანხა და ვიყიდე.. (მეორე დღეს უკვე აწეული დამხვდა ფასი). ჩამოვიდა დროულად კამექსით და გამოტანაზეც არანაირი პრობლემა და ტვინის ბურღვა.. ტრანსპორტირებიანად სულ დაჯდა 350 ეროვნულამდე (280+70).. ჩემი პირადი შეხედულება - შედარებით მძიმეა (ოპტიკიდანად 4.3კგ), გადატეხვა გაცილებით შრომატევადი ვიდრე რუსულиж-38. ვიზუალურად სიმპატიურია და ხელშიც კარგად ზის. ღია სამიზნე ზუსტად არის გასწორებული და 8-10 მეტრის მოშორებით თავისუფლად უმკლავდება წყლით სავსე ფანტა-კოკაკოლა-პეპსის ალუმინის ქილებს გამჭოლი დაზიანებით. ოპტიკა ასევე უმარექსის საფირმო ნიშნით და წარწერებითაა და თანმოყოლილი მენუალის მიხედვით ვფიქრობ მექსიკაშია დამზადებული. ახლა რაც ყველას ძალიან გაინტერესებთ - სიზუსტე, ენერგეტიკა, ჯგუფები და ა.შ. რამდენაც პრაქტიკულმა ტესტებმა და გამოთვლებმა აჩვენეს იარაღი ნამდვილად უზრუნველყოფს 4.5 ყალიბზეც 25 ჯოულს. (თუ არ ვცდები 5,5-იანზე 30 ჯოულამდეც კი ადის) ჩემი არჩევანი შევაჩერე კროსმანის 10.5 გრეინიან ტყვიებზე (Crosman Premier Domed). როგორც ქრონმა აჩვენა აღნიშნულ ტყვიებს საშუალოდ ტყორცნის 275-280 მ/წმ-ით. სამწუხაროდ ჯერ ოპტიკისთვის დამაგრება-გასწორებისთვის ვერ მოვიცალე.. უახლოეს დღეებში დავდებ თუ რამდენად შეუძლია სამიზნეში მიტანა. თუ გაქვთ დამატებით კითხვები იარაღთან დაკავშირებით, მზად ვარ გიპასუხოთ (შეძლებისდაგვარად)
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
nihontoman ნუ რავარც ვთქვი ვარირებს ![]() მაგალითად მზიან გაუხშოებულ ამინდში სიჩქარე ნაკლები იქნება რადგანაც მანძილი მოლეკულებს შორის დიდია და ტალღის გადაცემა ეფექტური არაა. სამაგიეროდ ზამთრის ცივ ამინდში განსაკუთრებით მაღალი წნევის შემთხვევაში ჰაერი უფრო მკვრივი ხდება შედეგად როგორც ყველა მკვრივ ნივთიერებაში ხმა უფრო ჩქარა იმოძრავებს.. ასევე ემატება ზღვის დონიდან სიმაღლე, ანუ რაც უფრო ძირს ხარ მით უფრო მკვრივია ჰაერი რაც უფრო ზემოთ ხარ მითუფრო გაუხშოებულია ჰაერი და ასე შემდეგ... იგივე თვითმფრინავებზე განიხილე ხმის ბარიერის სიჩქარე, ხმელეთზე საშუალო სიმაღლეზე ითვლება რომ ხმის ტალღის სიჩქარე არის 760-770 კილომეტრი საათში, მაშინ როდესაც თვითმფრინავისთვის გაუხშოებული ჰაერის გამო ითვლება რომ ხმის ბარიერი არის 1250 კილომეტრი საათში ![]() მოკლედ ყველაფერი რაც ატმოსფერულ წნევასთანაა დამოკიდებული ითვლება არაზუსტ მეცნიერებად იმის გამო რომ ძაააალიან ბევრი ცვლადი იყრის თავს და..... ამიტომაცაა რომ საშუალოდ ითვლება ხმის ბარიერის სიჩქარეთ საშუალო არითმეტიკული 331-333 მეტრი წამში, თუმცა რავარც ზემოთ დავწერე თავისუფლად შეიძლება ვარირებდეს 315-დან 350 მეტრ წამამდე სხვა და სხვა დამატებითი ფაქტორების გამო ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 30-March 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,924 ქალაქი:თბილისი ![]() |
ja_ja ამიტომაცაა რომ საშუალოდ ითვლება ხმის ბარიერის სიჩქარეთ საშუალო არითმეტიკული 331-333 მეტრი წამში, თუმცა რავარც ზემოთ დავწერე თავისუფლად შეიძლება ვარირებდეს 315-დან 350 მეტრ წამამდე სხვა და სხვა დამატებითი ფაქტორების გამო ![]() დაგეთანხმებით.. როგორც სკოლის ფიზიკიდან ვსარგებლობდით ხოლმე ფორმულას ასეთი სახე ჰქონდა: ბარიერი=331.3*√(1+t/273.15) სადაც t ჰაერის ტემპერატურაა. ნუ ზღვის დონიდან სიმაღლე თავისთავად წნევის ცვალებადობას ნიშნავს, წნევა კი ტემპერატურაზეა დამოკიდებული, შესაბამისად ამ ფორმულით ვსარგებლობდით ხოლმე.. ჩემს შემთხვევაში 15 გრადუსამდე იყო და გამოდის 340 მ/წმ. გასათვალისწინებელი ასვე ქრონის ცდომილებაც. თუმცა ეს თეორიულად.. ფაქტი კი ჯიუტია.. გარშემო კორპუსებმა ექოც კი მომცა სერიუზული.. ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 01:00 AM |
Hosted by Pro-Service |