გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Umarex Octane 2251302
Avtandili
პოსტი Apr 29 2014, 01:14 PM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 18
რეგისტრ.: 30-March 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,924
ქალაქი:თბილისი



პირველ რიგში მოგესალმებით ყველას..
მოხარული ვარ რომ დავრეგისტრირდი და უფრო მოხარული ვიქნები ასეთი პროფესიონალების გაცნობით და დამეგობრებით..
გახლავართ ავთანდილ გაბოშვილი, 27 წლის, თბილისიდან..

ახლა რაც შეეხება ჩემს იარაღს..
როგორც ვნახე აქ პროცენტულად ყველაზე მეტი იარაღები გაქვთ Benjamin, Hatsan, Stoeger Weihrauch-ებიდა ა.შ.

შემოგთავაზებთ ჩემს აზრს Umarex Octane 2251302-ზე..
ფორუმზე 1-2 გან მოვკარი თვალი რომ თითქოსდა აპირებდნენ ყიდვას, მაგრამ მერე აღარც არაფერი დაუწერავთ და აღარც უკითხავთ რაიმე..

როგორც იცით Umarex Surge 2251300 ზამბარაზეა, ხოლო 2251302 უკვე ნიტროზეა..
აგერ სურათებიც..










მას შემდეგ რაც ჩამოვიყალიბე აზრი და გადავწყვიტე ნიტროზე მომუშავე იარაღის შეძენა, დავუწყე თვალთვალი შესაბამის მოდელებს (Benjamin და Umarex-ებს) ამაზონსა თუ პირამიდაზე (სამწუხაროდ ამჟამინდელი მდგომარეობითა და შესაძლებლობით PCP-ებზე მხოლოდ თუ გავიფიქრებდი).

ნამდვილად 1000%-ით მართალია ნათქვამები - ვინც ეძებს ის პოულობსო და ვინც მოითმენს, ის მოიგებსო.
შესაბამისად ჩემს გაოცებას არ ჰქონდა საზღვარი როდესაც 220$-ის ღირებულების ოქტანი ამაზონმა 159$-ად რომ დადო (არანაირი Refurbished, ან დაზიანებულ-შეკეთებული).

არც ვაციე და არც ვაცხელე და რამოდენიმე საათში დავსვი თანხა და ვიყიდე.. (მეორე დღეს უკვე აწეული დამხვდა ფასი).

ჩამოვიდა დროულად კამექსით და გამოტანაზეც არანაირი პრობლემა და ტვინის ბურღვა..

ტრანსპორტირებიანად სულ დაჯდა 350 ეროვნულამდე (280+70)..

ჩემი პირადი შეხედულება - შედარებით მძიმეა (ოპტიკიდანად 4.3კგ), გადატეხვა გაცილებით შრომატევადი ვიდრე რუსულиж-38. ვიზუალურად სიმპატიურია და ხელშიც კარგად ზის.

ღია სამიზნე ზუსტად არის გასწორებული და 8-10 მეტრის მოშორებით თავისუფლად უმკლავდება წყლით სავსე ფანტა-კოკაკოლა-პეპსის ალუმინის ქილებს გამჭოლი დაზიანებით.

ოპტიკა ასევე უმარექსის საფირმო ნიშნით და წარწერებითაა და თანმოყოლილი მენუალის მიხედვით ვფიქრობ მექსიკაშია დამზადებული.

ახლა რაც ყველას ძალიან გაინტერესებთ - სიზუსტე, ენერგეტიკა, ჯგუფები და ა.შ.

რამდენაც პრაქტიკულმა ტესტებმა და გამოთვლებმა აჩვენეს იარაღი ნამდვილად უზრუნველყოფს 4.5 ყალიბზეც 25 ჯოულს. (თუ არ ვცდები 5,5-იანზე 30 ჯოულამდეც კი ადის)
ჩემი არჩევანი შევაჩერე კროსმანის 10.5 გრეინიან ტყვიებზე (Crosman Premier Domed). როგორც ქრონმა აჩვენა აღნიშნულ ტყვიებს საშუალოდ ტყორცნის 275-280 მ/წმ-ით.

სამწუხაროდ ჯერ ოპტიკისთვის დამაგრება-გასწორებისთვის ვერ მოვიცალე..
უახლოეს დღეებში დავდებ თუ რამდენად შეუძლია სამიზნეში მიტანა.

თუ გაქვთ დამატებით კითხვები იარაღთან დაკავშირებით, მზად ვარ გიპასუხოთ (შეძლებისდაგვარად)
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
koknar
პოსტი Apr 29 2014, 01:25 PM
პოსტი #2


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 2,315
რეგისტრ.: 4-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 321



Avtandili
გილოცავ შენაძენს,
წონა სერიოზული ქონია,
30 მეტრაში საინტერესოა კაი მყარი პოზიციიდან როგორი სიზუსტით ისვრის, და ტყვიებს რას ხმარობ 3-4 ნაირი უნდა ცადო რო შეურჩიო რომელი დაევასება ლულას.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- Avtandili   Umarex Octane 2251302   Apr 29 2014, 01:14 PM
- - AK5335   სასხლეტის თაობაზე ...   Apr 29 2014, 01:25 PM
- - koknar   Avtandili გილოცავ შენაძáƒ...   Apr 29 2014, 01:25 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   გილოცავ ფიშტოს, მეáƒ...   Apr 29 2014, 01:37 PM
- - ja_ja   თემა გადმოტანილია ...   Apr 29 2014, 01:54 PM
- - Avtandili   გმადლობთ მოლოცვებá...   Apr 29 2014, 01:57 PM
- - Avtandili   ფორუმების აქტიური ...   Apr 29 2014, 02:06 PM
- - ja_ja   Avtandili ციტატა(avtandili @ 29t...   Apr 29 2014, 03:10 PM
- - iorama   Avtandili მომილოცავს შეáƒ...   Apr 29 2014, 03:19 PM
- - nihontoman   ჯსბ ექზაქტ ჰევი ნაáƒ...   Apr 29 2014, 03:24 PM
|- - Avtandili   ციტატა(nihontoman @ Apr 29 2014, ...   Apr 29 2014, 03:43 PM
- - Avtandili   ja_ja რას ვიზამ.. საბან...   Apr 29 2014, 03:27 PM
- - nihontoman   Avtandili მაგნუმში იყიდáƒ...   Apr 29 2014, 03:46 PM
|- - Avtandili   ციტატა(nihontoman @ Apr 29 2014, ...   Apr 29 2014, 04:01 PM
- - foxi   Avtandili გილოცავ თოფს. á...   Apr 29 2014, 04:15 PM
|- - Avtandili   ციტატა(foxi @ Apr 29 2014, 05...   Apr 29 2014, 04:21 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   ისე, მაგ იარაღის ერá...   Apr 29 2014, 05:12 PM
- - okela84   ციტატა(iorama @ 29th April 2014 ...   Apr 29 2014, 11:42 PM
- - ja_ja   Avtandili ციტატა(avtandili @ 29t...   Apr 30 2014, 06:47 AM
- - nihontoman   მე ბავშვობაში მასწ...   Apr 30 2014, 09:35 AM
- - ja_ja   nihontoman ნუ რავარც ვთქვ...   Apr 30 2014, 11:50 AM
|- - Avtandili   ციტატა(ja_ja @ Apr 30 2014, 12...   Apr 30 2014, 10:01 PM
- - nihontoman   ja_ja ვიცი ვიცი, ფიზიკá...   Apr 30 2014, 12:32 PM
- - Avtandili   მოგესალმებით მეგოá...   May 20 2014, 08:52 PM
- - nihontoman   დაახლოებიტ 25-30 მერაá...   May 20 2014, 09:28 PM
|- - Avtandili   [quote name='nihontoman' date='May 20 ...   May 20 2014, 10:30 PM
- - nihontoman   Avtandili ნუ მე 10.62 გრანიაá...   May 20 2014, 10:49 PM
|- - Avtandili   ციტატა(nihontoman @ May 20 2014, ...   May 20 2014, 11:05 PM
- - nihontoman   Avtandili მაგ თეორიის შეá...   May 20 2014, 11:52 PM
|- - Avtandili   ციტატა(nihontoman @ May 21 2014, ...   May 21 2014, 12:06 AM
- - gregory   ციტატა(avtandili @ 21st May 2014 ...   May 21 2014, 07:08 AM
- - Avtandili   მოგესალმებით.. ბოდáƒ...   Aug 27 2014, 04:56 PM
|- - gocha311   ციტატა(Avtandili @ Aug 27 2014, 0...   Aug 28 2014, 01:22 PM
- - ja_ja   ზ.დ.პ-ებში მე დიდი სáƒ...   Aug 29 2014, 07:45 AM
- - Avtandili   ანუ დგუშამდეა საჭი...   Aug 29 2014, 04:11 PM
- - nihontoman   ja_ja ზ.დ.პ.-ს ხელოსანი á...   Aug 30 2014, 12:06 PM
|- - Avtandili   [quote name='nihontoman'] გმადლ...   Sep 1 2014, 10:06 AM
- - nihontoman   Avtandili ნუუუუუ ეხლა ადá...   Sep 1 2014, 06:45 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th November 2026 - 08:27 AM
Hosted by Pro-Service