![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() Rastafari ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 ![]() |
ის რაც ბევრს სურდა... ![]() РСР პისტოლეტის ნახაზები. სრულად. ეგრევე ვიტყვი. კონსტრუქციის ნაწილი აღებულია სხვისი ნამუშევრებიდან, ნაწილი გამომუშავებულია ჩემს მიერ. პისტოლეტი საკმაოდ რთულია ასაწყობად, მაგრამ ვინც დაიწყებს, ცაუღრმავდება და გაიგებს ![]() ![]() ამ ნახაზების აქ გამოქვეყნებისას, მე მესმის რომ ვიღაცამ შეიძლება არ მიყვეს ზუსტად მასალებს და ზომებს, რომლებიც ნაჩვენებია ნახაზებში. თან მაღალი წნევის რეზერვუარის გადაპრესვის გარეშე, დაიწყოს პისტოლეტის ხმარება და მიიღოს წინა საცობით თავში... ამ შემთხვევებზე და ფაქტებზე მე არავითარ პასუხს არ ვაგებ, და პრეტენზიებს არ ვითვალისწინებ!!! ამ ნახაზების მიხედვით შესაძლებელია საკმაოდ საბიუჯეტო, საწყისი დონის, PCP პისტოლეტის აწყობა დავიწყოთ! რიგრიგობით ვამაგრებ აქ სურათებს. ყველა ნახაზს აქვს თავისი ნომერი და ყველაფერი რაც საჭიროა. სურათები არ არის შეკუმშული, ასე რომ საკმაოდ კარგი ხარისხის ამობეჭდვაც შეიძლება. ამ იარაღის დონორი - იჟ 53 ნახაზების შემდეგ, დავწერ მითითებებს და განმარტებებს, თუ რა უნდა შეიცვალოს, ამა თუ იმ ნახაზში... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
gocha311 ძალიან დიდი თხოვნა მაქვს სანამ შემდეგში აი ასეთ ჰაერიდან მოტანილ გამოთვლებს მოიტან კარგად დაფიქრდე. ჩემი აზრით უნდა გაიჩარხოს 12-იანით კი არა 15 -ნით და რეზბას მოვჭრი M14 1.5 საიდან ეს ციფრები? მინიმუმ 2 გათვლას არ ითვალისწინებ, : 1) M14 რეზბა რომ მოჭრა შაგ 1.5-ით, გამოდის რომ რეზვის შიდა დიამეტრი იქნება 12.5 მილიმეტრი, ამასობაში შიგნიდან არის, M8 რეზბა მოჭრილი 12.5-8=4.5 და ეს გაყოფილი 2-ზე გამოვიდა 2.25 მილიმეტრი. ნუ აი ჯანდაბას პიწკაზეა სიმტკიცის ზღვართან, თან ეს მხარე უნდა იყოს მაღალ წნევასთან კავშირში (ამ ჯერზე თუ არა შემდეგში), ამასობაში ამ რეზბაზე უნდა დაეკიდოს კაკ მინიმუმ ბალონი, რომლის დამატებით დარვირთვას აძლებს, პლიუს ორნავი ზედმეტი რაცხა გარტყმა გამორტყმა და ვავა ეგრევე, გაფრინდება შენი რეზერვუარი კოსმომისის მიმართულებით, პროსტა შეიძLება ზეცისკენ ვინმე გაიყოლოს თან. 2) მეორე ვარიანტი ისაა ცუდი რომ ბალონს რომლის რეზერვუარად გამოყენებასაც ფიქრობ, აქვს შიგნიდან 2 რეზბიდან ერთერთი, ან მეტრული M18x1.5 ან ამერიკული 5/8x18 (მიახლოებით M16 შაგ 1.41) შესაბამისად უაზრობა გამოდის, ანუ შენს მიერ დასახელებული რეზბა M14 აფსოლუტურად გამოუდეგარი გამოდის. ანუ ბევრ პირდაპირ ჩაახრახნი ბალონშI მაგ ამორჩეულ სტრანნი რეზბას და თუ გადამყვანის გაკეთებას ჩაიფიქრებ, მაშინ ტყუილა ტოვებ მაგ წინა ნაწილს თხელი კედლით.... რაღაცნაირად ერთი მეორესთან ხომ უნდა მეგობრობდეს, ანუ რედუქტორს მიღმა გაქვს 7 მილიემტრიანი სპელი კედლები თან მგონი ლატუნის და დატვირთვა რაც მოდის იმ ნაწილშI კიდევ ან სიფრიფანა 1.25 ან მაქსიმუმ 2.25 მილიმეტრი... ნუ არ გამოვა ეგრე საქმე.... გამოსავალი გაქვს მხოლოდ 2: 1) ან თავიდანვე იგენ რა რეზბა გაქვს ბალონში და იმ რეზბაზე გათვლილი თავით აკეთებ რედუქტორის წინა ნაწილს, 2) ან თუ მაინც გადამყვანი უნდა გამოიყენო მაშინ ჯობია რედუქტორის წინა ნაწილს უფრო სქელი თავი და რეზბა ჰქონდე,ს ვთქვათ იგივე M20x1.5 და მერე მაგ M20-დან გადაგყავდეს ბალონის რეზბაზე.... ისე კიდევ ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, რედუქტორი იქნება თუ სხვა დეტალი რაც უფრო ნაკლები დეტალებისგანაა აწყობილი მით უფრო ზუსტია. მაგალიტად შენ წეღან დაწერე რომ მთლად სწორი ხვრელით ვერ გაგიჩარხეს რედუქტორის წინა ნაწილი და შეგპირდა უფასოდ გაკეთებას. ვაბშეტა სწორი ნუ აი ვერაფრით ვერ გამოვიდოდა ![]() მერე დეტალის ამოუღებლად აფორმირებ სქელი ხვრელის ნაწილს, ანუ იდეაშI რედუქტოის ტანი ბაბთაშI ცხვირით უნდა იყოს და ტრაკიდან აკეთებ მთლიან ფორმას, წვრილს და სქელ ნაწილს. მაგ შემთXვევაშI თუ სწორი ბურღები გაქვს იცავ გარკვეულ ტექნოლოგიას, არ ხსნი დეტალს ბოლო დამუშავებამდე, აი მაგ დროს მიიღებ სწორ პარალელურ ხვრელს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ყოველთვის გექნება აცდენა, მითუმეტეს როდესაც წინა და უკანა ნაწილი ცალცალკე დეტალებია... მე პროსტა თავიდან არაფერი დავწერე უკვე გაკეთებული მაქვსო, იმას გამოვიყენებო და ნუ ნელნელა ერთი რამ ისახება, უნდა გადააგდო ეგ რედუქტორი და ახალზე ჩალიჩი უნდა დაიწყო, ჯობია დავუბრუნდეს იმ ჩემს მიერ შემოთავასებულ სქემას, იცი როგორ პონტშI ვართ ეხლა გაჩხერილი... აი დაჭრილი მეომრებით სავსე არმიაა, აკიდებული ყავს ჯანსაღ არმიას მათი მოვლა პატრონობა წყლის მოტანა შედეგად დარჩენილ არმიასაც აღარ აქვს ბრძოლის ტრაკი. რაც არ უნდა ცხოველური გამოვლენა იყოს და არაჰუმანური, თუ ბრძოლის მოგება გინდა, სამწუხაროდ დაჭრილები უნდა მიატოვო დარჩენილი არმია კი მხოლოდ თავისი საქმის კეთებაზე უნდა გადაიყვანო. ეგ კი ნიშნავს დაჭრილების დაღუპვას. მოკელდ ახლა შენ ხარ გზის გასაყარზე, გადაყრილი გაქვს ფული და ეგ გექაჩება უკან არარ დახარჯო მეტიო, მაგრამ ის დახარჯული ფული აშკარად გაჩერებს და არ გაძლევს საშUალებას რომ რეალურად ეგ ღუზა მოიცილო გადააგდო და თავიდან ახალი ნორმალური გააკეთო. მაგიტომ მაქვს სულ საუბარი, ნახაზი, ნახაზი, ნახაზი და კიდევ ერთხელ ნახაზი ![]() ჯერ ყველაფერს უნდა მოფიქრება გამზადება მოხარშვა, მაგ შემთXვევაშიც კი არაა გამორიცხული ლაფსულები და პირდაპირ ასე მიმდგარი ამა თუ იმ საქმეზე... ნუ რავიცი შენი საქმისა შენ იცი, მაგრამ მე ეგრე რამდენი ღუზა გამჩითვია საქმეშI მირჩევნია ხოლმე პროსტა ნაგლად ავიღო და ნაგავში გადავაგდო ვიდრე იმის რამენაირად აზრზე მოყვანაზე ვიფიქრო, მაინც უაზროდ ბევრ დროს დავხარჯავ არც არაფერი გამომივა და ბოლოს მაინც ახალი მექნება გასაკეთებელი და რაღაზე ვიწვალო?
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th June 2025 - 09:20 PM |
Hosted by Pro-Service |