![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() Rastafari ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 ![]() |
ის რაც ბევრს სურდა... ![]() РСР პისტოლეტის ნახაზები. სრულად. ეგრევე ვიტყვი. კონსტრუქციის ნაწილი აღებულია სხვისი ნამუშევრებიდან, ნაწილი გამომუშავებულია ჩემს მიერ. პისტოლეტი საკმაოდ რთულია ასაწყობად, მაგრამ ვინც დაიწყებს, ცაუღრმავდება და გაიგებს ![]() ![]() ამ ნახაზების აქ გამოქვეყნებისას, მე მესმის რომ ვიღაცამ შეიძლება არ მიყვეს ზუსტად მასალებს და ზომებს, რომლებიც ნაჩვენებია ნახაზებში. თან მაღალი წნევის რეზერვუარის გადაპრესვის გარეშე, დაიწყოს პისტოლეტის ხმარება და მიიღოს წინა საცობით თავში... ამ შემთხვევებზე და ფაქტებზე მე არავითარ პასუხს არ ვაგებ, და პრეტენზიებს არ ვითვალისწინებ!!! ამ ნახაზების მიხედვით შესაძლებელია საკმაოდ საბიუჯეტო, საწყისი დონის, PCP პისტოლეტის აწყობა დავიწყოთ! რიგრიგობით ვამაგრებ აქ სურათებს. ყველა ნახაზს აქვს თავისი ნომერი და ყველაფერი რაც საჭიროა. სურათები არ არის შეკუმშული, ასე რომ საკმაოდ კარგი ხარისხის ამობეჭდვაც შეიძლება. ამ იარაღის დონორი - იჟ 53 ნახაზების შემდეგ, დავწერ მითითებებს და განმარტებებს, თუ რა უნდა შეიცვალოს, ამა თუ იმ ნახაზში... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
gocha311 ჯაჯა სამწუხაროდ დიკები საერთოდ არა მაქ და იმიტოც ვარ ამ თემაზე ცოტა ჩუმად გადამრევ ![]() ![]() ![]() ![]() რაც შეეხება ზომებს ნუ 11.9 არაა პრობლემა, თუმცა შიდა ხვრელი მაინც არ გითქვია რამდენია (ზაბარის შიდა ხვრელის დიამეტრი), ასევე სიგრძეში რამხელაა არ ვიცი, ნუ უხესად ახლა პროგრამაში შევიტანე და გარე დიამეტრი რომ ვიცი უხეშად სიგრძე მივიღე 13.6 მილიმეტრი... ჰოოდა კოჭი მგონია ნამეტანი გრძელი ![]() მეც მაგის მეშინოდა რომ ზამბარები და დისკების პაკეტი როგროც წესი 12-15 მილმტერში მერყეობს... კაროჩე მგონი ნამეტანი გრძელია კოჭი, მარა რავი არ ვინდა ცოცხალი ტავით ახალი გააკეთო ![]() ![]() ნუ ბალონიც კაი თუ არ აწევ წნევას 1800-PSI-ზე ზემოთ ანუ 120 ბარზე ზემოთ კაი ბატონო, მარა რედუქტორს რასაც ჩალიჩობ ეგეც სადღაც მაგ წნევასთან უნდა იყოს რომ ნორმალური გასროლა მოგცეს და ცოტა აზრს ხომ არ გარგავს რედუქტორის არსებობ? ანუ წარმოიდგინე ბალონში არის 120 ატმოსფერო, რედუქტორიც მაგაზეა დაყენებული და პირველი გასროლის წინ უჭირავს წნევა, მაგრამ პირველივე გასროლის მერე ბალონში უკვე რჩება სიტყვაზე 118 ატმოსფერო, ანუ რედუქტორი აღარ იხურება და ღია რჩება შედეგად იარაღი რედუქტორის გარეშე იწყებს ჰაერის გახარჯვას... აზრი იკარგება რედუქტორის.... წინა პოსტებში იმიტომ გეუბნებოდი რაიმე მარტივი გააკეთე მეთქი ანუ საერთოდ რედუქტორის გარეშე გაგეკეთებინა მეთქი ჯერ ეგრეთწოდებული "პრიამატოკი" ხელს გაიწაფავ მეთქი და მერე წახვიდოდი დალშე ![]() რაც შეეხება გადამყვანს ანუ უფრო მართებული იქნება შემაერთებელს ბალონსა და რედუქტორს შორის დამტენი პორტითა და მანომეტრით ნუ მაგის გაკეთება ყველას შეუძლია არაა ეგ პრობლემა, მაქამდე მივიდეს საქმე და ნ მე ან ჟორა დაგეხმარებით მაგ საქმეში, შეიძლება ნორიკამაც მოიცალოს და ისიც დაგეხმაროს, მოკლედ ჯერ ეგ შორსაა ![]() კაი წავედი ახლა მივხაზ მოვხაზავ თავიდან და დაგიყრი ცალ-ცალკე დეტალებს თავისი ზომებით, მერე კიდევ ერთი ტვინ შეტევა უნდა რომ ეს ყველაფერი გააზრებული და გონივრული იყოს.... P.S. ჰ მართლა შემდეგისთვის გაითვალისწინე 12-იანი სვერლოთი გახვრეტა ეგეთ ადგილებში არ შეიძლება, ანუ იდეალში უნდა გაგეხვრიტა 11.8 ან მაქსიმუმ 11.9 მილიმეტრიანი სვერლოთი, მერე უნდა გაგეტარებინა 12-იანი რაიბერი და აი მხოლოდ მაგის მერე ეგერთ წოდებული "ნულევოი" შკურკა კი არ უნდა გაგეტარებინა, რომლის შეგრძნება აღქმაც ყველასათვის სხვადასხვაა, არამედ კონკრეტული ზომის შკურკა უფრო სწორედ კი ზუმფარის ქაღალდი უნდა გაგეტარებინა: - ლაითი დაწოლით და ცოტახნით 500-იანი - ნორმალური დაწოლით და ცოტა მეტი დროით 1000-იანი - და ბოლოს 1500-იანი ან 2000-იანი ზუმფარის ქაღალდი რომ მართლა საერთოდ სარკისებური ზედაპირი მიგეღო, ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მშრალ ზედაპირზე ზუმფარის ქაღალდის გამოყენება, აუცილებლად უნდა თხელი ზეთი ან ნავთი, საუკეთესო გამოსავალია WD40. მართალია მაგის მერე ხელები საშინელ დღეშია წვრილი ალუმინის პუდრის გამო თან ზეთში აზელილი, საზიზღარ შავ ნაგავად ჯდება ხელებში, მაგრამ აი ზედაპირი გამოდის გალოკილი, განსაკუთრებით თბილი წყლით და საპნიანი წყლის გადავლების მერე....
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th June 2025 - 10:06 PM |
Hosted by Pro-Service |