![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() გურუ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 ![]() |
ციტატა თბილისში ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომანქანების რიცხვი გაიზარდა. "საქართველო მოძრავ ნაღმებზე ზის, რვა წელიწადში მეტალობალონი მინაპლასტიკური გარსით (მეტალოპლასტიკური) საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ ავტომობილის მძღოლებსა და მგზავრებს, არამედ მის გარშემო მოძრავ ობიექტებსაც, რადგან ამ ბალონების მასობრივი სკდომაა მოსალოდნელი", - აცხადებს პროფესორი, უკრაინის საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ექსპერტი ევგენი უშვერიძე. - ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომანქანებში დამონტაჟებული მეტალობალონი მინაპლასტიკური გარსით, მეტად სახიფათოა, რადგან ხუთი წლის შემდეგ უწყვეტი მინა-ბოჭკო სიმტკიცეს კარგავს და მიწად იქცევა. ამ ხნის განმავლობაში დაბერებას იწყებს ორგანული შემკვრელიც და არავინ იცის, როდის გასკდება ბალონი. რვა წლის შემდეგ მოსალოდნელია ამ ბალონების მასობრივად სკდომა, რადგან ის ლითონის თხელი ფირფიტისგანაა დამზადებული და მასზე დახვეულია შემკვრელში გაჟღენთილი უწყვეტი მინა-ბოჭკო. ბუნებრივი აირით დატუმბვისას ბალონი იწყებს "ჭრიჭინს". მიუხედავად იმისა, რომ მას სიმტკიცისთვის ძაფები მჭიდროდ აქვს შემოხვეული, შემკვრელსა და მინა-ბოჭკოს ნაპრალები მაინც უჩნდება. გაზი ხომ კრისტალურად სუფთა არ არის, მას ჰაერი მოჰყვება და აღწევს ამ ნაპრალებში, რომლებიც დროთა განმავლობაში რღვევას იწყებს და იშლება. რამდენიმე წელიწადში ეს ბალონი გადასაგდები ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მეტალობალონს მინაპლასტიკური გარსით ქარხნული გარანტია 15 წელი აქვს, ის გაცილებით მალე გამოვა მწყობრიდან! თუ ავტომობილში დამონტაჟებული გვაქვს მეტალობალონი მინაპლასტიკური გარსით, დიდი სიფრთხილე გვმართებს, რადგან მაღალი წნევით დატუმბვისას შესაძლოა დაზიანდეს. საერთოდ, მეტალობალონი მინაპლასტიკური გარსით არ სკდება, იხევა, მაგრამ დიდი წნევით შესული ბუნებრივი აირის ტალღა იქაურობას დაანგრევს… ტრანსპორტირების დროს დაუშვებელია ავტომობილში ტენიანობა, არ შეძლება ბალონის დიდხანს მზეზე დება, 200 ატმოსფეროზე მაღალი წნევით დატუმბვა. გარდა ამისა, მძღოლი, რომლის ავტომობილშიც დამონტაჟებულია მეტალობალონი მინაპლასტიკური გარსით, უნდა ერიდოს ორმოებს, რადგან დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომობილის ორმოში ჩავარდნისას შესაძლოა ბალონი დაზიანდეს. ფორუმჯიზე წავაწყდი ამ თემას ესეც ნაკადული http://www.ambebi.ge/sazogadoeba/96302-qma...v-naghmzeq.html ყველაზე მეტად ამან დამაფიქრა ციტატა ხუთი წლის შემდეგ უწყვეტი მინა-ბოჭკო სიმტკიცეს კარგავს და მიწად იქცევა
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi ![]() |
ნდაა ცოცხალ მაგალითს გეტყვით 3 დღის წინ, ჩავირბინე ვასმოიზე მანქანის "ჩისწიწელების" თვის სითხეს ვყიდულობ, ვეუბნები გამყიდველს : -აი ჩისწიწელების სითხე მომე რა წყალი რომ არ გამიყიდოს, -კი ბრატ მაქვს აი და მაწვდის ნახევრად გაყინულ ლურჯი მასით სავსე ლიტრიან ბოთლს, უცებ თვალები გამიფართოვდა -რას მაძლევკი მარა ეს ეხლა უკვე გაყინულია და ეს უნდა გავურიო წყალში? -ააა შენ გერმანული გინდა მაშინ, ეგ 5 ლარი ღირს და თან მაწვდის უკვე თხევადი მასით სავსე ბოთლს, ვაწვდი ხუთლარიანს და მოვდივარ იქვე ვხედავ 2 ახალი წითელი ბალონი დევს, ვკითხოლობ: -აქ ვინ არის? -მე , მპასუხობს ვიღაცა წვერგაუპარსავი კაცი სტაიანჩიკის ფორმით -ეს ბალონები რა წნევაზე მუშაობს? -6 კუბიანებია -მოცულობას არ გეკითხებით სამუშაო წნევა რამდენია? -მოიცა დავუძაო , ეძახის მოპირდაპირე მხარეს საყარაულო ბუტკაში ვიღაც ნამძინარევ "Security" კუეტკიან ტიპს, ამ ტიპმა ჯერ ძლიავს გამოიფხიზლა და მერე ძლივს გადმოალაჯა გზას რომ ჩემამდე მოსულიყო -აბა რა გაინტერესებს? მეკითხება ცხოვრებისგან დაღლილი სახით და სკამს ეძებს დასაჯდომად -აი ამ ბალონებს სამუშაო წნევა რამდენი აქვს? -ორასიდან სამასამდე -ბატონო? თან დროს ვატრიალებ ბალონს და ვეძებს იქნებ რამე ეწეროს -სამასზე ატვეჩაი ვარ და ჰოი საოცრებავ აგერ აწერია სამუსაო წნევა 200 ბარი გატესტილია 300 ბარზე -მოიცა ერთი წუთით აქ წერია რომ 200 ბარი აქვს სამუშაო წნევა და შენ 300 ბარზე ატვეჩაი როგორ ხარ? ვკითხულობ გაგკვირვებული და ცოტა გაბრაზებული სახით -იტალიურია ნაღდი ბრატ -აააააააააააა, მადლობთ , ჩავიქნიე ხელი და წამოვედი ეგეთთან ჩვენი 2 დიპლომიანი ტაქსისტი იყიდის ბალონს, მერე დატენის სამასზე, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მეოთხედ წაიყოლებს გაზის ზაპრავკას და ახლო მახლო მყოფ ხალხს საიქიოში
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th July 2025 - 12:16 AM |
Hosted by Pro-Service |