დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: "საქართველო მოძრავ ნაღმებზე ზის, რვა წელიწადში .."
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
bazuka
ციტატა
თბილისში ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომანქანების რიცხვი გაიზარდა. "საქართველო მოძრავ ნაღმებზე ზის, რვა წელიწადში მეტალობალონი მინაპლასტიკური გარსით (მეტალოპლასტი­კური) საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ ავტომობილის მძღოლებსა და მგზავრებს, არამედ მის გარშემო მოძრავ ობიექტებსაც, რადგან ამ ბალონების მასობრივი სკდომაა მოსალოდნელი", - აცხადებს პროფესორი, უკრაინის საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ექსპერტი ევგენი უშვერიძე.

- ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომანქანებში დამონტაჟებული მეტალობალონი მინაპლასტიკური გარსით, მეტად სახიფათოა, რადგან ხუთი წლის შემდეგ უწყვეტი მინა-ბოჭკო სიმტკიცეს კარგავს და მიწად იქცევა. ამ ხნის განმავლობაში დაბერებას იწყებს ორგანული შემკვრელიც და არავინ იცის, როდის გასკდება ბალონი. რვა წლის შემდეგ მოსალოდნელია ამ ბალონების მა­სობრივად სკდომა, რადგან ის ლითონის თხელი ფირფიტისგანაა დამზადებული და მასზე დახვეულია შემკვრელში გაჟღენთილი უწყვეტი მინა-ბოჭკო. ბუნებრივი აირით დატუმბვისას ბა­ლონი იწყებს "ჭრიჭინს". მიუხედავად იმისა, რომ მას სიმტკიცისთვის ძაფები მჭიდროდ აქვს შემოხვეული, შემკვრელსა და მინა-ბოჭკოს ნაპრალები მაინც უჩნდება. გაზი ხომ კრისტალურად სუფთა არ არის, მას ჰაერი მოჰყვება და აღწევს ამ ნაპრალებში, რომლებიც დროთა განმავლობაში რღვევას იწყებს და იშლება. რამდენიმე წელიწადში ეს ბალონი გადასაგდები ხდება. მიუხე­დავად

იმისა, რომ მეტალობალონს მინაპლასტიკური გარსით ქარხნული გარანტია 15 წელი აქვს, ის გაცილებით მალე გამოვა მწყობრიდან! თუ ავტომობილში დამონტაჟებული გვაქვს მეტალობა­ლონი მინაპლასტიკური გარსით, დიდი სიფრთხილე გვმართებს, რადგან მაღალი წნევით დატუმბვისას შესაძლოა დაზიანდეს. საერთოდ, მეტალობალონი მინაპლასტიკური გარსით არ სკდე­ბა, იხევა, მაგრამ დიდი წნევით შესული ბუნებრივი აირის ტალღა იქაურობას დაანგრევს… ტრანსპორტირების დროს დაუშვებელია ავტომობილში ტენიანობა, არ შეძლება ბალონის დიდ­ხანს მზეზე დება, 200 ატმოსფეროზე მაღალი წნევით დატუმბვა. გარდა ამისა, მძღოლი, რომლის ავტომობილშიც დამონტაჟებულია მეტალობალონი მინაპლასტიკური გარსით, უნდა ერი­დოს ორმოებს, რადგან დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომობილის ორმოში ჩავარდნისას შესაძლოა ბალონი დაზიანდეს.


ფორუმჯიზე წავაწყდი ამ თემას

ესეც ნაკადული http://www.ambebi.ge/sazogadoeba/96302-qma...v-naghmzeq.html



ყველაზე მეტად ამან დამაფიქრა

ციტატა
ხუთი წლის შემდეგ უწყვეტი მინა-ბოჭკო სიმტკიცეს კარგავს და მიწად იქცევა
soxa
ტყუილია მაი ამბავი, მე უკვე 12 წელია მასეთი ბალონი მაქ და თან ვხმარობ(სწორად გამიგეთ) მე უკვე 4 წლის წასული უნდა ვიყო მარილზე suicide2.gif თემო ის ჩვენი ბალონებიც არ არის ნაკლები წლოვანების და თან 450-ზეა შემოწმწბული, მე ვერ შემაშინებთ biggrin.gif
ja_ja
ეეეხ რას ვამბობ დი ადრე!

soxa
სოხაჯან პერიოდული შემოწმება უნდა ბალონს, ყოველ 3 ან 5 წელიწადში როგორც მწარმოებელი წერს თორემ ისე აზრს კარგავს. ბუნებრივი აირი თუ თხევადი აირი იქნება ეგენი შედარებით უფრო აგრესიული აირებია ჰაერისგან განნსხვავებით და შიგნიდან იწყენებ ალუმინის თხელკედლიანი კოლბის (ეგრეთწოდებული ლაინერის) გამოჭმას. ბოლოს მართლა ვავა იქნება ერთ დღეს....
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(soxa @ Feb 7 2014, 05:51 PM) *
ტყუილია მაი ამბავი, მე უკვე 12 წელია მასეთი ბალონი მაქ და თან ვხმარობ(სწორად გამიგეთ) მე უკვე 4 წლის წასული უნდა ვიყო მარილზე suicide2.gif თემო ის ჩვენი ბალონებიც არ არის ნაკლები წლოვანების და თან 450-ზეა შემოწმწბული, მე ვერ შემაშინებთ biggrin.gif

soxa smile.gif
როგორც ზემოთ ხსენებულმა პროფესორმა აღნიშნა 15 წელი მაქსიმუმიაო და მართლაც გადაამოწმე, ღმერთმა დაგიფაროს და მართლა მარილზე არ წახვიდე და სხვაც არ დააზარალო smile.gif ხომ გაგიგონია "სიფრთხილეს თავი არა სტკივაო" smile.gif
foxi
ელემენტალურად ჩააბარეთ ან გადაყარეთ ვადაგასული ბალონები. ამით მარტო საკუთარ თავს არ დაიზღვევთ. უაზრობაა ედავო პროფესორს მხოლოდ საკუთარი გამოცდილების ხარჯზე.
koknar
foxi
იადეში ჰაერის ბალონმა რა უნდა გიქნას, გასკდება და ჰაერს გაუშვებს ნამსხვრევები ხო არ ენება რო თავი წაგაცალოს, გაზის მფლობელებმა იდარდონ. smile.gif
iorama
ეხლა სამსახურში ვარ და ისე გემრიელად ვერ ვწერა რააა smile.gif მაგ პროფესორს დავაყარე მიწ.. უფ ბალონები კაცო biggrin.gif
საქართველოში ბუნებრივ აირზე 70-ანი წლების მერე დადის ტრანსპორტი. ბრაზილიის 95% ტრანსპორტის ბუნებრივ აირზე მუშაობს, კანადის 70%-მდე, სომხეთიდან მაინც უნდა ისმოდეს აფეთქებების ხმა იქ 55-60%-მდეა ბუნებრივ აირზე biggrin.gif
მე 9 წელი ვიმუშავე ბუნებრივი აირის მაფიაში და იქ 5-6 წლის ვადაგასული აეგ ბალონები ქონდათ და ერთი შემთხვევა არ ყოფილა გასკდომის. დოხრენაჯერ მაქვს გავლილი გეპეიში კათედრაზე უსაფრთხოების და მაგ ბალონების შემადგენლობა და ნუ ყველაფერი რა, იქაც პროფესორები კუთხულობდნენ ლექციებს და არაფერი კუტუწვერობა არ მსენია რო ბალონი შროშის თიხად იქცეოდეს.
ყველა ბალონს აქვს შემოწმების ვადა და იმ ვადაში გადასინჯავს და ეგაა. ასე რომ ნუ ნერვიანობთ რო საქართველო 8 წელიწადში გადაშენდება biggrin.gif
სახლში გავაგრძელებ თუ რამეა ამ თემას smile.gif
bazuka
foxi
ციტატა(kakha @ 7th February 2014 - 06:37 PM) *
უაზრობაა ედავო პროფესორს მხოლოდ საკუთარი გამოცდილების ხარჯზე.

საქმეც იმაშია, რომ "პრაфესორია"

ციტატა(bazuka @ 7th February 2014 - 05:38 PM) *
რვა წლის შემდეგ მოსალოდნელია ამ ბალონების მა­სობრივად სკდომა

ციტატა(kakha @ 7th February 2014 - 06:37 PM) *
ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომანქანებში დამონტაჟებული მეტალობალონი მინაპლასტიკური გარსით, მეტად სახიფათოა, რადგან ხუთი წლის შემდეგ უწყვეტი მინა-ბოჭკო სიმტკიცეს კარგავს და მიწად იქცევა

შეხედე კარგად, მოხმარების პერიოდი რამდენი აქვს, ვებგვერდი ბრიტანულია და სერტიფიკატიც ევროპული
http://www.bestfittings.co.uk/shopdisplayp...linders+300BAR+
koknar
bazuka
ეს პრაფესორი კარბონს და მინას ერთმანეთისგან ვერ არჩევს რა უნდა დაუჯერო
ja_ja
foxi
ციტატა(kakha @ 7th February 2014 - 06:37 PM) *
ელემენტალურად ჩააბარეთ ან გადაყარეთ ვადაგასული ბალონები

არ შეიძLება ჩაბარება, ნახმარი ბალონი ფიზიკურად უნდა განადგურდეს, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეგრეა, ოღონდ აუცილებლად გადადნობა და რამე არ იგულისხმება, უმეტეს უტილიზაციის ცენტრში ბალონის გამნადგურებელი ვალდებულაი უბრალოდ ბალონს სკვაზნოი დიდი ხვრელი დაადოს სვერლოთი, ვსიო ამის მერე ბალონი კაპუტ smile.gif გინდა მერე ყვევილები ჩარგე შიგნით და გინდა გადაადნე, იმედია ვინმე ჭკვიანი არ გაიჩითება სვარკით და ამოვსებაზე არ იჩალიჩებს smile.gif ნუ კომპოზიტურს იასნია სვარკა ვერ უშველის smile.gif



koknar
ციტატა(koka @ 7th February 2014 - 06:45 PM) *
იადეში ჰაერის ბალონმა რა უნდა გიქნას, გასკდება და ჰაერს გაუშვებს ნამსხვრევები ხო არ ენება რო თავი წაგაცალოს

კაცო შენა გასკდომა რაფრა წარმოგიდგენია smile.gif biggrin.gif რანცხა ნამეტანი ლაითად გამოგდის ფანტაზიორობა smile.gif

აგე ტილიანი 60-70 ატმოსფერო რას შვება co2-ის შემთხვევაში



ციტატა(koka @ 7th February 2014 - 07:26 PM) *
ეს პრაფესორი კარბონს და მინას ერთმანეთისგან ვერ არჩევს რა უნდა დაუჯერო


ნუ ახლა შენ მიდი აბა მიამატე ქართველი ჟურნალისის ინტელექტუალური განვითარების შკალა და შეიძლება აღმოჩნდეს რომ ის კაცი ეგრეთწოდებულ "სტეკლოვატაზე" საუბრობდა რომელიც კომპოზიტურ ბალოს სუფთა ვიზუალის გამო გარედან აქვს ხოლმე გადაკრული რომ კარბონის აპლიოტკა არ ჩანდეს smile.gif ასე რომ მანდ ფუჩეჩი უნდა გადაყარო და რავარც სჩვევიათ ჩვენს ჟურნალისტებს მაგათ ნაბოდვარში რაცხა ძირითადი ღერძი უნდა იპოვო და არა სიტყვასიტყვით დაუჯერო მაგათ ნაბოდვარს smile.gif


აგერ რა ხილია პოლიმერ კომპოზიტური ბალონი, ნუ საერთოდ ჰაერის შემთXვევაშიც ითვლება რომ კომპოზიტური ბალონი ასე პირდაპირ არ სკდება, თითქოს და იწყებს ძაფები დაწყვეტას და ჰაერი იწყებს ნელნელა გამოსვლას, მარა ეს საუბარია სანამ ბალონს გარანტია აქვს და შესაბამისი პირობები რა ვადითაც არის გათვლილი იმ დროზეა საუბარი, აი 15 წელი იქნება თუ სხვა, როდესაც ის ძაფები უკვე გამოშრება და მსხვრევადი ხდება, აი მაგ დროს უკვე რაის ნელნელა დაწყვეტა და ჰაერის გამოსვლა, პირველი ვიდეოს ეფექტი იქნება სახეზე smile.gif




10-11 წლის წინ ინტელის წარმომადგენელი იყო ჩამოსული თბილისში და ინგლისურად ამბობდა რომ მოხარულია რომ საქართველოში IT ვითარდება - ჟურნალიუგა თარჯიმანი რომელის დაქირავებული იყო დარბაზს უთარგმნიდა შემდეგ - მოხარული ვარ რომ საქართველოში ინტერნეტი ვითარდებაო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ისიც კი არ იცოდა ვის ტექსტ თარგმნიდა და რასთან აქვს შეხება ინტელს შესაბამის სფეროში smile.gif ვერ გაიგო რა იყო IT და მომენტალურად მოთარგმნა ინტერნეტად smile.gif ასე რომ არაა გამორიცხული მანდაც იგივე ნაბოდვარი ეწეროს smile.gif მთავარი შIნაარსი ისაა რომ ბალონებს პერიოდულად შემოწმება უნდა, ხოლო ბალონი რომელიც ბევრს ტაქსისტს ბაგაჟნიკშI უგდია და ის ბაგაჟნიკიც გამომპალია... ნუ მოკელდ რბილად რომ ვთქვათ ხელს არ უწყობს მის ჯანმრთელობას smile.gif


iorama
ციტატა(iorama @ 7th February 2014 - 07:00 PM) *
არ მსენია რო ბალონი შროშის თიხად იქცეოდეს

ნუ კოკნარას უკვე მივწერე, მანდ დასლოვნად ქართული ჟურნალიუგების სისულელეების გაგება არ შეიძლება არარეკომენდირებულია ჯანმრთენლობისთვის smile.gif მთავარი ღერძია საჭირო ყველამ გაიგოს, არაა ეგრე საქმე ჩააყენე და დაივიწყე smile.gif და რაც მთავარია 200-ზე გათვლილ ბალონს 250-260-ზე რომ ამუშავებენ და რესურსს ბრიდავენ....
tengo
ყურადღებაა საჭირო და თავის დროზე შემოწმება უნდა, თორემ შემთხვევები ბევრია.


geojorjika
ნდაა

ცოცხალ მაგალითს გეტყვით 3 დღის წინ, ჩავირბინე ვასმოიზე მანქანის "ჩისწიწელების" თვის სითხეს ვყიდულობ, ვეუბნები გამყიდველს :
-აი ჩისწიწელების სითხე მომე რა წყალი რომ არ გამიყიდოს,
-კი ბრატ მაქვს აი და მაწვდის ნახევრად გაყინულ ლურჯი მასით სავსე ლიტრიან ბოთლს,
უცებ თვალები გამიფართოვდა
-რას მაძლევკი მარა ეს ეხლა უკვე გაყინულია და ეს უნდა გავურიო წყალში?
-ააა შენ გერმანული გინდა მაშინ, ეგ 5 ლარი ღირს და თან მაწვდის უკვე თხევადი მასით სავსე ბოთლს, ვაწვდი ხუთლარიანს და მოვდივარ
იქვე ვხედავ 2 ახალი წითელი ბალონი დევს, ვკითხოლობ:

-აქ ვინ არის?
-მე , მპასუხობს ვიღაცა წვერგაუპარსავი კაცი სტაიანჩიკის ფორმით
-ეს ბალონები რა წნევაზე მუშაობს?
-6 კუბიანებია
-მოცულობას არ გეკითხებით სამუშაო წნევა რამდენია?
-მოიცა დავუძაო , ეძახის მოპირდაპირე მხარეს საყარაულო ბუტკაში ვიღაც ნამძინარევ "Security" კუეტკიან ტიპს, ამ ტიპმა ჯერ ძლიავს გამოიფხიზლა და მერე ძლივს გადმოალაჯა გზას რომ ჩემამდე მოსულიყო
-აბა რა გაინტერესებს? მეკითხება ცხოვრებისგან დაღლილი სახით და სკამს ეძებს დასაჯდომად
-აი ამ ბალონებს სამუშაო წნევა რამდენი აქვს?
-ორასიდან სამასამდე
-ბატონო? თან დროს ვატრიალებ ბალონს და ვეძებს იქნებ რამე ეწეროს
-სამასზე ატვეჩაი ვარ
და ჰოი საოცრებავ აგერ აწერია სამუსაო წნევა 200 ბარი გატესტილია 300 ბარზე
-მოიცა ერთი წუთით აქ წერია რომ 200 ბარი აქვს სამუშაო წნევა და შენ 300 ბარზე ატვეჩაი როგორ ხარ? ვკითხულობ გაგკვირვებული და ცოტა გაბრაზებული სახით
-იტალიურია ნაღდი ბრატ
-აააააააააააა, მადლობთ , ჩავიქნიე ხელი და წამოვედი


ეგეთთან ჩვენი 2 დიპლომიანი ტაქსისტი იყიდის ბალონს, მერე დატენის სამასზე, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მეოთხედ წაიყოლებს გაზის ზაპრავკას და ახლო მახლო მყოფ ხალხს საიქიოში
koknar
ციტატა(giorgi @ 7th February 2014 - 10:19 PM) *
, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მეოთხედ წაიყოლებს გაზის ზაპრავკას და ახლო მახლო მყოფ ხალხს საიქიოში

მერე ბალონი რო მიწათ იქცევა, გულზე დაეყრებათ. გათვლილია ყველაფერი
foxi
ყოველთვის ასეა საქართველოში,სანამ საკუთარ ტ...ე არ გამცდის ადამიანი მაგარი კიდია სხვისი აზრები.როგოც მახსოვს, ამ ფორუმზეც იყო 300 თუ 400 ბარზე მარაუდერის გატენვის მცდელობა. წამოვა მასეთი შეკრებაზე და მარტო თვითონ კი არ გადაეხსნება ჭკუით გატენილი თავი, არამედ იქვე ახლოს მდგომ ნასწავლ ფორუმელებსაც.

ეს საუბარი იმას მაგონებს: ქართველ მძღოლებს უსაბრთხოების ქამარის გაკეთება რო უტყდებათ. lol2.gif
koknar
ციტატა(kakha @ 7th February 2014 - 11:32 PM) *
ქართველ მძღოლებს უსაბრთხოების ქამარის გაკეთება რო უტყდებათ.

კი არ უტყდებათ დისკომფორტია, მხარზე გედება, კისერზეც. ზედმეტია ქალაქში. და 1 კათხა ლუდიც უნდა შეიძლებოდეს. შაბათ დილას 2 -იც
soxa
koknar +10000

smekosmeko
ტაქსისტების 95% არ დადის მაგ ბალონის შემოწმებაზე. მერე სასტავი დადგება და ყვებიან უფასოდ დავდივართ ისეთი ეკონომიურიაო და ვსიო. არც იცის რომ უნდა შეამოწმოს და რახდება ამ ვადის გასვლისშემდეგ, არ არიან ინფორმირებული. ახლა ბალონების გამყიდველმა ისე რომ ებაზროს რაც ზემოთ წერია.. biggrin.gif არავინ არ ჩააყენებს გაზს! პახოდუ ახლა გამყიდველი დებილი ხომ არაა ესეთები ელაპარაკოს, ესე რომ აკეთოს დაერხევა მის ბიზნესს რადგან საქართველოში ხალხი ვერ ყალიბდება ამ ბალონების და წნევების სფეროში.
foxi
ციტატა(smekosmeko @ 8th February 2014 - 10:07 AM) *
რადგან საქართველოში ხალხი ვერ ყალიბდება ამ ბალონების და წნევების სფეროში


მაგოტომაც არის სახელმწიფო კონტროლი აუცილებელი. სწორედ მაგაზე დავწერე:
ციტატა(kakha @ 7th February 2014 - 11:32 PM) *
ქართველ მძღოლებს უსაბრთხოების ქამარის გაკეთება რო უტყდებათ


ეხლა ბალონებზე მიედავე და მერე ნახე,აღარ გვინდა ეს მთავრობას ძახილი. lol2.gif
TORA
ერთი კითხვა მაქვს, ვთქვათ ბალონი ვიყიდე მანქანაში ჩასაყენებლად 2014 წელს, ვადა აქვს 2018 წლამდე, და თუ არ ჩავაყენე და საერთოდ არ მიხმარია, ერთხელაც კი არ დამიტენია ბალონი, მაინც აღარ შეიძლება მაგ ბალონის გამოყენება? ვგულისხმობ ვადის გასვლის შემდეგ smile.gif)
smekosmeko
მაინც არ შეიძლება წესით. ვადა გასული ყველანაერად ვადაგასულია ის უხმარია თუ ნახმარი.
TORA
გასაგებია smile.gif)
Ex3
სოფელში ბაბუაჩემს აქვს "ვილისში" ჩადგმული გაზი , რაღაც ძველი ბალონები აქვს, მგონი სსრკს დროს გაკეთებული , სახიფათოა ანუ ხომ ეს ბალონები?
bazuka
Ex3
ციტატა(Ex3 @ 8th February 2014 - 01:23 PM) *
სოფელში ბაბუაჩემს აქვს "ვილისში" ჩადგმული გაზი

აუფ, ეგ თუ ის ბალონებია რასაც მე ვფიქრობ, მაშინ ყველაზე საშიში რამეა
ლურჯი, ჟანგბაბის ბალონები 150 აქვს სამუშაო წნევა, და ლიმონკასავით ასკოლკებად იშლება

ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(bazuka @ Feb 8 2014, 01:45 PM) *
Ex3

აუფ, ეგ თუ ის ბალონებია რასაც მე ვფიქრობ, მაშინ ყველაზე საშიში რამეა
ლურჯი, ჟანგბაბის ბალონები 150 აქვს სამუშაო წნევა, და ლიმონკასავით ასკოლკებად იშლება


და დაჟე ლიმონკას იმდენად დამანგრეველი ძალა არ აქვს, ვიდრე მაგ ჟანგბადის ბალონს. საშინელი ღაღაცაა... გარშემო ყველაფერს შლის და ანადგურებს. ჩემ მტერს გაუსკდეს ეგ ბალონი. ადრე მახსოვს შემთხვევა ზეთიანი ხელებით შეეხნენ იმ ადგილს, (თავს ვგულისხმობ) სადაც არ უნდა შეხებოდნენ და ...........
რათქმაუნდა ისიც საშიში და ყურადღებამისაქცევია გასული აქვს თუ არა მოხმარების ვადა smile.gif
smekosmeko
ამ თემაში ვინც შემოიხედავს ყველას გადაიფიქრებს გაზის ჩაყენებას biggrin.gif ამ ვისაც აქვს ამოაგლიჯავს biggrin.gif
Ex3
მაგაზე კარგად მოკლეა , შავი ფერის , გავარკვევ რა აქვს და როგორი.
smekosmeko
თქვენ შემოგევლეთო მეტალო პლასტმასის ბალონები არ ფეთქდებაო. აგერ ვარ და რაც გინდათ ჩამარტყითო ტავში... ავარიისას თუ მას რაიმე საგანი მოხვდაო და ანუ დააზიანაო ბალონი გაიხევაოოო, გაზი უცებ აქროლდებაოო. მაქსიმუმ მაშინ აფეთქდებაო თუ ავარიისას ცეცხლის ალში შევარდებაოოო. შიგ ხომ არ აქვთ ამ ჯურნალისტებსო. (ნუ ეგ ლაითად თორე ისე არ დაუკლია biggrin.gif ) ესე თქვა რომელირაც კუპნი კომპანიაა გაზებს აყენებენ, აი მე-5 თაობა რომ შეიმუშავა სპორტული მანქანებისათვის. მთავარი, ვადებს ნუ გადაუსვამთო ხაზს, ვადები დიდ როლს თამაშობსო.
Davitus
ციტატა(bazuka @ 7th February 2014 - 04:38 PM) *
მეტალობალონი მინაპლასტიკური გარსით, უნდა ერი­დოს ორმოებს, რადგან დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომობილის ორმოში ჩავარდნისას შესაძლოა ბალონი დაზიანდეს.


მარტო ამ წინადადებიდან ჩანს მაგის პრაფესორობა biggrin.gif

"ორმოში" ჩარტყმისას, ისეთი ძალა რომელიც ბალონს დააზიანებს, ხერხემალს რას უზამს თუ წარმოგიდგენიათ biggrin.gif

მაგ პრაფესორას არც მანქანის დაკიდების სისტემაზე სმენია რამე, არც ამორტიზაციაზე და არც საბურავებზე biggrin.gif
smekosmeko
დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი უფრო იოლად და რბილად გადადის ამ ე.წ. ორმოზე.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.