გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> მათთვის ვინც ჩინური ფირმა BAM/Xisico წარმოების იარაღის, მათთვის ვინც ჩინური ფირმა BAM/Xisico წარმოების ყიდვას აპი
geojorjika
პოსტი Mar 6 2009, 12:57 AM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ეს არის სტატიის თარგმანი დადაეხმარება მათ ვინც ჩინური ფირმა BAM/Xisico წარმოების იარაღის ყიდვას აპირებს.
დავიწყოთ B3-1–ით , გაკვირვებული დავრჩი თუ რამდენი შეეძლო ამ პატარა სასაცილო იარაღს რომლის ფასის 55-65 $ ფარგლებში მერყეობს. მწარმოებლის ინსტრუქციის მიხედვით ამ იარაღს შეუძლია ტყვია მიანიჭოს 165 მ/წმ საეყისი სიჩქარე, ჩვენს მიერ აღებული ეგზემპლიარი კი ქრონოგრაფის მიხედვით ისროდა 153 მ/წმ სიჩქარით, არცთუისე ცუდი შედეგია , ყველაზე დიდი ღირსება რაც კი ამ იარაღს გააჩნია არის საოცარი სიზუსტე, ჩემი აზრით ეს არის ფიქსირებული ლულის და გვერდითა დამტენი მექანიზმის დამსახურება. უცებ აღმოვაჩინე რომ საოცრად მიადვილდებოდა ტყვიის ათიანში „ჩასმა“ , იარაღს აქვს ღია სამიზნე და „მერცხლის კუდი“ ოპტიკისთვის. ვფიქრობ საუკეთესო არჩევანია ახალგაზრდა მსროლელებისტვის ან იმ ხალხისთვის ვინ ეხლა იწყებს პნევმატიკასთან ურთიერთობას. ასევე სასიამობნოა ის ფაქტიც რომ ეს იარაღი გამოს როგორც 4.5 ასევე 5.5 კალიბრში.




შედეგი 9 მეტრზე

შემდეგი მოდის მოდელი B9როცა ეს იარაღი დავინახე. პირველმა აზრმა რამაც გამიელვა იყო, რომ ეს უნდა ყოფილიყო როგორც B3-1–ის გაუმჯობესებული ვარიანტი, ნახელავი უკეთესია და აშკარად უფრო „ მაგრად“ გამოიყურება ვიდრე B3-1–ი , მაგრამ მე პირადად ცოტა პრობლემები შემექმნა სროლისას შეიძლება ეს მხოლოდ ჩემი ბრალია, მაგრამ ფაქტია ცოტა ვერ „მოვერგე“ . ამ იარაღისათვის შესანიშნავი იქნებოდა პისტოლეტებისთვის განკუთვნილი ოპტიკა ან ისეთი რომელსაც აქვს „longer eye relief. „, რადგან სტანდარტულ ოპტიკაზე რომელიც მას მოყვება, დასამიზნებლად საჭიროა თავის მარჯვნინ და დაბლა დახრა ძალიან, თითქმის სავაზნემდე , რაც არაკომფორტულია ნამდვილად და სროლისას ზეთის ნაწილაკები მესხმებოდა სახეზე და თვალებში . მე გამოვიყენე BSA-ის “Red Dot”–ი რომელიც შესანიშნავად მოერგო მას, ყველაზე დიდი ღირსება რაც კი შეიძლება აღინიშნოს ამ აიარაღის არის ის რომ წამოუდგენლად სწრაფად და მარტივად იშლება ორ ნაწილად, ლულა „ცევიოსთან“ და ოპტიკასტან ერტად ძვრება იარაღის დანარჩენ ნაწილებს, რაც საკმაოდ მარტივს და მოსახერხებელს ხდის იარაღს გადატანისას. ასევე აღსანიშნავია ისიც რომ ეს იარაღი არის მრავალდამტენიანი, მას მოყვება 2 ცალი 10 ტყვიიანი მჭიდი, ტყვიის ლულაში მოთავსება კი ხდება გადატენისას, ასე რომ გადატენე–ისროლე, გადატენე–ისროლე და ა.შ. მშვენიერი გასართობის სატამაშოა პლინკისთვის . ეს იარაღიც B3-1–ის მსგავსაც ძალიან ზუსტი აღმოჩნდა, თუმცა მისი რელური ტექნიკური მონაცემები საგრძნობლად ჩამორჩება მის მწარმოებლისეულ მონაცემებს , რომლის მიხედვითაც მას 230 მ/წმ–თი უნდა ესროლა ტყვია ჩვენს ქრონოგრაფზე კი 165 მ/წმ დაფიქსირდა. მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული ფასი ამ იარაღზე არის 75$ , ვფიქრობ მწარმოებელმა ცოტა ცვლილებები თუ არ შეიტანა ამ იარაღში ის არ გაამართლებს თავის ფასსს, პირველ რიგში კი სტანდარტული ოპტიკა შეცვალოს ისეთით რომელშიც ნომალურად გამოჩნდება სამიძნე, მეორე– რეალურად შეაფასოს მისი ტექნიკური მონაცემები და დაუყენოს ფანრის დასამაგრებელი .




მიმაგრებული ფაილი  BAM3_001.jpg ( 11.08 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 4
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
geojorjika
პოსტი Mar 6 2009, 12:58 AM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



გადავიდედ ჩვენი კონკურსის შემდეგ მონაწილეზე B30-1. რომელიც 320$ RWS model 48–ის სრული კოპია 150$–ად . ანუ ნახევარ ფასად შესანიშნავი სიზუსტე, რომელიც ფიქსირებული ლულის დამსახურებაა, ასევე საკმაოდ კარგი სასხლეტი, მოყვება ღია სამიზნე რომელიც აღჭურვილია ფოსფორის წერტილებით და სტანდარტული „მერცხლის კუდი“ ოპტიკისთვის. მაგრამ ეს არ არის ყველაფერი სიკეთე რაც ამ იარაღს აქვს, უმთავრესი ძალა. ის ძალიან ძლიერია, 4.5მმ–ში Crosman Premier Hollow Point– ტყვიები მან ისროლა 290 მ/წმ სიჩქარიტ , დარწმუნებული ვარ უფრო მჩატე ტყვიები აუცილებლად გადალახავენ 300მ/წმ–იან ზღვარს.
სროლა საკმაოდ მოსახერხებელია, გვერდიტა დამტენი რიჩაგი სქელი მტკიცეა და მოსახერხებელია. ვფიქრობ თუკი ეძებთ ძლიერ და გამძლე იარაღს, მიზანში სასროლად და სანადიროდ 150–200$–ს ფარგლებში ეს იარაღი მაშინ თქვენთვისაა.






10 იარდი

20 იარდი



და ბოლოს ყველაზე უფროსი ძმა B40. ეს არის შესანიშნავი იარაღი, მძიმე 5 კგ–ზე მეტია თუმცა იგრძნობა რომ ეს სიმძიმე „ხარისხის ნიშანია“ . იგი არის Air Arms TX200–ის სრული კოპია რომელიც ღირს 570$. მაშინ როცა B40 280$ ღირს. ეს არის ყველა თავის ძმასტან შედარებით აშკარა ფავორიტი, სასხლეთი რბილია, თითქოს თბილ კარაქს დანით ჭრი და ძალიან, ძალიან ჩუმი. ასევე მოყვება 3-12x50 IR MD ოპტიკური სამიზნე. ის ძალიან ზუსტია, ლულისქვეშა რიჩაქი შესანიშნავად მუშაობს, ქრონორგრამა 5.5 მმ–ში აჩვენა 230 მ/წმ სიჩქარე, 18 მეტრზე სროლისას საკმაო ქარი იყო და ამიტომ ის ჯგუფი არ არის ისეთი როგორიც უნდა იყოს. მოკლედ ეს არის საკმაოდ ძლიერი, ზუსტი და ლამაზი იარაღი.





10 იარდი

20 იარდი


ეს მცირედი განხილვა დაწერილია იმათთვის ვინც ახლო მომავალში აპირებეს აღნიშნული „ჩინელების“ ყიდვას, ვფიქრობ მცირდით მაინც დაგეხმარებათ ჩემი ნაწვალები .

პირველადი წყარო : www.airgunweb.com
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- geojorjika   მათთვის ვინც ჩინური ფირმა BAM/Xisico წარმოების იარაღის   Mar 6 2009, 12:57 AM
- - geojorjika   შემდეგი მონაწილე ა...   Mar 6 2009, 12:58 AM
- - geojorjika   გადავიდედ ჩვენი კო...   Mar 6 2009, 12:58 AM
- - parna   საიმნტერესო იარაღ...   Mar 6 2009, 01:31 AM
- - Jah   geojorjika ძალიან დიდი მა...   Mar 6 2009, 07:52 AM
- - Jah   geojorjika დღეს ვნახე შე...   Mar 6 2009, 12:43 PM
- - geojorjika   Jah გაიხარე, ვეტყვი ა...   Mar 6 2009, 04:15 PM
- - bidza   B40 _ მემგონი ნასროლი...   Mar 6 2009, 06:14 PM
- - geojorjika   bidza 5.5 რომ აკრზალულია...   Mar 6 2009, 06:16 PM
|- - bidza   ციტატა(geojorjika @ Mar 6 2009, 0...   Mar 6 2009, 10:41 PM
- - Jah   ციტატა(bidza @ 6th March 2009 ...   Mar 6 2009, 09:35 PM
- - guja   geojorjika დღეს ვნახე შე...   Mar 6 2009, 09:49 PM
- - Jah   ციტატა(guja @ 6th March 2009 ...   Mar 6 2009, 09:52 PM
- - guja   :huh: :huh:   Mar 6 2009, 09:58 PM
- - Jah   guja მე არ მახსოვს სა...   Mar 6 2009, 09:59 PM
- - guja   მე ვარ 16 წლის არასდ...   Mar 6 2009, 10:04 PM
- - Jah   ციტატა(guja @ 6th March 2009 ...   Mar 6 2009, 10:06 PM
- - guja   არ ვიცი მე ვერ ვერკ...   Mar 6 2009, 10:10 PM
|- - parna   ციტატა(guja @ Mar 6 2009, 07...   Mar 6 2009, 10:18 PM
- - Jah   ციტატა(guja @ 6th March 2009 ...   Mar 6 2009, 10:17 PM
- - guja   ოკ   Mar 6 2009, 10:20 PM
- - geojorjika   guja აქაც გამოჩნდი? კ...   Mar 6 2009, 10:29 PM
- - guja   არა ოპტიკა, არ აქვს....   Mar 6 2009, 10:32 PM
- - Jah   ციტატა(bidza @ 6th March 2009 ...   Mar 6 2009, 10:44 PM
- - geojorjika   ციტატაშემოტანა კი ...   Mar 6 2009, 10:53 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 09:39 PM
Hosted by Pro-Service